"უკვე 20 წელიწადზე მეტია ბატონი გურამი წერს ზღაპრებს პატარა ქალაქზე, რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან ჰგავს რეალურს", _ აცხადებენ გამომცემლობა "პალიტრა L"-ში. წიგნი გამორჩეულია ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა. გურამ პეტრიაშვილის თქმით, წიგნი "პატარა ქალაქის ზღაპრები" "ყველასთვის არის, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს".
ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სულიერების სახელმძღვანელო. ავტორი პირდაპირ შენ გულს ელაპარაკება, შენ შინაგან ბავშვს, რომელსაც არაფერი უნდა გარდა სიყვარულისა. ეს არის წიგნი გაფრენაზე მეოცნებე, სიზმრისმხედველ, ცისარტყელაზე მოცეკვავე ადამიანებზე. და რატომ მარტო ადამიანებზე, არსებებზე, რადგან ,,სიზმრის მხედველი კაცი და სიზმრის მხედველი ბეჰემოთი უფრო ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე ორი კაცი, რომელთაგან ერთი ხედავს სიზმრებს და მეორე კი - არა". ისინი თავიანთ შინაგან ხმას უსმენენ და მიჰყვებიან, ცისარტყელაზე ცეკვავენ, ანათებენ, ბავშვებს ოცნებებს უსრულებენ, ცაში იყურებიან და მზის დანახვისას ყველაფერი ავიწყდებათ. მათ დასცინიან, დევნიან, მათ არ იღებს საზოგადოება, ისინი სისტემის გარეთ არიან. ამავე დროს ისინი უყვართ ყველაზე უანგარო სიყვარულით, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან სხვა "სიზმრისმხედველები."
და მაინც ,,არაფერია უფრო ნაზი და მსუბუქი, ვიდრე სიზმარახდენილი ბეჰემოთი".
არ ვიცი ეს ზღაპრები დიდებისთვისაა თუ პატარებისთვის .. ალბათ უფრო მათთვის ვის გულშიც პიტერ პენი ისევ ცოცხლობს და დროის ბრუნვამ არ გაუუხეშა სული. გურამ პეტრიაშვილის გამოგონილი ქალაქი ჩემთვის დიდი ხნის წინ თეთრსულელას ამბით დაიწყპ. დიდი ხნის წინ თქო ვამბობ და ვგულისმობ ერთ საოცარ წიგნს " ბიჭო , ვისი ხარ მალხაზი " რომელიც 5 წლისას მაჩუქა დედამ და რომელშიც საოცარი ამბები ეწერა. ერთ- ერთი ასეთი საოცრება თეთრსულელა იყო რომელიც ბოროტი ადამიანების გამოისობით ცისარტყელის გასაწმენდად ავიდა და მერცხლებს შეერჩია . იმდენ ხანს ვტიროდი მის ამბავზე რომ , " ქეთოს მერცხალიც" კი გადამიფარა :) ადამიანურობას, სილაღეს , სიმშვიდეს და სასწაულების რწმენას გასწავლის პეტრიაშვილის ზღაპრები. მახსოვს დედა მიყვებოდა ხოლმე მასზე,რომ კლასელები იყვნენ ერთი სოფლიდან. რანაირი იყო :)