Jump to ratings and reviews
Rate this book

ხის კონსტრუქციები

Rate this book
სახელმძღვანელოში განხილულია ხის კონსტრუქციების განვითარების ტენდენციის საკითხები, მათი მშენებლობაში გამოყენების აქტუალურობა, ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები. აღწერილია საქართველოში არსებული მერქნის ბაზის დინამიკა, გავრცელებული ჯიშები, მერქნის, როგორც კონსტრუქციული საშენი მასალის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, ცეცხლისა და ბიოლოგიური მავნებლებისაგან დაცვის გზები. გადმოცემულია ხის კონსტრუქციების, დეტალების და შეერთებების გაანგარიშების კონსტრუირების საფუძვლები. აღწერილია ხის სიბრტყითი და სივრცითი კონსტრუქციების ძირითადი სახეობები, აგრეთვე მათი დამზადების ტექნოლოგია, ექსპლუატაცია და ეკონომიკური ასპექტები. მოცემულია კონსტრუქციების პრაქტიკული გაანგარიშების მაგალითები. დანართის სახით წიგნს თან ერთვის გაანგარიშებისათვის საჭირო ნორმატიული მასალა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია „სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის“ სპეციალობის სტუდენტების, დოქტორანტების, ინჟინრების, დამპროექტებლების, მეცნიერი თანამშრომლებისა და ამ საქმით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

სამეცნიერო რედაქტორი: პროფესორი გურამ აბაშიძე
რედაქტორი: მ. ღუდუშაური
რეცენზენტები: პროფესორი გინა გურეშიძე, პროფესორი როინ იმედაძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა: კახა ხმელიძე

დამტკიცებულია სახელმძღვანელოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ. 15,12,2014, ოქმი №3

ავტორი მადლობას უხდის შპს "ბეგი ჯორჯიას" წიგნის გამოცემის დაფინანსებისთვის

უაკ: 624.011.78

532 pages, Hardcover

First published January 1, 2015

3 people are currently reading
37 people want to read

About the author

ქართველი მშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სრული პროფესორი, აკადემიური დოქტორი, სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, "სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონის" სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე.
დაიბადა 1947 წლის 29 ივლისს ქ. ქუთაისში. 1965 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლა. 1970 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1971 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტალური დაპროექტების (თბილზნიიეპი) ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1972 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ, ადრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი) სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე – ლაბორანტად, ლაბორატორიის გამგედ, ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად და 2008 წლიდან დღემდე სრულ პროფესორად.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (80%)
4 stars
0 (0%)
3 stars
0 (0%)
2 stars
1 (20%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
1 review
Read
November 3, 2021
i have to learn my lessons with this book so i need it
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.