Jump to ratings and reviews
Rate this book

ღია კარის ქვეყანა

Rate this book
ბექა ქურხულის ახალ წიგნში თავმოყრილი ესეები, ბლოგები და წერილები ჩვენი უახლესი წარსულის გარდამტეხი, საბედისწერო მოვლენების რეტროსპექტივაა. წიგნს სიმძაფრეს ისიც მატებს, რომ ავტორი (მწერალი და პუბლიცისტი) არა მხოლოდ დამკვირვებელია, არამედ ამ მოვლენების უშუალო მონაწილე.

სუბიექტურ, ემოციურ შთაბეჭდილებებს ღრმა და რაციონალური ჭვრეტა ენაცვლება, რომელიც გლობალურ ეიფორიაში მოხვედრილი ქვეყნის ეროვნულ და სულიერ ფასეულობებზე დააფიქრებს მკითხველს.

248 pages, Unknown Binding

Published January 1, 2014

3 people want to read

About the author

Beka Kurkhuli

11 books4 followers
დაიბადა 1974 წელს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).

პირველი ნოველები დაბეჭდა 1991 წელს. ამის შემდეგ მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

1999-2004 წლებში იყო გაზეთ დილის გაზეთის რეპორტიორი, საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. ხშირად იყო მივლინებული სხვადასხვა ცხელ წერტილებში. აკეთებდა რეპორტაჟებს აფხაზეთიდან (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან (ცხინვალი, ნიქოზი, დიდი ლიახვის ხეობა, თამარაშენი), ჩრდილოეთ ოსეთიდან და ინგუშეთიდან (ვლადიკავკაზი, ნაზრანი, მაგასი), აზერბაიჯანიდან (ბაქო), პანკისის ხეობიდან.

გამოცემული აქვს წიგნები: წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები (2004 წ.), სახლი სხვაგან (2005 წ.), შეხვედრა მას შემდეგ (2010), ორი მთვარის ამბავი (2011), ზაფხულის მოკლე ღამე (2012), ქალაქი თოვლში (2013), ჩანაწერები 1993-2011 (2013), ღია კარის ქვეყანა (2014), სამოთხიდან გაქცეულები (2015).

ბექა ქურხულის სამოთხიდან გაქცეულები ლიტერატურული პრემია საბას 2016 წლის გამარჯვებულია „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
1 (100%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Levan Shakulashvili.
275 reviews
January 23, 2019
"ღია კარის ქვეყანა" კარგი წიგნი იმიტომაა, რომ პირველ რიგში გულწრფელია და მიუხედავად ავტორის სუბიექტური შეხედულებებისა, ჩანს რომ იმას წერს, რასაც ფიქრობს. პირადად ვეთანხმები თუ არა ბევრ რამეში ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. უყვარს როცა მხატვრულად, ლამაზად ასრულებს ტექსტს, თითოეულ ესესა თუ წერილს. პატრიოტიზმით სავსე ნაწარმოებია და ის თემებია განხილული, რაც თითქოსდა აქტუალური იყო ჩვენ საზოგადოებაში, თუმცა ისე გაქრა ჩვენი ცნობიერიდან, რომ ვერ განგვავითარა. ჩვენ იგივე საფეხურზე დავრჩით, ამიტომაც აუციბელია ძველ პრობლემბთან დაბრუნება და დაშვებული შეცდომების საბოლოოდ გამოსწორება. ასევე რასაც ყველაზე კარგად ეს წიგნი დაგანახებთ, 70–იანების პერიოდში დაბადებული ადამიანის თვალთახედვაა საქართველოზე.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.