სახემძღვანელო განკუთვნილია სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობის (2903) სტუდენტ-მაგისტრანტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე მონათესავე სეციალობის სტუდნეტებმა, ასპირანტებმა, ინჟინრებმა, დამპროექტებლებმა, მეცნიერ-თანამშრომლებმა და ამ საქმით დაინტერსებულმა ყველა პირმა.
რედაქტრორი მ. მოდებაძე რეცენზენტები: პროფ. ბ. სალუქვაძე, დოც. ა. გუგუციძე კომპიუტერული უზრუნველყოვა კ. ბაკურიასი
ქართველი მშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სრული პროფესორი, აკადემიური დოქტორი, სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, "სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონის" სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. დაიბადა 1947 წლის 29 ივლისს ქ. ქუთაისში. 1965 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლა. 1970 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1971 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტალური დაპროექტების (თბილზნიიეპი) ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1972 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ, ადრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი) სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე – ლაბორანტად, ლაბორატორიის გამგედ, ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად და 2008 წლიდან დღემდე სრულ პროფესორად.