What do you think?

ადამიანი გაზეთის სვეტში
,,ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,
რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია,
ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ
ადამიანებს და არა მონებს.
არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა
და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას,
მონაა ისიც".

Unknown Binding
About the author
Otar Chiladze
29 books186 followersOtar Chiladze (ოთარ ჭილაძე) was a Georgian writer who played a prominent role in the resurrection of the Georgian prose in the post-Stalin era. His novels characteristically fuse Sumerian and Hellenic mythology with the predicaments of a modern Georgian intellectual.
Chiladze was born in Sighnaghi, a town in Kakheti, the easternmost province of then-Soviet Georgia. He graduated from the Tbilisi State University with a degree in journalism in 1956. His works, primary poetry, first appeared in the 1950s. At the same time, Chiladze engaged in literary journalism, working for leading magazines in Tbilisi. He gained popularity with his series of lengthy, atmospheric novels, such as A Man Was Going Down the Road (1972–3), "Everyone That Findeth Me" (1976), "Avelum" (1995), and others. He was a chief editor of the literary magazine Mnatobi since 1997. Chiladze also published several collections of poems and plays. He was awarded Shota Rustaveli Prize in 1983 and State Prize of Georgia in 1993.[1]
Chiladze died after a long illness in October 2009 and was buried at the Mtatsminda Pantheon in Tbilisi, where some of the most prominent writers, artists, scholars, and national heroes of Georgia are buried..[2] His elder brother Tamaz Chiladze is also a writer.

Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 25 of 25 reviews
December 23, 2024
ამან ჩამაგდო მე მერვე კლასში ეგზისტენციალურ კრიზისში და იმის მერე სიცარიელეში ვარ, ბატონო ვაჟა.
March 21, 2024
"სუსტი ყოფილა ადამიანი, რადგან არ იცის, როგორ იმართლოს ან ვის წინაშე იმართლოს თავი.
არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა, და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც. ბედნიერია ყოველი თვალი, თუკი სიმართლეს უყურებს იგი.
ჯერ არ არსებობს ტვინის რენტგენი და ვერ გაიგებ, რას ფიქრობს კაცი, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ვერასოდეს ვერ შეათავსებს ბოროტს და კეთილს.
ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მე მწამდა ერთი კანონი: თავისუფლების და სიყვარულის.
ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვნია საბრალოს თავი და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობასა და სიძულვილში.
შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი.. ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში."

February 28, 2026
ჩემთვის ყველაზე საყვარელი პოემა, ყოველ წელს რომ თავიდან ვუბრუნდები.
პირველად მე-9 კლასში წავიკითხე და მას შემდეგ ალბათ ყოველ წელს ვკითხულობ.
ჩემთვის მაგალითია უმაღლესი მორალისა და ჰუმანურობის, ასევე იმის თუ გარემოებებმა როგორი სასტიკი შეიძლება გახადოს ადამიანი. პატრიოტიზით განმსჭვალული და სამართლიანობის სურვილით აღტყინებული ადამიანის უკვდავი სული და იდეა,რომ მთავარია რა ღირებულებებს ვაცოხხლებთ ჩვენი სიკვდილით. არვიცი რა ვთქვა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მარგალიტია.

February 6, 2025
აი სახლში რომ ყველას გვქონდა წიგნი - ყველაფერი ყველაფერზე - ეგაა ეს :დ
March 5, 2025
“ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მე მწამდა ერთი კანონი: თავისუფლება და სიყვარული.”
January 6, 2018
"ადამიანი უფრო მეტია ვიდრე ჰგონია ,
მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი..."
რთულია , ერთი მოვლენის "ხარჯზე" შეეხო თითქმის ყველა ცხოვრებისეულ საკითხს , "ღმერთის კალთიდან გადმოვარდნით" დაწყებული "სულის საჭურისობით" დამთავრებული. ოთარ ჭილაძე ის უდიდესი მწერალია , რომლისთვისაც ამგვარი რამ სირთულეს არ წარმოადგენს. ძალზე სასიამოვნო საკითხავია და ამავდროულად , ბევრისმომცემიც. ლექსისათვის დამახასიათებელია მარტივი ენა. მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა , როცა "ყველაფერი გენიალური მარტივია".

January 24, 2020
ყველაფერია ამ ლექსში. დიდად სევდიანი რამე კია, მაგრამ, რა, მერე?
February 8, 2026
რეალობით გაჟღენთილი თეთრი ლექსი, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გააზრებული!
კრუს ხიმენესის დაუკარგავი იმედი მოტივაციას იძლევა, რომ იყო იმაზე კეთილი, პატრიოტი, პატიოსანი, სამართლიანი და დაკვირვებული ვიდრე იყავი გუშინ! ❤️
(სასწაული სიტყვებია)
"ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია,
ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს.
არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა,
და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც".
"არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები.
არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი,
მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი."
"ფიქრის უფლება ყოფილა თურმე ყველაზე ძვირი,
რადგან ცხოვრების ავანჩავანი ფიქრში ირკვევა,
ხოლო სიცოცხლეს ვერ დაგიბრუნებს ვერც ერთი ღმერთი."

"ნუთუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი.
თუ სიკეთეა სულის საწყისი, ვიღას სჭირდება ამდენი სისხლი და რატომ კვდება ადამიანი,
თუ დამტკიცება უნდა სიმართლის?! რატომ ვერ ძღება ყველას სტომაქი კუთვნილი პურით,
წყლითა და ჰაერით?!..ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია,
მაგრამ აქამდე ვერ უპოვნია საბრალოს თავი და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში,
მტრობასა და სიძულვილში. შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი..
ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში."
"როგორც ტყიდან მეორე ტყეში გადააქვთ ქარებს თესლი ხეების,
ისე გადადის გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები, სურვილები.
ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები.
ამ შეჯახებას მოაქვს ქუხილი, ქუხილს კი ცეცხლი,
რომ შუქით გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში,
ხოლო წვიმები კლდეებსაც რეცხავენ და კაცის გულსაც და,
როგორც ბროლის მაღალ ტაძარში, მთელი ქვეყანა შედის წვიმაში."

June 14, 2026
“მე არ მეგონა, თუ ასე ძნელი იყო სიკვდილი. სუსტი ყოფილა ადამიანი, რადგან არ იცის, როგორ იმართლოს ან ვის წინაშე იმართლოს თავი. ამიტომ ვკვდები და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს.”
“ამიტომ ვკვდები, ვკვდები და ჩუმად საკუთარ სისხლის გუბეში ვწევარ და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს. ჩემი სხეული სისხლის გუბეზე ხიდივითაა გადამხობილი დასასჯელებსა და დამსჯელებს შორის.”
“მალე დასრულდა ჩემი ცხოვრება: შეუგნებელიც და შეგნებულიც, მაგრამ სიცოცხლე ჯერ არასოდეს არ მდომებია ასე მტანჯველად.
ასე არასდროს მომნატრებია დედა და წყალი და ძველისძველი ჩემი საწოლი.
მე იმ საწოლზეც ვწვებოდი ხოლმე ასე უძრავად, რომ დამესვენა და განმეცადა საამო გრძნობა თავისუფლების.
ასე საგანი აწვება საგანს, გამოთიშული ტანის სიმძიმით. ახლა ჩემს ტანში სხედან ტყვიები, როგორც მხეცები ღრმა სოროებში და თუ ქვეყანას მართლა მოაკლდა ეს რამდენიმე გრამი სიკვდილი, მე კმაყოფილი ვიქნები ამით, მაგრამ არ მინდა და არც მგონია, რომ ჩაეტიოს გაზეთის სვეტში ჩემი ვნებები და სურვილები.
ჩემი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია, ხოლო გაზეთი ადვილად კვდება, როგორც ფრინველი.
სამარადისოდ მოვწყდი ქვეყანას, რადგან სამხედრო წესდების მუხლებს მთლად ვერ დაემთხვა ჩემი სურვილი.”
“ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მე მწამდა ერთი კანონი: თავისუფლების და სიყვარულის.”
“არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი, მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი.”
“ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვნია საბრალოს თავი და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობასა და სიძულვილში.
შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი.. ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში.”
December 31, 2024
უბრალოდ დიდებულია ოთარ ჭილაძე და მისი შემოქმედება.ყველა წინადადებაში მნიშვენლოვანი იდეა დევს და ყველა წინადადება ჩაგაფიქრებს. "ადამიანი გაზეთის სვეტში" ერთგვარი ბილიკია რომელიც მიგიყვანს იქამდე თუ როგორი უნდა იყოს ცალკეული ადამიანი თუ საზოგადოება სწორი და უმაღლესი ღირებულებებით.
"ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მე მწამდა ერთი კანონი:თავისუფლების და სიყვარულის."
"შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი..
ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში."
"ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მე მწამდა ერთი კანონი:თავისუფლების და სიყვარულის."
"შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი..
ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში."
January 19, 2026
როდესაც მინდა რაღაც ღვთაებრივი შევიგრძნო ყოველთვის ვუბრუნდები ამ პატარა ,თუმცა უდიდეს!!! ნაწარმოებს. მართლა არ ვიცი რამდენჯერ მაქვს წაკითხული, რამდენი ღამე გამითენებია ორჯერ, სამჯერ ნელა ამის გადაკითხვასა და თითოეული წინადადებით ტკბობაში. უმეცრებაა გეგონოს, რომ საუკეთესოზე საუკეთესო არ დაილევა, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ! ოთარ ჭილაძეს ჩემთვის ვერავინ ჩაანაცვლებს.
August 9, 2025
პირველად რომ წავიკითხე ვიგრძენი რომ ვიღაცამ ჩემი განცდები იმაზე უკეთ გადაიტანა ფურცელზე ვიდრე მე ოდესმე შევძლებდი მის ვერბალიზაციას, ამაზე მაგარი ჩემთვის ჯერ არაფერი დაწერილა, ამაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ჯერ არაფერს მოუხდენია.
January 16, 2026
“…მეც, რა თქმა უნდა, ვნანობ სიცოცხლეს…
ძალიან მალე დასრულდა იგი, მაგრამ არ ვნანობ ასე რომ მოვკვდი;
რაღაცას ნიშნავს ასე სიკვდილიც; რაღაცას ნიშნავს,
რადგან ამქვეყნად, გარდა ბოროტისა, არის კეთილიც.”
აბსოლიტური ტკივილი

ჩვენ მარცვლები ვართ...
June 18, 2018
რაის ვეფხისტყაოსანი.
June 29, 2018
'' ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი : თავისუფლება .''
This entire review has been hidden because of spoilers.
July 5, 2022
ერთ-ერთი ნაწარმოებია რომელიც სკოლაში დიდი ინტერესით გავიარე და არც მას მერე დამვიწყებია
September 11, 2023
ჭილაძე ♡
December 28, 2024
“ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია,ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს. “
“ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას , მონაა ისიც “

April 16, 2025
ამის წაკითხვას ნაღდად არაფერი არუნდა, ამიტომ წაიკითხეთ!!!
November 3, 2025
"ფიქრის უფლება ყოფილა თურმე ყველაზე ძვირი,
რადგან ცხოვრების ავანჩავანი ფიქრში ირკვევა,
ხოლო სიცოცხლეს ვერ დაგიბრუნებს ვერც ერთი ღმერთი."
რავი რა

February 19, 2026
"სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს."
უბრალოდ ვგიჟდები, მეტის თქმა არცაა საჭირო.

March 8, 2017
ძაან საყვარელი კაცია ბატონი ჭილაძე ყველასგან გამორჩეული თხრობის მანერით და იმედია აველუმსაც წავიკითხავ ოდესმე <3 ^ ^
August 24, 2024
გ ე ნ ი ა ლ უ რ ი ⭐️
February 13, 2025
მიყვარს💕💕 ლექსებს ვერ ვსწავლობ(არ მაქვს ამის უნარი პატარაობიდან) მაგრამ ეს ლექსი შემომესწავლა თავისით ისე მომეწონა💜
Displaying 1 - 25 of 25 reviews