ახალგაზრდა წარმატებული მწერალი ანა ნაკაშიძე მოულოდნელად მეხსიერებას კარგავს. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მის ამნეზიას ფიზიოლოგიური საფუძველი არ გააჩნია. მისი ქმარი, ასევე, პოლიციელი და ფსიქოთერაპევტი ეჭვობენ, რომ ის ავად არ არის. ეს უცნაური ამბავი თანდათან მასშტაბებს იძენს, ქვეყნის ფარგლებს სცდება და იქცევა დიდი არეულობის დასაწყისად, რომელიც მანამდე გასტანს, სანამ მთელი მსოფლიო სიმართლის გარკვევის მოთხოვნით არ გაერთიანდება. მცირე რომანი „ანას მომენტი", ერთი მხრივ, მესამე სამყაროს ხმაა, რომელიც თანამედროვე მაღალგანვითარებული ქვეყნების ყურს არ სწვდება და მას გულგრილად უვლიან გვერდს, მეორე მხრივ კი პასუხია იმაზე, რა შეიძლება გახდეს ძალადობისა და ტერორიზმის საფუძველი.
Mari Bekauri, born on 8 January 1990 in Tbilisi, Georgia. She graduated from Tbilisi State University with a specialization in psychology. She actively appeared in the literary arena in 2009 when her story "Sisters" was published. Following this, she was published in various literary publications.
At the 2009 "autumn Legend" competition her short story "The Laundry Blues" was esteemed by the Tbilisi City Hall committee. In The same competition in 2010, she was nominated the "Jury's Favourite" for the short story "Walls". She won the first prizes in the "Crane" 2010 literary competition and in the 2011 "Fresh Grass" literary festival. In 2012, the short story "Sisters" was included into the "Anthology of Georgian Prose" published in the U.S. under the title "Contemporary Georgian Fiction". Mari's short stories have been included into the "15 Best Short Stories of the Year" collection, published annually by Bakur Sulakauri Publishing in Tbilisi in 2009, 2010 and 2012. Her first short story collection "Electrogeneration" was published in 2012.
იშვიათად ხდება, რომ წიგნის ასე სწრაფად წაკითხვა გინდება. იმდენად ჩართული ვკითხულობდი, რომ დროის გასვლა ვერც კი შევამჩნიე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თრილერია, რაც წამიკითხავს. ფილმის კარგი მასალაა.
წიგნის ჩამთავრების შემდეგ რატომღაც არა ქართული, არამედ ინგლისური სიტყვა ამომიტივტივდა თავისთავად გონებაში - „Impressive“. ქართველი ავტორებისაგან მსგავსი წიგნებით განებივრებულები არ ვართ.
ავტორი მოგვითხრობს ახალგაზრდა, დამოუკიდებელ, წარმატებულ მწერალ ქალზე - ანა ნაკაშიძეზე, რომელიც ერთ ჩვეულებრივ დღეს სკვერში ყოფნისას მეხსიერებას კარგავს. არ ახსოვს, ვინ არის, რა ჰქვია, სად ცხოვრობს, რას წამოადგენს, ვისი მეუღლეა, ვისი შვილია, რა ცხოვრება გამოიარა... მაგრამ ახსოვს სხვა ყველაფერი. მას საკუთარი პირადი ისტორია დაავიწყდა. გამოკვლევებით დგინდება, რომ მას ტვინზე დაზიანება არ აღენიშნება და ასკვნიან, რომ მისი ამნეზია ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმითაა გამოწვეული. ტრავმის გამომწვევი მიზეზის ძიების პროცესში ზედაპირზე ამოსული ფაქტები გამოძიებასა და მკურნალობის პროცესს თავდაყირა აყენებს. ჩნდება უამრავი ეჭვი, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, იბადება შეთქმულების თეორიები, პარალელები ივლება ბილი მილიგანთან... და ყველასთვის მოულოდნელად ანა ანაკშიზე უჩინარდება..
ანას ბრძოლა იმდენად რეზონანსულია, რომ გამოძიებაში ფრანგული ჟანდარმერია და ბრიტანული სკოტლენდ იარდიც ერთვებიან, მთავარი პერსონაჟის ამბავს მსოფლიო პრესა აშუქებს.
წიგნის შემდგომი განვითარება ბევრ ისეთ პრობლემას ეხება, რომელიც მეტნაკლებად ყველას გვაწუხებს, თუმცა საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის უმრავლესობამ მიივიწყა, არაპრიორიტეტულად მიიჩნია, თაროზე შემოდო.. ანა ნაკაშიძის პერსონაჟის საშუალებით ავტორმა კიდევ ერთხელ შეგვაჯანჯღარა, შეგვარყია და ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე გვიჩვენა მიმართულება. დაგვანახა, რომ სიმართლისთვის ბრძოლა აუცილებელია ნებისმიერი ხერხებით და ეს ბრძოლა მოსაგებია.
ასეთი მებრძოლი, გამბედავი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქალები წამალივით ჭირდება დღეს ქართულ პატრიარქალურ საზოგადოებას, კარგი ინსპირაციაა.
წიგნში განსაკუთრებით მომეწონა 2 მონაკვეთი: იგავი მდიდარ და ღარიბ კაცზე და ფსიქიატრი მარკ ლოგბტომის მონოლოგი თავისუფლების შესახებ. წიგნის დასასრულს ბოლო წინადადება კი უბრალოდ მშვენიერი და ეფექტურია. ყველას გირჩევთ, რომ წაიკითხოთ.
პ.ს. ეს წიგნი რომ სადმე უცხოეთში გამოცემულიყო, დიდი ალბათობით ბესტსელერი გახდებოდა. და რა ხდება აქ? სრულიად შემთხვევით წავაწყდი ძალიან დიდი ფასდაკლებით წიგნების ფესტივალზე. გამომცემლობას რამდენად ჰქონდა დადებული ფსონი ამ წიგნზე გარეკანზევე ჩანს, იშვიათად უგემოვნო და არაფრისმთქმელი ყდის დიზაინი (სირცხვილი სულაკაურის გამომცემლობას). დიზაინი, რომელიც არ მიიქცევს ყურადღებას, არ მოგანდომებს წიგნის ყიდვას, არ გამოარჩევს მასისგან. დიზაინერმა ალბათ 2-3 წუთი დახარჯა და ვალი მოიხადა. ტეხავს.. ეს წიგნი, ჩემი აზრით, მეტს იმსახურებდა.
პ.პ.ს. რამდენიმე მკითხველის მიმოხილვა წავიკითხე სხვადასხვა საიტზე და რამდენიმე შეფასება ძალიან არ მომეწონა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც წიგნს რეიტინგს აკლებენ თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო - საუბრობენ რა მთავარ პერსონაჟსა და ავტორს შორის პარალელებზე. თითქოს ავტორი ვერ მიჯნავს პერსონაჟებს საკუთარი თავისაგან. ნეიტრალური მკითხველისთვის, რომელიც ავტორს საერთოდ არ იცნობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ავტორი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს თუ არა მთავარ პერსონაჟთან. მთავარი ისაა, რომ წიგნი კარგია. ჩვენ წიგნის რეიტინგის დაწერისას ვაფასებთ წიგნს და არა ავტორის დისტანციას პერსონაჟთან მიმართებაში. ამ ზღვრის დარღვევა არაობიექტური შეფასების ტოლფასია.
წიგნი მცირედი ფასდკალებით შეგიძლიათ შეიძინოთ bookmark.ge-ზე !
ა) ეს მარის აქამდე დაწერილ წიგნებს შორის ყველაზე კარგია. ბ) ეს მარის რადიკალურად განსხვავებული სტილია. გ) მარიმ უნდა ეცადოს და გამიჯნოს პერსონაჟები საკუთარი თავისგან.
ასევე თუ ჩანაფიქრში იყო ის, რომ შუაში კვანძის გახსნა მოულოდნელი უნდა აღმოჩნდეს, უნდა შეწყდეს წიგნის, როგორც "პირველი ქართველი [უი] ქალის ამბად" პოზიციონირება, თორემ ეგ კვანძი მთლიანად აზრს კარგავს. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამბის ინტრიგა მარკეტინგს ეწირება.
თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ამ წიგნის გამოცემა ჟანრის თვალსაზრისით და არამარტო. ავტორის სხვა წიგნებს თუ გავიხსენებთ, "ანას მომენტი" ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბევრი რამე არ მომეწონა, რომანს სამი მთხრობელი ყავს და ძალიან მიჭირდა მათი განსხვავება, არადა სამივე სხვადასხვა პროფესიის და ისტორიის ადამიანები არიან და მათი მეტყველება და თხრობის მანერა თითქმის არაფრით განსხვავდება, მაგრამ მთლიანობაში 4 ვარსკვლავს ნამდვილად იმსახურებს.
მარი, რომ მიყვარს, არ ვიცი, მაგრამ ეს ტექსტი სრულიად ახალი სიტყვაა მისი შემოქმედებისთვის. თუ რეიმ ბებიამ და ამერიკამ სიყვარული, ნოსტალგია და ბედნიერება მოიტანეს თან, სამხრეთის უბანმა მწერლის პიროვნება გამაცნო უკეთ, მეორე მხარემ მწერლის ლიტერატურული გემოვნება, ხოლო ელექტროთაობამ კი უბრალოდ ცხოვრების აუტანელი სიმსუბუქე განმიახლა, ეს წიგნი მათთან შეგრძნებების მხრივ, ახლოსაც ვერ დადგება. ერთი სიტყვით შეიძლება ის აღწერო, "ანას მომენტი" შემაძრწუნებელია. ახლაც კი რთულია ჩემთვის იმ სამხედრო დანაშაულზე ფიქრი რომელიც რომანშია აღწერილი, ახლაც მტკივა, მტკივა ყოველივე მსგავსი რაც ოდესმე მომხდარა, ხდება და მოხდება. უფრო ჩვენი უსუსურობა მტკივა, ანასაც სტკიოდა, ამიტომ უფრო მეტად იტკინა, სხვების გამო იტკინა, სხვების საზიდი ლოდი თავად შემოიგდო მხრებზე და რაღაც გააკეთა ამ ყველაფრის შესაცვლელად. რაღაც რამაც შედეგი გამოიღო. ყველამ უნდა გავაკეთოთ რაიმე, უმცირესი ნაბიჯების გადაგმა მაინც უნდა დავიწყოთ, თორემ რაც უფრო გადის დრო, მით უფრო აუტანელი ხდება ცხოვრება, მით უფრო კარგავს ბედნიერებას ჩვენი ცხოვრები��� ყოველი მომენტი. იმედია მალე კიდევ დაწერ მარი, მადლობა. (ჰო მართლა, ბოლო წინადადება ძაან კლასიკაა, We Stan <3)
ლარს ფონ ტრიერის 'მელანქოლიაში', კრისტენ დანსტის პერსონაჟი რომ არის, ეგ არის ანა ნაკაშიძე, ქართულად.
აპოკალიფტური ტექსტებით ჯერ არ ვართ განებივრებული. ჰოდა, გამორჩეული და დასამახსოვრებელია 'ანას მომენტი' ქართულ ლიტერატურაში. იმასაც ვიტყოდი, რომ ეს წიგნი, ამჯერად, მარი ბექაურის ნამდვილი ხელწერაა.
ეტყობა მარის, რომ ფსიქოლოგია. ჩახედულია და ზუსტ ტერმინებს იყენებს. არადა, მე მგონია ცოტა დილეტანტობა ფსიქოლოგიაში უფრო მოუხდებოდა ამ სტილის ამბავს. მეტ დაბნეულ როჟას დავუმატებდა, აზრზე რომ არ არიან სად მოხვდნენ. დემონების და ეზოთერიკის რწმენაც მოუხდებოდა
სულს რომ გაგიყინავს და თან სისხლს აგიდუღებს ისეთი წიგნია, თურმე ეგ ორი რამე ერთად შესაძლებელი ყოფილა. შთამბეჭდავია მთელი წიგნი და კულმინაცია ხომ საერთოდ, ბოლო წინადადება იდეალურად არის შერჩეული,ასე მგონია მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. წიგნში ჩართული იგავი და ლოგბტომის მონოლოგი ცალკე სულისშემძვრელად მტკივნეული და დამაფიქრებელია.
P.S. ერთხელ, წლების წინ, მარი ბექაურთან მაფიოზობანა ვითამაშე, არ მახსოვს როგორ დამთავრდა, ან რა მოხდა, მაგრამ წიგნის დასრულების შემდეგ რამდენჯერმე გამიელვა უცნაურმა ფიქრმა: ანა ნაკაშიძე ამ თამაშის დიდოსტატი იქნებოდა…
This entire review has been hidden because of spoilers.
მარის ორი წიგნი მაქვს წაკითხული, ეს მესამეა და მათ შორის საუკეთესო, თუმცა არის უამრავი შეცდომა. რომანი არაა პაწია საქმე:) მათ შორის პერსონაჟების მეტყველება. ერთ პერსონაჟს მეორისგან უნდა არჩევდე. აქ, ეს ძაან გამიჭირდა, ყველა ერთი ენით საუბრობდა. სამ ვარსკვლავს ვაპირებდი, თუმცა ავტორი ოქროზე ოქრო გოგოა და ამ ყველაფერმა ერთი ვარსკვლავი დაუმატა, თან მგონია, რომ მომდევნო წიგნი ბევრად უკეთესი იქნება. ამ კრიტიკებს მიიღებს და გამოასწორებს <3 და ხო, სიუჟეტია სუპერ.
ომი ყველაზე საშინელი და სასტიკი რამაა, რაც კი არსებობს. მით უმეტეს ამ ვითარებაში ამ წიგნის წაკითხვამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში. ჩვენთან, ისევე როგორც დღეს უკრაინაში, ისეთი და იმდენი საშინელება ხდება და ხდებოდა, მგონია, რომ მათი მოყოლა სჯობს გამოგონებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ თემებზე წერა აუცილებლად მიმაჩნია.
მიუხედავად ყველაფრისა წიგნი ნამდვილად იმსახურებს 4 ვარსკვლავს. მართალია ბევრი რამ არ მომეწონა, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართულ ლიტერატურაში ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. ალბათ სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ წიგნის ხელში აღებიდან დამთავრებამდე ვერ აგდებ. მზარავს იმის გაფიქრება, რომ წიგნში აღწერილი მოვლენები, რომელიც როგორც დასაწყისშია აღნიშნული გამოგონილია შესაძლოა მართლაც ხდებოდეს სადმე.. ნებისმიერ ადგილას.. და შესაბამისად არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაუსჯელები დააბიჯებენ.. ყოველგვარი სპოილერის გარეშე.. ბოლო წინადადება ალბათ მთელ წიგნად ღირდა! HUGE RESPECT.
მომეწონა... უცებ იკითხება, ერთი ამოსუნთქვით და ძალიან ჩქარი ტემპით ვითარდება მოვლენები... ანას პერსონაჟი ხომ საოცრებაა. ამხელა ტვირთის საკუთარ თავზე აღებას, კი ნამდვილად სჭირდება გამბედაობა და უსაზღვრო გამძლეობა..
P.S. თან რა სიმბოლურია, ამ წიგნის კითხვა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს რომ დავამთხვიე. სამწუხაროდ, ყველანი იმავე სისასტიკის და არადამიანობის მომსწრე ვართ რუსი ჯარისკაცების მხრიდან დღეს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, რაც წლების წინ მათ აფხაზეთში, ქართველი ოჯახების მისამართით ჩაიდინეს... იმედია, ყველას მიეზღვება საკადრისი!
უდაოდ მის ნაწარმოებებს შორის საუკეთესო რომანია. საკმაოდ პატარა მოცულობისაა და ამბავი ძალიან სწრაფად ვითარდება. ამბავი აბსოლუტურად ქართული და უკიდურესად ტრაგიკულია, სიუჟეტი აფხაზეთის ომში მომხდარი საზარელი ისტორიების ირგვლივ ვითარდება, ავტორი ამის შესახებ თავიდანგვე გვეუბნება "წიგნში აღწერილი სამხედრო დანაშაული გამონაგონია, თუმცა 1992-93 წლებში ამ ტერიტორიაზე არანაკლები დანაშაულები მოხდა, რომლებზეც პასუხი დღემდე არავის უგია.“ წიგნი ერთი ქალის ანას ამბავია, რომელიც იკვეთება თუ ებმის ტრაგიკულ ისტორიებს. ამბავი უდაოდ ძალიან საინტერესოა, თუმცა წიგნში წამოჭრილი საკითხების ნაწილი, არასაკმარისად არის გამოკვეთილი, ხოლო ერთგვარი დეტექტიური ხაზი, რომელიც რომანში განვითარებულ ამბავს თან სდევს იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მკითხველმა შესაძლოა თავისი ვარაუდების შემუშავება ვერცკი მოასწროს. მიუხედავად ამისა, ვიტყოდი რომ ეს არც ბოლომდე ნაკლია, რადგან ამგვარად რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ისტორიაც ტემპს მიყვება. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობილი ამბის უფრო დიდ და უფრო მძაფრ ისტორიად ქცევა იყო შესაძლებელი, მაინც საინტერესოდ სხვადასხვა პერსპექტივებითა და ხედვით არის გადმოცემული, ვინაიდან ამბავს ანას ქმარი, ანას ფსიქოთერაპევტი და თავად ანა გვიყვებიან. ანას ფინალური მონოლოგი კი საკმაოდ საინტერესო დ��� მრავლისმომცველია, რომელსაც თავად ანა "ტომსოიერობანას" უწუდებს. საბოლოოდ, კი რომანის წაკითხვა აუცილებლად ღირს, ანას პერსონაჟი აუცილებლად უნდა გაიცნოდ, იგი კი უდაოდ საინტერესო ქალი, რომელიც როგორც პერსონაჟი ნამდვილად შედგა. ფინალი კი ნამდვილად გაგაოცებთ და თქვენში არაერგვაროვან ემოციებს გამოიწვევს, შესაძლებელია შოკშიც ჩაგაგდოთ. ვფიქრობ, ამ რომანისთვის გამოყოფილი ორიოდე საათის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ცალსახად შევძლებთ დავინახოთ, თუ რამხელა ტრაგედია აქვს ჩვენს ერს გადატანილი, რომ ის შემზარავი ძალადობა, რომელიც ჩვენმა მეზობელმა იმპერიამ ჩვენს მიმართ ჩაიდინა, არსად დაკარგულა, ემოციური, მენტალური და ფიზიკური/ფაქტობრივი მოცემულობით ისევ ჩვენშია და ისევ სისხლმდინარე იარად არის ქცეული.
წიგნის პირველი ნახევარი ძალიან არ მომეწონა და ვიფიქრე, რომ შემეწყვიტა, რადგან ჩემი პირადი ბიოგრაფიული მეხსიერება ჩამერთო, რაც ძლიერადაა ავტორის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული, ყველა სიტყვა და წინადადება, უკვე ხელს მიშლიდა. ისევ ბავშვები, ფსიქიატრია, სუიციდი. ამ ნაწილს ეტყობოდა, რომ ისევ ჭირს საკუთარი თავისგან დისტანცირება. ეს ჩემთვის, პირველ რგში, მტკივნეულია. მე ყოველთვის მიხარია და გამიხარდება, როცა მარი თავის ნაწერებში დააღწევს თავს საკუთარ თავს. რადგან მგონია, რომ მის რამდენიმე ადრინდელ მოთხრობაში, ეს უკვე შესანიშნავად გააკეთა. მეორე ნაწილში თხრობა უკვე ინტენსიური გახდა და საინტერესო ლიზბეთ სალანდერისეული დეტექტივი გადაგვეშალა. მე პირველი ლიზბეთი გამახსენდა ეგრევე. ამ ნაწილში ანას პერსონაჟი უკეთ აღვიქვი და უფრო თანავუგრძნე. ჰო და, ფინალებში რომ მხეცია, ეს თვითონაც კარგად იცის.
აუ მეგობრის წიგნის წაკითჰვას სულ ვერიდები ჰოლმე, ჰოდა ასე გვიან მივადექი მარის და ეს პირველი წიგნია, რაც წავიკითჰე... ადრე ადრე მოთჰრობები მაქვს წაკითჰული და მეშინოდა ეს რომანიც იმათსავით ჰლეობა არ ყოფილიყო... ჰოდა ჰლეობა კი არა ძალიან კარგია, აი ბოლოსკენ გაპიარებული მინიმუმ ორ წიგნს იმინნა მთაწმინდიდან უსწრებს :დდდ ანა ძაან მალე გაიყიდა ჩემთვის, რადგან იმდენად არაფრიდან მოსული ამნეზია იყო, რომ ბოლოსკენ უნდა აღმოჩენილიყო, რომ რაღაცისთვის თამაშობდა ამ ამბავს... დრაკონისტატუიანი გოგო გამაჰსენდა... ისე ვიღაცები რომ გაჰსენდება, არაა ცუდი არც იმას ნიშნავს, რომ მოპარულია, მკითჰველის ასოციაციებზეა დამოკიდებული იმჰო :))) ჩამთრევი წიგნია და ძლივს შევეშვი წუჰელ აღარ მეცალა თორემ შემშვების დედაც :დდდდ მოკლედ, წარმატებები პრინცესავ :*:*:*:* ისე ანას რამე დეზლობა კიდევ ჩაადენინე <3
რეითინგების განსხვავება ძალიან მიჭირს :დ ამიტომ ხუთი ვარსკვლავი: აუდიოდ მოვისმინე ფაქტობრივად გაუჩერებლად და მთელი ფლოთ თვისთები სერიალივით წავიდა. თავიდან თითქოს პაწია უზუსტობა იყო, პიროვნების აშლილობა ისეთი არგუმენტით გამოირიცხა, რაც ბილი მილიგანის შემთხვევასთან მოდიოდა შეუსაბამობაში და დამაბნია, მაგრამ ბოლოში ფლოთ თვისთს კარგად შეუწყო მერე ხელი :დ თხრობის მანერას არ დავუბრკოლებივარ ნამდვილად, პირიქით. ავტორის სხვა არაფერი წამიკითხავს, ვერაფერს შევადარებ, მაგრამ ასე მარტო და განყენებული ძალიან მომეწონა.
"ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ მონა არის ადამიანი, რომელმაც სიკვდილისთვის თავი ვერ გაიმეტა. თავისუფალი ადამიანის ქმედება ყოველთვის შინაგანად გადაწყვეტილ აქტს ემყარება, რომლის პროცესშიც ნებელობაა ჩართული.. სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიო მხოლოდ მონებისა და შეშლილებისგან შედგება, რადგან სამყაროს ისტორიულმა განვითარებამ თავისუფლებისთვის ადგილი არ დატოვა. ის, რაც თავისუფლება გვგონია, თავისუფლების ილუზიის თამაშია."
ჯერჯერობით მარი ბექაურის საუკეთესო ტექსტია. ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ძაან საკაიფოდ ხეთქავს კულმინაციას. რაც მთავარია, "ლიჟბიქალიპერსონაჟიიყოს" მომენტი არაა. კარგად დამუშვებული პერსონაჟია და პირველ ქართველ ტერორისტ ქალზე საინტერესო საგა იწყება. იმედია იწყება. მე-2 წიგნსაც ველოდები ამ პერსონაჟზე!
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, მართლა. მეგონა დაწყებისას ჩავისუნთქე და ბოლო წინადადებაზე ამოვისუნთქე. მთელი წიგნი რაღაცნაირად უსიამო და დამთრგუნველი შეგრძნებით ვიყავი, კარგი გაგებით - ამბავს ჰქონდა ეს ეფექტი. ბოლო წინადადებამ კი ცოტათი შემზარა.
უეჭველად წასაკითხი წიგნია. ყველაზე საინტერესო და აღსანიშნავი თემა პერსონაჟია. ვერ ვიტყვი როგორია, სპოილერი გამომივა. უბრალოდ ისეთი პერსონაჟია როგორიც ძალიან აკლია ქართულ ლიტერატურას.