წინამდებარე კრებულში თავმოყრილია 2007 წლის 26-27 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები, რომელიც მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 და გარდაცვალების 100 წლისთავს.
კრებულში შესულია შემდეგი მოხსენებები:
გიგი თევზაძე–ქართველი ერის დაბადება. იდენტობა და იდეოლოგია. პოლიტეტალური და სოციეტალური იდენტობები. ეროვნულობა და რელიგიურობა
სერგო რატიანი–,,სარწმუნოებით ქართველი": სეკულარიზაცია და ქართველი ერის დაბადება
ოლივერ რაისნერი–ორი სამყაროს მგზავრი. თერგდალეულთა იდენტობის კომფლიქტი და ეროვნული ცნობიერება
გიორგი ანჩაბაძე– ქართველი ხალხის ეთნიკური განვითარების ძირითადი ეტაპები უძველესი დროიდან ერის ჩამოყალიბების სტადიამდე
დავით აფრასიძე– სახელმწიფოსა და ერის ფორმირება თანამედროვე საქართველოში: დაუსრულებელი პროექტი?
გიგა ზედანია–ნაციონალური ფორმა და იდენტობის საკითხი
გია ნოდია–ქართული ეროვნული იდეის კომპონენტები: ზოგადი მონახაზი
დავით დარჩიაშვილი–ეროვნული საზოგადოება და თანამედროვე უსაფრთხოების იმპერატივები