"მოხეტიალე სკაფანდრები" ნუგზარ აფხაზავას პირველი წიგნია. მისმა ფანტასტიკურმა მოთხრობებმა, რომლებიც დიდი ხანია იბეჭდება ქართულ საბავშვო ჟურნალებში, ჩვენი მოზარდების მოწონება დაიმსახურა. წინამდებარე კრეულში მათთან ერთად რამდენიმე ახალი მოთხრობაა შეტანილი.
- გურამ მიზანდარის გაორება (შემდ. გამოქვეყნდა სახელით 'დამარცხებული ერინია') - ისტორიკოს ასარიტას შეგონება (შემდ. გამოქვეყნდა სახელით 'განაჩენი') - დაე, ინათოს! - მოხეტიალე სკაფანდრები - უმცროსი კოსმონავტი - SAPIENTI SAT!.. - VIRIBUS UHITIS - კათარზისი
ნუგზარ აფხაზავა (1935-2003) ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ქართველი მწერალია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, ხოლო მოგვიანებით ფილოლოგი და ჟურნალისტი, მრავალი სამეცნიერო ფანტასტიკური კრებულის ავტორია.
ბოლო სამი მოთხრობე უტა ფაზიაზეა, აქედან ორი - ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე. როგორ წინა კრებულში, საკმაოდ საინტერესო იდეები აქვს, მაგრამ ტექნოლოგიურად bullshit უკვე და რაც ყველაზე უარესია უბრალოდ ცუდად ნაწერია :( საშინლად ყალბი და ხელოვნურია უმეტეს ადგილებში. მსტოვარი-ში უკეთესი მოთხრობები იყო