Jump to ratings and reviews
Rate this book

MOX

Rate this book
MOX – ეს ვირტუალური რეალობაა. სამყარო, რომელიც დრო-სივრცის მიღმაა და რომლის მომხმარებლებიც ოდესღაც ადამიანები იყვნენ. XXI საუკუნეში მცხოვრები მეცნიერის კარლ მოქსის ერთი შეხედვით გიჟური იდეები სამყაროს აღსასრულის პირას მდგომმა ადამიანებმა გაიხსენეს და მატერიალურ ყოფაზე თავად თქვეს უარი.
ასე დაიწყო ეპოქა, რომელიც ადამიანების მიერ წარმოდგენილ ედემს ჰგავს. მოქსში არ არსებობს ტკივილი, სიკვდილი, კონკურენცია, შიში და სხვა „ადამიანური“ ცნებები. არც პასუხგაუცემელი კითხვები. მოქსი სრულყოფილი სისტემაა, რომელსაც ყოვლისმცოდნე სუპერგონება, იგივე სუპერკომპიუტერი განაგებს. მაგრამ ყველაზე სრულყოფილ პროგრამასაც შეიძლება ჰქონდეს ხარვეზები და მოქსში ეს „ხარვეზები“ ვირტუალური არსებების მიერ ადამიანობის ნოსტალგიაში გამოიხატება. მოქსელებს უჩნდებათ კითხვები, რომლებზე პასუხსაც მხოლოდ მატერიალურ სამყაროში „დაბრუნებით“ თუ გასცემენ.
დათო სამნიაშვილის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი MOX მომავლის ადამიანის ცხოვრების ქრონიკაა. ამბავი იმაზე, თუ როგორ მოევლინა დედამიწას ვირტუალური სამოთხიდან ადამიანი და კაცობრიობას საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება დაუტოვა.

210 pages, Paperback

First published April 21, 2017

2 people are currently reading
64 people want to read

About the author

Dato Samniashvili

2 books56 followers
დათო სამნიაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. ბავშვობიდან დაინტერესდა ჭადრაკით. სკოლაში შესვლისთანავე ჭადრაკს სერიოზულად მოჰკიდა ხელი. ნათამაშები აქვს როგორც ადგილობრივ თბილისის და საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში, ისე საერთაშორისო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

დათომ პირველი მოთხრობა დაწყებით კლასებში დაწერა, რომელშიც ის ქოლგის გაპიროვნებას ახდენს. ქოლგა ვერ ჰყვება ადამიანების, კონკრეტულად მისი პატრონის, მოდის აჩქარებულ ცვალებადობას და საყვარელი ნივთიდან ნელ-ნელა უსარგებლო ნივთად, ბოლოს კი “ნაგავად” ტრანსფორმირდება.

დათოს პირველი სამუშაო გამოცდილება ბანკებთან და ეკონომიკასთან ასოცირდება. მისი თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა და ამავდროულად სწორად გადადგმული ნაბიჯი ცხოვრებაში. “ეს იყო ის შეცდომა, რაც აუცილებლად უნდა დამეშვა. მე ამოვყავი თავი იქ, სადაც არაფერი მესაქმებოდა. დღეს უკვე ვიცი, თუ სად არ არის ჩემი ადგილი”.

საბანკო სექტორში რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ დათომ მაგისტრატურა ჟურნალისტიკის კუთხით გააგრძელა და წერას დაუბრუნდა. მალევე რადიო თავისუფლების მედია სკოლის ერთ წლიანი გრანტი მოიპოვა.

დღეს ის სამეცნიერო ჟურნალისტად მუშაობს. არის სამეცნიერო პლატფორმა — Next.on.ge-ის რედაქტორი, წერს სამეცნიერო სტატიებს და აქვს პოდკასტი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე. დათო ადრე სხვადასხვა გამომცემლობისთვისაც წერდა, მათ შორის National Geographic საქართველოსთვის.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
33 (41%)
4 stars
34 (43%)
3 stars
7 (8%)
2 stars
4 (5%)
1 star
1 (1%)
Displaying 1 - 20 of 20 reviews
Profile Image for Lazare.
53 reviews2 followers
Read
February 12, 2020
კაცობრიობა ძალიან ბევრს მიაღწევს, ადამიანი მთელ სამყაროს დაიმონებს.

სამწუხაროდ, მოქსის კითხვა ძალიან გამეწელა. პირველი ნაწილი რომ დავამთავრე, მეორე ნაწილის კითხვა თითქმის ორი კვირის შემდეგ დავიწყე და დღეს დავამთავრე, მაგრამ მიუხედავად ამისა, არცერთი წამით არ გამნელებია შთაბეჭდილებები წიგნზე.
მოქსი არის სუპერწიგნი. სუპერლიტერატურა. მოქსი არის კარგად ნაფიქრი, გააზრებული, დამუშავებული სამეცნიერო ფანტასტიკა და მომენტებში ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდა, თითქოს, მორგან ფრიმენის შოუს ვუყურებდი (არ ვამბობ იმას, რომ ცუდია, ან კარგი). თუმცა, ალბათ, უფრო კარგია, რადგან მეტწილად კარგ შეგრძნებას ტოვებდა და მე როგორც მკითხველი, მოხარული ვარ, რომ ამ ჟანრში კარგი წიგნი გვეღირსა ქართველი ავტორისგან და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. რაც მთავარია, ის უფრო სასიხარულოა, რომ ასეთი კარგი რეაქციები მოჰყვა მოქს. მოკლედ, წარმატებები ავტორს.

პ.ს: ეს მდედრი და მამრი რა უბედურებაა, რა არის, უფ.
13 reviews3 followers
August 16, 2020

Generali minerali-ს ტრეკებთან ერთად,ილუზიურობისთვის უჩვეულოდ ნამდვილი ატმოსფერო გასდევდა კითხვისას მთელ წიგნს. მეორე ნაწილი განსაკუთრებით დინამიური და ჩამთრევი იყო, იდეა 1010/1010
Profile Image for Mikheil.
Author 11 books117 followers
April 12, 2017
ერთ-ერთი ყველაზე კარგი დებიუტი, რაც ბოლო დროის ქართულ პროზაში შემხვედრია.
ნოსტალგია რომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ბაგი არის, ვერავინ ვერსად ვერ გაექცევა მაგ ამბავს! ვერც ადამიანები, ვერც იუზერები.
4 ვარსკლავი იმიტომ, რომ შემდეგ წიგნს 5 დავუწერო 3:)
Profile Image for Michael.
117 reviews39 followers
May 8, 2017
ადამიანი და მისი ცნობისმოყვარეობა ვირუსია, რომელიც სამყაროს განადგურებას უქადის, ამიტომ მან უნდა მოიფიქროს ციხე საკუთარი თავისთვის, ისეთი ციხე, სადაც დაივიწყებს რომ ციხეშია, სადაც ცნობისმოყვარეობისთვის "სარდაფში" რეინკარნაციით დაისჯები. ეს არის სამყარო რომელიც რეალობას მოწყდა რათა შეენარჩუნებინა რეალობა.
ამ წიგნში ისმის სწორედ ის კითხვები და ის სავარაუდო პასუხები რაც ეგზისტენციალურ თემებში სულ ახალია, ახალმა კომპიუტერული სიმულაციების ეპოქამ დასვა. და გვაიძულა სხვანაირად შეგვეხედა ფუნდამენტური კითხვებისთვის.
შეუძლია ვირტუალურ სამყაროს მთლიანად ჩაანაცვლოს მატერიალური? ან კი შეუძლია მოგვცეს იდილია? ვინ არის ადამიანი? მატერიალურ სამყაროში შობილი და საბოლოოდ მასზე მიჯაჭვული უსუსურობა თუ წმინდა გონება რომელსა შეუძლია პლატონის იდეების სამყაროში გადაბარგება? ბევრი საფიქრალია ამ წიგნის შემდეგ. კარგი დებიუტია!
Profile Image for Tiko Kachlishvili.
23 reviews28 followers
June 16, 2017
დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, რომ ეს წიგნი წაკითხვის მერე ასე ჩუმად შევაფასე 5 ვარსკვლავით და გავიპარე) ზოგადად ასეთ კარგ ქართულ ნაწარმოებს როცა ვკითხულობ ყოველთვის ვცდილობ ავტორს სამაგიერო იმით გადავუხადო, რომ დავანახო რა ემოციებს იწვევს მისი წიგნი მკითხველში (ასე მგონია რომ აინტერესებთ ასეთი რაღაცები). :) მოკლედ ამ წიგნის ვალი მაქვს, ვიმახსოვრებ და აუცილებლად დავუწერ)))
Profile Image for Marita Mazanishvili.
65 reviews12 followers
April 10, 2018
ყველაფერი გამახსენა ამ წიგნმა: მატრიცა, ვესთვორლდი, black mirror, K-Pax, დიკის “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე", რიკ ენდ მორტი და ა.შ პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის წიგნია, რომელიც წავიკითხე და ისედაც ერთ-ერთი “პირველი" უნდა იყოს ამ ჟანრის ქართულ წიგნებში.
მოქსი მომავლის სამყაროა, ვირტუალური რეალობა, რომელიც კარლ მოქსმა შექმნა. აქ წყალსაც სხვა გემო აქვს, სიბერე და სიკვდილი არ არსებობს, არამატერიალურ “ადამიანებს” სექსიც უფრო სასიამოვნო აქვთ. მოკლედ, მოქსში ყველაფერი იდეალურადაა მანამ, სანამ მოქსის მთვარი გმირი M13 პროგრამული შეცდომის გამო დედამიწაზე არ დაბრუნდება, სადაც, რა თქმა უნდა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოამწყვდევენ, მისი ფიქრები სუპერკომპიუტერის და სხვა რეალობების შესახებ კი ნამდვილი ბოდვა ჰგონიათ. ყველაფერი მაშინ ხდება კიდევ უფრო საინტერესო, როდესაც m13 მატერიალურ სამყაროდან ისევ გაქრება და “სახლში” დაბრუნდებული გადაწყვეტს ყველაფერი გაარკვიოს, ყველა ეგზისტენციალურ და არაეგზისტენციალურ კითხვას გასცეს პასუხი, თუკი ეს შესაძლებელია.
მართალია, მთელი ეს ფანტასტიკურ-ფანტასტიური მოგზაურობა m13-ის გარშემო ტრიალებს, მაგრამ ჩვენ თვითონ იმდენი კითხვა გვიჩნდება, ხანდახან უფრო მეტად ჩვენ ამბავს და ჩვენ “ძიებას” ჰგავს ცხოვრებაში, ვიდრე პერსონაჟის.
მაგალითად, თქვენი არჩევანი რომ იყოს სიკვდილის შემდეგ ატვირთავდით თუ არა თქვენს გონებას ქლაუდზე და გააგრძელებდით თუ არა ცხოვრებას არამატერიალურ სამყაროში? დაამარცხებდით თუ არა სიკვდილის ამგვარად? გადახვიდოდით თუ არა იმ რეალობაში, რომელიც იდეალურია, თუკი მის ირეალურობას ვერ შეიცნობდით იქ ყოფნისას? ჩემი ნება რომ იყოს აქედან ყველაფერზე დავთანხმდებოდი, რადგან “გაქრობის” იდეა ძალიან არ მომწონს, თუმცა ესაა რაცაა. შეიძლება როდესმე დათო სამნიაშვილის დებიუტი, ისევე როგორც უამრავი ძველი დროის sci-fi გარეალურდეს, who knows?
Profile Image for Sergo.
1 review
July 2, 2017
საოცრება წიგნი <3 5 კი არა, მეტი ვარვსკლავიც ეკუთვნის. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი გახდა.
Profile Image for Aihcrad.
37 reviews1 follower
July 24, 2018
"ახალი დღე მორიგი გაღვიძებითა და დილით დაიწყო. დედამიწა კვლავ მზის გარშემო ბრუნავდა. თავის მხრივ, მზე რაიმე სხვა, უფრო მასიური ობიექტის მიმართ ასრულებდა იმავეს, რასაც მის(მზის) სისტემაში არსებული ვასალი პლანეტები. აქ იერარქია პლანეტებზეც ვრცელდება,რას იზამ. მორიგ დილას, მორიგ ზან�� წამოდგომას კიდევ უფრო ზანტი ჩაცმა მოჰყვა. მეზიზღება ამ ტანსაცმლის ჩაცმა–გახდა, მოქსში ეს არასდროს დამჭირვებია"
Profile Image for Goga Saparashvili.
24 reviews10 followers
May 12, 2017
ძალიან, ძალიან კარგი დებიუტი. თემა ხოშიანი, იდეა ძლიერი, ავტორივით. შემდეგი წიგნი მინდა ორჯერ დიდი, მინიმუმ
Profile Image for Ketevan.
50 reviews
October 8, 2020
ჩამთრევი წიგნია და კარგად მიდის სიუჟეტი ცოტა უცნაურადაც ,
უბრალოდ ვირტუალური სამყაროები, დმეცნიერული პროგრესი და გადაუჭრელი ეგზისტენციური პრობლემები ისეთი თემებია მეტნაკლებად ნებისმიერ რენდომ საიენს ფიქშენ წიგნში /ფილმში რომ შეგხვდება, ამიტომ როცა ასეთ პოპულარულ თემაზე წერ წიგნს მეტ სირთულეს აწყდები, განსხვავებულად უნდა გაშალო ეგ ყველაფერი, რაც დამაკლდა.
ზოგადად ხომ ძალიან უცნაური გრძნობაა როცა ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობ, იმდენად შორს ვართ ყოველდღიურად მსგავსი ლიტერატურისგან რომ ბევრს გაეცინება დავუშვათ სადღაც რომ გაიგონოს " მალხაზმა ხელოვნურ ინტელექტთან საუბრის გაბმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ " იმიტომ რომ მალხაზმა სცადა და არა ტედმა , ტომმა კლარამ და ა.შ.
ხოდა მიუხედავად იმისა რომ იქ არავის ერქვა ეგეთი სახელი, ბევრი ისეთი მომენტი იყო სადაც თხრობის ხარისხი სუსტდებოდა და მთლიან წიგნს აღიქვამდი ერთი საწყალი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნის ჩარჩოებში. მაგრამ ნუ ეგ იყო რამდენიმე მომენტში, მთლიანობაში წიგნი კარგია ,თან დებიუტი იყო, რა ვიცი
Profile Image for Giorgi Burduli.
37 reviews4 followers
December 10, 2017
ასეთი წიგნების წაკითხვის შემდეგ მიჩნდება ხოლმე იმედი რომ ბოლომდე განწირულები არ ვართ :)
Profile Image for Mebo Nutsubidze.
Author 1 book21 followers
July 8, 2019
კითხვას რომ მოვრჩი, რაღაც მომენტში დავიჯერე, რომ მეც ვირტუალური სამყაროს სარდაფში ვიმყოფებოდი.

აუცილებლად წასაკითხი წიგნია!
1 review
September 3, 2017
სიცოცხლე ვირუსია, შიში კი მისი მთავარი იარაღი!
Profile Image for Sandro.
61 reviews6 followers
June 16, 2017
რაც იწყებოდა როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის საბურველით შენიღბული სარკე ჩვენს ყოველდღიურობაზე მეორე ნაწილში გადაიქცა კარგ, შეკრულ, გემრიელ სამეცნიერო ფანტასტიკად, ეგზისტენციალიზმზე დაჭერით. მოკლედ ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. ნებულაზე ან ჰუგოზე წარდგენა თუ შესაძლებელი იქნება, მჯერა რომ კარგი შანსები აქვს დათო სამნიაშვილს ხელი გამოკრას პრიზს თუ არა ნომინაციას მაინც. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი ხელახლა დაიბადა საქართველოში სპეციალურად არ მსურს ჯერ სიტყვა რენესანსის გამოყენება, ჯერ მაქამდე შორია, მაგრამ პირველმა მერცხალმა უკვე გადაგვიშხუილა.
Profile Image for Mao Vekua.
42 reviews1 follower
September 10, 2024
საკმაოდ კარგია. საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი.
ვისაც მოგწონთ სამეცნიერო ფანტასტიკა, ვფიქრობ, ისიამოვნებთ.
აქვე, სამეცნიერო ფანტასტიკას თუ კარგად იცნობთ, ბევრ სხვა წიგნთან იპოვით საერთოს. კითხვის პროცესში არაერთი სხვა ნაწარმოები გამახსენდა და მქონდა შეგრძნება, თითქოს ახალს ვერაფერს ვკითხულობდი, თუმცა თხრობამ (რომელიც მაინც დამახასიათებელია მსგავსი ნაწარმოებებისთვის) და იმ ფაქტმა, რომ ქართველი ავტორის წიგნს ვკითხულობდი, ასე თუ ისე დამავიწყა ეგ შეგრძნება და ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე.
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book73 followers
June 28, 2017
თავიდან დიდად არ მომეწონა, ძლიან გაწელილი და მოასწყენი მეჩვენა, თუმცა მეორე ბაწილი ნამდვილად კარგი იყო. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავტორმა პირველი ნაწილი იმისთვის წერა, რათა თვისი მთავარი სათქმელი მეორე ნაწილის სახით ეთქვა. თავარი სათქმელი და იდეა ( მეორე ნაწილი) კი - ნამდვილად იმსახურებს 5 ვარსკვლავს :)
Profile Image for Lily.
15 reviews2 followers
April 24, 2023
At frist it was kind of interesting, but towards the end, when M13 is talking to the headless figure, it felt like i was reading a philosophical essay written by someone who’s read way too many books about existentialism and it almost made me fall asleep. I feel like it was fairly obvious what was actually happening in the plot and it didn’t need all that existential rumble of an explanation which the author included to look smart. I wish it had had a more interesting twist in the end and not just a slightly different version of “The Egg” by Andy Weir.
Displaying 1 - 20 of 20 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.