ძველი ქართული პანეგირიკული პოეზიის ნიმუში. წარმოადგენს თამარ მეფის ხოტბას. თამართან ერთად შექებულია მისი მეუღლე დავით სოსლანი და ვაჟი - ლაშა-გიორგი. ზოგ მკვლევარს „თამარიანი“ სხვადასხვა დროს დაწერილი ოდების კრებულად მიაჩნია, ზოგს კი მეფე-ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების ამსახველ ერთიან პოემად. ნაწარმოები დაწერილი უნდა იყოს მე-13 საუკუნის დასაწყისში, ჩვენამდე კი XVII-XVIII საუკუნეთა ხელნაწერების სახითაა მოღწეული. პოემა ავტორად სახელდება ჩახრუხაძე. დაწერილია ოცმარცვლიანი ლექსით, რომელსაც „ჩახრუხაძეულს“ უწოდებენ.
რა კარგად დაიწყო არადა - არისტოტელეო, ესაო ისაო და მერე ისეთი მისცხო დღეს გარანტირებული ექნებოდა ტევა ნადეჟდაზე მუშაობა :დ
იმ დროისთვისაც და მეფის კარის პოეტის პირობაზეც კი- ზედმეტად ყალბი ტექსტია.
კიდე უფრო გასაკვირია ასეთი პოეტების გვერდით როგორ ჩამოვარდა ის ჩვენი რუსთველი! ეტყობა, მართლა გადმოუვარდა წეროს, რომელსაც სხვა ქვეყნისთვის მიჰქონდა ღმერთების ბრძანებით :დ
ზუსტად აბდულმესიანივით - კარგი პოეზია და საინტერესო ადგილები, მაგრამ პროპაგანდა წმინდა წყლის. უბრალოდ აქ ცოტა უფრო მეტია ანტიკური და ზოგადად უფრო მრავალფეროვანია ვიდრე შავთელის ოდები