დოპლერი ძაან გულისამაჩუყებელი რამეა; ანდრეა დოპლერი ერთი მიზანთროპია, რომელიც ძაან გავს მამას მიზანთროპიაშიც და ტყის სიყვარულშიც; ორი შვილის მამა, რომელიც ერთ დღეს ველოსიპედით კატაობისას ტყეში წაიჩეხება და გაღვიძებული, როცა აღმოაჩენს, რომ ყველა თანანედროვე საუკუნის ხმაური მიწყდა, რომელიც მის თავში და გარემოში იყო და ასე აბეზრებდა თავს, ადამიანებისგან, რუტინისგან გასაქცევი კომფორტის ზონა სწორედ აქაა, ტყეში მარტო ცხოვრებას გადაწყვეტს, ქალაქისგან 3-4 კმს მოშორებით კარავში პასუხუსმგებლობებისგან, ცოლ-შვილისგან, მონაბეზრებელი ოჯახურ-მეგობრული წვეულებებისგან, რომელსაც დასასრული არ აქვს, თანამედროვე საუკუნის ხმებისგან, ტელეღიპუცების, საბავშვო დივიდი ფილმების ხმებისგან, ყოველდღიური ოჯახური საზრუნავისგან და ა.შ მოშორებით. ექვსუ თვის განმავლობაში თავს ქალაქში ნაქურდალით ირჩენს და ბოლოს მისივე მოკლული ლოსის ნაშიერთან იწყებს მეგობრულ ცხოვრებას, ამ ორი არსების თანაცხოვრება ძაან გულისამაჩუყებელია ამ ორის ყრთიერთობის დაწყებიდან თავისი კომიკური "დიალოგებით", დოპლერი, ლოსი და დოპლერის პატარა ვაჟი გრეგუსი :გულები:
დოპლერი გაქანებული მემარცხენეა და მისი მონოლოგები ლოსთან ძაან ზოგადსაკაცობრიო პოლიტიკურ და არა მარტო პოლიტიკურ საკითხებზეა, ადამიანები რომ ბარტერს უნდა დაუბრუნდნენ ისევ, მრმარჯვენე ჯიბეგასქელებულების კრიტიკა, პროტესტი ყველაფრის ყიდვა-გაყიდვის ჩვევაზე და დასაკუთრების სურვილზე, პროტესტი ჩვევადქცეული ყველგან და ყველაფერში წარმატების სურვილზე, ("სიყოჩაღე") მამაზე და აშ
რაც არ უნდა ყოჩაღად ვეცადო ვწერო და ვილაპარაკო დოპლერზე, თუმცა ყოჩაღდ ვერც ვწერ და ვერც ვლაპარაკობ, მაინც ვერ დავწერ ისე ყოჩაღად რატო არის მასთ რიდი და ყოჩაღად სთრონგლი რექომენდიდ, როგორ ყოჩაღადაც საჭიროა, ძაან გულისჩუყი და ყოჩაღია და გულისჩუყებზე ვერ გამომდის ყოჩაღად ლაპარაკი
მეორე რომანი ანუ "ნაუვური. სუპერი" არის იმაზე რომ, შეიძლება ერთ დროს მადეპრესირებელ და ძირითად კითხვებზე პასუხები ვერ იპოვო, მაგრამ მაინც "ბედნიერად" იცხოვრო და იკაიფო დეტალებით
შეიძლება ფიქრობდე, რომ კოსმოსის მასშტაბების გათვალისწინებით, შენ ერთი ადამიანი უმნიშვნელო და დაუცველი ხარ თუნდაც კოსმოსის მასშტაბების გააზრებისას, რომ დრო არ არსებობს და არსებობს მხოლოდ სიკვდილი და სიცოცხლე, რომ ადამიანები შემთხვევითობები ვართ, ისევე, როგორც ბიგ ბენგი და აქედან ამოსვლისას ვერაფერში ხედავდე აზრს, მაგრამ ფიქრობდე რომ რაღაცა მაინც რაღაცაა, და ეგ რაღაცა არსებობს და რაღაცას ნიშნავს, და შეიძლება ეგ აზრი საკმარისი იყოს ყველაფრისთვის
ორივე რომანს აერთიანებს ველოსიპედების, ცხოველების და ბავშვების სიყვარული :დ ორივე რომანის პროტაგონისტი ძიებაშია საკუთარი თავის, ადგილის სამყაროში და კითხვებზე პასუხების; ერთი მიზანთროპია, მეორეს კი უბრალოდ ეშინია ადამიანების, სიციოფობია, როგორც ჩანს, ორივე გაურბის ადამიანებს, მაგრამ ნაივურის პროტაგონისტი ბოლოს სინაზეს და სიახლოვეს განიცდის ადამიანების მიმართ; ორივე რომანი კარგი იუმორითაა დაწერილი; ორივე რომანში ხშირად ვხვდებით სიტყვას "ყოჩაღი" :დ და ა.შ
ორივე რომანზე ძაან კაი სევდიანი, გულისამაჩუყებელი და სასაცილო ფილმი გამოვიდოდა; იმედია ვინმე ოდესმე იზამს