Jump to ratings and reviews
Rate this book

როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი

Rate this book
ზურა აბაშიძის მოთხრობების კრებული, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“, ავტორის სადებიუტო წიგნია - უბრალო და სევდიანი ამბები ჩვენი ყოველდღიურობიდან, ნამდვილი ისტორიები, ყოველგვარი სიყალბისა და კეკლუცობის გარეშე. კრებულში უამრავ დასამახსოვრებელ, საოცრად ცოცხალ პერსონაჟს შორის შეხვდებით სახლიდან წასულ მამას; სასწაულმოქმედ ტყუპებს - იზას და აზას; დაბერებულ შუაღამის გოგოებს, რომლებიც ბედნიერებას ეძებენ და გამუდმებით უცრუვდებათ იმედი; ნანუცას, რომელმაც „დებილებისა და ავანტყოფებისთვის“ სკოლა გახსნა; კოჭლსა და ელამ ანრის, რომელსაც სინამდვილეში იესო ჰქვია; ლამაზ მარუსას, რომელიც ეზოში ფეხბურთს თამაშობდა და ერთ დღეს გათხოვდა; ბიჭს, რომელიც საღამოობით ჯიუტად ელოდება საყვარელ კაცს; აბაზანაში გამოკეტილ მძიმე ავადმყოფ ბილი ელიოტს; პერსონაჟებს, რომლებიც კრებულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მაინც არსებობენ... ამდენი ადამიანი, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, ცხოველი, ამდენი ცრემლიანი და სასაცილო ისტორია თავისებურად დაუვიწყარია და გაფიქრებინებს, რომ ეს ამბები ყველას გადახდენია ან ოდესმე აუცილებლად გადახდება.

132 pages, Paperback

First published December 22, 2016

6 people are currently reading
180 people want to read

About the author

Zura Abashidze

3 books125 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
76 (37%)
4 stars
69 (33%)
3 stars
36 (17%)
2 stars
16 (7%)
1 star
7 (3%)
Displaying 1 - 30 of 38 reviews
2 reviews316 followers
December 26, 2016
პირველი წიგნია, რომელსაც გუდრიდსზე რევიუს ვუწერ :)
იმიტომ, რომ ძალიან მინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს. თუ გგონიათ, რომ აღარც გულიანად ხარხარი შეგიძლიათ, აღარც მოთქმით ტირილი და აღარც მთელი გულით დასევდიანება, ეს წიგნი საპირისპიროში დაგარწმუნებთ. დიდი სევდის და უნამდვილესი ამბების წიგნია "ბილი ელიოტი". ყველაზე მეტად კი ის დავაფასე, რომ წიგნში ვერ დავინახე დამწყები მწერლის კეკლუცობა, ზურა არც მკითხველს ეპრანჭება, არც თავის მოწონებას ცდილობს, არც კეკლუცობს, არც განათლებითა და გამოცდილებით მოაქვს თავი, არც ზედმეტად ართულებს მარტივ რამეებს. მისი ყველა პერსონაჟი ნამდვილია და ადვილად წარმოსადგენი. არცერთი მათგანი არაფერს გვატყუებს.
მოკლედ, ველოდები ზურას განვითარებას და რომანს, ასეთივე ცოცხალი პერსონაჟებით :) 5 ვარსკვლავი ნამდვილად არ მენანება, ჩემს სულში ქარიშხლის დატრიალებისთვის.
"შუაღამის გოგოები" ჩემი ფავორიტი მოთხრობაა. რა დიდი სიამოვნებით ჩამოვუჯდებოდი გოგოებს სამზარეულოში, ალკოჰოლით გავსკდებოდი, სიგარეტით ამოვიგუდებოდი და მათ წინაშე ყველაზე ხმამაღლა ვიტირებდი ყველა სევდიან ამბავზე, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია.
Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews63 followers
February 4, 2017
"როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი" მოთხრობების ის კრებულია, რომელიც არ დაგღლით ვიწრო მასებისთვის განკუთვნილი იუმორით, მხოლოდ ინტელექტუალთა ეშელონებისთვის გათვლილი ალუზიებითა და იმ უცნაური დასასრულებით, რომელთა ახსნას მხოლოდ მთავარანგელოზი გაბრიელი გამცნობთ გამოცხადებისას.
პირიქით, ეს მოთხრობები ისე უცებ შემოგეკითხებათ, თითქოს თავად ავტორი ჩამოგიჯდათ გვერდით და ერთი ღერი სიგარეტის სანაცვლოდ, ეს ამბები ისე უშურველად მოგიყვათ, ვერც კი გაიგეთ დრო როგორ გავიდა, მაგრამ ამბის გმირების შეყვარება კი მოგისწრიათ.
მე პირადად ეს კრებული იმიტომ მიყვარს ძალიან, რომ მასში გაერთიანებული ამბები სულ ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ოღონდ ისე, ყურადღებას რომ არ ვაქცევთ, სინამდვილეში კი ჩვენი დღიური დოზა სევდის საბაბია.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მართალი წიგნი, სადაც პერსონაჟები ან ძალიან კარგები ან ძალიან ცუდები კი არა, ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ ყველანი ვართ სინამდვილეში.
Profile Image for Lazare.
53 reviews2 followers
Read
December 26, 2016
"როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი" მოთხრობების ის კრებულია, რომელშიც გაერთიანებულ ისტორიებს ერთიან ამბადაც (რომანად) სიამოვნებით წავიკითხავდი.
ყველა ის ამბავი, ქალები, კაცები თუ ძაღლები იმდენად საერთო გარემოსა და ატმოსფეროს ქმნის, რომ რომანის სახით შიკარნად დაიწყებოდა ჩამოთრიეული ზინათი, ზღვისპირა ქალაქით, ამ ქალაქის ბავშვებით, ბებიებით, მამებითა და დედებით და დამთავრდებოდა ლამაზი მარუსათი, 14 სართულიანი თბილისის კორპუსებით, შენძრეული თარაშითა და მატუშკა საშკათი.
Profile Image for Nona.
150 reviews77 followers
September 8, 2017
სანამ წიგნს ოფიციალურად შევეხებოდი,ბევრი მესმოდა მასზე მეგობრებისგან და უბრალოდ ნაცნობებისგან.
ახლა კი მეც შემიძლია თამამად ვისაუბრო ამ წიგნზე,რომელმაც ჯერ ვერ ვხვდები , რა გამიკეთა.
ალბათ ბევრი არსებობს ზინასნაირი,რომლებსაც ყველას საკუთარი "ბრა" გააჩნიათ და ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ბოროტი ციალა,რომელიც უბრალოდ ბოროტია,მაგრამ ყოველთვის არ ტყუის. ასეა თუ ისე, ზინა მიყვარს და მეცოდება,ცხოვრებამ ასე რომ შეაწმინდა ფეხები.
დევი,საშკა და ეზრა...მიყვარს რომ არ არიან ყალბები. უცნაური ალბათ არ არის матушка რომ ახლაც საწყლად ჩამესმის.
მაგრამ აბა რანაირად ვთქვა ყველას გვჭირდება ერთი ჟორა მეთქი.თუმცა უფრო თუ დავაზუსტებ,ვიტყვი რომ ყველას გვჭირდება სიზმრების დამცველი ჟორა.მე მგონი ახლაც მჭირდება.ყოველ შემთხვევაში ბავშვობაში მაინც აღარ მომიწევდა დილის 4 საათზე ონკანთან გულახდილი საუბრები იმ იმედით , რომ წყალს გატანებული სიზმარი,მეორედ აღარ მეწვეოდა. მაგრამ სამწუხაროდ არც ჟორა იყო და არც გამართლებული იმედები.
მიყვარს ბილი ელიოტი. მინდა რომ მეც მოვუყვე ჩემი ამბები,რადგან ვიცი გულდასმით მომისმენს და არ გამკიცხავს. თუმცა მსგავსი ტკივილისთვის არავინ მემეტება. ოდესმე თუ ძაღლი მეყოლა, აუცილებლად ბილი ელიოტს დავარქმევ. გადაწყვეტილია.
ბავშვობაში კი ალბათ ყველას გვყავდა ერთი "ოფლისსუნიანი რეზო". თუ არა,მაშ ოდნავ კარგი ბავშვობა გქონიათ,ვიდრე სხვას.
შუაღამის გოგონებთან საღამოს გატარება მინდა თქო რო ვთქვა, არ იქნება სამართლიანი ჩემი მხრიდან,რადგან ბაკურიანში მე და ჩემმა გოგონებმა მოვიწყეთ მსგავსი საღამო და ახლა უკეთ ვაანალიზებ და ვიზიარებ შუაღამის გოგონების ამბებს.
იმ ღამით, 02.09.17. ჩვენც შუაღამის გოგონები ვიყავით,არანაკლებ ტრაგიკული ისტორიებით.
ანრი კი ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და ამოუცნობ პერსონაჟად დარჩა.მერე რა რომ ბავშვური სილაღე აღარ ჰქონდა ამ 9 წლის ბიჭს? მთავარია ყალბი არ იყო. ტიტი... პატარა ტიტი ♡
მისი მეორედ გამოჩენა კი ჩემს სახეზე უსაზღვრო ღიმილის მიზეზი იყო.
"აგვიანებს" და "ჩემი მარუსა" რაღაცნაიურად ჩამრჩა. რაც შეეხება ნანუცას,ყველას გვჭირდება ერთი ნანუცა მაინც.
საბოლოოდ, ძალიან გამიგრძელდა,მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო.
ემოციების ზღვაა ეს წიგნი!
ზურა აბაშიძეს კიდევ ბევრჯერ გაიგონებთ :)
Profile Image for Nika.
68 reviews5 followers
December 29, 2016
შესანიშნავი წიგნია <3

ზოგიერთი მოთხრობა ძალიან მომეწონა (ბავშვები კარგად არიან, მამი და შუაღამის გოგოები - ყველაზე მეტად), ზოგიერთი ნაკლებად (ზინა), მაგრამ საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი კრებულია. ხან ვიცინე და ხან ვიტირე, გულწრფელად.

ფრაზაზე "რა ვქნა, მამას რომ ირჩევდნენ, ატიკუსს ავირჩევდი"-ო, მომეკითხა ემოციებში.

ისე, ცოტა ქართული მოთხრობა თუ წამიკითხავს ზურას მოთხრობებზე უფრო გულწრფელი, ემოციური და კარგად ნაცნობი.

პ.ს. 1 ვარსკვლავს ზურას შემდეგი წიგნისთვის ვიტოვებ, რომელიც აუცილებლად უკეთესი იქნება!
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews25 followers
July 13, 2018
საკმაოდ კარგი დებიუტი, კარგი მოთხრობებით!

ზინა 3/5
შეკურთხება 4/5 - "ოღონდაც შეაკურთხებდეს ერთ დღეს. ოღონდაც ის ახვარი დაბრუნდებოდეს."
საშკა 2/5 - ამდენი ყ*ე და ტრა*ში ტყ*აური 8 გვერდიანი მოთხრობისთვის ძალიან ზედმეტი იყო.
როცა ჟორა იძინებს 5/5 - "მეშინია, რომ აღარავინ დამრჩა, ვინც ჩემს სიზმრებს დაიცავს.
როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი 3.5/5
ბავშვები კარგად არიან 3/5
მამი 2,5/5
შუაღამის გოგოები 4/5 - "სინამდვილეში, შუაღამის გოგოები სულაც აღარ არიან გოგოები, მათ უფრო ქალები ქვიათ"
ფანჯი დუ 3,5/5
აგვიანებს 4,5/5 - "დილის შვიდი საათია, ფიქრობ რომ დაძინებას აზრი აღარ აქვს" " კარს კეტავ, ჩანთას იკიდებ მხარზე, ბოლოჯერ იხსენებ, რამე ხომ არ გრჩება სახლში, საათზე იხედები და ფიქრობ, აგვიანებს."
ჩემი ლამაზი მარუსა 3,5/5
ცოტა რამ 3,5/5
ბოლოსიტყვაობა 4/5
Profile Image for NEKA.
162 reviews
April 8, 2020
არ მეგონა ასე თუ მომეწონებოდა, ძალიან კარგია. "შუაღამის გოგოებს" და "ცოტა რამ"-ს გამოვარჩევდი.
20 reviews
January 16, 2018
ზურა რომ წიგნი ყოფილიყო,აი, ზუსტად ასეთი იქნებოდა. მქონდა შეგრძნება, რომ გვერდზე მეჯდა, სიგარეტით ხელში და ისე მიყვებოდა ამ ამბებს. ძალიან მართალი და უშუალო წიგნია, ზედმეტი პრანჭვა-გრეხის გარეშე, თამამადააა დაწერილი. დიდი სიამოვნებით გავხსნიდი სკოლას "დებილებისა და ავატმყოფებისთვის" და ნანუცაზე არანაკლები მასწავლებელი ვიქნებოდი.
April 2, 2022
სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა. ძალიან გულწრფელი, ალალი და ნაღდია, თავისი სპეციფიკური იუმორით, ისეთ დროს რომ გაცინებს, როცა თან უნდა ტიროდე.
ამ ბოლო ხანებში არც თუ ცოტა თანამედროვე ქართველი ავტორის ნაწარმოები წავიკითხე, თუმცა ეს კრებული განსაკუთრებულად მომეწონა. კიდევ ბევრი უნდა დაწეროს ზურამ, ზუსტად ვიცი, მაშინვე გავიქცევი და ვიყიდი.
Profile Image for Davit.
39 reviews22 followers
May 31, 2017
ზურას ერთ-ერთი პირველი მოთხრობა "საშკა" წეროს კონკურსზე, ჟიურის წევრმა წავიკითხე და იქიდანვე ცხადი იყო, რომ ახალი ავტორი დაიბადა. ახალი, უნიკალური ხმით, თავისი სათქმელით. ეს კრებული ამის დასტურია, რომ არ შევმცდარვარ. დამწყებ მწერლებს ყოველთვის ეს "პრობლემა" გვაქვს, ჩვენი ხმა არ არის ჩამოყალიბებული, აუცილებლად ვიღაცას ან რაღაცას გავს, არ ვიცით, რისი მოყოლა გვინდა. ზურა აბაშიძის მოთხრობების კითხვისას ეს შეგრძნება არ გაქვს - ამ ავტორს იმდენი აქვს მოსაყოლი, ისეთი ცოცხალი და სასაცილო, თან გულისმომკვლელად გულახდილი ისტორია, რომ რთულია, გულგრილი დარჩე. აქ სივრცე არ მაძლევს საშუალებას, უფრო "პროფესიონალურად" დავასაბუთო, რატომ მომწონს ეს წიგნი. მაგრამ სადმე სხვაგან, ახლო მომავალში, აუცილებლად დავწერ უფრო ვრცლად. მანამდე კი - წაიკითხეთ "როგორ მოვკლათ ბილიო ელიოტი" და დაიმახსოვრეთ, რომ უახლესი ქართული ლიტერატურის "ბეიბი ბუმში" (მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე) ამ სახელს ხშირად გაიგონებთ: ზურა აბაშიძე.
Profile Image for Mariam Paichadze.
43 reviews6 followers
January 14, 2017
მოთხრობები ძალიან მიყვარს და ყოველთვის ძალიან მაკლია ის უბრალოების განცდა, რომელიც მაშინ იბადება, როდესაც ავტორი შენთვის ნაცნობ ადგილებს, ტერმინებს და დიალოგებს იყენებს. ამ კრებულმა ეს დანაკლისი ამომივსო. ყველა ტიპის და რჯულის ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული მახსოვს და გარს მახვევია, ამ წიგნშია თავმოყრილი და ხელს მიქნევს. და ის ერთიანობაც, რომელსაც მუდამ ვგრძნობთ პატარა ქალაქში ცხოვრებისას, რომ ყველა ყველას იცნობს, ყველამ ყველაფერი იცის, ამ წიგნშიც შენარჩუნებულია და პერსონაჟები უნებურად თუ ნებიანად სხვადასხვა მოთხრობებში დაეხეტებიან, რაც ამ კრებულს ერთ მთლიანობად ქმნის.
5 ვარსკვლავს ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში ვწერ და მგონია რომ ამ განსაკუთრებულ შემთხვევას ზურასგან მომავალში უნდა ველოდო, ამიტომ 4-ს დავჯერდები.
Profile Image for Sandro Mikeladze.
84 reviews3 followers
March 26, 2022
ასევე განსხვავებული ენა და თხრობის მანერა ქართულ ლიტერატურაში.
Profile Image for Space Travel Stories.
12 reviews6 followers
June 8, 2017
წიგნის ფესტივალზე იმ შემართებით წავედი რომ გავცდებოდი საკუთარი კომფორტის ზონას, ისეთ წიგნებსაც ვიყიდდი რომელზეც სხვა დროს არც დავფიქრდებოდი. "წიგნები ბათუმში" - ს დახლთან კონსულტანტმა ზურა აბაშიძის წიგნი შემომთავაზა და თან იქვე მდგომი მწერალიც გამაცნო. ზუსტად ამ დროს აწუწუნდა ჩემი შინაგანი ხმაც და შემახსენა როგორ არ მიყვარს მოთხრობები. დარწმუნებული ვარ სასაცილო სანახავი ვიყავი სანამ ჩუმი დიალოგი მქონდა ჩემ თავთან, რომელიც თავდაპირველი გადაწყვეტილების გამარჯვებით დასრულდა. სახლში ამ წიგნთან ერთად დავბრუნდი.

არ ვიცი რისი მოლოდინი მქონდა, მაგრამ არ ველოდებოდი ახალი მწერლის აღმოჩენას, რომელსაც საკუთარი ხმა უკვე ნაპოვნი ჰქონდა. არ ველოდებოდი სიცილს, რომელიც ისტორიით გამოწვეულ სევდას არ გადაფარავდა და ამავდროულად სასოწარკვეთამდეც არ მიმიყვანდა, არ ველოდებოდი მოკლე ფორმატის მიუხედავად პერსონაჟების კარგად გაცნობასა და მათ შეყვარებას.

ზურამ თუნდაც იმით მოიგო ჩემი გული, რომ მისი ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟი, არჩევის შესაძლებლობის შემთხვევაში, მამად ატიკუსს აირჩევდა :)

მიხარია, რომ იმ დღეს ჩემმა წუწუნა შინაგანმა ხმამ არ გაიმარჯვა და ჩემ მიერ მოწონებული მოთხრობების პატარა სიას ზურას სასაცილო, მაგრამ სევდიანი ისტორიებიც დაემატა.
Profile Image for Marita Mazanishvili.
65 reviews12 followers
January 11, 2018
სანამ ამ მოთხრობებს წავიკითხავდი, ჯერ ზურა აბაშიძეს "მძიმე კაცთან" ვუყურე და ნახევარ საათში მეგონა რომ ამ ადამიანს არამხოლოდ ვიცნობდი, არამედ ჩემი ახლო მეგობარი იყო :დ მოთხრობებიც ეგეთივეა, ძალიან უბრალო და არაშელამაზებული, სევდიანი და თან სასაცილო, სიგარეტს აღარ ვეწევი, თორე ყავა და სიგარეტი მოუხდებოდა ძალიან ამ ყოველდღიურობით დახუნძლულ ამბებს. ყველა პერსონაჟი იმდენად ნამდვილია, ჩვენი ნამდვილი მეზობლების, მეგობრების, თანამშრომლების, ნაცნობების და ნაცნობების ნაცნობების არსებობაში შეგვატანინებს ეჭვს და არა პირიქით. ამიტომ რაღაც არარეალურ/საოცარ ისტორიებს არ უნდა ელოდოთ ამ მოთხრობებისგან, აქ ყველაფერი ისეთია როგორც ნამდვილ ცხოვრებაში - ყვითელი და ფერგადასული შპალერიდან დაწყებული, გაციებული უშაქრო ჩაით დამთავრებული. მატარებელში დავიწყე კითხვა და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ შემეძლო ერთი დღე "გამომეტოვებინა" ჩემი ცხოვრებიდან და ამ ნამდვილი პერსონაჟების ცხოვრებით მეცხოვრა, რადგან ჩვენი ბავშვობა, აწმყო და ზოგადად ცხოვრება ესე ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
Profile Image for AnRy Shengelia.
128 reviews
September 24, 2017
ცოტა კი გამეწელა კითხვის პროცესი,მაგრამ ძალიან ვისიამოვნე <3
-მაშინ მიხვდი რომ ყველაფერი, რასაც ინატრებ, აუცილებლად ახდება, მაგრამ როგორ ახდება, კაცმა არ იცის,
Profile Image for Misoust.
96 reviews
April 11, 2020
რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ისტორია არსებობსო.. მოთხრობათა კრებული საოცრად დამღლელ ყოველდღიურ ამბებზე..♥️
Profile Image for Mariam keinashvili.
29 reviews19 followers
August 29, 2024
ესაა წიგნი ყველაზე დაწერილი წიგნია... დიდებზე, პატარებზე, ბებიებზე, ბაბუებზე, ცოლებზე, ქმრებზე, სკოლის მოსწავლეებზე, მარტოხელა ქალებსა და კაცებზე, გოგოებზე და ბიჭებზე. განსაკუთრებული სიმძაფრით ვიგრძენი ზურას ინტერესი ყველა ასაკის ადამიანის მიმართ. გასაკვირი ის არ იქნებოდა მას რომ თანატოლებზე ეწერა, გასაკვირი ისაა მან რომ ყველა შეამჩნია, ყველას ცხოვრება შეიმჩნია და ამბებად მოგვიყვა. მოთხრობები დაცლილია პათეტიკისგან და მიკვირს, ავტორმა ასეთი ამბები პათეტიკის გარეშე რომ მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მთლიანი სიუჟეტი არაა, ეს ყველაფერი მაინც მაგიურადაა შეკრული ერთ ამბად, გარდატეხილი ავტორის ცნობიერებაში. სადღაც 'დუბლინელებიც' გამახსენდა...
მინდოდა არასდროს დამთავრებულიყო, იმიტომ რომ წიგნის კითხვის პროცესში მივხვდი ყურში ცოცხლად ჩამესმოდა ავტორის ხმის ტემბრი, როგორ გვიყვებოდა გასაგიჟებლად საინტერესო ამბებს ერთ ღამეს მე და ჩემს მეგობარს ბიძამისის ფორთოხლისფერ სახლში. და კი, საკუთარი თავისგან ვერასდროს გაიქცევი და ისეთ დროს, როდესაც ყველაზე მეტად მძულს საკუთარი თავი მეც ძილის მეტი არაფერი დამრჩენია. მაგრამ ერთი კი ვიცი, როცა ყველაზე მეტად შემეზარება საკუთარი თავი, სანამ დავიძინებ ბილი ელიოტის მკვლელი ნამდვილად გამახსენდება.
Profile Image for Tamar.
2 reviews1 follower
November 18, 2017
არაჩვეულებრივი ნიმუში თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იმისა, თუ როგორ შეიძლება დახატო და აქციო ჩვეულებრივი ადამიანები პერსონაჟებად.
სიხარულის ცრემლებით ვტირი, უკვე მერამდენედ.
ზურიკო <3
Profile Image for Lika.
70 reviews24 followers
September 15, 2018
წიგნი დავხურე და უბრალოდ მივხვდი, რომ ყველა ეს ისტორია მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვდა ჩემგან- ყველანაირი "თუმცასა" და "მაგრამის" გარეშე საკუთარი თავის სიყვარულსა და მიღებას, ყველა იმ უამრავი ნაკლოვანებით რაც გამაჩნია. მართლა ვიგრძენი, რომ უპირობოდ უყვარს ადამიანები და სჯერა რომ ჩვენ ერთმანეთის გადარჩენა შეგვიძლია. თითოეული მოთხრობა ჩვენთვის ძალიან ახლობელი და ჩვეულია, მაგრამ ზურას მოყოლილი თითქოს სხვანაირად სევდიანი, სხვანაირად იუმორისტული, სხვანაირად კეთილი და ლამაზია.
ახლა უკვე ძალიან მრცხვენია ყველა იმ დღის გამო როდესაც თავი ამირიდებია ამ კრებულისთვის, მორიგ სისულელედ ჩამითვლია არ მიყიდია და არ წამიკითხავს... ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულ ავტორად იქცა, რომლის წიგნებსაც ყოველთვის მოუთმენლად დაველოდები.
Profile Image for Guga Maliadze .
189 reviews
December 5, 2019
რატომღაც სკეპტიკურად ვუყურებდი ამ კრებულს, მაგრამ იმხელა გრძნობებია შიგნით...
ალმადოვარის ფილმები გამახსენა რამდენიმე მოთხრობის სიუჟეტმა.
მოკლედ, ზურა, ყველაფერი წინ გაქვს!
ერთი მოზრდილი წიგნი არ იქნებოდა ურიგო...
პ.ს. „აგვიანებს“ და „ჩემი საყვარელი მარუსა“
აი, ეს ორი მოთხრობა ყველაზე მეტად ჩამწვდა გულში.
Profile Image for Tami Murvanidze.
55 reviews6 followers
November 16, 2017
ამ წიგნში ყველაზე მეტად "ბათუმი" და ბათუმური ამბები მომეწონა <3
P.S. რაც მთვარია , ზურა ძალიან გულახდილია , რასაც სხვა თანამედროვე ავტორებზე ვერ ვიტყვი :)
Profile Image for Lizzy.
2 reviews1 follower
September 10, 2017
ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავ ეგეთი წიგნი და მოთხრობებია, ზედმეტად რეალური და გულახდილი ისტორიებით. ჰო და კიდე, დამთავრებისას რომ ნანობ, ნეტა ცოტა ნელა წამეკითხა და ესე მალე არ მორჩენილიყოო, ეგეთიც.
მოკლედ, 5/5.
Profile Image for Irakli Jashi.
60 reviews
September 21, 2021
რაღაცნაირია პატარა და სასიამოვნო
"სემიჩკასავით" იკითხება
ერთობი კითხვისას მაგრამ თან ბევრ საინტერესო რამეზე იწყებ ფიქრს
Profile Image for Data Kupatadze.
60 reviews5 followers
December 20, 2019
ძალიან ლამაზი, პტარა და სევდიანი მოთხრობებია. თან, კრებული სადებიუტოა და რა ვიცი, გადასარევი დასაწყისია.
Profile Image for Guga Nemstsveridze.
4 reviews
July 13, 2019
ზოგი ძალიან კარგი მოთხრობა იყო; განსაკუთრებით „მამი“ :)
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews7 followers
October 14, 2017
აუცილებლად დაველოდები და წავიკითხავ მის სხვა მოთხრობებსაც :)

"შუაღამის გოგოები შუაღამეს აჩენენს თავიანთ ნამდვილ სახეს, დღე სულ ჩვეულებრივები არიან, სამსახურში დაიარებიან, ბავშვებს დაატარებენ ბაღებსა თუ სკოლებში, ჩვეულებრივად დგანან სალაროსთან. თქვენ კი შეამჩნევთ, მანქანასაც აყენებენ პარკინგზე, კაფეებშიც შეხვდებით, რესტორნებშიც, შუაღამის გოგოებსაც უწევთ კომუნალურების გადახდა, პურის ყიდვა უახლოეს მარკეტში, მაგრამ როგორც კი მოსაღამოვდება, შუაღამის გოგოები თავს კარგავენ, ემშვიდობებიან დღის ცხოვრებას და ძალიან სევდიან არსებებად გადაიქცევიან."
Profile Image for anano.
89 reviews2 followers
February 21, 2024
გოგოები ცოტა მალე მივდიოდით ხოლმე ვარჯიშზე რომ გამოგვეცვალა და ბიჭების თამაშზე შევსული ყავით. ( ბედის ირონიით ჩემი ამ დროინდელი სეტერი ქრაში მეგობრის შეყვარებული გამხდარა) გასახდელში იკითხა სეფტისმა ეს წიგნი ხოარ იცით სად ვიყიდო ფიზიკური ვერსია მინდაო. მეთქი უი რა წიგნია თქო და ჯერ ხო სათაურზე ავვარდი და მერე თვითონ სტილზე ( მოთხრობები როა იდეურად გაერთიანული) ხოდა წავიკითხე საბაზე, ზურაც შემომესტალკ შემომიყვარდა. ეგრევე მივწერე აჟიტირებულმა მეთქი შენი წიგნი ასე და ასე ფანი ვარ თქო და მაგის მერე შემოვრჩით. მერე ისიც დაემთხვა რომ სანამ შოვი არსებობდა როკვის ფესტივლისთვის ვნახე ონში კაი ხნის ძმაკაცივით?!? თან იმ დღეებში მეგობარს ამ წიგნზე ველაპარაკებოდი, ზურაც დავასტალკინე და ვხუმრობდი მეთქი მართლა რო ვნახოთ თქო.
გუშინ ვფიქრობდი სეფტისზეც ზურაზეც როკვაზეც ბილი ელიოტზე არა.
ათასი და თან არცერთი ახსნა არ ერგება ხოლმე იმ მოვლენებს რაც ჩემთანაა. ინტუიცია, დამთხვევა, გამართლება?, პატარა ქალაქია, მანიფესტაცია??
Profile Image for Megi Kamashidze.
87 reviews26 followers
December 22, 2017
რამდენიმე მოთხრობა ისე მომეწონა,გული ამიჩქარდა.

"რა ვქნა,მამას რომ ირჩევდნენ,ატიკუსს ავირჩევდი."
Displaying 1 - 30 of 38 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.