Jump to ratings and reviews
Rate this book

დროთა კავშირი

Rate this book
სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობის გმირს, ახალგაზრდა ექიმს, 23-ე საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს, შეიპყრობს „გაახალგაზრდავების“ იდეა. სინათლესთან მიახლოებული სიჩქარით ფრენისას, დროის ფარდობითობის თეორიიდან გამომდინარე, მას გაცილებით დაბერებულები დახვდებიან ნათესავები და მეგობრები. დედამიწაზე დაბრუნებისას ახალგაზრდა ექიმი ნანობს თავის საქციელს.

54 pages, Paperback

First published January 1, 1967

22 people want to read

About the author

Edisher Kipiani

11 books1 follower
1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროლოგიის სპეციალობით. ლიტერატურაში მისი სამწერლო დებიუტი ამავე ხანებში შედგა. პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნა ახალგაზრდულ გაზეთებსა და „ნიანგში“. 1951 წელს ჟურნალ „დროშაში“ დაიწყო მუშაობა და სამუდამოდ დაუკავშირდა ლიტერატურას. ჟურნალების ფურცლებზე აქვეყნებდა უტყუარი ნიჭით აღბეჭდილ ნარკვევებსა და მოთხრობებს. მისი საქმიანი თვისებები — მომთხოვნელობა, პრინციპულობა, გემოვნება — სრულიად გამოვლინდა ჟურნალ „მნათობში“ პასუხისაგებ თანამდებობებზე მოღვაწეობისას.

მკითხველმა შეიყვარა ამ უზადო ხელოვანის „მაღალი ჭერი“, „ათფურცლიანი რვეულები“, „გოგონა რომელსაც ზღვა უყვარს“, „მწვანე ფარდა“, „მეცხრე კარი“ და სხვა. განსაკუთრებულად წარმოჩნდა მწერლის ოსტატობა მის ბოლო ორ რომანში — „ცაში ასროლილი ქუდები“ და „წითელი ღრუბლები“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (11%)
4 stars
9 (52%)
3 stars
3 (17%)
2 stars
2 (11%)
1 star
1 (5%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Nino Khvistani.
153 reviews7 followers
August 6, 2023
ჩემი პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა და ისიც შეცდომიანი☹️
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.