არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. დღემდე მუშაობს როგორც გამყოლი ველური ბუნების და ეკოტურიზმის გამყოლი. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]
არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.
[b]ჯილდოები[/b] - პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002) - ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)
ამდენი დრო ვკითხულობდი და ბოლომდე მაინც ვეღარ მოვახერხე წაკითხვა და ერთი მოთხრობა დამრჩა. თითოეული მოთხრობა საკუთრივ გამორჩეული და ხელშესახებია. ვერ ვიტყოდი, რომ ამ მოთხრობებმა რამე მასწავლეს... ვერც იმას რომ ჩემს ცხოვრებაში რამე შეცვალეს.. თუმცა - თითოეული ტექსტი იმდენად ლაღი და ემოციური იყო, რომ ძნელია ავტორის გავლენის ქვეშ არ მოექცე. საბოლოოდ ყველაზე მეტად მაინც „მასკარადის“ თბილისური რეალობის მაგიამ მომხიბლა.
ყველაზე მეტად "ავარიული სახლი" მომეწონა. "საკუთარ თავზეც უნდა დამეწერა, რომ ჩვევა მქონდა ეგეთი, სიმთვრალეში გავრბოდი ხოლმე.ზოგი ბოთლებს იმტვრევდა თავზე,ზოგი ტაქსისტებს სცემდა მე კიდევ გავრბოდი. ნაბიჯს შევანელებდი, ძმაკაცებს ჩამოვრჩებოდი და მთელი ძალით გავიქცეოდი, იმიტომ, რომ იმ რამდენიმე კაცში ერთი მეგულებოდა, რომელიც ააუცილებლად გამომეკიდებოდა და ბოლოს უეჭველად დამიჭერდა."
თითქმის იგივე კომენტარი მაქვს, რაც "კახეთის მატარებლის" კრებულის შემთხვევაში მქონდა, რადგან მოთხრობებიც თითქმის იგივეა, რაც "კახეთის მატარებლის" კრებულში იყო. ერთადერთი იმას დავამატებდი, რომ მოთხრობები იმ კრებულისთვის საკმაოდ სწორად იყო შერჩეული.
ქიქოძეს დღეს ძირითადად მისი ძალიან მაგარი რომანით "სამხრეთული სპილოთი" იცნობს მკითხველის უმეტესი ნაწილი, თუმცა მისი მოკლე მოთხრობები არაფრით ჩამოუვარდება ამ რომანს.