Jump to ratings and reviews
Rate this book

მდგმური

Rate this book
მდგმური ჯემალ ქარჩხაძის პირველი რომანია. მთავარი პერსონაჟი – “მდგმური” – ახალაზრდა კაცია, რომელიც მაღალი იდეალებითა და საკუთარი თავისადმი დიდი მოთხოვნებით ცხოვრობს, მაგრამ მას არაერთი გამოცდა ელის, რომლებისთვისაც მეტ-ნაკლებად მზად აღმოჩნდება. რომანში ერთმანეთს ცვლის რეალური, წარმოსახვითი და იგავური განზომილებები, რომელთა ორგანული შერწყმა – საკმაოდ გაბედული ექსპერიმენტი – ბრწყინვალედაა გადაჭრილი.

278 pages, Hardcover

First published January 1, 1979

45 people are currently reading
967 people want to read

About the author

Jemal Karchkhadze

30 books400 followers
Jemal Karchkhadze (Georgian: ჯემალ ქარჩხაძე; 1936–1998) was a Georgian writer. He is the author of six novels, some short stories and essays. His works are conceptual and gained popularity after his death. His novel Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) was published in Swedish in 2013 and in Arabic in 2014.

Jemal Karchkhadze was born in 1936 in the village of Ukhuti in Vani in western Georgia. He graduated in 1960 with a degree in Georgian language and literature at Tbilisi State University. His short story Igi (იგი) was published in 1977. This was followed by his most important novels The Caravan (ქარავანი, 1984), Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) and Zebulon (ზებულონი, 1988). He died in 1998 in Tbilisi.

Jemal Karchkhadze was granted three literary awards: 1999 – Georgian State Award for Dimension (განზომილება) and for his Contribution to the National Literature; 2007 – Award “Gala” for Complete Short Stories; 2007 – Award Librarian’s Choice for a novel Antonio and David (ანტონიო და დავითი).

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
619 (57%)
4 stars
305 (28%)
3 stars
129 (11%)
2 stars
21 (1%)
1 star
11 (1%)
Displaying 1 - 30 of 108 reviews
September 30, 2022
ზოგადად, მგონია, რომ თავისი თავი, თავისი უსაზღვრო გენიალურობა, თავისი “უცხოპლანეტელობა” ყველაზე კარგად “ქარავანში” გამოავლინა ქარჩხაძემ და დღემდე მივიჩნევ, რომ “იგისთან” ერთად “ქარავანი” არის მისი მაგნუმ ოპუსი, თუმცა იმდენი დიადი თემითაა დატვირთული ეს არცთუ დიდი წიგნი, ამავე დროს, ისეთი საინტერესო ამბავია, რომ საერთო ჯამში, “ქარავანს” თითქმის არ ჩამოუვარდება. ქარჩხაძე ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი მწერალი, მე არ ვიცი, როგორ შეუძლია ექსისტენციალიზმი, ფილოსოფია, ადამიანის ცხოვრებისეულ არსზე, დანიშნულებაზე მსჯელობა, სულისა და ხორცის მარადიული ჭიდილი, მარადიულად დასაწყისში დაბრუნების ტვირთი, არჩევანის სიმძიმე ერთ წიგნში მოაქციოს, სამყაროს უსასრულობაზე, შიშის ვერაგობაზე, კარგისა და ცუდის უწყვეტ კავშირზე საინტერესოდ ისაუბროს და გვარწმუნოს, რომ ადამიანის განსჯა უგუნურებაა, როცა თავადაც ადამიანი ხარ. ამას ემატება ის, რომ მისნაირად ლამაზად და გულისმომკვლელად ვერავინ წერს სიყვარულზე. მაგიური რეალიზმის ელფერი ძალიან უხდება წიგნს, ბოლო ეპიზოდის ბოლო აბზაცმა მშვენიერი რემედიოსის ცად გადასვლის ეპიზოდი გამახსენა “მარტოობის ასი წელიწადიდან”.

უზომოდ გამიხარდა ასლანის და აბელის გამოჩენა. ბოლოში ვტიროდი და ზოგადად, მერამდენედ უნდა მომიკლას გული?

ქარჩხაძე ჩემი საყვარელი მწერალია, დღეს ყველაზე კარგად ვაცნობიერებ ამას და მეომარისა და მიჯნურის ამბავს, კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები.

“წასვლის წინ ზოგჯერ მოგვაგონდება, რომ დედამიწას ჩვენი კვალი არ ატყვია და გული შეგვეკუმშება, მაგრამ იქვე ვინუგეშებთ თავს: შთამომავლობა ხომ დავტოვეთ! რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ ისინი გააკეთებენ. იმას არ ვფიქრობთ, რომ შთამომავლობა ჩვენ თვითონ ვართ და რაც წინაპრებმა ვერ გააკეთეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. და მე თუ რამე არ მოვიმოქმედე, მთელს ჩემს გენეალოგიურ ხაზს ჯვარი დაესმება, აზრი დაეკარგება ყველა ჩემი წინაპრის ტანჯულ არსებობას. მაგრამ რას მოვიმოქმედებ? რას ჩავიდენ ისეთს, რომ ჩემმა წინაპრებმა შვებით ამოისუნთქონ და თქვან, ამაოდ არ ჩაუვლია ჩვენს იმედს, ამაოდ არ ვეწამეთ საუკუნეებისა და ათეული საუკუნეების მანძილზეო..”

“რამდენჯერ ამებნა გზა, რამდენჯერ მიმოვიხედე შეშინებულმა და სადა ვარ-მეთქი, ჩემს თავს ვკითხე. ყოველთვის “სხვაგან” მერჩივნა ყოფნა და ყოველთვის გავრბოდი. ბოლოს მაინც აქ დავბრუნდი; დაღლილი და იმედგადაწურული. და უცებ ჩემს არსებაში ამღერებული ბავშვები შემოვიდნენ და მანუგეშეს. და მივხვდი, რომ მუდამ მეომარი და მიჯნური ვიყავი.”❤️
Profile Image for Promethea.
327 reviews10 followers
September 4, 2024
(დაედითებული)
რამდენიმე პრობლემა მაქვს ამ წიგნთან:

სერიალი You უკვე ვნახე და ახლოსაც ვერ მოვა იმ შემაძრწუნებელ ფიქრის პროცესთან, რასაც ამ წიგნში მთავარი პერსონაჟი გადის.
"მაკას" თავი აბსოლუტური ტერორია, Კაცი რომ გითვალთვალებს, ქუჩაში შენს გამოჩენას ელოდება და რა გაცვია იმაზე მენტალურ ობსესიას იყალიბებს ეს საყვარლობა კი არა ფსიქოპათობაა.
ასეთი მიზოგონია რა ვიცი, გოგოს თავაზიანად იქამდე ექცეოდე, სანამ შენს თვალში fuckable არის და თუ ვინმე შენს სტანდარტებში არ ჯდება ძონზროხას და ღაბაბას ეძახი, მერე კი უბრალოდ არსებობისთვის უბრაზდები.

Კაცის მიერ ქალის უაზრო გაიდეალზება და გასაგნება, 'უნატიფეს მხრებზე' ჩაციკვლა, მხოლოდ სხეულის დანახვა ქალში, ეს ყველაფერი უნდა იყოს რომანტიკული (ღმერთო ასეთი 'რომანტიკა' და 'სიყვარული' ცხოვრებაში არ გამომიგზავნო)? Სხვა სექსისტურ გამოხტომებზე არაფერს ვამბობ, შემიძლია პირდაპირ ციტატები ჩავაგდო.

ტიპური კაცის მიერ დაწერილი უაზრო და არანაირი პერსონალობის მქონე ქალი და კაცის მიერ დაწერილი აბსოლუტურად საზარელი და საშიში გაბუქებულ- მამრულ ფანტაზიას მორგებული კაცი, რომლის ქმედებები, ჩვენ, მკითხველმა, რატომღაც უნდა გავარომანტიზიროთ და გავიგოთ.

Მე უბრალოდ იმას ვერ ვხვდები, რატომ აქვს ამ წიგნს ამდენი კარგი შეფასება?
ვინც მითხრა 30 გვერდი ძალიან ადრეა დასკვნების გამოსატანადო, ცხოვრების მნიშვნელოვანი საათები დამაკარგვინა.
Მთავარ გმირს პერსონალობა არ გააჩნია და არ ვიცი ვის შევადარო თუ არა ბელა სვონს.
მართლა ქარჩხაძის ყველაზე ცუდი წიგნია რაც წამიკითხავს.

თუ ეს წიგნი დედამიწაზე არავის სძულს, ესეიგი მკვდარი ვარ.
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews7 followers
February 13, 2017
"რამდენჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც საკმარისი იყო ერთი ნაბიჯი გადამედგა და მთელი ჩემი ცხოვრება სხვა გზით წავიდოდა!
ერთადერთი ნაბიჯი. ან ერთადერთი სიტყვა. პატარა, უბრალო სიტყვა, სულ ორი მარცვალი.
„წამო“.
და ახლა, ალბათ, აქ არ ვიქნებოდი. მაშინ სხვანაირად ვიარსებებდი, სხვა „მე“ ვიქნებოდი. და სამყაროც სხვა სამყარო იქნებოდა.
„წამო“.
„წამო, წამო, წამო... წამო...“
როგორ ირღვევა სიტყვა, როგორ იშლება და იფანტება, კირკიტს რომ დაუწყებ. ატომების უთავბოლო გროვად იქცევა და აღარც კი გესმის, რას ნიშნავს, ან ნიშნავს თუ არა, საერთოდ რამეს.
ერთი პაწაწკინტელა სიტყვა.
ერთი უბრალო ნაბიჯი.
რამდენ სიტყვას ამბობ კაცი სიცოცხლეში, ან რამდენ ნაბიჯს დგამ?
მერე ამაზე ბევრჯერ მიფიქრია გაკვირვებითა და შეძრწუნებით.
ნუთუ მართლა ამხელა არჩევანი მქონდა და ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული? ნუთუ მართლა სხივებივითაა ჩვენს წინ გაშლილი ნაირნაირი გზები და, საითაც მოგვეპრიანება, იქით წავალთ?
ვინც აქეთ წავიდეს...
მაგრამ უთვალავი გზიდან ნამდვილი მარტო ერთია.
და სწორედ იმ ერთს აწერია, ვინც აქეთ წავიდეს, ვეღარ დაბრუნდესო.
მეტისმეტად მძიმე გამოცდა ხომ არ არის ისეთი უსუსური არსებისათვის, როგორიც ადამიანია? ვისაც არჩევანის წინაშე აყენებ, არჩევის ძალაც უნდა მისცე.
იქნებ არჩევანი ტყუილია? იქნებ ჯაჭვი დაბადებისთანავე იკვრება და ყოველ რგოლს აუცილებლობის გზით მივყავართ მომდევნო რგოლამდე? დანარჩენი გზები კი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ეჭვებმა დაგვღრღნას და უფრო მწარედ განვიცადოთ ჩვენი არსებობა."
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books211 followers
March 24, 2016
"წასვლის წინ ზოგჯერ მოგვაგონდება, რომ დედამიწას ჩვენი კვალი არ არტყვია, და გული შეგვეკუმშება, მაგრამ იქვე ვინუგეშებთ თავს: შთამომავლობა ხომ დავტოვეთ! რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, ისინი გააკეთებენ. იმას არ ვფიქრობთ, რომ შთამომავლობა ჩვენ თვითონ ვართ. და მე თუ რამე არ მოვიმოქმედე, მთელს ჩემს გენეალოგიურ ხაზს ჯვარი დაესმება, აზრი დაეკარგება ყველა ჩემი წინაპრის ტანჯულ არსებობას".
Profile Image for Lily Saladze.
50 reviews3 followers
December 12, 2019
“ქარავანის” პერსონაჟების გამოჩენა იყო ერთ-ერთი სასიამოვნო მომენტი⭐️

მთაზე ასვლის სიუჟეტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა-გაუაზრებელი მიზნები და მათკენ თავდაუზოგავი სწრაფვა.

მთავარი გმირის უსახელოდ დატოვებაც მნიშვნელოვანია, მას ყველა ჩვენგანის სახელი აქვს :)))
Profile Image for Megi Atabagi.
24 reviews
February 20, 2023
"გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია."
Profile Image for Mariam Okromchedlishvili.
30 reviews
July 31, 2018
"სიმართლე შეგიძლია გვემო, ხაროში ჩააგდო და ზემოდან მიწა გადააფარო. ან არადა, ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ ქათქათა ტყუილში გაახვიო, მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ. სუნთქვას ვერ შეუკრავ. სიმართლის სუნთქვა მაინც გესმის, ცდილობ ყური არ ათხოვო და მაინც გესმის, როგორც საათის წიკწიკი სამარისებულ სიჩუმეში."
Profile Image for Marita Mazanishvili.
65 reviews12 followers
September 10, 2016
“მდგმური” ეს ის რომანია, რომლის სათაურიც ზუსტად შეეფერება მის შინაარს. ერთი ჩვეულებრივი ინჟინერი კაცის ისტორია, რომელიც ხან ვის შეეკედლება საცხოვრებლად და ხან – ვის. მაგრამ არ გეგონოთ, რომ მთელი წიგნი ინჟინერის ისტორიაზეა აგებული, მე ვფიქრობ, ამ კაცზე მეტად მწერალი თქვენზე გესაუბრებათ, როგორც უკვე ვახსენე, მდგმურის ისტორიის წაკითხვით თქვენ საკუთარ ისტორიას ქმნით.

განაგრძეთ კითხვა
Profile Image for Nino Khvistani.
153 reviews7 followers
March 31, 2023
მას შემდეგ რაც მაკას პერსონაჟი გამოჩნდა წვალებ-წვალებით გავაგრძელე კითხვა, არც კი ვიცი რის იმედით, ალბათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ნაჩუქარია ეს წიგნი და მეხათრებოდა არდასრულება. წვალებას რაც შეეხება, ასეთი დამამცირებელი, ამორალური და მიწასთან გამასწორებელი დახასიათებანი მხოლოდ მურაკამისთან ამომიკითხავს.
საშინლად ნაწყენი ვარ ყველა იმ ადამიანზე ვინც ეს წიგნი ცაში აიყვანა და წინასწარი დადებითი განწყობით შევუდექი კითხვას.
ქარჩხაძეს კი არ ვიცი რა სჭირდა, ზებულონის ნესტანსაც ასე გვიწერს და მაკასა და ირინესაც მდგმურში, თითქოს არასდროს ჰქონია სრულფასოვანი ურთიერთობა ქალთან.
მოკლედ, ყელში ამოვიდა შეფარული ქალთმოძულეების წიგნები.
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
August 2, 2017
ნუ, რა თქმა უნდა ძალიან მაგარი რამეა, ძალიან... მაგრამ ისეთი არაა, რომ რევიუ დაწერო და რაიმე განიხილო, რაღაცნაირად თვითონ რევიუა - ადამიანის ცნობიერების რევიუ, თავისი ინტელექტით, გრძნობებით, მეხსიერებით, კომპლექსებით და ა.შ. თუმცა, მაინც შეიძლება 1-2 სიტყვის თქმა :)

ეს წიგნი ძალიან გავს "სამოსელ პირველს" - საიდანღაც სახლში დაბრუნების ამბავში და ამასთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსის ამბავში, დაჟე იმ ნამდვილ "მე"-საც ორივეგან ფაქტიურად ერთნაირად ქვია: იქ "მამა", აქ "მაკა" :). ოღონდ მდგმურში ეს ვითომ მაგიური რეალიზმი ბევრად ცოტაა და პრინციპში არანაირი მაგიური რეალიზმი არაა - ესაა უფრო სიზმარ-სიცხადის ზღვარზე სიარული, სადაც ვერც არკვევ რომელ მხარესაა ცხადი და რომელზე სიზმარი. ზუსუტად ეს ნიუანსი განასხვავებს ამ ორ წიგნს რადიკალურად - სამოსელი პირველის რეალობას, თავისი ფლორით, ფაუნით და მოკლედ მთლიან ფიზიკას ზედვე მაგიით - იღებ როგორც მოცემულ რეალობას (ანუ არ არკვევ რო აი ეს პონტი მაგიურია და ის არა, სულ ერთი სინამდვილეა). ხოლო მდგმურში რეალობა და მაგია გაყოფილია, მაგრამ ჯერ ერთი მაგია ძალიან "წიომნად" შემოდის და როცა შემოდის უკვე გაუგებარია - რეალობა რაც იყო ის აღმოჩნდა მაგია თუ მაგია რო რაიწყო - ეგ მართლა მაგიაა, ტუ რეალობა დაიწყო სინამდვილეში.

ამბავსაც რომ თავი დავანებოთ - მდგმურში ძალიან აშკარაა იმის შეგრძნება, რომ პერსონაჟი თითქოს შენ თვითონ ხარ - ეს არაა ვიღაცა მოგონილი ტიპი, რომელიც მეორე ვიღაცამ (მწერალმა) მოიგონა. ძალიან კარგად და უეჭველად ჩანს, რომ ქარჩხაძემ ძალიან მაგრად იცის ადამიანის ცნობიერება და ის რომ
ცნობიერება ფუნდამენტურ დონეზე ყველა ადამიანს ერთნაირი აქვს, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, რასისა, განათლებისა და ა.შ. ხოდა ამ კაცის გენია ზუსტადაც ისაა, რომ აი ამ ფუნდამენტური კონცეფციებით წერს წიგნებს და არა ზედაპირული რაღაცეებით (უბრალო უშინაარსო სიტყვებით), როგორც აკეთებენ თუნდაც აღიარებული კლასიკოსები. ეს წიგნი ბევრად უფრო ნამდვილია ვიდრე ვიღაცის ავტობიოგრაფია.
Profile Image for ქრისტინე კოხია.
73 reviews6 followers
December 14, 2021
" სად­ღაც ავ­ცდით ერ­თმა­ნეთს დახ­ლარ­თულ ლა­ბი­რინ­თში და სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში მოვ­ხვდით. ეტ­ყო­ბა, ადა­მიანუ­რი ხუ­თი გრძნო­ბა საკ­მა­რი­სი არაა იმი­სათ­ვის, რომ ერ­თმა­ნე­თის სივ­რცეს მი­ვაგ­ნოთ"
Profile Image for Nino_ withnO.
106 reviews3 followers
May 13, 2023
ხანდახან როგორ “მდგმურად” ვგრძნობ ხოლმე ამ ცხოვრებაში თავს… ჯემალ,გენიაზე მეტი გენია ხარ,მიყვარხარ.
Profile Image for ხატია წურწუმია.
91 reviews5 followers
March 1, 2025
ქარჩხაძე იმ იშვიათ ქართველ მწერალთა რიგს განეკუთვნება, რომელიც წერს დამაჯერებლად და თავისუფლად, ძალდატანების და ხელოვნურობის გარეშე. ,,ზებულონის" შემდეგ საპატიო მეორე ადგილი დაიკავა ჩემს გულში ,,მდგმურმა". რთული დასაჯერებელია რომ ეს ნაწარმოები მწერლის პირველი რომანია. ცალკე აღნიშვის ღირსია ქარჩხაძის ლამაზი ქართული, ისეთი სასიამოვნო საკითხავია ის სიტყვათშეთანხმებები, რომლებსაც იყენებს, რომ რობაქიძე, გამსახურდია და არსენიშვილი მახსენდებოდა ხოლმე.
Profile Image for Temo Sikharulidze.
49 reviews2 followers
August 24, 2022
,,შეწუხებული ღმერთები სამყაროს სიღრმეში გაუჩინარდნენ და ახლა იქ, სამშვიდობოს გასულნი, მხრებს იჩეჩავენ და შუბლშეჭმუხნილი ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოხდა, რომ ადამიანმა, ამ უსუსრმა და უილაჯო არსებამ, მათ ყოვლისშემძლე გავლენას თავი დააღწია.”

,,მე ამ ღიმილში ისე ჩავიძირე, როგორც ოკეანეში და წამით ვიგრძენი, რომ ღმერთი სადღაც ძალიან ახლო იყო.”

,,გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია.”

მადლობა < 3
Profile Image for ნიკა ბერიძე.
149 reviews3 followers
June 15, 2023
ხშირად მომისმენია აზრები ამ რომანთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ დიდი ვერაფერი. ჩემთვის პირველი წაკითხული წიგნი იყო ქარჩხაძის შემოქმედებაში და იმდენად ეგზოტიკური იერი დაკრავს, რომ რთულია დაიჯერო მისი ქართულობა. ამბავი თავიდან ჩვეულებრივად, საინტერესო პერსონაჟის გაცნობით იწყება და განვითარების ეტაპებმა შეიძლება შეხედულებები ბევრი რაღაცის შესახებ შეგვიცვალოს.
Profile Image for Sofi Mdivnishvili.
28 reviews17 followers
August 22, 2015
,,და მე ვგრძნობდი, რომ სადღაც, სამყაროს რომელიღაც სისტემაში, რომელიც მზის სისტემის ასლია, ზის პატარა ბაღში ვიღაც კაცი, შეჰყურებს მოოქრულ ცას და ფიქრობს იმაზე, რომ სადღაც, სამყაროს რომელიღაც წერტილში ასევე ზის ვიღაც კაცი პატარა ბაღში და მასავით შეჰყურებს მოოქრულ ცას."
Profile Image for Keti Kvizhinadze.
7 reviews
July 29, 2020
“სადღაც ავცდით ერთმანეთს დახლართულ ლაბირინთში და სხვასხვა სივრცეში მოვხვდით. ეტყობა, ადამიანური ხუთი გრძნობა საკმარისი არაა იმისთვის, რომ ერთმანეთის სივრცეს მივაგნოთ”.
Profile Image for Mariami.
112 reviews22 followers
November 18, 2025
და მაინც, რატომ არის ეს წიგნი განსაკუთრებული? მინდა რომ გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი აზრი. თავიდან ძალიან ნეიტრალური დამოკიდებულება მქონდა. ვიცოდი, რომ დამალული აზრი უნდა მეპოვა და ამან ძალიან დამღალა. ვცდილობდი თითოეულ წინადადებაში დამეჭირა რაღაც მნიშვნელოვანი.

შემდეგ ხელი ჩავიქნიე. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ირინესთან ერთად ქოხში მონაკვეთებზე ჰო აღარაფერს ვამბობ. შემდეგ უბრალოდ პროცესს მივენდე.თითქოს აწმყოს, წარსულსა და მომავალს შორის გავიჭედე. თითქოს მეც უსახელო ვიყავი.. ან უბრალოდ რაღაც მომენტში გავიაზრე, რომ მდგმური ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო. მთაზე ასვლის პერიოდი? ან ის ფაქტი, რომ ბოლოში მას ვერავინ ცნობდა? იმდენი კარგი რაღაც დავიჭირე, რომ გაოცებული დავრჩი.

შეიძლება ბევრი რამ კიდევ არ მესმის, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ყველაფერს სხვა პერსპექტივით შევხედე. ჩემთვის იგი განსაკუთრებულად საყვარელია, თუმცა მდგმურმაც იპოვა თავისი ადგილი ჩემს გულში....

განსხვავებული განხილვებიც წავიკითხე და სრულიად დასაფასებელია ეს აზრი. თუმცა რეკომენდციას აუცილებლად გავუწევ. უკომენტაროდ 5/5 იყო
Profile Image for Anuki Bedinashvili.
19 reviews30 followers
August 9, 2018
"როცა შესაძლებელ ვარიანტებს თითებზე ითვლი, არასოდეს გამორიცხო სასწაული...."
Profile Image for NEKA.
162 reviews
February 17, 2023
ჯერ გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა, შემდეგ ერთი სული მქონდა მორჩენილიყო.
Profile Image for Giorgi Papuashvili.
27 reviews
August 12, 2023
მეგონა ავტორი ქართულ სუფრების აღწერით ისევ გულს გამიწყალებდა, მაგრამ ფაქტია, ამ წიგნით უფრო ვისიამოვნე, ვიდრე "ქარავნით".
რაღაც მხრივ, საფინალო სცენა 'The Whale' (დარენ არონოფსკის ფილმი) -ის ბოლო კადრს მივამსგავსე.
P.s აბელისა და ასლან გორდაძის crossover-მა სასიამოვნოდ გამაოცა.
5/5
Profile Image for Avto Sofromadze.
9 reviews4 followers
January 15, 2016
რა გვიან გიპოვე! რა ცარიელი შევხვდი მზის ამოსვლას. მოღალატეც მოვკალი; ვაჭარიც; მათხოვარიც; ხარბიც და მონაც. ახლა მხოლოდ მიჯნური ვარ. მაგრამ დავიგვიანე ; რადგან შენ წახვედი; გაქრი; ოცნებად იქეცი. როგორ მიყვარდი და როგორ დაგკარგე. და მაშინ დაგკარგე როცა მონუსხულივით ვიმეორებდი; ხვალ გვიან იქნება-მეთქი; და ადგილიდან არ ვიძროდი. შენ გაზაფხული იყავი; გაზაფხულის დღესასწაული; ვარდებით მოფენილი მდელო; სიზმარი ; როცა დაფრინავ და იზრდები. მე მივატოვე გაზაფხულის დღესასწაული ; დავთვერი; და როცა გამოვფხიზლდი ვიგრძენი ; რომ სიცარიელე გველივით დაძვრებოდა სხეულში და გაზაფხული მზესავით ჩავიდა.
სადღაც ავცდით ერთმანეთს დახლართულ ლაბირინთში და სხვადასხვა სივრცეში მოვხვდით. ეტყობა ადამიანური ხუთი გრძნობა საკმარისი არაა იმისთვის, რომ ერთმანეთის სივრცეს მივაგნოთ.
ჯემალ ქარჩხაძე - მდგმური.
Profile Image for Eliza Beth.
112 reviews5 followers
March 22, 2020
კიდევ ერთი ახალი გენია! რომელსაც ალბათ ვერ აღმოვაჩენდი, მეგობარს ჩემთვის ეს წიგნი რომ არ ეჩუქნა. საოცარია ასე უბრალოდ წერდე ადამიანი, ასეთ კომპლექსურ თემებზე! სიკარგის სიცუდეზე, არჩევნის უარჩევნობაზე, თავისუფალ ნებაზე თუ უნებლიობაზე... რამდენი სიღრმეა ამ 276 გვერდზე! როგორ ძალიან ადამიანურია ეს ყველაფერი და მაინც რაღაცნაირად ღვთაებრივ-მისტიური. ბოლოსკენ ვფიქრობდი, ახლა უცებ ვინმემ რომ მკითხოს რაზეა ეს წიგნიო, რას ვუპასუხებ უბრალოდ და მარტივად, ზედმეტი ფილოსოფოსობის გარეშე თქო. ჰოდა ასე: ვფიქრობ ეს არის ადამიანის ბრძოლაზე საკუთარ ეშმაკებთან, გზაჯვარედინებთან არჩევნის სიძნელეზე და ჩვენზე - მდგმურებზე, სითბოს და სიმყუდროვის ძებნისას ხან ვის რომ მივეკედლებით და ხან ვის. და იმის მიხედვით, თუ ვინ არის ჩვენი მიმკედლებელი ან ავმაღლდებით, ან დავმდაბლდებით, ან თავს დავკარგავთ, ან კიდევ პირიქით.
კითხვისას უნებურად ვავლებდი პარალელებს დოჩანაშვილთან. რა კარგია რომ გვყვანან





"მიზანი მაცთურია, ბატონებო, სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონიათ; როცა მიაღწევთ მაშინღა მიხვდებით რომ სხვისი ყოფილა.
ცხვრის ფარა ბღავილით ბრუნდება საძოვრიდან და ფარეხში ისე მიდის, როგორც საკუთარი მიზნისაკენ. უკან კი მწყემსი მისდევს შოლტით ხელში...
ქვა მოწყდება კლდეს და ხევში ჩავარდება. მიზანი მიღწეულია..მაგრამ ვისი, ქვის? ხევის? გრავიტაციის? თუ სულ სხვა რამის, რაც ქვაც არის, ხევიც და გრავიტაციაც?...
თუ მაინცდამაინც, ისეთი მიზანი უნდა დაისახოთ, რომელსაც ვერ მიაღწევთ.
წამება კია, მაგრამ სამაგიეროდ რწმენაცაა."


"ადამიანის გამტყუნება ძნელია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ."



"სიტყვა აზრის თარგმანია, თარგმანი კი ტლანქად ნათქვამი ორიგინალი."


"სინამდვილეში ცუდი და კარგი თითქმის განუყოფელია, ცუდი შეიცავს კარგს და კარგი შეიცავს ცუდს.. ქვეყნად ყველაფერი ცუდ-კარგია."


"რაც უფრო მორიდებულია ადამიანი, მით უფრო ანტიმორიდებული ხდება, როცა მორცხვობას დასძლევს."


"იმას რას სჯობს, ქალი რომ ქალის აქმეს აკეთებს! მაგრამ ქალი რომ მიუხედავად ყველაფრის, მაინც კეთებს ქალის აქმეს, ეს უკვე მხოლოდ ძალიან კარგი კი არაა, თითქოს რაღაც რწემანსაც გმატებს."



"თავის მოტყუება , ცხადია, წყლის ნაყვაა. სიმართლე შეგიძლია გვემო, ხაროში ჩააგდო და ზემოდანმიწა გადააფარო. ან არა და ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ, ქათქათა ტყუილი გახვიო, მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ, სუნთქვას ვერ შეუკრავ. სიმართლის სუნთქვა მაინც გესმის. ცდილობ, ყური არ ათხოვო და მაინც გესმის. როგორც საათის წიკწიკი სამარისებულ სიჩუმეში."


"სიტყვა მხოლოდ ზოგადწარმოდგენას იძლევა საგნი შესახებ. არსი კი მისთვის მიუწვდომელია. ეგრეთ წოდებული "ზუსტი" ეპითეტებისა და ედარებები მთები რომ დავაყენოთ, ამით იმ კაცს დავემგვანებით, რომელიც ფეხით მიდიოდა უსასრულობის საძებნელად და დროის მოგების მიზნით ცხენზე შეჯდა."


"მე მამშვიდებს ადამიანის უმწეობა, საკუთარი თავის, საკუთარი სისუსტის და, თუ გნებავთ, საკუთარი სიმდაბლის გამართლებას ვპოულობ მაში."


"ხვალ" არ არსებობს. "ხვალ" მეოცნებეების მოგონილი ულუზიაა. "ხვალ" ყოველთვი ერთი დღის სავალზეა "დღეისგან". და რამდენიც არ უნდა ვიაროთ, მუდამ ერთი დღი სავალზე იქნება. ჯერ არ დაბადებულა კაცი "ხვალ" რომ საკუთარი თვალით ენახოს."



"თუ ადამიანის და აცხოველის ნათესაობა უეჭველად უნდა დამტკიცდეს,საუკეთესო საბუთი ვნებით გათანგული კაცია. კაცი, რომელაც გონება ამღვრეული აქვს, თვალები ამღვრეული აქვს, აზრები და ფიქრები ამღვრეული აქვს. ყველაზე მეტად ვნების სიმხურვალე გვაახლოებს ცხოველთან, ყველაზე მეტად უსასრულობის სევდა გვაშორებს. და დაბადებიდან სიკვდილამდე ასე ვირწევით ქანქარასავით ორ პოლუსს შორის, ვუახლოვდებით და ვორდებით, ვუახლოვდებით და ვშორდებით."



"შეუძლებელია კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. იმიტომ რომ, სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, აქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია."



"სხვის უპირატესობას რომ აღიარებ, ეს ალბათ,უკვე ნიშნავს შენს უპირატესობას, ეს ალბათ უკვე სანახევროდ მოგებული ბრძოლაა."



"ყოველთვის "სხვაგან" მერჩივნა ყოფნა და ყოველთვის გავრბოდი. ბოლოს მაინც აქ დავბრუნდი, დაღლილი და იმედგადაწურული. და უცებ ჩემს ჩემს არსებაში ამრერებული ბავსვები შემოვიდნენ და მანუგეშეს. და მივხვდი რომ მუდამ მეომარი და მიჯნური ვიყავი. და უხსოვარი დროიდან ხმლით ვიკაფავდი გზას შენკენ. მაგრამ სულში მოღალატე მეჯდა და შხამს მაწვეთებდა. გზას მიბნევდა, მაცთუნბდა, ხმალს მიჩლუნგებდა. ხან ვაჭრად მაქცია, ხან მათხოვრად, ხან გულხარბად და შურიანად. დადროდადრო მავიწყდებოდა, რომ ჩემი სიცოცხლე, შენი ძებნა იყო. ამიტომ გიპოვე გვიან. ბოლოს მოვკალი მოღალატე, მაგრამ ი კი აღარ ვიცი, მე თვითონ გადავრჩი თუ არა ცოცხალი. ყველაფერი გამოვცადე და ბერვრ რამეს მივხვდი. დაგვიანებული მიხვედრა მძიმეა და მტკივნეული, მაგრამ ცუდი მაგალითი ხომ ისეთივე კარგი მგალითია, როგორც კარგი მაგალითი. შესაძლებელია კაცის ცხოვრება , ცხოვრება კი არაა,მიჯნაა. ამიტომაც ახლავს ამდენი ტკივილი. მაგრამ ესმიჯნა მაინც ჩვენი ცხოვრება ყოფილა. თურმე ყოველი კაცი წინაპართა ბოლო წერტილია და ეს წერტილი ისე უნდა დაისვას რომ კარგად დააჩნდეს... რა გვიან გიპოვე! რა ცარიელი შევხვდი მზის ამოსვლას. მოღალატეც მოვკალი, ვაჭარიც, მათხოვარიც, ხარბიც და მონაც. ახლა მხოლოდ მეომარი ვარ და მიჯნური. მაგრამ დავიგვიანე, რადგან შენ წახვედი, გაქრი, ოცნებად იქეცი... როგორ მიყვარდი და როგორ დაგკარგე, როცა მონუხულივით ვიმეორებდი ხვალ გვიანი იქნება/მეთქი, დაადგილიდან კი არ ვიძროდი. შენ გაზაფხული იყავი, გაზაფხულის დღესასწაული, ვარდებით მოფენილი მდელო, სიზმარი, როცა დაფრინავ და იზრდები. მე მივატოვე გაზაფხულის დღესასწაული და რთველში წავედი, გაშლილ სუფრას მივუჯექი, დავთვერი და როცა გამოვფხიზლდი, ვიგრძენი, რომ სიცარიელე გველივით დაძვრებოდა სხეულში და გაზაფხული მზესავით ჩავიდა."
Profile Image for Anna Tsirikidze.
37 reviews5 followers
April 25, 2023
რეცენზია განკუთვნილია " მკითხველთა ლიგასთვის"



ქარჩხაძე რომ პირდაპირ ადამიანის სულს ეხება , ამაზე, მგონია, რომ დავაც არ ღირს, მაგრამ თურმე კიდევ უფრო მძაფრად (იმდენად მძაფრად , რომ ტკივილს იწვევს) ეხება, როდესაც ის, რაზეც წიგნში მოგვითხრობს და აგვიღწერს, გარკვეულწილად შენს იმ მომენტის ან ახლო წარსულის ცხოვრებისეულ სცენარს ესადაგება. ამ დროს გიწევს, რომ ნელა წაიკითხო, პერიოდულად შეისვენო და ამოისუნთქო, ჭრილობებს, რომლებიც შენს სულშია და რომელთაც ეს-ესაა შეეხო, სული შეუბერო და მერე განაგრძო კითხვა.

ვფიქრობ, "მდგმური" მეტად ფილოსოფიური წიგნია. გარდა იმისა, რომ სიუჟეტი , თითქოს, ერთი ჩვეულებრივი სცენარია თავისი დრამებით და სასიამოვნო მომენტებით, ნარატორი თავისი ღრმა და უჩვეულო აზროვნებით (ვიღაცებისთვის "არაადეკვატური"), სამყაროს სხვა კუთხით გვაჩვენებს. მიდიხარ მასთან ერთად ქუჩაში, ისმენ ჩვეულებრივ დიალოგს, ათვალიერებ გარემოს და უცებ, თავისი ფიქრების სკივრს თავს ხდის და გადაგისვრის სხვა დროსა და სივრცეში.
დრო და სივრცე ტყუილად არ ვახსენე, ეს ადამიანი ( მისი სახელი უცნობია ) სწორედაც, რომ დაკარგულია მასში. თითქოს ის არ არის ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელიც კონკეტულ წლებში ცხოვრობდა, დაკავებული იყო კონკრეტული საქმით და ჰქონდა კონკრეტული ინტერესები. იგი გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მეც ვარ, შენც ხარ, ძველი წელთაღრიცხვით არსებული ადამიანიცაა და მომავლის პიროვნებაც. და თუკი ასეა, სახელი მართლაც რა საჭიროა.
ეს ჩვენი მდგმური ძალიან კარგად წარმოაჩენს ადამიანის დუალიზს , შინაგან ორ მხარეს, ამბივალენტურ ემოციებს- ის არის ინი და იანი, მზე და მთვარე, დღე და ღამე, სიკვდილი და სიცოცხლე....
როგორც ფსიქოლოგს, თვალში მომხვდა მისი ერთ-ერთი "თვისება " :
"ცოტა ცრუმორწმუნე კაცი ვარ და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ, თუ ყოველ დილით სურათზე მტვერს არ გადავწმენდდი, რაღაც საშინელი უბედურება დამატყდებოდა თავს."

ის, რაც ადამიანებს ადრე ცრურწმენა ეგონათ, თანამედროვე ენაზე ამ"თვისებას" ობსესურ-კომპულსური ა��ლილობა ეწოდება და საკმაოდ გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა ( და არც ისე მარტივად მოსაშორებელი).

ამ ძველ ყდაზე გამოსახული ორი ქალი და მათ შორის არსებული მამაკაცი, სწორედაც რომ იდეალურად ასახავს ზემოთ დაწერილს- სამყაროს და ადამიანის დუალისტურ მხარეს.
სიყვარული და ვნება.
"მაკა იყო აყვავებული გაზაფხული და ირინე იყო დახუნძლული შემოდგომა."

სიყვარულზე ვიტყვი მცირედს.
მე მგონია, რომ როცა გიყვარს, როცა ნამდვილად გიყვარს, ბავშვივით აჟიტირებული ხდები, ენა გებმის, კანკალი გეწყება, ღრუბლებში დაფრინავ და შენს ცხოვრებას (რასაც არ უნდა აკეთებდე ) ფონად სულ იმ ადამიანის ხატება გასდევს.
"დარწმუნებული ვიყავი, წინა შეხვედრის სამარცხვინო დუმილს ახლა გამოვასწორებდი. მაგრამ თვალს მოვკრავდი თუ არა ოქროსთმიან ქალიშვილს, მთელი ჩემი ქადილი და რწმენა ისე ლღვებოდა, რ��გორც მზის გულზე გამოდებული ყინული. ანგინაც მაშინ შემეყრებოდა, ხველებაც მაშინ ამიტყდებოდა, ყელში რაღაც მიჭერდა, რაღაც მგუდავდა და მახრჩობდა.და უგზო-უკვლოდ იკარგებოდა ყველა საჭირო სიტყვა, რომელიც სხვა დროს თავისთავად მომადგებოდა, ხოლმე, ენაზე."
სიყვარულია, როცა ათასგვარი გიჟური იდეა გებადება თავში,ოღონდ კი მასთან ახლოს იყო :
" ერთ მშვენიერ დღეს ავიღებ ჩემს ქუჩას, გავიდებ მხარზე, წამოვიღებ და თქვენი ქუჩის გვერდით დავაგებ."

და სიყვარულია, როცა მისი ხელის ოდნავი შეხება, სულ მცირედი კანით კანთან კონტაქტიც კი, მთელს ტანში ჟრუანტელს იწვევს და სამყაროსხელა ადამიანად გაქცევს.
"მე მივაბიჯებდი პროსპექტზე და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გოლიათი მიაბიჯებდა.
...
მივდიოდი ალალბედზე. მივაბიჯებდი უცნობ ქუჩებში და ასე მეგონა, უცნობი სახლები ღია ფანჯრებიდან ღიმილს მაყრიდნენ.ქვეყნიერება სავსე და ძლიერი იყო. ირგვლივ ყველაფერს ნათელი და მყარი აზრი ჰქონდა.
სამყარო იცინოდა. "

და მთელი ეს შეგრძნება მხოლოდ და მხოლოდ საყვარელი ქალის მაჯაზე ხელის მოკიდების გამო.

"მაკა, მე თქვენ მიყვარხართ და ეს იქნება ბოლო ფრაზა, რომელსაც "თქვენობით" გეუბნებით."

ფროიდს აქვს ნათქვამი : " ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში!"

თუ გინდათ, ამას ბედისწერა დავარქვათ, რომლის მიხედვითაც, სამყაროში შემთხვევითობები არ ხდება და ყველა ადამიანისთვის ერთი კონკრეტული ადამიანი იბადება.
თითქოს, ამას ადასტურებს "მდგმურიც"- სასიყვარულო ობიექტის წინასწარგანსაზღვრულობას- როცა მაკას ეუბნება:
"შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში. როდესაც შენ დაიბადე, შენ დაიბადე ჩემს სულში. და ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. მე ვგრძნობდი , რომ შენ ჩემში იყავი და მე გეძებდი შენ."
ფიქრობს, რომ სწორედ ამ "ცაში განსაზღვრული" კავშირის გამო შეუყვარდა ეგვიპტე, რომლის მიმართაც არაადამიანურ ლტოლვას განიცდიდა.

მაკა იყო გარეგნულად ნაზი, მოკრძალებული, განათლებული და ლამაზი გოგონა. უყვარდა ბავშვურად და გულწრფელად....

"მაკა იყო ყოველივეს დასაბამი და ამოსავალი წერტილი. ქვეყნიერების გული, ღმერთის არსებობის დასტური. სხვა ყველაფერი,სულიერიც და უსულოც, არსებობდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაკას არსებობა ეუწყებია ჩემთვის."

და მერე ჩნდება ამ ადამიანური დუალიზმის მეორე მხარე,ცოტა ბნელი მხარე - მიწიერი ვნებები და ცდუნებები.

რეალურად, სიყვარული სრულყოფილია მაშინ, როცა ადამიანის სულიც გიყვარს და სხეულიც, როდესაც მასთან სულიერი კავშირიც გაქვს და მის მიმართ ძლიერი ლტოლვაც.
მაგრამ, ამ სცენარში სიყვარული და ვნება ორი სხვადასხვა პოლუსია და თითქოს ერთის არსებობა მეორეს არსებობას გამორიცხავს ( შესაძლოა, ამის მიზეზია იმ პერიოდის შეხედულებები და დამოკიდებულებები ქალ-ვაჟურ ურთიერთობებთან დაკავშირებით).

ჩნდება ქალი, სახელად ირინე.
თამამი, სექსუალური და ურთიერთობაში საკმაოდ აქტიური ქალი.
"ირინე იქნება დიასახლისი და მხოლოდ დიასახლისი.
მაკა იქნება სხივი, დილაადრიან რომ ფანჯრიდან შემოიჭრება, გაღვიძებისთანავე რომ შეამჩნევ და უმიზეზოდ გაგეცინება."

მაგრამ, ხანდახან ძალიან ძლიერია ადამიანური ვნებები, ცხოველური ჟინი და ამ სიძლიერეს შეუძლია შენი აწყობილი ცხოვრება წამში ყირაზე დააყენოს.

სწორედ ამ ავხორცულ ვნებებს დანებდა ჩვენი გმირი, ვერ შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა , ვერ შეძლო სიყვარულის დაცვა.
ამან, ცხადია, ამბივალენტური გრძნობები გამოიწვია : სიამოვნება და დანაშაულის განცდა. კმაყოფილება და ზიზღი.

მერე მუდმივად ფიქრობდა :
"რამ შეაყვარა მაკას ჩემი თავი, რამ?
მაკა მზის ასული იყო. სამყაროს შემაკავშირებელი ძაფი. ჰარმონიის საყრდენი.
მაკა. თხელი და სწორი მხრები. ყელი თლილი და ოდნავ არარეალისტური. ბრიალა თვალები, საოცარი გამოხედვა.
და ღიმილი. ღიმილი, ღიმილი, ღიმილი. სიკეთესავით თბილი. სილამაზესავით მოუხელთებელი."

მან ვერ შეძლო ამ ყველაფრის დაცვა და გაფრთხილება. იმიტომ რომ, ჰო, ეს ცხოველური ინსტინქტები, როგორც ფროიდი ამბობს, სექსუალური ენერგია (ლიბიდო), იმდენად მაშტაბური რამეა, ყველაფრის წალეკვა შეუძლია. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, სიყვარულისაც, თუკი საკმარისად ძლიერი ადამიანი არ ხარ...
"თუ ადამიანისა და ცხოველის ნათესაობა უეჭველად უნდა დამტკიცდეს, საუკეთესო საბუთი ვნებით გათანგული კაცია. კაცი, რომელსაც გონება ამღვრეული აქვს, თვალები ამღვრეული აქვს, აზრები და ფიქრები ამღვრეული აქვს."

როგორ შეიძლება განვასხვავოთ სიყვარული ვნებისგან?
თუნდაც, იმით, რომ ვნების დროს საკმაოდ მალევე გიჩნდება ადამიანის ამოწურვის შეგრძნება, მისი ოდნავი ცვლილებაც კი გარეგნობაში შენში დისკომფორტს და ზიზღს იწვევს, არ გინდება მასთან დიდხნიანი და ღრმა საუბრები, მასთან ბავშვურად ქცევა, რომანტიული სიტუაციების შექმნა.... უბრალოდ, გინდა რომ მის სხეულს ეხებოდე...ესაა და ეს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს იგი სიყვარულში ერევათ.
სწორედ ,ირინეს სახეზე დანახული მცირედი ნაოჭები და "მდგმურის" რეაქცია ავლენს ამ ყველაფერს კარგად.

"წასასვლელად მზად ვიყავი. ირინეს ვუყურებდი და მეცოდებოდა.
შეიძლება ადრე მიყვარდა.მაგრამ ახლა მეცოდებოდა და რაკი მეცოდებოდა, მაშასადამე, არ მიყვარდა. შეუძლებელია, კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. იმიტომ, რომ სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო, თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია."
ვნებით გაბრუებულს გეკარგება დროის და სივრცის აღქმა, გეთიშება ცნობიერი აზროვნება, მაგრამ ეს "თრობა" გადის და თვალები გეხილება, ირგვლივ მიმოიხედავ, ვერ იაზრებ სად ხარ და რა დროა გასული, დაიწყებ შენთვის ნაცნობი ადამიანების და ადგილების ძებნას, ხვდები, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, რომ შენი სული დაცარიელდა სიყვარულის დაკარგვით, ტკივილამდე გაკლია იგი, თუმცა ....

სადღაც დაახლოებით ასეთი ფრაზა წამიკითხავს : ვარსკლავების თვალიერებაში, შეიძლება მთვარე ვერ შენიშნოო და მართალიცაა...

საკმაოდ მტკივნეულ თემას ეხება ავტორი-ღალატის საკითხს. ზოგიერთები, პატიობენ საყვარელ ადამიანს, ზოგიერთები-ვერა.
ორივე კატეგორიის მესმის...
ნაწარმოების ბოლო თავს ეწოდება "ძებნა".
რამდენად შეძლებს იპოვოს ის, რასაც / ვისაც ეძებს, სჯობს თავად აღმოაჩინოთ.

რეცენზიას კი ამ ფრაგმენტით დავასრულებ ( რომელიც, ვფიქრობ, საკმაოდ სევდიანია):
"სადღაც ავცდით ერთმანეთს დახლართულ ლაბირინთში და სხვადასხვა სივრცეში მოვხვდით. ეტყობა, ადამიანური ხუთი გრძნობა საკმარისი არაა იმისათვის, რომ ერთმანეთის სივრცეს მივაგნოთ."
Profile Image for Mariam keinashvili.
29 reviews19 followers
April 4, 2025
რამდენჯერ მიმოვიხედე შეშინებულმა და სადა ვარ-მეთქი, ჩემს თავს ვკითხე. ყოველთვის „სხვაგან“ მერჩივნა ყოფნა და ყოველთვის გა��რბოდი, ბოლოს მაინც აქ დავბრუნდი. დაღლილი და იმედგადაწურული და უცებ ჩემს არსებაში ამღერებული ბავშვები შემოვიდნენ და მანუგეშეს. და მივხვდი, რომ მუდამ მეომარი და მიჯნური ვიყავი. და უხსოვარი დროიდან ხმლით ვიკაფავდი გზას შენკენ. მაგრამ სულში მოღალატე მეჯდა და შხამს მაწვეთებდა. გზას მიბნევდა, მაცთუნებდა, ხმალს მიჩლუნგებდა. ხან ვაჭრად მაქცია, ხან მათხოვრად, ხან გულხარბად და შურიანად და დროდადრო მავიწყდებოდა რომ ჩემი ცხოვრება შენი ძებნა იყო. ამიტომ გიპოვე გვიან. ბოლოს მოვკალი მოღალატე, მაგრამ ის კი აღარ ვიცი, მე თვითონ გადავრჩი თუ არა ცოცხალი. ყველაფერი გამოვცადე და ბევრ რამეს მივხვდი. დაგვიანებული მიხვედრა მძიმეა და მტკივნეული, მაგრამ ცუდი მაგალითიც ხომ ისეთივე კარგი მაგალითია, როგორც კარგი მაგალითი. შესაძლებელია კაცის ცხოვრება ცხოვრება კი არაა მიჯნაა. ამიტომაც ახლავს ამდენი ტკივილი. მაგრამ ეს მიჯნა მაინც ჩვენი ცხოვრება ყოფილა. თურმე ყოველი კაცი წინაპართა ბოლო წერტილია და ეს წერტილი ისე უნდა დაისვას, რომ კარგად დააჩნდეს... რა გვიან გიპოვე! რა ცარიელი შევხვდი მზის ამოსვლას. მოღალატეც მოვკალი, ვაჭარიც, მათხოვარიც, ხარბიც და მონაც. ახლა მხოლოდ მეომარი ვარ და მიჯნური. მაგრამ დავიგვიანე, რადგან შენ წახვედი, გაქრი, ოცნებად იქეცი... როგორ მიყვარდი და როგორ დაგკარგე! მე მაშინ დაგკარგე, როცა მონუსხულივით ვიმეორებდი ხვალ გვიან იქნება-მეთქი და ადგილიდან კი არ ვიძროდი. შენ გაზაფხული იყავი, გაზაფხულის დღესასწაული, ვარდებით მოფენილი მდელო, სიზმარი, როცა დაფრინავ და იზრდები. მე მივატოვე გაზაფხულის დღესასწაული და რთველში წავედი, გაშლილ სუფრას მივუჯექი, დავთვერი და როცა გამოვფხიზლდი, ვიგრძენი, რომ სიცარიელე გველივით დაძვრებოდა სხეულში და გაზაფხული მზესავით ჩავიდა. მაკა, მაკა, მაკა, სად ხარ, მაკა!

საერთოდ რაღაცები სიტყვებად არ ითქმის. ამ წიგნზე მე ვერაფერს ვიტყვი.
Profile Image for Vazha .
139 reviews1 follower
August 9, 2024
[ ცოტა გამიცრუვდა მართლა იმედები.. ბევრს ძაან მოსწონს და აფასებს მაგრამ ამაზე კარგებიც ააქვს ბატონ ჯემალს.]

SPOILER

ადამიანი რომელსაც საერთოდ არაფერი არ ააქვს, არც სახლ-კარი არც ნათესაობა, არც ოჯახი, არის მდგმური და აქვს ოთახი ნაქირავები 10 მანეთად, ოთახი ხმამაღალი ნათქვამია უფრო საკანი ან ციხე შეესაბამება მის ოთახს რომელზეც პერსონაჟებიც კი აღნიშნავენ..იგი მუშაობს ბიუროში რომელშიც 100 მანეთს გამოიმუშავებს და ფულის აგროვებას დაიწყებს მანქანის გამო რომელზეც ვერ ხვდება რაში სჭირდება ეს მანქანა, უბრალოდ მოუნდა და აგროვებს რომლიდანაც წყდება ყველა იმ თუნდაც ბედნიერ წუთებს ან წამებს.. მას ამ ცხოვებაში შემოუვა მაკა, აბსოლიტური სილამაზე რომელიც მდგმურს ძალიან მოსწონს და წარმოიდგენს ასევე მის სილამაზეს ხანდახან სიზმრებშიც და ფიქრებშიც.. საბოლოოდ წვალების შემდეგ როგორც იქნა მდგმური და მაკა ერთად იქნებიან მაკას ძალიან უყვარს ეს ჩვენი მდგმური და ასევე მდგმურსაც "წესით". შემდეგ ჩნდება ირინე მის ცხოვრებაში რომელიც იმ სახლს პატრონობს 2 დღით სადაც მდგმური ცხოვრობს.. ყველაფერი დაავიწყდება მდგმურს, ის აბსოლიტური სილამაზე მაკაც, თავმოყვარეობა და მისი პატივმოყვარეობა.. ის ივიწყებს მაკას რომელზეც მზე ამოსდიოდა, რომელსაც ნეფერტიტს ადარებდა სილამაზით.. მისმა ვნებამ ხელში აიტაცა და მთლიანი გონება მოუსპო. მდგმურში ვხედავ არასაშვალო და საშვალო ქართველს. არასაშვალო იმიტომ რომ მდგმურს საკმაო განათლება აქვს, სიტყვების დიდი ლექსიკონი და ა.შ. საშვალო იმიტომ რომ ვნებას ვერ გაუძლო. ცნობიერი შეახსენებს მაკას თუმცა მისი გონება არ უშვებს ამ ყოველივეს.. ვნებამ აიტანა და ვერაფერს ვეღარ აკონტროლებს, კარგავს ყველაფერს.. მდგმური მაგალითია იმისა რომ ვნებისგან ატანა საშინელი მაგალითის მომტანია, რომ უნდა აკონტროლო შენი თავი, გქონდეს შენი თავის პატივის ცემა, გიყვარდეს და პატივს მიაგებდე იმ ხალხს ვიზეც მზე ამოგდიოდა, ვინც ბოლომდე გიყვარდა.საბოლოოდ მდგმური ამთავრებს ცხოვრებას სადაც მაკასაც კარგავს, ირინესაც კარგავს, მის მეორე თავსაც კარგავს.. მდგმური მოკლავს მის მეორე თავს (personality) ყინვის დროს მას თავისი თავი ეჩვენება, თავისი თავი რომელიც კეთილია და სინათლე შემოაქვს თავში თუმცა მასაც ჩაახშობს და მოკლავს. საბოლოოდ ვნება ატაცებული მდგმური კარგავს: მის კეთილ და ნათელ მხარეს, მაკას, ირინეს, სინდისს, მომავალს, თავისი თავის პატივისცემას და ნეფერტიტის პორტრეტს. (ფულსაც და ბევრ რამესაც თუმცა ეს მეორე ხარისხოვნად ჩავთვალოთ)

მდგმური შეგვიძლია შევადაროთ ორ ძმას რომლებმაც ვერ გაიყვეს უზარმაზარი სასახლე. სასახლე რომელშიც 100 კაცი დაეტევა თუმცა პირველ მხარეს 51 ადამიანი იქნება მეორე მხარეს კი 49. ამის გამო მეორე ძმა ბრაზდება და პირველ ძმასაც კლავს და იმ ხალხსაც აგდებს მისი სახლიდან რომელთვისაც იბრძოდა. მდგმური რჩება მარტო ტანჯულ ცხოვრებასთან, ცხოვრებასთან რომელიც მან გააუარესა და მოკლა.
Profile Image for Nato Kontridze.
23 reviews
July 23, 2019
დააბიჯებენ ადამიანები ტროტუარზე და სახეზე არაფერი ეტყობათ.
სახეზე არც მე მეტყობა რამე.
სინამდვილეში ყველანი ბოღმითა ვართ სავსე.
ამიტომ ვერ დავფრინავთ.
ერთ მშვენიერ დღეს რომ ყველა დარდმა, რაც ოთხი მილიარდი კაცის გულშია
ჩაბუდებული, უეცრად ამოხეთქოს, ქვეყნიერება წაილეკება.
დადიან და დადიან.
სახეზე არაფერი ეტყობათ. ღრმად არიან დარწმუნებული, რომ მიზანი აქვთ.
სახეზე მეც არაფერი მეტყობა.
გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია. იმიტომ რომ ბიოლოგები ტყუიან. როდესაც ბიოლოგები სიცოცხლისა და სიკვდილის
მეცნიერულად ახსნას ცდილობენ, ადამიანს ჭიაყელისაგან არ განასხვავებენ.
სინამდვილეში ტვინის მუშაობა არაფერ შუაშია. კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია.
*ადამიანის მოცულობის უდიდესი ნაწილი სიცარილელეზე მოდის.
წუტისოფელი მხიარულად და სიცილიანად გაირბენს. სიცოცხლის არსი ჯერჯერობით ვერავინ ამოიცნო. რა მარალ მატერიებსაც არ უნდა წავეპოტინოთ, კაცმა არ იცის უზენაესი მსაჯული მოგვიწონებს ასეთ საქციელს თუ დაგვიწუნებს, და რაკი არაფერი ვიციტ , არა სჯობს ბარემ ის გავაკეთოტ რასაც გული გვეუბნება და რაც სიამოვნებას გვანიჭებს? მით უმეტეს, რომ დედამიწა ისე მცირეა, სამყაროს გრანდიოზულ ფონზე სრულებიტ არა სჩანს.. ასეთიოცნება არაერთხელ დაუფლებია რკინის ნაწერს, რომელიც ორ მაგნიტს შუა მერყეობს, ხოლო ახალი აღთქმა ზირითადად იმით გაემიჯნა ძველს რომ ქრისტემ ნაფიქრს ნამოქმედარის ძალა მიანიჭა.
მე უსუცოცხლო სხეულივიტ ვიდე სკამზე.
Profile Image for Shako M.
60 reviews28 followers
October 6, 2024
‘ღიმილი ხომ ჯიბის ფარანია, ბნელ ღამეში ყოველ წუთს შეიძლება დაგჭირდეს.’

‘სინამდვილეში ხომ ზოგი ჩვენგანი იმიტომ იბადება, რომ ახალგაზრდა მოკვდეს…’

‘წინასწარ მომზადებული საქციელი კი, მოგეხსენებათ, არასოდეს ბუნებრივი არაა.’

‘დიდებს მეტი ჭკუა აქვთ. ჭკუა კი პესიმიზმის ამოუწურავი საბადოა.’

‘თავის მოტყუება, ცხადია, წყლის ნაყვაა. სიმართლე შეგიძლია გვემო, ხაროში ჩააგდო
და ზემოდან მიწა გადააფარო. ან არადა, ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ,
ქათქათა ტყუილში გაახვიო. მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ. სუნთქვას ვერ შეუკრავ.
სიმართლის სუნთქვა მაინც გესმის. ცდილობ, ყური არ ათხოვო და მაინც გესმის. როგორც
საათის წიკწიკი სამარისებურ სიჩუმეში.’

რამდენჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც საკმარისი იყო ერთი ნაბიჯი გადამედგა და მთელი ჩემი ცხოვრება სხვა გზით წავიდოდა! ერთადერთი ნაბიჯი. ან ერთადერთი სიტყვა. პატარა, უბრალო სიტყვა, სულ ორი მარცვალი.
„წამო“.
და ახლა, ალბათ, აქ არ ვიქნებოდი. მაშინ სხვანაირად ვიარსებებდი, სხვა „მე“ ვიქნებოდი. და სამყაროც სხვა სამყარო იქნებოდა.
„წამო“.
„წამო, წამო, წამო... წამო...“
Displaying 1 - 30 of 108 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.