Howard Phillips Lovecraft, of Providence, Rhode Island, was an American author of horror, fantasy and science fiction.
Lovecraft's major inspiration and invention was cosmic horror: life is incomprehensible to human minds and the universe is fundamentally alien. Those who genuinely reason, like his protagonists, gamble with sanity. Lovecraft has developed a cult following for his Cthulhu Mythos, a series of loosely interconnected fictions featuring a pantheon of human-nullifying entities, as well as the Necronomicon, a fictional grimoire of magical rites and forbidden lore. His works were deeply pessimistic and cynical, challenging the values of the Enlightenment, Romanticism and Christianity. Lovecraft's protagonists usually achieve the mirror-opposite of traditional gnosis and mysticism by momentarily glimpsing the horror of ultimate reality.
Although Lovecraft's readership was limited during his life, his reputation has grown over the decades. He is now commonly regarded as one of the most influential horror writers of the 20th Century, exerting widespread and indirect influence, and frequently compared to Edgar Allan Poe. See also Howard Phillips Lovecraft.
ჩემთვის საშინელებათა ჟანრი პატარაობიდან განსაკუთრებულია. ვგულისხმობ, რომ ყოველ საღამოს შემეძლო დავმჯდარიყავი და ამ ჟანრის ფილმისთვის მეყურებინა ან რამე ნაწარმოები წამეკითხა. ეს იყო ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და ამ ყველაფერმა, თავისებურად, “დამხვეწა” და ჟანრის კარგ კრიტიკოსად მაქცია, ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი აღფრთოვანება ამ ჟანრის წიგნით ან ფილმით ადვილი არ არის, თუმცა, ეს წიგნი არის საოცარი. ასეთი დახვეწილი ნამუშევარი ამ ჟანრში ცოტა მინახავს. როგორც ჰორორის სტაჟიან მოყვარულს, ურყევად მწამს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ატმოსფეროს ჰქმნის ხელოვანი, ამ შემთხვევაში მწერალი. დავიწყოთ იქიდან, რომ სილამაზისა და საშინელების შერევა საკმაოდ რთული საქმეა, კონკრეტულად ბუნების ულამაზესი და უმისტიკურესი, უბნელესი აღწერები, ისეთი ატმოსფეროა, რომ შენც შეგცივდება ამ შუა ხვატში, შენს შეგაჟრჟოლებს საშინელი ხმების აღწერის წაკითხვისას, თითქოს ყველა ბგერა მკაფიოდ ჩაგესმის, შენც დაგიდგება თმა ყალყზე აღწერილი არაამქვეყნიურად საზარელი არსებების წარმოდგენისას.. ულამაზესი წინადადებებით წერს, საშინელებათა ამბის ლამაზი სიტყვებით გადმოცემის დიდოსტატია. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე, პირადად, ვფიქრობ,რომ რამდენიმე საკმაოდ კარგი საშინელებათა ფილმის რეჟისორის ინსპირაცია გახდა ეს წიგნი, ძალიან მახსენებდა “ცვილის ფიგურების სახლს”, რომელიც მგონია, რომ ამ ჟანრის ერთ-ერთი დახვეწილი ფილმია და ჩემი ბავშვობის ტრავმად ქცეული ფილმის, “მეოთხე სახეობის”განწყობებიც მოიტანა. კიდევ იმას ვიტყვი, რომ ეს გამოქცევის ეპიზოდები (“ჩრდილი ინსმუთზე”) იმდენად ჩამთრევი და დინამიურია, მთელი ემოციებით ვგულშემატკივრობდი, ჭრიალის და ბრაგუნის ხმები, საზარელი ჩურჩული, კარების შემოტეხვის მცდელობა, ფანჯრიდან გადმოძვრომა, დევნა, გაქცევა, ჭკუიდან გადასვლა.. საშინელების მოლოდინის პროცესი ყველა მოთხრობაში, აი, გაუნძრევლად რომ ზიხარ და შენც ცდილობ არ ისუნთქო.. როგორ ცდილობენ მთავარი პერსონაჟები საღ ჭკუაზე დარჩნენ, ის საშინელებები, რაც გარშემო ხდება რეალობად აღიქვან და არა თავიანთი გაგიჟების ნიშნად და მოლანდებად… რა საშინელი და გენიალურია ყველა მოთხრობა ვერ აგიხსნით. კიდევ წავიკითხავ აუცილებლად, ასეთი საჩემო წიგნის წაკითხვა ერთი სიამოვნებაა.. ოღონდ ღამის 4-ზე ამ წიგნის დამთავრება არ იყო მთლად კარგი იდეა, ყველაფრის ხმა გაზვიადებულად მესმის, ყველა ჭრაჭუნს და ჭრიალს ვაყურადებ.. დავასრულებ იმით, რომ ეს წიგნი არის იმ ყველაფერი დიდებულის კომბინაცია, რაც ამ ჟანრს ჰქმნის და რასაც ვაფასებ ყველაზე მეტად ამ ჟანრში და კიდევ იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. რამდენი ხანია ასეთი მყარი და წყალგაუვალი 5 ვარსკვლავი აღარ დამიწერია.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ, რაც თვალში მომხვდა თითოეული მოთხრობის კითხვისას, ის იყო, რომ თითქმის თითოეული მათგანის დასაწყისი მასპოილერებდა :დ მთავარი გმირი გადარჩა, ან მთავარი გმირი მოკვდა. უმეტეს შემთხვევაში ისტორიის ფინალი ყოველთვის ცნობილია. მაგრამ სახალისო და დამაფიქრებელი ფაქტი ის იყო, რომ, მიუხედავად წინასწარი ცოდნისა, მიუხედავად ერთგვარი საბოლოო გარკვეულობისა, მაინც საშინლად დაძაბული, აზარტში შესული და აღელვებული ვკითხულობდი თითოეულ ამბავს. ვფიქრობდი, ბიჭო, როგორ ახერხებს. როგორც წესი, ხომ ასეა. ამბის დასასრული თუ იცი, ინტერესი გეკარგება, მაგია ქრება, თავდაჯერებულობას და კმაყოფილებას ხომ არასდროს მიყავხარ რეალური განცდებისაკენ, ნერვიულობისკენ, მცირედი ფსიქიკური აშლილობისკენ (რომელიც ყველა კარგი ისტორიის კვალდაკავალ სიარულისას გარდაუვალია). მაშინ რანაირად? როგორ? ზუსტად ვცოდი, რომ ინსმუთში სახიფათო მოგზაურობის შემდეგაც კი მთავარი გმირი გადარჩა, ეს ხომ თავიდანვეა ნათქვამი. მაგრამ მაინც, ინსმუთიდან გამოღწევას რომ ცდილობდა, ერთი ბნელი ქუჩიდან მეორე ბნელ შესახვევში რომ გადადიოდა, მიტოვებულ ქოხებში იმალებოდა, ისტერიულად ვფურცლავდი გვერდებს, რომ, რაც შეიძლება მალე "გავსულიყავით" ქალაქიდან, "გადავრჩენილიყავით", დარწმუნებული არაფერში ვიყავი.
ჰოდა, როგორ?
ტრადიციული გაგებით ადამიანის ფსიქოლოგია ხომ ასე არ მოქმედებს. ავიღოთ, მაგალითად, მაკბეტის შემთხვევა. მაკბეტი დაუმარცხებელია, შეუვალია, ღმერთია ნებისმიერი ბრძოლის ველზე, იმიტომ, რომ დასპოილერებულია ჩვენი მაკბეტი :დ მან იცის, რომ ის არ და ვერ მოკვდება ქალისაგან ნაშობი ადამიანის ხელით, მაშასადამე, საერთოდაც ვერ მოკვდება. და რახან ეს ცოდნა აქვს, ფინალის ცოდნა, სრულყოფილი შემართება აქვს, სხეულის იდეალური გრაცია და აროგანტული მიმიკა სახეზე. და კარგავს ამ ჯოჯოხეთურ უდარდელობას და გულგრილობას მაშინვე, როგორც კი გაიგებს, რომ ისეთი ადამიანიც არსებობს ამქვეყნად, რომელიც ქალს არ უშობია. წელში იხრება, სამყაროს ნეტო აწვება ხერხემალზე. განცვიფრება, აშლილობა, დაძაბულობა უბრუნდება მოძრაობაში და ფიქრებში. მოკლედ, ცოდნა მომაკვდინებელი იარაღია. თუ ფინალი იცი, ხელშეუხებელი ხარ, კლდე ხარ, ნერვი არ გიტოკდება, მკლავზე თმები ყალყზე არ გიდგება, შიში ვერ გეკარება.
ფსიქოანალიზის ტრადიციული სისტემაც ხომ ცოდნის, გაცნობიერების, გაანალიზების ელემენტს ემყარება. ტრავმის გადალახვა ხდება მხოლოდ შიშის მიზეზების რაციონალიზაციით. შიშს თავზე ხელი უნდა გადაუსვა, გამარჯობა უთხრა, მოიკითხო, მოიშინაურო. გარეულ შიშს ბასრი კბიილები აქვს, შინაური შიში კი კასტრირებული, ბუხრის პირას გაწოლილი ფისოსავითაა. ცოდნა, გაცნობიერება ემოციებისგან გვათავსიფულებს, მაღალ-ფუნქციურ, გაწონასწორებულ სოციოპათებად გვხვდის. ხსნას და შვებას აძლევს აკანკალებულ გულს.
მაშინ რატომ იყო, რომ ისტორიის დასასრული ვიცოდი, მაგრამ მაინც მიცივდებოდა ხელები, ვღელავდი, არ მქონდა კმაყოფილების, დასასრულის განცდა? და მერე მივხვდი, რომ, ჰაიტ, ადამიანო, სწორედ ამაშია ლავქრაფტისეული ჰორორის, გამოუვალი, გარდაუვალი საშინელების ხიბლი :დ იმ დროს, როცა ფროიდი ათასობით გატეხილ გულს და დაბეჩავებულ სულს ფსიქოანალიზის თეორიას უვლენს, როგორც წმინდა მანანას, ახალ, უფრო ეფექტურ, თანამედროვე და მოქმედ რელიგიას, რომელიც უმეცრებითა და რწმენით კი არა, ცოდნითა და რაციონალიზაციით გაგვათავისუფლებს, ჭრილობებზე წამლად დაგვედება, მისით ტკივილს მოვერევით. სიბნელეს დავამარცხებთ... სწორედ ამ დროს, ზუსტად ამ პერიოდში ლავქრაფტის საშინელებათა ისტორიებში ახალი ტიპის შიში ჩნდება, როგორც კონტრ-არგუმენტი, როგორც რივერს-იდეა იმის შესახებ, რომ ცოდნაც კი ვერ გვიხსნის. ვერ გვიშველის, ვერ მოგვიხსნის შიშებს და კომფორტული დივნიდან წამომდგარებს ერთხელ და სამუდამოდ არ გვექნება დამარცხებული ის, რაც ცნობიერების მიღმაა, ���ატერიის მიღმაა, შავი ხვრელების მიღმა რივერს-სამყაროებშია.
სხვათა შორის, ამას წინათ მოვისმინე სლავოი ჟიჟეკის რეპლიკა-კომენტარი იმის შესახებ, რომ თანამედროვეობაში ფსიქოანალიზის თეორია არ მუშაობს. იმიტომ, რომ ინტერნეტისა და ტელევიზიის მეშვეობით ჩვენ თავად ვახდენთ ჩვენი ტრავმების დიაგნოსტიკას. ვარკვევთ მიზეზებს, საფუძვლებს, ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის გარეშეც კი ვრეცეფცირებთ საკუთარ თავზე და საკუთარ კომპლექსებზე. მაგრამ ეს არ ცვლის ბუკვალურად არაფერს. გაცნობიერება არ ხსნის შიშს. ისტორიის სპოილერი არ გვათვალისუფლებს პროცესის საშინელებებისგან.
აწწ. აი ასე მუშაობს ლავქრაფტის ჰორორის ქარხანა. მე, მკითხველს, მქონდა აბსოლუტურად კარგვეული ცოდნა იმაზე, რომ მთავარ გმირთან ერთად მეც გადავრჩებოდი (ან მოვკვდებოდი), მაგრამ ეს ჩემს ემოციურ ფონზე არანაირად არ მოქმედებდა. და არ მოქმედებდა ერთი მიზეზის გამო. არაცნობიერზე პედალირებდა ეს გენიალური ნაბიჭვარი და ხელ-ფეხი მქონდა შეკრული. ფაქტობრივ ცოდნას ყოველთვის გაძლევს. ინფორმაციას სიკვდილზე, სიცოცხლეზე, მოქმედების დროსა და ადგილზე არასდროს იშურებს. მაგრამ ისტორიის განვითარებისას ხმამაღალი ჩურჩულით გეუბნება, რომ, იცი რა, ყმაწყვილო, ფაქტებს არასდროს ჰქონიათ მნიშვნელობა, არც რეალობას, და მეტად აღარ დაგიმალავ და, არც თვითონ ისტორიას. მთავარი იარაღი, რომლითაც შოკში ჩაგაგდებ, მოგიშინაურებ და ფურცლების საპყრობილეში გიკრავ თავს, პიქსელებიან, ინფორმატიულ სამყაროზე შენი უშველებელი, მოდერნისტული ცოდნა კი არ იქნება, არამედ სხვანაირი, მოუთვინიერებელი, გაუშინაურებელი ცოდნა. შენი, როგორც, ადამიანის, უმეცრება სხვა გალაქტიკების, შავი მატერიის, და თავად შენი, საკუთარი, გონების ბოლომდე აუხსნელი, გამოუკვლეველი ნეორონული სიღრმეების წინაშე. ეშმაკური გეგმაა, არა? და მოქმედი :დ ჰოდა, მეც შემეშინდა, ვინერვიულე, დავინტერესდი და შემზიზღდა. რადგან ის, რაც მშვენიერია, საზარელი და საშიშიცაა. ცოდნამ ვერ მიხსნა ცოდნისგან. რეალობამ ვერ მიხსნა ლავქრაფტის სუპერრეალობისგან. ფინალმა ვერ გამათავისუფლა დასაწყისის ტკივილებისგან.
პ.ს. კიდევ ბევრ რამეზე მინდოდა მელაპარაკა, მაგრამ ისედაც ვრცელი რევიუ გამოვიდა. უბრალოდ ერთ რამ მინდა აღვნიშნო. კითხვისას ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, რომ ქთულჰუ, ტეგოთი და სხვა უცნაური არსებები სხვა გალაქტიკების მკვიდრები კი არა, არამედ შავი მატერიის, ანტი-სამყაროს პორტალებიდან მოსული არსებები იყვნენ. და არიან კიდევაც. ისინი ხომ "ბნელი ვარსკვლავებიდან" მოვიდნენ. ჰოდა, შავი მატერიის თეორიის შექმნამდე ამდენი ხნით ადრე რომ თითქმის იგივეზე წერდა ეს კაცი, ამანაც მომხიბლა და შემაშინა. ისე, უბრალოდ, აღვნიშე. :))
მრავალი წელი მელოდა ეს წიგნი, თუ როდის წავიკითხავდი. ამდენი წელი თაროზე იდო და თავის რიგს ელოდებოდა. აი ეს დღეც დადგა და ამ მშვენიერმა კრებულმა თავისი ბნელი შუქით გაანათა სამყარო. ამინდებიც რომ შესაფერისი დაიჭირა... მრუმე, ნისლიანი, ცივი. ძალიან მოუხდა მთლიანად ატმოსფეროს Elder Sign: Omens თამაში. სხვა სიტუაციაში, ბორდგეიმსაც სიამოვნებით გავშლიდი. მადლობა Fantasy Flight Games-ს რომ შესანიშნავად გააცოცხლეს ლავკრაფტის შემოქმედება თავის სამაგიდო თამაშებში. წიგნით თუ უიმისოდ, ლავკრაფრის შემოქმედება, მუდმივად ჩვენს გვერდითაა, თამაშებბის სახით. ცხადია, დაგონის და ინსმუთის კითხვისას, ფილმი დაგონიც არ მტოვებდა გონებიდან. ეკრანიზაცია ცოტა განსვავებული, უფრო საზარელი გამოდგა, ვიდრე ნაწარმოები. სიამოვნებით ვნახავდი ღამეში მოჩურჩულეების და მუზეუმის საშინელების ეკრანიზაციებასაც. მოკლედ, ძალიან საინტერესო 5 დღე გავატარე ლავკრაფტთან ერთად <3
ბოლომდე ვერ ვხვდები, რამ მომაჯადოვა ყველაზე მეტად. თითქოს არაფრით გამორჩეული ისტორიებია და მონსტრები, რომელთა მსგავსიც თანამედროვე ლიტერატურასა და კინოში მრავლად გვინახავს. მთავარი ალბათ ისაა, რომ ლავკრაფტის წერის სტილი ამ მოთხრობებს დოკუმენტურ იერს აძლევს და გაჯერებს, რომ არა რაღაც გამოგონილ ისტორიებს, არამედ რეალურ ამბებსა და აქვე, ჩვენს გვერდით მცხოვრებ ურჩხულებზე გიყვება.
ავტორისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, საკმაოდ დიდი პაუზა უნდა ავიღო სანამ ლავკრაფტს კიდევ წავიკითხავ. ქთულჰუს კულტზე კითხვა ძალიან ნეგატიურად აისახება ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ბოლო დროს წაკითხულ წიგნებს,მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს ჟანრობრივად არ გვანან, ერთი საერთო მინუსი აქვთ - იქამდე მიყალიბდება თითოეულზე წარმოდგენა, სანამ კითხვას დავამთავრებ. ფინალი ვერ ცვლის აზრს,ვერცერთ შერჩეულ სიტყვას ვერ ცვლის წიგნის დასახასიათებლად( ერთა���ერთი,რომელმაც შეცვალა ,ხრჩობა იყო). მაგრამ საგანგაშო ზომის მინუსი არაა ეს და ფენტეზის და საი ფაის მოყვარულს არამყუდროდ მაგრძნობინებს თავს რომ ვერ გავყევი ქთულჰუს ძახილს და ვერც კანკალმა ამიტანა როცა პერსონაჟებთან ერთად ხან გაუჩერებლად მივქროდი ფორდით სოფელიდან სოფელში და ქალაქიდან ქალაქში ,ხან ჩემთვისვე გაუგებარი კალიგრაფიით დღიურებს ვწერდი ბოლო ამოსუნთქვამდე ( ❤ ). მაგრამ შემდეგ ნაწილებსაც სიამოვნებით წავიკითხავ და ხო,128-ე იუბილეს გილოცავ ლავკრაფტ.
ძალიან კარგი წიგნია ამ სიკარგეს კიდევ ის ემატება, რომ ლავკრაფტს მსგავსი ფანტაზია 1920-30-იან წლებში მოუვიდა. რამდენით იყოს წინ თავის თანამედროვეებზე. გენიოსია. მართლა დამძაბა და ერთი-ორჯერ სიბნელისაც კი შემეშინდა. უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე და თქვენც გირჩევთ. არაფერს არ ჰგავს, ძალიან განსხვავებული და კარგი წიგნია საშიში და საზარელი ისტორიებით :) ვისიამოვნე!
პირველად აგვისტოში წამიკითხავს, ახლა მეტად შესაფერისი დროა, მიუხედავად იმისა, რომ დიადი ქთულჰუ (ან ქთულუ, ან ქაა თუუ ლააჰ - რამეთუ ადამიანის ხორხს მხოლოდ მიახლოებით შეუძლია უძველეს ერთთა უმაღლესი ქურუმის სახელის წარმოთქმა. ჩვენი სამეტყველო აპარატი საამისოდ უძლურია) წელიწადის დროებს არ ცნობს, რამეთუ რ'ლიეჰში მარადი წყვდიადია. დღის ბოლოს, ძილის წინ, თერთმეტიდან თორმეტამდე ვკითხულობდი, შესაბამისი მუ"ზ"იკალური საუნდტრაკების ფონზე და მოაქვს და მოაქვს. თუმცა ეს მოტანა საჭიროებს მკითხველის შესაბამის მზაობას - ლავკრაფტი წარმოსახვის მწერალია, მისი "კოსმიური საშინელების" მთავარი მახასიათებელიც ესაა, იმდენად შემზარავია, რამდენადაც ცალკეულ ინდივიდს ძალუძს მისი წარმოდგენა, მაშასადამე საკუთარი ფანტაზიის აღვირის მიშვება( ამიტომაა რომ დღემდე რთულია ლავკრაფტისეული ხარისხიანი ეკრანიზაციების გადაღება). ამაზე ბევრი დაწერილა და დღესაც იწერება, მათ შორის აკადემიურ წრეებშიც. დიდი ხანია ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა ჰორორი სერიოზულ ჟანრად არ მოიაზრებოდა და ამაში საკუთარი დიდი წვლილი ლავკრაფტმაც შეიტანა. ლავკრაფტი საკუთარ თავში აერთიანებს რომანტიზმისა და ნიჰილიზმის უცნაურ ნარევს. საკუთარ ეპოქასთან სრული არათანადროულობა, პლებსური გემოვნებისა და ესთეტიკის სიძულვილი, რასიზმი (რასაც ვერ ჰპატიობენ მოდერნ კრიტიკოსები, თუმცა დიად ქთულჰუს სულ საცეცებზე ჰკიდია და მეც მივუტევებ), პრინციპში კლასიციზმიც, უდიდესი სკეპტიციზმი რაციონალიზმისა და ინდუსტრიალიზაციის მიმართ ლავკრაფტს ვინძლო ეპოქის უკანასკნელ რომანტიკოსად აქცევს, თუმცა არსებობს უდიდესი განსხვავებაც, უნიკალური განსხვავება - რომანტიზმი ცდილობდა ამ მოცემულობის ან კლასიკური, ანტიკური კულტურისა და მითოსის საშუალებით რღვევით, ან ამ ყოველივეს ქრისტიანულ-კათოლიკურ მოტივებზე დამყნობით. ადამიანის სულში უნდა დარჩეს ადგილი მისტიურის, ღვთიურის, შემოქმედებითის მობრუნებისათვის. აი, ლავკრაფტთან, მის კოსმიურ ნიჰილიზმში ამ ადგილის საშინელება იკავებს და სიცარიელე. ტექნოკრატიული ცივილიზაციის მიერ დაცარიელებულ სულს არა ღმერთი, არამედ საზარელი წყვდიადი იკავებს, შეუცნობლით მოგვრილი ძრწოლა. კანტმა თქვა რომ შემოვსაზღვრე გონება, რათა ღმერთისათვის ადგილი დამეტოვებინაო, ლავკრაფტმა თქვა, რომ ამ შემოსაზღვრული ადამიანური გონების მიღმა, არა ადამიანური ღმერთის, არამედ შემზარავი კოსმიური საშინელებისა და ურჩხულების ადგილია. ლავკრაფტმა აჩვენა რომ ნივთი თავისთავადის სფერო საშინელი და ჭკუიდან შემშლელი შეიძლება იყოს. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, ლავკრაფტი ფილოსოფიაში შოპენჰაუერისა და ნიცშეს გზის გამგრძელებელია გაკრვეულწილად: პირველის ბრმა ნება, მეორის ნება ძალაუფლებისადმი და მესამის საზარელი ქაოსი, უფორმო კოსმიური შუბ ნიგურათი :D :D ლავკრაფტისეული პერსპექტივიდან არც ისე საზარლად ჩანს ის მოცემულობა და კაცობრიობის მარადიული კითხვა - ნუთუ მართლა მარტო ვართ ამხელა კოსმოსში? ლავკრაფტი აჩენს ეჭვს - ვაითუ არ ვართ მარტონი? და არსებობენ ღმერთები სიკეთისა და ბოროტების მიღმა, რომლებიც კლავენ და მხიარულობენ ? მოკლედ, სპეციფიკური კერძია ლავკრაფტი. საკუთარი თავისთვის მისი გადაკითხვის სეზონი ღიად გამომიცხადებიაა. ამ კრებულიდან, თავად "ქთულჰუს ძახილს" არ ვეხები, "ჩრდილი ინსმუტზე" ჩემი ფავორიტია.
სტრუქტურულად მართლა მაგრად აქვს აგებული მთელი წიგნი- სხვადასხვა პერსონაჟები ყვებიან ამბებს და გვიყვებიან დღიურებიდან და ეს ამბები არის მოთხრობებად დაყოფილი, მაგრამ მაინც ერთ საერთო ამბავ ყვება.
სხვა მხრივ რა დავწერო კარგი, მართლა არ ვიცი.
ამ მწერლის შესახებ ჰოლივუდური ფილმებიდან და სერიალ ზებუნებივებიდან შევიტყვე. მსმენია, რომ ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წონიანია მწერალია, მაგრამ ამ წიგნით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვხვდები რატომ გახდა ასეთი საკულტო ფიგურა, მიუხედავად იმისა, რომ მითოსი შექმნა ამ ქეთლუჰუს.
მთელი ეს მოთხრობების ციკლი იყო მოსაბეზრებელი, ერთფეროვანი და ძალიან უმარილო...
ძალიან უცნაურია, ჩემი ფავორიტი ამ კრებულში, ბოლო მოთხრობაა, "მწყვდიადში მოჩურჩულე", რომლის მთავარი გმირიც ზედმეტად მიამიტი და უტვინოა, თითქოს ამან გული უნდა ამიცრუვოს წიგნზე და ავტორს ცუდი პერსონაჟის დაწერა დავაბრალო, თუმცა რაღაცა მანქანების საშუალებით ამის დაწერას ვერ ვახერხებ, სახეზე ცივი ოფლი მასხავს და უეცრად ოთახში აუტანელი, მყრალი სუნი დგება. ფანჯრიდან ვიხედები და მთვარის შუქზე ჩაზნექილი სახურავები ავისმომასწავლებლად ლაპლაპებს, ნელნელა ძილი მერევა, ხელი ჩემდაუნებურად 4 ვარსკვლავს წერს...
„მხოლოდ მკვდარს როდი ��ალუძს, მუდამ უძრავად იწვეს, უცნაურ დროში კი იქნებ სიკვდილიც მოკვდეს“ ძალიან დაუჯერებელ ამბებშიც კი, არის რაღაც რეალისტური და საოცრად შემაძრწუნებელი. საკმაოდ დაძაბულ გარემოს ქმნის ავტორი, ჰორორების მოყვარულებს აუცილებლად გირჩევთ.
ალბათ ორიგინალში უკეთესი იქნებოდა მაგრამ ჩემთვის დაახლოებით ესე წავიდა -ქთულჰუ ან მისი კულტი ზარავს - მთავარ პერსონაჟს შეუძლია სიმშვიდის არჩევა და გაცლა - რათქმაუნდა საქმეს არ ეშვება რადგან რაღაცა ძალამ და ცნობისმოყვარეობამ ჩაითრია -სპოილერ: კვდება ან იკარგება მეგონა უფრო შემზარავად იქნებოდა დეტალები და კითხვისას მინიმუმ დამბურძგლავდა მაგრამ სიტუაციების წარმოსახვაც კი მიჭირდა ამ მცირე დეტალებით