Jump to ratings and reviews
Rate this book

მაიაკოვსკის თეატრი

Rate this book
რომან „მაიკოვსკის თეატრის“ მთავარი გმირი, თუთა, ბაღდათში ცხოვრობს. ქალაქი ეკონომიკურმა უთანასწორობამ გეტოდ აქცია, სადაც დრო თითქოს შეჩერებულია და აქ ახალი არაფერი ხდება. თუთასა და მის გარშემო მყოფთათვის არსებობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მისი ძმა ცდილობს, მოიფიქროს სცენარი, რომლის მიხედვითაც თუთა სიკვდილს შეძლებს. სცენარის პირველი ვერსიის თანახმად თუთა საოკუპაციო ჯარებს მარტო უნდა დაესხას თავს და შეაკვდეს, მეორე ვერსიით კი თავი ტერორისტად გაასაღოს, მძევლად აიყვანოს მაწანწალები, ლოთები, დევნილები, შეშლილები – ისინი, ვინც საყოველთაოდ მიღებული წესებისა და დემოკრატიული პროცესების გარეთ დარჩენილან. იგი ფიქრობს, რომ მათი თამაშში შემოყვანა არღვევს ყველა არსებულ წესს, რადგან სისტემას არ ადარდებს, თუკი ადამიანები ქუჩაში უპატრონოდ და უსახელოდ დაიღუპებიან, მაგრამ მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე თვალს ვერ დახუჭავს.

136 pages, Paperback

First published January 1, 2016

1 person is currently reading
127 people want to read

About the author

Tsotne Tskhvediani

3 books35 followers
Born in 1993 in Kutaisi, Georgia is one of the most talented and promising authors in Georgian literature. In 2011 he entered Tbilisi State University and studied Humanities at department of History. Main subject of his researches is the anarchist movements of the 20th century Caucasus region. In 2012 Tsotne himself joined the eco-anarchist movement and took part in several strikes which were the expression of solidarity for the people who live and work in Georgia’s industrial towns. He very often visited these places and had personally interviewed the local population. This experience was reflected in his short stories.

His debut short story Underground, which was published in 2013 in magazine Literary Palette (Palitra) and immediately gained popularity, describes lives and hopes of miners working in Tkibuli, a small town in west Georgia. Generally, the subject of young author’s stories are different: birdwatching and psychedelic music, politics and philosophy, and sometimes mythology too. In 2015 was published his first short story collection The Town and the Saints by Bakur Sulakauri Publishing. The collection is a compilation of the stories that narrate about lives and problems of the people living in the abandoned and forgotten areas, very often the towns themselves are the characters of the stories.

The psych-geographical view of the reality is one of the main reasons why Tskhvediani’s stories are very touching and interesting. As the author remarked John Steinbeck, Jack London, Andrei Platonov and Georgian “Narodnik” writers hugely influenced his works. His story The Golden Town was selected for the annual Georgian Prose Anthology “15 Best Short Stories”, announced as the best short story of 2014 and received the BSP (Bakur Sulakauri Publishing) award. The story was also selected for the annual anthology BEST EUROPEAN FICTION which is published by Dalkey Archive Press in USA.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
57 (31%)
4 stars
77 (42%)
3 stars
35 (19%)
2 stars
13 (7%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 30 of 39 reviews
Profile Image for Mikheil.
Author 11 books117 followers
February 7, 2017
ეს წიგნი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საეტაპო წიგნი; ამ ასაკში ასეთ თემებზე ასეთი სიცხადით წერდეს ავტორი… მე პირადად არ მახსოვს სხვა მსგავსი შემთხვევა ქართულ ლიტერატურაში. "ქალაქი და წმინდანები" რომ წავიკითხე მაშინვე ვიცოდი ეს ვაჟბატონი ცხვედიანი კიდევ რომ გაისროდა ყუმბარებს, მაგრამ ასეთ კარგ სადებიუტო რომანს მაინც არ ველოდი!
წინა წიგნისგან განსხვავებით, სადაც უიმედობა, დუნე რიტმი და ოცნებებია, აქ მართლა ბომბები ცვივა. აქ ბოზები, ლოთები და ლოკალური მასშტაბის „განმანათლებლები“ ებრძვიან ჩინოვკინებსა და წინასაარჩევნო დაპირებებით პირგამოტენილ პოლიტიკოსებს. იზოლირებულ სივრცეში, პატარა ქალაქში, რომელიც გეტოდ არის ქცეული თავისუფლება მხოლოდ სიტყვიერად თუ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ გაქცევისა და წასვლის უფლებას არავინ გიზღუდავს, ხედავ, რომ უკვე შეზღუდული დაიბადე, ჩარჩოებში განწესებული და რეალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ფსიქიატრიულში იქნები გამოკეტილი თუ ქალაქში, საიდანაც ვერ გარბიხარ.
მინდა, რომ ყოველგვარი სენტიმენტები და პირადი სიყვარული მოვიშორო ავტორისადმი და ისე გირჩიოთ ყველას "მაიაკოვსკის თეატრის" წაკითხვა. აქ ის სამყაროა წარმოდგენილი, რომელიც ჩვენს გვერდით არსებობს, მაგრამ არ ვიცნობთ. <3
Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews64 followers
March 16, 2017
ზაზა ბურჭულაძის შემდეგ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცდელობაა ელიტების გამასხარავების, დიდ ავტორიტეტებზე დაცინვისა და დაწინაურებულ კლასებზე ქილიკისა.
წიგნის კითხვა დავიწყე და შეუსვენებლივ მოვრჩი, რაც მწერლის ხელწერის დიდი პლუსი მგონია. ასევე, ძალიან მომეწონა ის ხერხი, რომლითაც ავტორმა რომანის პროტაგონისტი(სავარაუდოდ, თავისივე თავი) სხვისი თვალით აღწერა და ამით თავიდან აირიდა 'ზედმეტი სუბიექტურობა.'
საბოლოო ჯამში, საინტერესო და მეტიც, ემოციური საკითხავიც კი იყო, უბრალოდ, რაც არ მომეწონა, იყო რომანის მკვეთრად იდეოლოგიზირებული იდეა, რაც ზოგადად მაღიზიანებს ლიტერატურაში.
Profile Image for Mariam Bujgulashvili.
19 reviews1 follower
February 25, 2017
რა შეიცვალა ჩვენში იმის მერე, როცა პირველად მივხვდით, რომ სუფრაზე წარმოთქმული ყალბი სადღეგრძელოები გულისამრევია?
თავის დროზე ამაში იყო რაღაც პროგრესული, მაგრამ არსებობისთვის არ კმარა მხოლოდ გულისრევის შეგრძნება. ჩვენ ამოვარწყიეთ მომავლის ცრუ იმედები და წარსულის ყალბი მითები, პატრიოტული ლოზუნგები, დრომოჭმული ტრადიციები, გამართულ კარიერაზე ოცნება, მაგრამ ამან მხოლოდ ის მოიტანა რომ ახლა ცარიელები ვართ...
Profile Image for Luka Fadiurashvili.
170 reviews
February 10, 2017
წინა მოთხრობების შემდეგ, უფრო მაგარს არ ველოდი მეთქი რომ ვთქვა, ტყუილი გამომივა, თუმცა მაინც მაგარია. მაგარიცაა და ბომბაცაა. მთლიანობაში, შეიძლება ოდნავ სუსტი იყოს წმინდანებზე(ალბათ, რაღაც დროის გასვლის შემდეგ უფრო მივხვდები რომელი უფრო მომეწონა), თუმცა ისეთი წიგნი კი დაიდო, რომელიც ყველა ქართველისთვის must read-ია. რაღაცით, დუმბაძის სტილს მიჰყვება, რაღაცით დანელიას ჩამოგავს. იტოკში ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული ავტორია ქართულ რეალობაში.

".... ის საწყალი, გეოგრაფიის კაბინეტში შესულა და თითქმის შიშველი ნათია უნახავს სამ ბიჭთან ერთად. მეორე დღეს მამა არჩილი მოიყვანეს და გეოგრაფიის კაბინეტი აკურთხებინეს." აქ გამეცინა, თუ რა მექნა არ ვიცოდი. (ვისაც წაკითხული გაქვთ, მიხვდებით).
Profile Image for Taso mkheidze.
39 reviews1 follower
July 12, 2020
,,ქალაქი და წმინდანები" ჩემთვის მაინც უკეთესია
Profile Image for Nona.
150 reviews76 followers
February 26, 2017
"მე , უბრალოდ , ტომრისგან გამოჭრილი თოჯინა ვარ და ჩემ გარშემოც ზუსტად ასეთი სათამაშოები არიან.მათი ტომარა,რომელიც ტანის ფუნქციას ასრულებს,ჯერაც გამოტენილია ნაგვით და ისინი ჯერ კიდევ მყარად დგანან."

"მძინარე ქალაქში სახურავზე ვზივარ და ქარიშხალს ველოდები.ნაკიან წელიწადებს ქარიშხლები სჩვეოდა." ♡♡♡
Profile Image for Mariam Paichadze.
43 reviews6 followers
February 7, 2017
დიდი ბომბი რამეა!
დღეს "შემთხვევითი პაემნები" ვნახე მესამედ და მეგობარს ვეუბნებოდი, რომ არ მეგულება ქართულ კინოში ფილმი, რომელზეც ასე გულიანად იცინებ და თან ასეთი ტრაგიკული იქნება. ეს რომანიც ასეთია. სხვა სიტყვები არ მაქვს ჯერ.
P.S. გამომცემლობის საყურადღებოდ: ეს წიგნი უკეთეს ბეჭდვით ხარისხს იმსახურებს.
Profile Image for Temo Sikharulidze.
49 reviews2 followers
September 3, 2022
არვაფასებდი ჩვენს თანამედროვე ქართველებს, მაგრამ კაი ვაღიარებ რო შეცდომა იყო, ეს წიგნი რაღაც ძაან კარგია, მაგარი კი არა კარგი!

თუთა ჩემო იკაროს…
Profile Image for ნინო ქერდიყოშვილი.
194 reviews14 followers
November 26, 2017
ამ ბიჭმა შეძლო,რომ ძალიან საინტერესოდ და გულწრფელად გადმოეცა სათქმელი,ბევრი ცინიზმითა და ცოტა ემოციით.
საბოლოო ჯამში, ამ წიგნში ვხვდებით ოსტატურად აღწერილ ჩვენივე რეალობას ,რომელსაც ყოველდღიურად ვუყურებთ,მაგრამ ხშირად ვერ ვხედავთ.
ავტორის გვერდს გადავხედე და ზუსტად ვიცი,great things are coming. ^^
92 reviews
July 24, 2024
"ქალაქი და წმინდანებთან" ახლოსაც ვერ მოდის.
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews26 followers
July 17, 2018
მიუხედავად წიგნის კარგი სიუჟეტისა და მთავარი პერსონაჟ(ებ)ის კარგი განვითარებისა, დამაკლდა ის რაც "ქალაქი და წმინდანებში" იყო, ალბათ გულწრფელობა. (მიუხედავად ამისა არ გამოვრიც��ავ რომ ჯერ კიდევ "ქალაქი და წმინდანების" ემოციები მაქვს დარჩენილი).

"
თუთა,
23 მარტი
ნაჭრის თოჯინები არწყევენ.
ჩემი აზრები ამღვრეულია და წინადადებები თბილისივით პატარა და უშნო. ნაივური. სამსიტყვიან წინადადებებში არ არის ბრძნული აზრები.
მე არ შემიძლია აქ ცხოვრება. ყველაფერი იმდენად ბალაურია, როგორც მეტაფორა : "ნაცრისფერი კორპუსები", თუმცა თავში მხოლოდ ეს მაქვს. ყველაზე უფრო რაც მაღიზიანებს, მოდერნული ეპოქის თავისებური არტისტის იმიჯია.
მომჩვარული ტანსაცმლით, გაჩეჩილი თმით და მოსაწყენი ასოციალურობით. დღეს სხვა სამყაროა. ყველა პოეტი, რომელსაც ჯიბეში ნაღმი არ უდევს, უბრალოდ, სარკესთან დგას და მასტურბირებს.
რა შეიცვალა ჩვენში იმის მერე, როცა პირველად მივხვდით, რომ სუფრაზე წარმოთქმული ყალბი სადღეგრძელოები გულისამრევია?
თავის დროზე ამაში იყო რაღაც პროგრესული, მაგრამ არსებობისთვის არ კმარა მხოლოდ გულისრევის გრძნობა. ჩვენ ამოვარწყიეთ მომავლის ცრუ იმედები და წარსულის ყალბი მითები, პატრიოტული ლოზუნგები, დრომოჭმული ტრადიციები, გამართულ კარიერაზე ოცნება, მაგრამ ამან მხოლოდ ის მოიტანა, რომ ახლა ცარიელები ვართ.
მე, უბრალოდ, ტომრისგან გამოჭრილი თოჯინა ვარ და ჩემ გარშემოც ზუსტად ასეთი სათამაშოები არიან. მათი ტომარა, რომელიც ტანის ფუნქიცას ასრულებს, ჯერაც გამოტენილია ნაგვით და ისინი ჯერ კიდევ მყარად დგანან.
თავიც ყოჩაღად უჭირავთ.
ახლა ერთადერთი, რაც შემიძლია გადარჩენისთვის გავაკეთო, ისაა, რომ სასწრაფოდ ვიპოვო ახალი ნაგავი იდეა, რომლითაც სხეულს გავიმაგრებ.
თავის დაჭერას შევძლებ.
უბრალოდ, იმ ყველაფერს, რომ ახალი და ცოტათი განსხვავებული ნაგვით ვარ სავსე, მხოლოდ რამდენიმე დღეს ექნება მნიშვნელობა.
ცოტაც და, ყველა ნაგავს ერთნაირად მყრალი სუნი ექნება. ამის გაცნობიერება, მარტივი მაგრამ საშიშია.
კიდევ რამდენ ხანს გაძლებ ცარიელი ტომრით ფორმის გარეშე?
"
Profile Image for Mado Eliashvili.
1 review24 followers
October 20, 2017
წიგნი პროვინციების სასოწარაკვეთილ უპერსპექტივობაზე. საინტერესო ხაზია მამის თაობა, ადამინიები რომლებიც იბრძოდნენ მაღალი იდეებისთვის და საბოლოოდ დარჩნენ ამ იდეებს მიღმა.
81 reviews21 followers
March 3, 2023
"ბრძოლის ამ ეტაპზე წინააღმდეგობა, რომელიც ეფუძნება საღ აზრს და ლოგიკას, მხოლოდ აძლიერებს სისტემას და კიდევ უფრო ძლიერად აკნონებს ჩაგვრას. საჭიროა სრულიად არარაციონალურ აზრებზე დაფუძნებული სტრატეგიები, რომელთა შემსრულებლებიც განწირულნი არიან მარცხისა და მარგინალიზებისთვის. შეშლილთა ხომალდები, რომელიც გავლენ ზღვაში, უკლებლივ ჩაიძირებიან, მაგრამ ისინი გაუკვლევენ გზას სხვა მეზღვაურებს. გაჰყვებიან შეშლილთა ხომალდების ნამსხვრევებს. "
Profile Image for eri.
67 reviews12 followers
October 9, 2020
ღმერთმანი, this book is sure something else.
Profile Image for Elene Baramidze.
16 reviews
April 20, 2022
ბავშვობაში მეც ასე ვიქცეოდი, გავრბოდი. სად და რისგან გააზრებული არ მქონდა, თუმცა ის მომწონდა, ოჯახის თითოეული წევრი რომ აჯარდებოდა და ხვეწნა-მუდარით ჩემ შემორიგებას ცდილობდა. დაიმედებული უკან ვბრუნდებოდი, მერე ისევ მაბრაზებდნენ და ისევ გავრბოდი.

თუთაც გარბოდა, თანაც ჩემზე უფრო სერიოზულად, დაუგეგმავად, დღეობით.
თუთა არ დაღლილა და ყოველ ჯერზე უფრო ძალაგალეული, მაინც ცდილობდა, არღვევდა, იბრძოდა. შემდეგ უკვე ყველას მოაბეზრა თავი დაუღალაობით, წარუმატებელი სუიციდური მცდელობებით, და, აი, შედეგს რომანის პირველივე გვერდთან მივყავართ: ალექსი(თუთას ძმა) მაიაკოვსკის ავტობუსში ზის. შავ ზურგჩანთაში დაშლილი სანადირო თოფი, ტანსაცმელი და წიგნები ჩაულაგებია. თუთა ამ დროს სახლშია, როგორც ალექსი ამბობს, ცოცხლად ლპება. მისი სიმყრალე კი ოჯახს მთლიანად მოსდებია. ტრაგიკული სცენარიც აქედან იწყება.


მინდა გითხრათ, რომ მე და ცოტნე პირველად გადავიკვეთეთ. მეორე გადაკვეთას უახლოეს მომავალში ვგეგმავ. საინტერესო იყო. ვერაფერს შევადარებ და ვერაფერთან გავაიგივებ. უბრალოდ გამიხარდა, რომ ახალგაზრდული ჩვეულებრივობით გაჟღენთილი სტრიქონები არ შემრჩა.
მოქნილი სიუჟეტები მკითხველისათვის დროის საინტერესოდ გამოპარვას ემსახურება. დინამიკური მოქმედებები, ლაკონიური დიალოგები არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს კითხვისას. მოკლედ, μηδὲν ἄγαν.

ამონარიდები:

🎭ტრაგედიები, როგორც იცი, ყოველთვის მეორდება ფარსად და ჩვენც ამ ყველაფრისგან მხოლოდ სიცილი ვისწავლეთ.

🎭საქართველოში ვერსად გაიქცევი. თბილისიდან ყველაზე შორს, ბაუმში თუ წახვალ; ჩვენი ქალაქიდან - ალბათ კახეთში.

🎭გაქცევა უმეტეს შემთხვევაში მაინც ნიშნავს, რომ ახალი ცხოვრება, სხვა სამსახური, შენთვის უფრო შესაფერისი ადამიანები გჭირდება. ამ ყველაფრის პოვნის ალბათობა კი საქართველოში ძალიან ცოტაა.

🎭მე არ შემიძლია აქ ცხოვრება. ყველაფერი იმდენად ბანალურია, როგორც მეტაფორა: "ნაცრისფერი კორპუსები", თუმცა თავში მხოლოდ ეს მაქვს.

🎭ყოველი სწორად გადადგმული ნაბიჯი იმ წესრიგის ნაწილი იყო, რომელიც მის არათავისუფლებას ითვალისწინებდა.

🎭ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ მამა მოძალადედ იქცა, იმის განცდაა, რომ თვითონ იყო უსამართლობის მსხვერპლი.

🎭შენი უბედურება ისაა, რომ გმირობის გარდა არაფერი შეგიძლია.
Profile Image for ლუკა ჭყოიძე.
118 reviews6 followers
February 20, 2021
მინიმალისტურად, უბრალოდ, უშუალოდ, „შინაურულად“, სევდიანად და მომენტებში უსასტიკესად წერს ცოტნე, ამიტომ მომწონს.
და ჰო, „ქალაქსა და წმინდანებს“ რომ შევადაროთ, ეს რომანი ოთხ ვარსკვლავს იმსახურებს.

„იმ ადამიანების სუნთქვა იქცევა დამანგრეველ ქარებად, რომელთა ჩაგვრის ხარჯზეც შენდება იმპერიები დედამიწის უფრო თვალსაჩინო მხარეებში."
April 1, 2017
მხოლოდ იმიტომ რომ "ქალაქი და წმინდანები" სასწაული იყო, ჯერ რომ ეს წამეკითხა და შემდეგ "ქალაქი და წმინდანები" ალბათ ორივეს 5-ს დავუწერდი.
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews35 followers
April 1, 2018
"ქალაქი და წმინდანების" შემდეგ ბევრად მეტს ველოდი. პირველი წიგნი ძალიან რეალური იყო, სავსე ემოციებით და საინტერესო პერსონაჟებით (სავარაუდოდ მალე დავწერ მის მიმოხილვას). რაც შეეხება "მაიაკოვსკის თეატრს" ძალიან არარეალურია. მთავარი პერსონაჟი სრულიად არამიმზ���დველი, მომაბეზრებელი ხეპრეა.
Profile Image for Keso Gagoshidze.
222 reviews23 followers
February 15, 2024
I feel the future Nobel Prize ringing on this dude's doorbell (?)
რატომ?
ომი, საზოგადოება, ოჯახი, სასწავლებელი, სამსახური, ახალგაზრდა და მერე უკვე არც ისე ახალგაზრდა კაცი და მისი იდეალები პოსტ-საბჭოთა, მერე "როცკერების" და "განმანათლებლების" სივრცეში, ოკუპაციის პირობებში, ვირტუალურ სამყაროში და რეალობაში, საკუთარი თავის ვერპოვნა, სიკვდილი, დამარცხება და კიდევ ერთი ომი. აი ამაზეა წიგნი.

ძირითადად გულგრილად განვსჯი წიგნებს. მომეწონა? არ მომეწონა? კარგი იყო ობიეტურად? არ იყო კარგი ობიექტურად? აი, ამის მიხედვით. "მაიაკოვსკის თეატრი" კი ისაა, რაც ობიექტურადაც ხარისხიანი ლიტერატურაა და თან თავისით "დამაავადა". წიგნი-ეპიდემია. N1 წასაკითხი ტექსტი. 100% recommended.

თბილისის მეტროში ახმეტელი-ვარკეთილის ერთი ხაზი 4-ჯერ დავკრუგე, კი, 2 საათი სწორედ ამ წიგნის 130 -რაღაცა გვერდის კითხვას მოვუნდი და მგზავრობა მაქსიმალურად გავწელე. ბედნიერებაა ჩემთვის ასეთი წიგნების აღმოჩენა.

წიგნი "მაიაკოვსკის თეატრი" 2010-იანი წლების ქვეყანას, ქართველ ტიპს - თუთას და მის ოჯახს ეხება. მთხრობელი მისი ძმა - ალექსია. გამზიარებელი კი - სულით-თხემამდე, მთელი საქართველო.
ქვეყანა, რომელიც დუღს, ქვეყანა, რომელიც ინგრევა, ქვეყანა, რომელიც პოსტ-პოსტ-პოსტ რეჟიმშია, ქვეყანა, რომელიც წუმპეა, მასზე კი ცოცხალი ხალხი დადის მაღალი იდეალებით და ოცნებებით, სამყაროს გადარჩენის ოცნებებით. პროვინცია, რომელიც იცლება. კვდება. დედაქალაქი, რომელიც თავშესაფარი ხდება, იდეალების და მიზნების კორიანტელი. ტრაგიკა, რომელიც ძალიან შემეხო.

უსაშველად შეძრული ვარ წიგნით და ასეთივე რეზონანსით ბედნიერი ვარ, რომ ცოტნე ცხვედიანი აღმოვაჩინე.
მისი პირველი წიგნი - "ქალაქი და წმინდანები" უკეთესიაო ამბობენ, ჰოდა, ვუმიზნებ. თუ მართლაც ასეა, ვფიქრობ, რომ ოთარ ჭილაძის შემდეგ (ჯერჯერობით, ვისაც გავცნობივარ, იმათ შორის) მხოლოდ ცოტნე ცხვედიანს აქვს ქართელ ავტორებს შორის შანსი ნობელისკენ.
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books422 followers
April 28, 2017
ალბათ, 3.5 უფრო. მოთხრობები უფრო ბუნებრივი და ემოციური იყო ჩემთვის.
Profile Image for Anisaki.
19 reviews
June 3, 2024
წიგნი სადაც ავტორი თითქმის ყველას დასცინის:’) 3,5⭐️
Profile Image for comet girl.
7 reviews
March 10, 2024
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ... ყოველთვის მომწონდა არასტანდარტულად, უხეშად დაწერილი, უცენზურო, ცინიზმით გაჟღენთილი და ჩარჩოებიდან ამოვარდნილი წიგნები. არის მათში რაღაც ჩამთრევი. თითქოს გადაცვეთილ თემებზეა, რაც თითქმის ყველა ქართველმა ავტორმა ფეხით გადათელა, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ შეადარებ, განსხვავებულია. სხვა ენაზე რომ ვერ გადათარგმნი, მხოლოდ ქართველი რომ გაიგებს აი ისეთია, რაღაცნაირად შინაურული.
"ტრაგედიები, როგორც იცი, ყოველთვის მეორდება ფარსად და ჩვენც ამ ყველაფრისგან მხოლოდ სიცილი ვისწავლეთ".

magnus opus ცოტნე! <3
Profile Image for Jaba Tabukashvili .
2 reviews
May 3, 2018
აფოს და თუთას ქეიფი იყო ყველაზე სასაცილო, ირონიული, ამაღელვებელი და თან სევდიანი მომენტი მთელს წიგნში ჩემთვის. თითქოს მთელი წიგნის არსი შეიძლება ამ ეპიზოდში ჩაეტიოს.

"მამა თუთას საყელოში სწვდა და სკამიდან აათრია.
- წავალთ ახლავე, ბოდიში, - აკანკალებული ხმით წაიბუტბუტა აფომ.
- გაეთრიე! - ახლა მას მიმართა მამამ.
- არ გალახო ბოვში.
აფო წამოდგა, მხარზე მეგობრულად დამარტყა ხელი და კარში გავიდა." <3
December 31, 2019
მეჰ... ცუდი წიგნი არ არის, მაგრამ ბევრი ისეთი ღირსება არ აქვს, რის გამოც უფრო მაღალ შეფასებას მივცემდი. ბლოგი-წიგნია რა. და ბლოგი-წიგნები ჩემი გემოვნებისთვის მაინცდამაინც არ არის. მომეწონა ის, რომ ქართველ მწერალთა დიდი ნაწილისაგან განსხვავებით, პოსტმოდერნიზმი ზომიერია და არ აფუჭებს წიგნს. საინტერესოც არის, კარგადაც იკითხება, მაგრამ სიღრმე აკლია რა.
Profile Image for Sandro.
61 reviews6 followers
June 22, 2017
კარგი წიგნია 4-საც დავუწერდი მაგრამ ზოგი მომენტი ნამეტანი არა რეალისტური და არა დამაჯერებელი იყო და ამიტომ 3. თუთა ნაძირალაა.
Displaying 1 - 30 of 39 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.