What do you think?

სიკვდილის ახსნა
„სიკვდილის ახსნა“ თაკო ფოლადაშვილის სადებიუტო რომანია, რომელშიც მკაფიოდ იგრძნობა ავტორის ხელწერა, რაც უცხო არ უნდა იყოს მათთვის, ვინც დებიუტანტი მწერლის მცირე მოთხრობებს იცნობს. თაკო ფოლადაშვილი ამჯერადაც ჟანრული ლიტერატურის ავტორად გვევლინება და გვთავაზობს მაგიურობითა და მისტიკით სავსე თანამედროვე დისტოპიას, რომელშიც თითოეული პერსონაჟი ერთდროულად დამნაშავეცაა და მსხვერპლიც, კეთილიც და ბოროტიც. წაშლილია საზღვარი შესაძლებელს და შეუძლებელს, სწორს და არასწორს შორის. რომანში სიუჟეტური დრო რამდენიმეჯერ სცდება თემატურ დროს, რაც ქმნის ილუზიას, რომ სიუჟეტი ამბავზე მეტად ემოციურ ქრონოლოგიას მისდევს.
190 pages, Paperback
First published January 1, 2016
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 4 of 4 reviews
December 24, 2016
ალბათ, 3.5 უფრო უპრიანი იქნებოდა.
დამწყებმა ახალგაზრდა ავტორმა ქართული ლიტერატურისთვის ეგზოტიკურ ჟანრს, ფორმასა და სტილს მიმართა, რამაც, საბოლოო ანგარიშში, საკამოდ საინტრესო შედეგი გამოიღო. წიგნში უხვად შეხვდებით ერთმანეთზე უცნაურ, მრავლისმთქმელ და ემოციურ ამბებსა თუ პერსონაჟებს, თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი კონკრეტულ დროსა თუ გეოგრაფიულ არეალში გამოკეტილი არ არის.
უბრალოდ ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მკითხველისთვის, იმდენად რთულად ასაწყობი აღმოჩნდა ამ წიგნის ფაზლივით სიუჟეტი, რომ კითხვისას მეფიქრებოდა, ავტორიც ხომ არ დაიკარგა თავის დესტრუქციულ თხრობის მანერაში, სადაც ერთმანეთში არეული ნარატორთა ისტორიების გაერთიანება საკმაოდ რთულია.

December 27, 2016
ჩერნობილის ლოცვის შემდეგ ალბათ ყველაზე მძიმე წიგნია რაც წამიკითხავს.
მინდოდა დამეწერა ატმოსფერიკ დუმ/ბლექ მეტალივით წიგნია მეთქი, მაგრამ ეგეთიც არაა. ვერაფერს რომ შეადარებ ისეთი წიგნია.
ყველა გვერდზე პერსონაჟი შემოდის ახალი ტრაგედიით და ჯერ წინა არ გაგითავისებია ბოლომდე ახალი რომ დაგატყდება თავზე.
კარგი წიგნია მოკლედ 9/10

February 28, 2017
ეს წიგნი ძალიან გამეწელა, ჯერ ჩემი გრაფიკის გამო , მეორეც, ძალიან ავირიე და გული არ მიმიწევდა. კარგა ხანს არ დავასრულებდი უბრალოდ ილო მამასხარავებდა და თავს ძალა დავატანე:დ
საბოლოდ ძალიან მომეწონა , გაურკვევ სიუჟეტით , საინტერესო პერსონაჟებით, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე :დ
მიხარია, თანამედროვე ქართველი ავტორები <3
საბოლოდ ძალიან მომეწონა , გაურკვევ სიუჟეტით , საინტერესო პერსონაჟებით, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე :დ
მიხარია, თანამედროვე ქართველი ავტორები <3
December 3, 2016
წიგნი ისეთი დეპრესიულია რომ წიგნიდან თავს რომ ვწევდი ცოტახანი ყველაფერს ნაცრისფრად ვხედავდი. ყოველი გვერდი გაჟღენთილია ნიჰილიზმით. ძალიან წვრილი ნაწილებისგან შემდგარი პაზლია. პატარა მონაკვეთის აწყობა კიდევ შეიძლება, მაგრამ მთლიანი სურათის სწორად აწყობა ძნელია. ზოგი რაღაცა არ არის ახსნილი.
Displaying 1 - 4 of 4 reviews