Jump to ratings and reviews
Rate this book

ქელეხი ქარში

Rate this book
ძალზე ნაცნობი ტოპოსი – ქუთაისი; ავტონომიური ლოკალი – რესტორანი; დრო – 1988 წლის 13 აპრილი. დიმიტრი კ...ძე, იგივე ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს.

ავტორს სარისკო გზა აქვს არჩეული. შემთხვევითი, იშვიათი ფაქტი უნდა აქციოს მხატვრული ინტერესის საგნად. ეს იოლი ამოცანა არ არის, რადგან საქმე გვაქვს არა ანეკდოტთან, არამედ თხრობასთან, რომელშიც მონაწილეობს კონკრეტული ხასიათებისა და სახეების წყება. თანამედროვე ქართული მარაზმი ირაკლი სამსონაძის შემოქმედებაში

ახალი თემა არ არის. რომანი ყურთბალიში ამ თემის მხატვრული ანალიზია. იგივე შეიძლება ითქვას ლეას საათზე. კომედია-აბსურდი-ტრაგედია – ის თვალშისაცემი ნიშნებია, რაც ირაკლი სამსონაძის პროზასა და დრამატურგიას ანათესავებს ერთმანეთთან.

ქელეხი ქარშიც ამ პრინციპით არის შესრულებული. ამ თვალთახედვით იკითხება მთავარი აზრი. რამდენადაც მკვეთრია აბსურდის ეფექტი, იმდენად მდგრადია თხრობის სტილი, რომელშიც შერწყმულია პროზაული, დრამატურგიული და კინემატოგრაფიული დეტალები, ამასთან ერთად, მართალი, ბუნებრივი დიალოგები და ზუსტი რემარკები, ჩამოქნილი, პლასტიკური ხასიათები, ცოცხალი სიტუაციური გარემო და ზომიერი ფსიქოლოგიზმი.

71 pages, Paperback

Published January 1, 2016

Loading...
Loading...

About the author

Irakli Samsonadze

12 books3 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
9 (36%)
4 stars
7 (28%)
3 stars
5 (20%)
2 stars
3 (12%)
1 star
1 (4%)
Displaying 1 - 8 of 8 reviews
Profile Image for Rezi Tchitanava.
59 reviews5 followers
January 3, 2019
სიყვარული უნდოდა ლამარიეს მარა სიყვარულს არ უნდოდა ლამარიე.
Profile Image for NEKA.
168 reviews
April 10, 2020
ლამარიე მეცოდება, უსიყვარულოდ დაბერებული ლამარიე
Profile Image for Ilia Tchanturia.
Author 2 books50 followers
January 3, 2019
მოთხრობაა, რომანია, თუ რაცაა, კარგი რამეა. კომედიური, აბსურდული და სევდიაინი.
Profile Image for Levius Shakulashvili.
292 reviews
April 5, 2026
კონცეფცია მომწონს და გასაგებია. წერის სტილი და მექანიკაც გასაგებია რატოც აარჩია ასე. რავი რა, აი ძაააალიან predictable იყოს ჩემთვის მთლიანად, რა ვქნა. თითქოს წინასწარ ვიცოდი რომელი პერსონაჟი რას იზამდა, როგორი წიაღსვლა თუ კათარზისი ექნებოდა. ჩემ მეგობრებს ვისაც აქ რევიუ უწერიათ ვხვდები რატოც მოეწონათ: პანტეს იმიტო რო მუჟიკური სსრკ შარჟი უსწორდება და ნეკას იმიტო რო ლამარიეს პერსონაჟი ვითომ კარგადაა დაწერილი, მარა მე მგონია რო არაა დაწერილი კარგად. მთელი კითხვის პროცესი მეკიდა ეს პერსონაჟები და მთლიანი ტექსტიც მეკიდა რაღაცნაირად. კარგ ფილმად თუ გადაიღებენ, პერსონაჟების პატარაობის ფლეშბექებით, ბევრად ეფექტური და მრავალშრიანი მგონია რო შეიძლება გამოვიდეს. ფილმადაც უფრო ჩემებური იქნებოდა.
Profile Image for Pante.
101 reviews23 followers
October 28, 2019
ყოველმხრივ უნაკლო ნაწარმოები თავისი მითოლოგიური ქვეტექსტით, საბჭოთა ადამიანის გაშიშვლებით და სატირლად სასაცილო აბსურდით.
სამხრეთულ სპილოსთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართული ნაწარმოები.
Displaying 1 - 8 of 8 reviews