რა არის ის, რაც ბელგრადს, ამ უძველეს ქალაქს, სხვა ქალაქთაგან გამოარჩევს, ან უფრო სწორედ – რის გამოა ის ასე საინტერესო მილორად პავიჩისათვის, გარდა იმისა, რომ მშობლიური ქალაქია და მისი ცხოვრების ყველა ეპიზოდიც ამ ქალაქს უკავშირდება? ამ წიგნში არის ისტორიაც, გროტესკიც, უფრო კი ფარული სევდა და სინანული, რომლითაც გამსჭვალულია თხრობის მანერაც და ცალკეული პასაჟებიც; ამ წიგნში ყველას თავისი ბელგრადის წარმოდგენა შეუძლია, „ყველაზე ლამაზ ადგილას გაშენებული ყველაზე მახინჯი ქალაქისა“, რომელსაც წარსული უფრო აქვს, ვიდრე აწმყო, თუმცა მისი შეცნობა და დანახვა ადამიანურ ძალთა შინაგანი, უხილავი პლასტებითაა შესაძლებელი.
Milorad Pavić was a Serbian poet, prose writer, translator, and literary historian.
Pavić wrote five novels which were translated into English: Dictionary of the Khazars: A Lexicon Novel, Landscape Painted With Tea, Inner Side of the Wind, Last Love in Constantinople and Unique Item as well as many short stories not in English translation.
მშრალად აღწერილ ისტორიულ ფაქტებს + ბევრი "ძალიან ცნობილი" უცნობი გვარი + რიგითი ისტორია, რომელსაც პავიჩი დაწერდა თუ ჩვეუელებრივი მემატიანე, დიდი განსხვავება არ იქნებოდა.
თუმცა, მათთვის, ვისაც ბელგრადში უმოგზაურია, ან პირიქით მოგზაურობას აპირებს ნამდვილად საინტერესო და გამოსადეგი წიგნია.