იუნგი: მე ყველა რწმენა-წარმოდგენას გავეცანი, გავიაზრე და ერთ მთლიანობაში მოვაქციე ჩემი გონებით (და წერს "მეტამორფოზის სიმბოლოებს")
მეტერლინკი: hold my beer... (და წერს "დიდ საიდუმლოს")
ეს ხუმრობით. ნამდვილი საუნჯე და დამალული კრისტალია ეს წიგნი. მეტერლინკი ყოველთვის ახერხებს ერთდროულად იყოს ფიზიკაც და მეტაფიზიკაც. ეს ნაშრომიც ამის კარგი მაგალითია და აქ მხოლოდ ამ შესანიშნავ ნაწყვეტს მოვიყვან:
"...და, აი, ამ უპირობო რაღაციდან, აბსოლუტის აბსოლუტიდან, რაზეც ვერც კი ვიტყვით რა არის და კიდევ უფრო ნაკლებად - რა მიზანი ამოძრავებს, ამ განუსაზღვრელის და შეუცნობლის წყაროდან რელიგია გამოიხმობს ემანაციებს, რომლებიც დაუყოვნებლივ იქცევიან ღმერთებად, სრულებით გაცნობიერებულ, სრულებით განსაზღვრულ, სავსებით გარკვევით მოქმედად თავ-თავიანთ სფეროში, სადაც თოთოეული ამჟღავნებს თავის პიროვნულ ნებას და ძალმოსილებას, ადგენს კანონებს და მთელ ზნეობრივ კოდექსს, რომლის მიდევნაც ადამიანს ებრძანება. როგორ შეუძლიათ ესოდენ სრულად გაცნობიერებულ არსებებს გამოვიდნენ შინაგანად უცნობი არსებიდან? თუკი მთლიანი შეუცნობელია, როგორ ახერხებს ამ მთლიანობის ნაწილი უეცრად იქცეს ნაცნობად? ამ დაუსაზღვრავ და მიუწვდომელ რაღაცაში, სად არის წერტილი, საიდანაც გამოდიან ღმერთები, რომლებიც თავს მოგვახვიეს?.."