დიანა ანფიმიადის „წინასწარმეტყველება მურაბით“ მთავარი კონცეპტის გარშემო ტრიალებს - ეს არის გემო, მახსოვრობა და ლიტერატურა. ავტობიოგრაფიული მომენტები, ისტორიული პროზა, მსოფლიო ლიტერატურის შდევრების კულინარიული შეფერილობა, სოციალური თუ პოლიტიკური თემატიკა, ლიტერატურული კრიტიკა, ლინგვისტური ძიებები შეზავებულია კულინარიულ რეცეპტებთან, რომელთაგანაც ბევრი საუკუნეების წიაღში ჩაკარგულია და ხელახალ წაკითხვასა და მომზადებას საჭიროებს. წიგნის ძალიან საინტერესო ნაწილს შეადგენს ძველი, დიალექტური ტექსტებიდან და ექპედიციების მასალებიდან ამოკრებილი დავიწყებული ქართული კერძების რეცეპტები, ქართული ენის ძალიან საინტერესო ლინგვისტური მასალა და ზეპირი მთქმელების, ჩვეულებრივი ადამიანების გულში ჩამწვდომი ისტორიები. მოკლედ, ამ წიგნში ყველაფერია - ზუსტი რეცეპტები, წიგნის წაკითხვისა და დამახსოვრების რეცეპტები, საბავშვო კულინარია თუ საბავშვო წიგნები, მოგონებები, მოგზაურობა, ლინგვისტური წიაღსვლები, ზეპირი ისტორიები, მსოფლიო და ქართული ლიტერატურა, ცნობილ წიგნებში გამოყენებული გასტრონომიული ფანტაზიები, ცნობილი კულინარები თუ მწერლები....
ენათმეცნიერი და პოეტი დიანა ანფიმიადი დაიბადა 1982 წლის 28 ივლისს თბილისში. პოეტი, მკითხველი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, ექსპერტ – კრიმინალისტი. არაერთი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის და ლექსების ერთი წიგნის - “შოკოლადი” ავტორი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის “ თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების” კათედრის დოქტორანტი. არის ილია ჭავჭავაძის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერთა შორის და არაერთი სამეცნიერო კონკურსის გამარჯვებული. ლიტერატურული კონკურსის “წერო” გამარჯვებული ( 2008 წ.). ლიტერატურული კონკურსების “ საბა” და “ გალა” ნომინანტი( 2008წ). 2009 პრემია "საბას" გამარჯვებული - წლის საუკეთესო დებიუტი
კულინარიაში რაღაც ჯადოსნური ხომ უცილოდ არის, ამ წიგნში, ავტორის ღუნღულა ამბებსა და მოგონებებში, სადა, გულწრფელ სტილსა და ნერწყვისმომდენ ვანილის სურნელებაშიც არის, ყველა თავს თავისდაუნებურად რომ დაყვება, იმის მიუხედავად, არის თუ არა კონკრეტულ თავში საუბარი კულინარიაზე.
ძალიან ვარსკვლავუხვი კი გავხდი, მაგრამ ვერაფერს დავაკლებ ამ წიგნს, სხვებისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად ახლოა.
შიგადაშიგ მოსაწყენი ეპიზოდებიც იყო, თუმცა საბოლოო ჯამში არაუშავდა, საინტერესო იყო. 90-იანებში რომ მეცხოვრა, ალბათ, რაღაცები უფრო ახლოდ მომეჩვენებოდა, უფრო მეტად შევიგრძნობდი. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რჩევა, ასეთ გემრიელობებს დილის სამ საათზე ნუ წაიკითხავთ.
არ ვიცი, საბას აპლიკაციის ბრალია, Თუ რისი, მაგრამ პირველივე რეცეპტᲨი და Შემდეგ მეორეᲨიც იყო ცდომილება. კერᲫოდ - პირველი რეცეპტის ინგრედიენტების ᲩამონაᲗვაᲚᲨი იყო ერᲗ-ერᲗი ინგრედიენტი, რომელიც მომზადების წესᲨი საერᲗოდ არ ეწერა. და მეორე რეცეპტᲨი - პირიქიᲗ, ერᲗი ან ორი ინგრედიენტი (რაოდენობის გარეᲨე) იყო ნახსენები მომზადების წესᲨი, ისეᲗი რაც საერᲗოდ არ ფიქსირდებოდა ᲩამონაᲗვალᲨი.
ამის Შემდეგ, რეცეპტების ამოწერას ᲨევეᲨვი, ისევე, როგორც იმედს, ოდესმე ამ წიგნᲨი ნახსენები კერᲫების დამზადებისა.
ხო, ვიცი რომ რეცეპტები ისევ კულინარიულ წიგნებᲨი უნდა ვეᲫიო, ან ინტერნეტᲨი.