Sergei Dovlatov (Russian: Сергей Довлатов) was born in Ufa, Bashkiria (U.S.S.R.), in 1941. He dropped out of the University of Leningrad after two years and was drafted into the army, serving as a guard in high-security prison camps. In 1965 he began to work as a journalist, first in Leningrad and then in Tallinn, Estonia. After a period of intense harassment by the authorities, he emigrated to the United States in 1978. He lived in New York until his death in 1990.
მოთხრობა “სხვა ცხოვრება” 3/5 სხვა მოთხრობები 1.5/5 თარგმანი 3/5
საკმაოდ სუსტი კრებულია, მაგრამ ჩემი ვარაუდით ნორჩობაში დაწერილი მოთხრობებია. “სხვა ცხოვრება” შესამჩნევად უკეთესია სხვებზე და ეტყობა უკვე, რომ დოვლატოვისაა.
ამ მოთხრობაში ისიც მომეწონა, რომ სოციალურ სატირას, რითიც ცნობილია ეს ავტორი, ასევე ემატება აბსურდიც, მცირე დოზით. მაგალითად, ეგეთი სურათი რო ანკარა გველი მოდის პალტოში გამოწყობილი და გოგოებს ეარშიყება. ან, ეგეთი სცენა რო ფილოლოგი გამოდის პარიზის ქუჩაში და სამი ადამიანი მის თვალწინ იკლავს თავს სრულიად გაურკვეველ ვითარებაში. აქ ვიგრძენი დანილ ხარმსის გავლენა და მომენატრა მაგის წაკითხვაც. მარა ვაი მე, რო ორი ეგზემპლარი გავანათხოვრე მაგ წიგნის და ბოლოს ისე გამოვიდა, რო გავაჩუქე ;დ
რუსულ პოსტმოდერნულ ტექსტებში რო ამერიკელი და ევროპელი კინო მსახიობების მიმართ სექსუალური ფეტიშები მძვინვარებს, ეგ ამ მოთხრობაშიცაა. ერთი უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილი ფილოლოგი პარიზულ რესტორანში ხედავს სოფი ლორენს, რის შემდეგაც მომენტალურად ერთვება რუსული თვითგანადგურების იმპულსი და გულში მოთქვამს:
“ვინ ვარ მე? ხარახურებით სავსე ადგილი? გრამაფონის დისკის ნატეხი? ველოსიპედის დაჟანგული ტუმბო? მიქსტურის ბოთლი? გაქვავებული ფეხსაცმელი, რომელიც მთელი ზამთარი ორმოში ეგდო? ინვალიდის დუნდულზე დადებული არყის ხის ფოთოლი? საინვენტარო ჟეტონი მარინის თეატრის პარტერის სავარძელზე? ძველი, ნახმარი სალბუნი? უმუშევარი ვირთხა? და ამ დროს ვინ არის ის? ქალღმერთი!”