პუბლიკაცია წარმოადგენს მე-19-20 სს მიჯნაზე საქართველოში მოქმედი, პოლიტპატიმართა დახმარების არალეგალური ორგანიზაციის „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ საქმიანობის კვლევას. აღნიშნული ორგანიზაცია, რომლის წევრთა უმრავლესობა ქალები იყვნენ, თითქმის 1930-იან წლებამდე მუშაობდა არალეგალურად და პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს უწევდა დახმარებას; ასევე იბრძოდა პოლიტიკური უფლებებისათვის და პოლიტპატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის; წიგნში აღწერილია სოლიდარობის, ურთიერთდახმარების და თვითორგანიზების გამოცდილება და ისტორია.
პუბლიკაცია გამოიცა პროექტის „დაკარგული ისტორია - მეხსიერება წინააღმდეგობასა და თანამშრომლობას შორის“ ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით, საბჭოთა წარსულის გააზრების პროგრამის ფარგლებში
ჩემნაირებისთვის, ვინც დიდად ოპტიმისტურად არ უყურებს ახლო მომავალში, აუცილებლად წასაკითხია. საუკუნის წინანდელი გამოცდილება შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს - როცა პოლიტპატიმრების და მათი ოჯახების დახმარებაც კი არალეგალური ხდება :)