დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს.
1941–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1948–1953წწ. იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1953 წელს ქუთაისის საოლქო გაზეთ "სტალინელის" რედაქტორი; 1953–1956წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" განყოფილების გამგე; 1956–1957წწ. ჟურნალ "აგიტატორის" რედაქტორი 1957–1964წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე, ამავე განყოფილების გამგე 1964–1966 წლებში; 1966–1973წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" რედაქტორი; 1973 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1981 წლიდან ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგე; ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის ისტორიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1976), პროფესორი(1982). მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები.
3.5 ერთის გარდა ყველა წაკითხული მქონდა უკვე სხვა კრებულში. საკმაიდ კარგი მოთხრობებია.იმის გათვალისწინებითაც რომ სამეცნიერო ფანტასტიკას ხშირად განსაკუთრებით მტკივნეულად ეტყობა ძველი დაწერილუ რომაა. ერთი შენიშვნა მაქვს ოღონდ, უმეტესობა მოთხრობაში გივი ოძელი არის პროტაგონისტი, მაგრამ ეს მოთხრობები ქრონოლოგიურად არაა დალაგებული. შედეგად დასაწყისში შეიძლება უცხოპლანეტელებს ეჭორავებოდეს და მერე მეორეში პირველი კონტაქტის იმედებზე საუბრობდეს :დ