Jump to ratings and reviews
Rate this book

მოგონებანი

Rate this book
გიორგი მაზნიაშვილი 1870 წელს, სოფელ სასირეთში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ − დედა − ქრისტინე გლურჯიძე, მამა − რუსეთიდან ჩამოსული ოფიცერი, ივანე მაზნევი, რომელმაც მეუღლე და მისი სამშობლო ისე შეიყვარა, შვილებს გვარად − მაზნიაშვილი მისცა და ქართული სულისკვეთებით აღზარდა. სამხედრო ნიჭი, შეიძლება ითქვას, გიორგი მაზნიაშვილს მამისგან ერგო. მან სამხედრო განათლება მიიღო, ხოლო შემდეგ, რუსეთის არმიაში გენერლის წოდებამდე აღზევდა. გენერალ მაზნიაშვილს მეტად ტრაგიკული ბედი დაჰყვა. იგი მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, რომელშიც დაიჭრა და ლაზარეთში პირადად ნიკოლოზ II- ის ქალიშვილები უვლიდნენ. იგი ასევე იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. აღარაფერს ვამბობთ ღვაწლზე საქართველოს წინაშე, რომელიც ფასდაუდებელია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 1937 წლის რეპრსიებს ვერც იგი გადაურჩა და დახვრიტეს. მისი საფლავი კი დღემდე უცნობია. ვფიქრობთ, გიორგი მაზნიაშვილის „მოგონებანი“ მკითხველისთვის არა მარტო საინტერესოდ საკითხავი წიგნი, არამედ საუკეთესო პირველწყარო იქნება საქართველოს ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი პერიოდის შესასწავლად.ეს წიგნი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს: როგორი იყო რეალურად საქართველოს რამდენიმეწლიანი დამოუკიდებლობა, რამდენად სურდა და რა იღონა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოს კეთილდღეობისთვის, იყო თუ არა საფრთხილო დღეს ასე მტიკვნეული აფხაზეთის საკითხი ჯერ კიდევ მაშინ, იცვლება თუ არა ჩვენი ერთმორწმუნე ჩრდილოელი მეზობლის მიზნები, სტრატეგიები და ა.შ. ისტორიაში ბევრი რამ მეორდება. მისი შესწავლა კი უმთავრესია, რათა დაშვებული შეცდომები არ გავიმეოროთ. ამ წიგნის ხელახალი გამოცემაც, ამის ცდად ჩავთვალოთ. წიგნი დარედაქტირებულია მხოლოდ ენობრივი კუთხით, რათა მკითხველისთვის კითხვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული იყოს. ხარვეზები, რა თქმა უნდა, დარჩენილია, რათა შინაარსი მცირედითაც არ დაგვეკარგა. გამომცემლობისგან.

220 pages, Paperback

First published January 1, 2014

1 person is currently reading
27 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
14 (70%)
4 stars
1 (5%)
3 stars
5 (25%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Beka Khojava.
11 reviews8 followers
January 31, 2018
იმდენი არაპროფესიონალიზმი, ელემტარული კომუნიკაციის უქონლობა, უსინდისობა და უპასუხისმგებლობაა თითქმის ყველა აბზაცში, ხანდახან მეგონა კაფკას კიდევ ერთ რომანს ვკითხულობდი. ალბათ ყოველთვის ეგრე ხდება, როცა საკუთარი საქმის და ქვეყნის მოყვარული ადამიანს მედროვე პოლიტიკოსების ბრძანებების შესრულება უწევს.
Profile Image for Oto Bakradze.
666 reviews42 followers
Read
May 10, 2025
ა, გასაგებია.

საბჭოთა მთავრობასთან მოლაპარაკებისას გადასახლებიდან დაბრუნებისთვის დაწერილი
მემუარები, რეალური მოვლენების შესაფასებლად ვერ გამოდგება მთლად ობიექტურ წყაროდ.
Profile Image for Nino Chikviladze.
107 reviews1 follower
December 21, 2024
ძალიან კარგი და ინფორმატიული მოგონებებია საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ.

"...ჩვენ, უპარტიო ხალხი, რომელთაც ხშირად გვიხდება სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულება, მმართველი პარტიის ხელში ვემსგავსებით სათამაშოს, რომელსაც პარტიის რომელიმე წევრი თავისი სურვილისამებრ ათამაშებს, ყოველგვარ ექსპერიმენტებს აკეთებინებს და არაფერს ანგარიშს არ უწევს, რადგან არსაიდან დასჯას არ მოელის".

გული დამწყდა ამ ადამიანის რამდენი სწორი პროფესიული მოსაზრება დარჩა გაუთვალისწინებელი, რასაც სერიოზული სასიკეთო ცვლილებები შეეძლო გამოეწვია ჩვენი პირველი რესპუბლიკისთვის.

და რეალურად წესით იმიტომ, რომ ეს გენერალი ასრულებდა თავის საქმეს და მოუწია მსახურება სამ სხვადასხვა მთავრობასთან - მეფის რუსეთთან, პირველ რესპუბლიკასთან და საბჭოთა მთავრობასთანაც კი.

იმიტომ, რომ წინა მთავრობასთან იყო ნამუშევარი, ადამიანების პროფესიონალიზმი უკვე არაფრად ითვლებოდა და არაპროფესიონალები ასრულებდნენ საქმეს, რაც საქმესაც აზიანებდა.

თუმცა აქ გასათვალისწინებელია ვის პერიოდში და როგორი რედაქტირებით გამოიცა ეს ჩანაწერები... რეალურად გამოიცა. საბჭოთა კავშირის დროს, როცა მაქსიმალურად ცდილობდნენ პირველი რესპუბლიკის გაშავებას.
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.