Jump to ratings and reviews
Rate this book

ნიურნბერგის პროცესი

Rate this book
ნიურბერგის პროცესზე გასამართლდა ფაშიზმი და მეორე მსოფლიო ომის დამნაშავეები.ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ კვესელავა მუშაობდა ამ პროცესისათვის საგამომძიებლო მასალის მომამზადებელ ჯგუფში, მონაწილეობდა მესამე რაიხის მთავარსარდლისა და იდეოლოგის-გერინგისა და როზენბერგის დაკითხვებში,ესწრებოდა დამნაშავეთა გასამართლებას.ეს წიგნი პასუხის ძიების ცდაა კითხვაზე-რატომ და როგორ დაატეხეს ფაშისტებმა ამდენი უბედურება მსოფლიოს და საკუთარი ქვეყანა დაღუპეს.ავტორი ამისთვის იკვლევს ომის ფსიქოლოგიას.

384 pages, Paperback

First published January 1, 2016

10 people are currently reading
83 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
22 (70%)
4 stars
6 (19%)
3 stars
2 (6%)
2 stars
0 (0%)
1 star
1 (3%)
Displaying 1 - 7 of 7 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
832 reviews83 followers
October 9, 2021
მართალი იყო ჰანა არენდტი - მართლაც რა ბანალურია ბოროტება... ადამიანები, რომელთა სინდისზეც მილიონობით ადამიანის არნახული სისასტიკით მკვლელობა გახლდათ, სრულიად მშვიდად კითხულობდნენ ბულვარულ რომანებსა და ჟიულ ვერნის წიგნებს საკანში, ურცხვად იმართლებდნენ თავს და ყველაფერს ჰიტლერს აბრალებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ფიურერი ვეღარ შეეწინააღმდეგებოდათ, არა? და რომ გამოსვლოდათ თავის დაძვრენა, ისევ მშვიდად განაგრძობდნენ ცხოვრებას? არ გამოუვიდათ. სამწუხაროდ ნიურნბერგის პროცესს გაგრძელება არ მოჰყოლია და არ დასჯილან სხვა რეჟიმები (მაგალითად, სსრკ, რომელშიც ასევე მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა ტერორს), თუმცა მესამე რაიხი საკადრისად გასამართლდა და ალბათ ამიტომაც დღეს გერმანია წარმატებული სახელმწიფოა, ჩვენ კი "აქ" ვართ...
Profile Image for Oto Bakradze.
662 reviews42 followers
November 14, 2023
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წამიკითხავს ნაცისტების ჩადენილ საქმეებზე, აქ მოყვანილი ციფრები და მტკიცებულებები გაცილებით უფრო შემზარავია იმაზე, რაც მანამდე მსმენოდა.

ამ წიგნში, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ავტორის ძიებაა, იმ მიზეზის პოვნისა, რატომ შეიძლებოდა დაბადებულიყო გერმანიაში ასეთი ბოროტება.

ჰიტლერის ხელისუფლების იდეოლოგიის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი იყო ფილოსოფოს ფრიდრიხ რატცელის “სასიცოცხლო სივრცის” თეორია.
ეს მოიცავდა იმას, რომ წმინდა რასის, გერმანელებისთვის, ეს სივრცე მოპოვებული უნდა ყოფილიყო სხვა ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობით. ეს საჭირო გახდებოდა მაშინ, როდესაც გერმანელი ერი დემოგრაფიულად საგრძნობლად გამრავლდებოდა. ნაცისტების დემოგრაფიული მიზანი კი სამომავლოდ, 250 მილიონი გერმანელით შემოიფარგლებოდა. და სწორედ მათთვის აპირებდნენ უზრუნველეყოთ “სასიცოცხლო სივრცე” ევროპაში.

მითი რასობრივი ერთიანობის შესახებ ნაცისტური გერმანიის რელიგიად იქცა. აღორძინდა პირველყოფილი გერმანული ბარბაროსობა.სისასტიკისა და ნგრევის პათოსი დაეუფლა გერმანულ აზროვნებასაც. ძალის კულტი და საერთაშორისო კანონების უარყოფა ბუნებრივად მივიდა აგრესიული ომების მომზადებამდე, რითაც გონებამ დათმო თავისი პოზიციები ძალაუფლების წინაშე. ამ საზარელი დოქტრინის მთავარი პრინციპი იყო რასობრივი თეორია: ამ თეორიის მიხედვით, გერმანულ-არიული რასის არსებობა წარმოადგენდა საწყის და ბუნებრივ მდგომარეობას. გერმანელებს, როგორც ინდივიდუმებს, შეეძლოთ ეარსებათ მხოლოდ რასობრივ ერთიანობაში და აღექვათ საკუთარი თავი, როგორც ამ ერთიანობის ნაწილი. მათი თავისუფლებაც ამ ფარგლებით იყო განსაზღვრული. იგი ეროვნული ორგანიზმის ნაწილი იყო, რომლის მამოძრავებელ ძალას სისხლი წარმოადგენდა. ვინც არიელი იყო, იმის ძარღვებში ისეთ სისხლს უნდა ეჩქეფა, როგორიც ერის ორგანიზმს აამოძრავებდა და მის პოლიტიკას განსაზღვრავდა. ამას ეწოდებოდა ძალაუფლებისა ან დიქტატორობის ბიოლოგიზმი.
ადამიანი სულითაც და სხეულითაც გერმანულ ერს უნდა წარმოადგენდეს და მისი საკუთრება უნდა იყოს. მორალური შეგნებაც მემკვიდრეობის კანონებსა და რასის ინტერესებს უნდა დაემორჩილოს. თავისთავად ცალკეულ ინდივიდს არავითარი ღირებულება არ აქვს. იგი მნიშვნელოვანი ხდება, როგორც რასის შემადგენელი ელემენტი. ნაცისტური დოქტრინის მიხედვით, ერი და რასა სინონიმური ცნებებია. ამიტომ, ინდივიდს არ შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ინტერესი ან მიზანი, რაც არ ეთანხმება ეროვნულსა და რასობრივ დოქტრინას. თუ ასეთი წარმოიშვება, ის უნდა აღიკვეთოს. ამით ნაციონალ-სოციალიზმმა სრულიად დათრგუნა პიროვნება, უარყო მისი თავისთავადი ღირებულება და აბსოლუტურად დაუმორჩილა სახელმწიფოს. გააუქმა ცივილიზაციის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარი, აღიარებული მორალის, სამართლისა და უფლების ყველა პრინციპი. ამასთან დადგენილ იქნა რასების უთანასწორობისა და შინაარსობრივი გრადაციის აქტი. გაჩნდა უფსკრული ე.წ. “მაღალ” და “დაბალ” რასებსა და ერებს შორის. ამის შედეგი იყო, ხალხთა მეგობრობის ცნების ტოტალური უარყოფა და “დაბალი” რასების არსებობის უფლების ჯერ ეჭვის ქვეშ დაყენება და შემდეგ სრული მოსპობა.
მათ უნდა მოესპოთ “ფრანგები”, “სლავები”, “ბრიტანელები” და ა.შ. ნაცისტური ომი, ეს ფანატიკური რელიგიური ომი იყო. მოსპობა ან თავის რწმენაზე გადმოყვანა.

ამან გამოიწვია 6 მილიონზე მეტი ებრაელის, საბჭოთა კავშირის 20 მილიონზე მეტი მოქალაქისა და სხვა ეროვნების რამდენიმე მილიონი ადამიანის სიკვდილი.

“ისტორია ჩვენ თვალწინ მოქმედებს,მხოლოდ სახელებია შეცვლილი” - ჰორაციუსი
Profile Image for Rezi Tchitanava.
58 reviews5 followers
February 18, 2020
მორალური უფლება არ მაქვს ხუთი ვარსკვლავის გარეშე დავტოვო ეს წიგნი, ასი ვარსკვლავი რომ იყოს, ასივეს დავუწერდი.
Profile Image for Oliko.
18 reviews1 follower
Read
October 5, 2018
ამ წიგნის კითხვისას, სულ ის მაინტერესებდა, ჰიტლერი რომ გადარჩენილიყო და თავი არ მოეკლა "მგლის ბუნაგში", როგორ წარიმართებოდა მთელი პროცესი. როგორ გაიმართლებდნენ თავს ბრალდებულები. შეაწმენდნენ თუ არა ხელს ჰიტლერს ტექსტებით - "მე არაფერი ვიცოდი, ყველაფერს ჰიტლერი განაგებდაო". თუ პირიქით, მეტ ძალას შემატებდა თავის თანამებრძოლებს და ისინიც უფრო მეტი სიმამაცით შეხვდებოდნენ მათ წინ გადაშლილ აურაცხელ მტკიცებულებას - საბუთებს, წერილებს, მემუარებს თუ მათი დანაშაულის აღმწერ დოკუმენტურ ფილმებს, რომელთაც თავადვე იღებდნენ მომავალი თაობებისათვის. თავად ჰიტლერი როგორღა იმართლებდა თავს. მაინც თავისაზე იდგებოდა, რომ გერმანული რასა იყო უზენაესი და სხვა დანარჩენი უნდა მოესპოთ, მაინც დაიცავდა დიადი გერმანიის იდეას თუ ისიც სხვებივით გატყდებოდა სამსჯავროს წინაშე და თავს ჩაქინდრავდა. ნუთუ ისიც იტყოდა - "დიდი დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარო".

ძალიან საინტერესო აღწერაა მთელი პროცესის, რომელსაც თავად ავტორი, მიხეილ კვესელავა ესწრებოდა საბჭოთა კავშირის სახელით.
Profile Image for ირაკლი სულაძე.
245 reviews14 followers
May 1, 2017
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ რიბენტროპი ციხეში ჟიულ ვერნს კითხულობდა. ძალიან კარგი წიგნია, ბოლოში ცოტა ზედმეტია ქართული ლექს-ანდაზები, მაგრამ საერთო ჯამში არაფერს აკლებს.
May 5, 2019
პროცესი, რომელმაც უდიდესი რეზ��ნანსი გამოიწვია მსოფლიო ელიტებს შორის.
პროცესი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ სისტემას, რასაც დღეს საერთაშორისო სასამართლოს ვუწოდე���თ.
პროცესი, რომელმაც პირველად გაასამართლა ნაცისტური გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური ელიტა.
გერმანული პოლიტიკური და სამხედრო ელიტა დაისაჯა ებრალი ხალხის გენოციდისათვის, თუმცა ეს გენოციდი მეოცე საუკუნეში არც პირველი ყოფილა და არც უკანასკენელი. არსებობს უამრავი ფაქტი დანაშაულებისა, რომელთა ჩამდენნიც დღემდე არ დასჯილან. გოლოდომორი, გენოციდი რუანდასა და კამბოჯაში და ა.შ
არ ვამბობ , რომ გერმანელი ნაცისტები დასჯას არ იმსახურებდნენ. უბრალოდ, თუ სამართლიანობის აღდგენა გვინდა და ვართ ობიექტური შემფასებლები, მაშინ არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი.
1 review
May 18, 2019
good
This entire review has been hidden because of spoilers.
Displaying 1 - 7 of 7 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.