სახელმძღვანელო შედგენილია არსებული სილაბუსების მიხედვით და მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული ხისა და პლასტმასის კონსტრუქციების კონსტრუირებისა და გაანგარიშების საფუძვლებს. განკუთვნილია სამშენებლო პროფილის უმაღლესი ტექნიკური პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე სხვა სპეცილობის სტუდენტებმა, მაგისტრებმა, მშენებლობის ადმინისტრატორებმა, მენეჯერებმა, ინჟინრებმა, დამპროექტებლებმა, მენციერ-თანამშრომლებმა და ამ საქმით დაინტერესებულმა ყველა პირმა.
პროფესორ გიორგი ჯაფარიძის საერთო რედაქციით
ეს სახელმძღვანელო გამოცემულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის გრანტების პროგრამის ფარგლებში. შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და არ ასახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის აზრს.
დამტკიცებულია სახელმძღვანელოდ სტუ-ს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ
ქართველი მშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სრული პროფესორი, აკადემიური დოქტორი, სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, "სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონის" სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. დაიბადა 1947 წლის 29 ივლისს ქ. ქუთაისში. 1965 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლა. 1970 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1971 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტალური დაპროექტების (თბილზნიიეპი) ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1972 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ, ადრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი) სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე – ლაბორანტად, ლაბორატორიის გამგედ, ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად და 2008 წლიდან დღემდე სრულ პროფესორად.