Jump to ratings and reviews
Rate this book

ორი მთვარის ამბავი

Rate this book
რომანი „ორი მთვარის ამბავი“ წარმოადგენს ერთი გვარის ამბავს, რომელიც ლეგენდის თანახმად ტბაში ბინადარი ალისაგან წარმოიშვა. რომანის ნარატივი ისეთივე არეული და წყვეტადია, როგორც საქართველოს ისტორია საერთოდ: რომანი ეპიზოდებად ვითარდება, სადაც მამა-პაპათა და შვილთაშვილთა ამბავი, დიალექტი და თბილისური სლენგი ერთმანეთში გადადის. ეს არის საგა, რომელშიც გასაბჭოებამდელ, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდების აბსურდულ კარუსელში ძველი და ახალი თაობები კარგავენ და ხელახლა პოულობენ ერთმანეთს. და ყველაფერი თავიდან იწყება.

164 pages

Published January 1, 2011

7 people want to read

About the author

Beka Kurkhuli

11 books4 followers
დაიბადა 1974 წელს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).

პირველი ნოველები დაბეჭდა 1991 წელს. ამის შემდეგ მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

1999-2004 წლებში იყო გაზეთ დილის გაზეთის რეპორტიორი, საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. ხშირად იყო მივლინებული სხვადასხვა ცხელ წერტილებში. აკეთებდა რეპორტაჟებს აფხაზეთიდან (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან (ცხინვალი, ნიქოზი, დიდი ლიახვის ხეობა, თამარაშენი), ჩრდილოეთ ოსეთიდან და ინგუშეთიდან (ვლადიკავკაზი, ნაზრანი, მაგასი), აზერბაიჯანიდან (ბაქო), პანკისის ხეობიდან.

გამოცემული აქვს წიგნები: წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები (2004 წ.), სახლი სხვაგან (2005 წ.), შეხვედრა მას შემდეგ (2010), ორი მთვარის ამბავი (2011), ზაფხულის მოკლე ღამე (2012), ქალაქი თოვლში (2013), ჩანაწერები 1993-2011 (2013), ღია კარის ქვეყანა (2014), სამოთხიდან გაქცეულები (2015).

ბექა ქურხულის სამოთხიდან გაქცეულები ლიტერატურული პრემია საბას 2016 წლის გამარჯვებულია „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (40%)
4 stars
2 (40%)
3 stars
0 (0%)
2 stars
1 (20%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.