Jump to ratings and reviews
Rate this book

სამხრეთული სპილო

Rate this book
„სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია, რომელშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი, რომელიც კინოს აღარასოდეს გადაიღებს, თავის ბინას მეგობარს უთმობს იქ საყვარელ ქალთან შესახვედრად, თავად კი, დრო რომ გაიყვანოს, თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა, სადაც კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება, ფათერაკები და ტრაგედიები. მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია და პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება.

არჩილ ქიქოძეს მკითხველი იცნობს, როგორც რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორს. მათგან ორს ლიტერატურული პრემიები – „გალა“ (2009) და „საბა“ (2014) მიენიჭა. „სამხრეთული სპილო“ არჩილ ქიქოძის პირველი რომანია.

273 pages, Paperback

First published January 1, 2016

31 people are currently reading
737 people want to read

About the author

Archil Kikodze

14 books112 followers
არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. დღემდე მუშაობს როგორც გამყოლი ველური ბუნების და ეკოტურიზმის გამყოლი. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]

არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.

[b]ჯილდოები[/b]
- პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002)
- ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
352 (46%)
4 stars
262 (34%)
3 stars
118 (15%)
2 stars
22 (2%)
1 star
8 (1%)
Displaying 1 - 30 of 121 reviews
Profile Image for Luka Fadiurashvili.
170 reviews
June 23, 2017
თბილისი თუ ნამდვილად გიყვარს, ისე უნდა გიყვარდეს რომ სამხრეთული სპილო დაწერო!
ეარის წინ დავიწყე და საკმაოდ ჩამითრია და კიდევ არ წავიღე თან თორემ ვეღარ შევირგებდი ვერც ანათემას, ვერც არქაივს და ვერც ვერავისს. ასეთი მაგარი ურბანული რომანი და ასეთი ნამდვილი ქალაქური გლამურით თუ აურით გაჟღენთილი ალბათ არაფერი წამიკითხავს. თან რო მეგონა, ვითომ თბილისი ვიცი და რამე, თურმე სად ვბანაობ ჯერ ;დ ნაღდია ყველაფერი ლეოს პერსონაჟიდან დაწყებული იმ უბედური ძაღლით დამთავრებული, თაზო ხო იმენა გლეჯვა ბიჭია. სრულიად ახალი თბილისი, რომელიც არ გინახავთ ჯერ, არის აქ. ისე ხო მიყვარდა, შემთხვევითი პაემნებიდან ხო უფრო შემიყვარდა და ეს იყო უკანასკნელი წერტილი. ფანი ვარ ქიქოძის ოფიციალურად.
Profile Image for Last Melancholic.
144 reviews43 followers
February 7, 2017
"ჩვენი სადარბაზო შეყვარებულების ღამის თავშესაფარია.კარი არ ეკეტება, თუმცა მე სხვა დაუკეტავი სადარბაზოებიც მეგულება გარშემო,ოღონდ ჩვენსას განსაკუთრებით ეტანებიან და, მგონი სარკის ამბავი უნდა იყოს...შეუძლიათ საფეხურებზე ისხდნენ და თან სარკეში იყურონ.სარკე მათი ალერსის მოწმეც არის და იმის დასტურიც,რომ მართლა ჰყავთ ერთმანეთი.ალბათ ეზომებიან,ეტოლებიან კიდეც ერთმანეთს. ვერტიკალურად ატრიალებული უზარმაზარი თვალის ფორმა აქვს მედიკოს სარკეს.ადამიანის თვალი კიდევ არ არის იდეალური ინსტრუმენტი.ძალიან ახლო მანძილზე ფოუსი ერევა და ლაქებადღა ხედავ ძვირფასი თვალების შუქს... მაშინ შეგიძლია მალვით გააპარო სარკისკენ მზერა, სარკეს მოჰპარო რაკურსი და, ვინ იცის,ისეთი რამ დაგანახოს სარკემ, რომ აქეთ მოგპაროს ღიმილი..."

არჩილ ქიქოძე

დღეს სამსახურიდან რომ გამოვედი ელბაქიძეს ავუყევი, მერე ინტუიციურად, არც თუ ისე დიდხნიანი ბოდიალის შემდეგ მივადექი ქიაჩელის 11 ნომერს, ჩამოდღავებულ სადარბაზოს ..დამტვრეული დალაქული და ჭუჭყიანი მინებით. დაეჭვებულმა შევდგი ფეხი და პირველი რაც დავინახე სარკე იყო..
ჰოდა მერე ცოტა ხნით ჩამოვჯექი კიბეებზე. სარკემ, როგორც მოსალოდნელი იყო ვერაფერი მითხრა ჩემს თავზე , (როგორც ყოველთვის)მარტო ვიყავი ,მაგრამ ღიმილი მაინც მომპარა.. ჰოდა , ჩემს თავზე მეცინებოდა, ასეთმა მარტივმა მიგნებებმა თურმე როგორ შეიძლება სრულიად, არაამქვეყნიურად გაგახაროს. თუნდაც სულ ერთი წამით .
რა ბედნიერებაა რომ არსებობს ლიტერატურა და არსებობენ ისეთი მწერლები, რომლებიც შენს ჩვეულებისაგან გაუფერულებულ ქალაქს სულ ახალი და ჯადოსნური თვალით განახებენ..
არ აქვს მნნიშვნელობა სარკეს დაარქმევ ამ თვალს თუ სხვა რამეს...
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books423 followers
March 24, 2017
"კინოა რა" მთელი წიგნი. ფილმის გადაღება არც არის საჭირო, ვერბალურად გადმოცემული ფილმია. სიუჟეტის განვითარებით. მინი-კვანძების გახსნით. საინტერესო ფლეშბეკებით. ცოტათი სევდიანი. ცოტათი მხიარული და ძალიან ადამიანური. თითქოს აკას კითხულობ, რომელიც არ გეპრანჭება და ჩვეულებრივი, სასაუბრო, რიგითი სიტყვებითაც ახერხებს უჩვეულო ემოცია შექმნას.

და კიდევ დეტალები: ლეო რომ გარბის ქიაჩელზე, მთხრობელის სახელი რომ არ ჩანს (ან ვერ შევნიშნე), თოვლის დეფიციტი თბილისში გლობალური დათბობის ბრალი რომ არის და რაღაცაში მაინც ვართ გლობალური პროცესის ნაწილი, არქეოლოგი დედა კუბოში ქვის ხანის იარაღის ჩაყოლებას რომ ითხოვს, მომავლის არქეოლოგებს რომ ამტვრევინოს თავი, არშემდგარი მურტალო, "ურთიერთობა რომ იყო იმ თბილისის" სინთეზი "ფეისბუქის თბილისთან" და ბევრი სხვა.

ერთადერთი რაც ამ წიგნში არ მომეწონა, ქართული წიგნების ბაზართან შეუსაბამო ფასია, მაგრამ ეტყობა გაძვირდა ცხოვრება ან უბრალოდ, სიამოვნებაა - ძვირი.

Profile Image for Toothpaste.
12 reviews
September 30, 2020
"წავა რა" წიგნია. აი, მაგალითად ექიმთან უსაშველო რიგში თუ მოხვდი და კედლების თვალიერებას და ამის წაკითხვას შორის გაქვს არჩევანი, ცალსახად ეს ჯობს. რაც არ მომეწონა - ძალიან არის რომანტიზებული თბილისი და თბილისელობა. "აქ იჯდა თფილისი"-ს დუხი მოდის. ნუ, გარდა ამისა, თბილისი რომ მარტო ვერა, ვაკე, სოლოლაკი და პლეხანოვი არ არის - წიგნიდან ამას ვერ გაიგებ და ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია.
რაღაცები ძალიან სასაცილო იყო და რამდენიმე პასაჟი ნამდვილად ძალიან კარგი იყო, მაგრამ მთლიანობაში არც თემატიკა მომეწონა და თხრობის მანერამაც დამღალა. ზოგიერთი პერსონაჟი რისთვის მოვიდა, ან წავიდა, საერთოდ ვერ გავიგე. ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ მარტო აღნიშნულ უბნებში მცხოვრები 35+ასაკის ხალხისთვის არის დაწერილი და "იმენა გაუსწორდებათ" რომ წაიკითხავენ. წელს გამოსული ქართული წიგნები (რაც წავიკითხე) ამაზე გაცილებით აქტუალურ, საინტერესო და რელევანტურ თემებს ეხება. ეს წიგნი კიდევ, გეგონება 90-იანებიდან გადმოხტა.
Profile Image for NatalieWithAnE.
79 reviews
August 13, 2020
4.5
ძალიან anticipated იყო და არ გამიცრუა იმედი. მოხუცი ტყუპი დების ხსენებით ორმაგად შემიყვარდა ეს წიგნი, არ ვიცი რამდენი წლის ვიყავი, პირველად რომ დავინახე აბაშიძეზე და იმის შემდეგ სულ ვხვდებოდი ქუჩაში ❤
Profile Image for Zura.
Author 3 books125 followers
March 8, 2017
თხრობის სტილი მომეწონა ამ ავტორის, ყველა ამბავს საინტერესოდ ყვება, ისე მირბიხარ ფურცლიდან-ფურცელზე, ვერც ხვდები. ამბებიც ძალიან მაგარია, მიყვარს ვერის პარკის აჩრდილები, დასტოინი მედიკო, მფრინავი პარკურები, ფანჯარასთან მსხდომი მწეველი ქალები და "არაა ცუდი კაცი" ნელის ქმარი.

ერთი ეგაა, ამ ვერა-ვაკე-ვორონცოვ-პლეხანოვს ვიცნობთ კარგად, არაერთი წიგნი წაგვიკითხავს და რავიცი, გარეუბნებშიც მაინტერესებს, რა ხდება.

მთავარი პერსონაჟის, ცოტათი მაჩოს და ცოტათი მაჩანჩალას მოსმენა სადღაც რომანის ბოლოსკენ მომბეზრდა.
Profile Image for tatiaa gogoberidze.
45 reviews1 follower
April 26, 2025
ვაჰ, როგორ მომინდა ახლა, რო ერთ დღეს ჩემმა რუმმეითმა ვინმე ამოიყვანოს სახლში და დილიდან სახლიდან გამაგდოს.

ქიაჩელის ქუჩა უნდა დავათვალიერო.

უგზო-უკვლოდ უნდა ვისეირნო.

10კ ნაბიჯზეც ავალ და დღიურ რინგსაც დავხურავ.

ნელი სადაა?

“სულ ბოლოს სიჩუმე ჩავწერეთ…”

“რაღაცას მივხვდი - მართალია, კინოს აღარასოდეს გადავიღებ, მაგრამ სამყაროს კინოდ აღქმა აღარ უნდა დავუშალო საკუთარ თავს” (ეს არის კიინოოო, ეს თითქოს კინო არის…)

ო, მე საკუთარი თვალით არ მინახავს, მაგრამ ოდესღაც ვილნიუსის თავზე ფერადი ბუშტების ცეკვას ვეზიარები.

“ბედნიერება კიდევ შეიძლება მხოლოდ ერთდუბლიანი იყოს”.

ერთდუბლიანი ცხოვრება თქვენ!



Profile Image for Eliso.
6 reviews
May 12, 2022
ამ წიგნს რომ დავადე ხელი, კონსულტატმა მითხრა, თუ თბილისი გიყვარს, აუცილებლად იყიდეო, მე ვუთხარი: ეგ არ ვიცი, ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარვარ მაგას-თქო, მაგრამ მაინც ვიყიდე, ანუ გადავწყვიტე რომ მივნდობოდი ავტორს და არც მინანია.
ჯოისისეული ვნებით დაწერილი ,,სამხერთული სპილო" მშვენიერი ურბანული რომანია.
ვისაც კინემატოგრაფია გიყვართ, ან ვისაც უბრალოდ კითხვა გიყვართ, ან ვისაც თბილისური ჰავის შეგრძნება გსურთ, და არამარტო, აუცილებლად წაიკითხეთ.
მოქმედება სულ ერთი დღის განმავლობაში ხდება, თუმცა, ავტორი დროში გვამოგზაურებს და საქართველოს ისტორიას გვიშლის თვალწინ, არამარტო იმ პერიოდის, რომლის მონაწილეც მხოლოდ თვითონ იყო.
წესით, ამ ფონზე, არეული , შეუმდგარი წიგნი უნდა გამოსულიყო, მაგრამ ავტორს ისე აქვს აკინძული ეს ისტორიები და მონათხრობები, მოგონებები, რომ საბოლოოდ, სიუჟეტი იქმნება, რომანი შედგა, თუმცა, მე ვიტყოდი, რომ უფრო კინემატოგრაფიასა და მხატვრულ მონათხრობს შორის არის, სადღაც.
ეს წიგნი არის მხატვრულად დაწერილი კინო.

ამასთან, ძალიან გემრიელი და ტკბილი ენა აქვს არჩილ ქიქოძეს, სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნია💖
Profile Image for Dimitri Shiukashvili.
75 reviews5 followers
November 13, 2022
ჩემთვის ნოსტალგია ის დაავადებაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არ იკურნება და თუ ქრება, ბოლომდე მაინც არა. კინემატოგრაფიულია მთელი ტექსტი, მელანქოლიური, სევდიანი და გაძეძგილია ცრემლიანი სენტიმენტებით. ჩემი აზრით ეს წიგნი გადაუღებელი კინოა და აქ ორი ხელოვნების დარგი ერთმანეთს ისე ეხუტება, როგორც ქიაჩელის სადარბაზოში, კიბეებზე ჩამომჯდარი, სარკეში არეკლილი შეყვარებული წყვილი. როგორც მთავარი პერსონაჟი ამბობს, თუ სცენარს ყვები, ეს იმას ნიშნავს რომ მას აღარასდროს გადაიღებს, ჰოდა ესეც ასეა და მინდა ასე დარჩეს.

მაინც ყველაზე ხელშესახები ჩემთვის ეს პასაჟია: "ტარკოვსკის "მსხვერპლშეწირვა" ამ კუნძულზე გადაუღია" - იწერებოდა ნელი, რომელსაც, მადლობა ღმერთს, კინოსთან არაფერი აქვს საერთო"
Profile Image for Lana Lakirbaia.
64 reviews4 followers
April 4, 2020
ეს წიგნი ჯერ სოფელში მქონდა, მერე ლიტოდისეის კონკურსისთვისაც წავიკითხე და კიდევ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ. ძალიან მიყვარს❤️
Profile Image for CyberMonk.
66 reviews3 followers
June 11, 2017
Spoiler Alert
ეს არის ერთერთი ყველაზე გენიალური წიგნი, რომელიც წამიკითხავს.
ეს ტექსტი არის აპოკალიფსური ტექსტი, რომელშიც მისი მთავარი თვისების შენიშვნა ძალიან რთულია, სიმბოლოებში, ნუ პოსტმოდერნულ ხერხებში იმალება მთავარი სათქმელი, ალბათ მთავარი სათქმელი. ჩვენს წინ სიმბოლოების და ლიტერატურული ციტაციების ულამაზესი სამყაროა, სადაც ძალიან ბევრი, უზომოდ ბევრი რამის დანახვა შეიძლება.
წიგნში მოქმედება ხდება ხუთ ისტორიულ რეალობაში - 1. ერთი დღე, რომელსაც მთავარი გმირი გადის. 2. თავისი ცხოვრება, რომელსაც ის ფიქრით გადაუვლის. 3.ისტორიული რეალობა - სადაც გვყავს თამარ მეფე, რომელიც საფერფლეებს ცვლის ყვავილების ქვეყანაში - (საჩაიე ნარგიზის (რომელიც შეგვიძლია გავიაზროთ, როგორც ყვავილების ქვეყანა) დამლაგებელი თამარა, რომელიც ყველამ დაიტირა ბანალურად და პირველი იყო, ვინც ევროპისკენ ნაბიჯი გადადგა). 4. მითოლოგიური გააზრება - მედეათი, მამამისით, ლეოთი- რომელიც თან იაზონია, რომელსაც ოქროს საწმისი კიარ მიაქვს, არამედ მოაქვს და ტოვებს თან ძან მაგარია თანამედროვე ოქროს საწმისი - შავი ბეემვე, რომელიც ადგილიდან არასდროს დაიძვრება. ქრისტეთი - რომელიც მთავარი გმირია და ისევ ლეოთი, რომელიც იმასთან ერთად, რომ იაზონია, ასევე ლუციფერიცაა. ქრისტე, რომელსაც ადამიანებთან საქმის მოსაგვარებლად ლუციფერის დახმარება სჭირდება (ლეო რომ ეუბნება კაი ბიჭებთან საქმის გარჩევამდე - მაგათი ენა მე ვიცი, მე მალაპარაკეო და მთავარი გმირი, ანუ ქრისტე ეუბნება, იყო დრო და მეც კარგად ვიცოდი მაგათთან ლაპარაკი, მაგრამ მერე დამავიწყდაო - მილტონისეული დანახვა ქრისტესი). 5. სახეობრივი დრო - ანუ როგორც სახეობების, ცოცხალი არსებების არსებობის დრო - ჩვენ ვკითხულობთ წიგნს ადამიანებზე, მითოლოგიურ პერსონაჟებზე და წიგნს ქვია სამხრეთული სპილო, ეს არის სახელი ჩონჩხის, რომელიც ტარიბანის ველზე აღმოაჩინეს კახეთში(მგონი) და მანამდე აღმოჩენილი სპილოებიდან ყველაზე დიდია.
ეს წიგნი არის თბილისის სრულიად ახალი გადააზრება, სადაც თბილისი ხდება აზრი და გამართლება მთელი სამყაროს არსებობის, სადაც ლუციფერის და ქრისტეს მიერ ადამიანებთან საქმის გარჩევის შემდეგ აპოკალიფსი მოხდება - წვიმა დაუშვებს ძალიან მაგარი, მაგრამ ამ აპოკალიფსს ადამიანები გადაურჩებიან - როცა მთავარი გმირი სახლში შევა, ფანჯრიდან უყურებს, რომ წვიმამ გადაიღო და ვიღაც დაბოდიალობს გარეთ.
ძალიან ძალიან ძალიან ბევრი სიმბოლო და ციტაციაა კიდევ ამ წიგნში, რომლისგანაც შეიძლება ბევრი კარგი რამე გამოდნეს. მიყვარს ძალიან <3
Profile Image for Dato Samniashvili.
Author 2 books56 followers
November 5, 2017
მთლიანობაში არ არის ცუდი წიგნი, კარგადაც იკითხება, უბრალოდ ზედმეტი ტესტოსტერონია და რაც მთავარია, როდესაც ურბანულ რომანზეა საუბარი, თბილისი ვერა & ვაკე არ არის.

პ.ს. თბილისზეც არ არის წიგნი, უფრო ნარჩენებზეა. თუმცა, ეს უკვე გემოვნების საკითხია. არსებული და მომავალი, ალბათ უფრო ახალი თაობის საქმეა.
Profile Image for Luka.
19 reviews4 followers
October 9, 2018
LCD SOUNDSYSTEM - ALL MY FRIENDS
Profile Image for NEKA.
162 reviews
February 5, 2023
წიგნის მეორედ წაკითხვა- ერთ-ერთი ყველაზე საამო ქმედება
Profile Image for Sophie.
128 reviews
March 21, 2022
ტკბილ-ცხარე სურნელი აქვს ამ წიგნს.
მოგონებებისა...
ხან თვალები აგეწვება, ცრემლი მოგადგება სიმწარისა, ხან კი ტკბილი მოგონება ჩაგეღვრება გულში სითბოდ.

შარშან უკმაყოფილომ გადავდე ეს წიგნი, ცუდი წელი მქონდა კითხვის მხრივ, თითქმის ვერაფერს ვერ ვუდებდი გულს.
ახლა კი, ვფიქრობ კარგიც იყო რომ გადავდე, ახლა უკეთ ვგრძნობ იმ ტკბილ-ცხარე სურნელს, შარშან რომ უგულებელვყავი...
Profile Image for Lily Saladze.
50 reviews3 followers
July 24, 2022
ეს წიგნი თბი���ისზე არ არის. ვილნიუსზე უფროა, სამეგრელოზე და ნოქალაქევზე, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე და იმ ბიჭზე, გადაღების დროს რომ დაიღუპა.

განსაკუთრებით მომეწონა სოციალური ქსელის იმ კუთხიდან დანახვა, რა კუთხიდანაც აქ დავინახეთ. მეგობრის შვილი რომ პროფილის ფოტოზე დასისხლიანებულ მუშტს დადებს და ეგ ამბავი გადარდებს, პარალელურად კი გახსენდება ეგ შენი მეგობარი, 15 წლის ბავშვის საშველად ჩასვლა რომ დაეზარა თავის დროზე.

ბავშვობიდან მოყოლებული ყველა ზაფხულს სამეგრელოში ვატარებ, დედის სოფელში. ამ წიგნში აღწერილ სამეგრელოზე ნამდვილი კი მგონი თვითონ სამეგრელოც არ არის. ედემი იობაია - ასეთი სახელისა და გვარის პატრონს მართლა სამეგრელოში თუ შეხვდები თავისი მოსკოვური ამბებით. ის ამბავიც მართალია სამეგრელოში ყველა ქალი რაღაცნაირად გლოვასთან რომ ასოცირდება და გლოვაც ერთგვარი პერფორმანსია, ყველას თავისი როლი და დატირების მანერა აქვს.

ქართულ წიგნებში უემტესად კაცები ოჯახს იმიტომ ქმნიან, რომ მერე სხვა შეიყვარონ. რეალობაში ეს არ ვიცი როგორაა. თან მერე ამ ყველაფერს რომ არომანტიზებენ და გეგონება, სამყაროში მათზე საწყალი და მზრუნველობამოკლებული არც არავინ დაიარება.

და ბოლოს, განსაკუთრებით საინტერესო იყო ლავრენტი ბერიას და მიხეილ ჯავახიშვილის „ურთიერთობაზე“ საუბარი. როგორია შენთან ძალიან ახლოს ცხოვრობდეს ადამიანი, რომელიც თავის ნაწარმოებებში იმ იმპერიას ანგრევს, რომელსაც ყოველდღიურად აშენებ. თან სადილზე ეპატიჟებოდე და არ მოდიოდეს. მიხეილ ჯავახიშვილმა ყველაზე კარგად იცოდა ეკონომიკის ის პრინციპი, მენქიუს წიგნიდან, უფასო სადილი რომ არ არსებობს.
Profile Image for Geørge.
95 reviews
April 9, 2017
Masterpiece!

სრული ფანტასტიკა! ჩემი აზრით, ასეთი წიგნი დიდი ხანია არ დაწერილა ქართულ სივრცეში. ფაქტობრივად გიდის ფუნქციას წევს. ერთდროულად მთავარი გმირის მოგონებისა და თბილისის ჯაჭვია, სადაც ავტორთან ერთად მოგზაურობ. სწრაფად ჩავლილი კადრებივით თვალს ადევნებ ქალაქის და იქ მცხოვრები ადამიანების სულიერ მდგომარეობას, განცდებს, ტკვილებს.

ჭეშმარიტად XXI საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია ^^
Profile Image for Oto Bakradze.
657 reviews42 followers
July 6, 2020
ძაან კლასნია! ❤️
იუმორი, პერსონაჟები,თხრობის სტილი,ისტორიები 👍🏻


მოკლედ თუ ვინმე ქართულ თანამედროვე რომანს ეძებთ, definitely must-read!
Profile Image for Mindia Arabuli.
Author 2 books73 followers
December 14, 2020
'ან ძალიან იმუშავებს ან საერთოდ არ' წიგნია მგონი
Vibe სჭირდება
ჰოდა მე მქონდა თითქოს
და დამრჩა შთაბეჭდილება რო მართლა გავიგე
მთელიყველაფერი რაზეც საუბრობს

და თან ხო ფუთავენ როგორც 'წიგნს თბილისზე'
ჰოდა არაა ეგ
Profile Image for Mariam Paichadze.
43 reviews6 followers
February 5, 2017
"კინოა, რა!" ამბობენ ხოლმე ჩემი უახლოესი მეგობრები ჩვენი ცხოვრების ყველაზე დაუჯერებელ, აბსურდულ და თან დამამახსოვრებელ, დაუვიწყარ ამბებზე. ხოდა, "კინოა, რა!" ვიტყვი ამ წიგნზეც. დაუვიწყარი კინო, მე რომ მიყვარს ისეთი კინო - უბრალო, ადამიანური ამბებით. არ მეგონა რომ რომელიმე ქართველი ავტორი აღმაფრთოვანებდა ოდესმე ისე, როგორც აკა მორჩილაძემ აღმაფრთოვანა თავის დროზე, მაგრამ თამამად ვწერ 5 ვარსკვლავს (რასაც იშვითად ვაკეთებ) და ვურჩევ უკლებრივ ყველას ამ ძალიან მაგარი წიგნის წაკითხვას!
Profile Image for Gvantsa Floyd.
45 reviews7 followers
May 13, 2017
"ადამიანი რომ იბადება თანდაყოლილი მხოლოდ ვინმეს ან რამეს ჩაჭიდება,ჩაბღუჯვა აქვს,ხელის გაშვებას კი მერე სწავლობს..."
Profile Image for Gulsen Hesenzade.
72 reviews30 followers
April 4, 2020
Bir çoxları kimi mən də Tbilisiyə aşiq biriyəm. Nə var e bu şəhərdə bəyəniləsi? - deyən adamlar bəlkə bu, Cənub fili kitabını oxuyub, mənim Tbilisi küçələrində gəzişərkən hiss etdiyim melaxoliya və nostaljini hiss edə bilərlər. Arçil Kikodze ilə hələ onun baş rolu ifa etdiyi Blind Dates (Kor görüşlər) filmində ''tanış'' olmuşam. Aktyorluğu qədər də çox gözəl yazıçılıq background-u var. Şəhər həyatı tərzində roman sevənlər üçün əla tövsiyədir.
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews48 followers
February 6, 2019
"წიგნი თბილისზე და თბილისელებზე"... WRONG!

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი, თავისი უბნებით, მოქალაქეების ტიპაჟებითა, ეპოქებითა და ისტორიებით ნამდვილად არის ამ წიგნში, ეს ეყველაფერი მაინც ფონია პერსონაჟის მედიტაციებისთვის. ძალიან კარგი მწერლური ენით დაწერილი წიგნია, კარგადაც იკითხება, თან ბუნებრვია, თან ეტყობა ეს ბუნებრიობაც თვითმიზანი არ არის და გულახდილად გამოდის ამიტომ. არც "შეჩემა"-ებზეა აქცენტი, არც ხელოვნური "ლიტერატურული" ენა არაა.

თუ სწორად ვიცი ეს და "გადამალვა" უწევდნენ ერთმანეთს კონკურენციას საბაზე. და მიუხედავად იმისა, რომ "გადამალვაც" მომეწონა ფრიად და ჩემთვისაც უფრო ახლო შუღლაძის პერსონაჟია, მაინც სიმართლე უფრო მაღლა დგას და ეს ჯობია, ეს უფრო იმსახურებდა. თუმცა, საბა, ლამარა, ალფრედი და მაკკონელი ჭეშმარიტად ობიექტური შემფასებლები რომ იყვნენ ეგ სადღაც პარალელურ სამყაროშია ალბათ :)
Profile Image for Tamta Tavberidze.
50 reviews7 followers
December 17, 2022
ვილნიუსის თავზე მფრინავი ფერადი ბუშტები 😍
Profile Image for ირაკლი სულაძე.
244 reviews13 followers
July 7, 2017
სერიოზული ნამუშევარია. ძალიან კარგად აღწერილი, ზომიერად, გემრიელად გადმოცემული ამბები და კარგი მთავარი გმირი, უბრალოდ აქვს ამ წიგნს ერთი მინუსი, ზუსტად ერთი ვარსკვლავის წონის - თბილისი, რომელსაც აღწერს ავტორი, ახლობელია მის 3-4 უბანში მცხოვრები დღეის მდგომარეობით 30-დან 50 წლამდე ასაკის ხალხისთვის (მეტნაკლებად). ანუ, ქიაჩელი, ფალიაშვილი, წინამძღვრიშვილი, ყველაფერი კარგია, მაგრამ მომენტებში იმდენად იტვირთება სცენა ამ "სილამაზეებით", რომ ცოტა "თბილისი იყო ურთიერთობა" და "მთელი ტფილისი აქ იყო" დონის ემოციები მოდის. ხოდა, სინამდვილეში არ არის ეს ქალაქი ლამაზ��. მით უმეტეს, როცა ძალიან თანამედროვე სიუჟეტია ძალიან თანამედროვე ენით დაწერილი. ეგ არის და ეგ. სხვა მხრივ არაფერი ითქმის. ძალიან დიდი განაცხადია თანამედროვე ქართულ მწერლობაში. მადლობა.

"მაიმუნებმა ცურვა არ იციან"
Profile Image for Niniko Jakeli.
120 reviews28 followers
June 6, 2022
ღმერთო, ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ გამოვხატავ იმას, რასაც განვიცდი. უბრალოდ, შეყვარებული ვარ ამ წიგნზე და არჩილ ქიქოძის წერის სტილზე.

დიდი ხანი, ერთი ამბიდან მეორე ამბის შუალედამდე ვკითხულობდი "სამხრეთულ სპილოს" და ეს დამეხმარა, ცხადად შემეგრძნო თითოეული ისტორია.

რა კარგია, რომ "სამხრეთული სპილო" პირველი წიგნია არჩილ ქიქოძის შემოქმედებიდან, რომელიც წავიკითხე და რა კარგია, რომ სხვების წაკითხვის სიამოვნებაც წინ მაქვს.
Profile Image for David Jijelava.
113 reviews6 followers
July 10, 2017
ამდენი პრეზენტაციების, კვლევის ანგარიშების თუ იმეილების ეპოქაში, რა კარგია, რომ ასეთი რამის წაკითხვაა შესაძლებელი მშობლიურ ენაზე და, ისიც, კარგად ნაცნობ ყოველდღიურობაზე. უამრავი კარგად ნაცნობი, თუმცა საინტერესოდ დანახული ისტორია და, რაც მთავარია, დიდოსტატურად შერჩეული სიტყვები!
Profile Image for Nona.
150 reviews77 followers
February 11, 2018
მართლა კინოა,ლამაზი კინო. ყველა ფლეშბექი კინოკადრია. ჰუმანური,სევდანარევი და ცოტათი მხიარულიც.

"ცხოვრება ძალიან გრძელია,იმაზე გრძელი,შენ რომ გგონია,იმაზე გრძელი,ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო,ირონიის გარეშე ძალიან გაგიჭირდება..."
Profile Image for Jules.
155 reviews54 followers
Read
September 19, 2018
Keine Bewertung, da ich das Buch einfach nicht verstanden habe. 🤷🏻‍♀️
Ich habe wirklich keine Ahnung, was die Aussage dieses Buches sein soll.
Wenn es jemand gelesen und verstanden hat - bitte erklären, danke.
Displaying 1 - 30 of 121 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.