გამოჯანმრთელება“ − ეს ნოველა ერთი პარიზელი ექთანისა და მისი პაციენტის სიყვარულის უჩვეულო და უცნაური ამბავია. თითქოს არსაიდან თავს დატეხილი ამოუხსნელი განცდა, დიდი გრძნობა, სიყვარულით გათანგული სული და სხეული, წინააღმდეგობა, დავა და ჭიდილი საკუთარ თავთან, გრძნობებთან და მაინც... ეს ყველაფერი პარიზის ერთ-ერთი კლინიკის რიგითი ექთანის, სტეფანის თავს ხდება, ხოლო როგორ განვითარდება მოვლენები, ვისი გამოჯანმრთელებით დასრულდება ეს ამბავი, ამის წაკითხვა ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, თუ ყოველივეს „ქალური პროზის“ დიდოსტატი ერიკ-ემანუელ შმიტი ჰყვება.
Eric-Emmanuel Schmitt is a Franco-Belgian playwright, short story writer and novelist, as well as a film director. His plays have been staged in over fifty countries all over the world.
ნოველის იდეა ცუდი არაა, მაგრამ რაღაც აკლია, არც თარგმანია მაინცდამიანც მომხიბვლელი.
და მე რისი თქმა მინდა, ყველანი ძალიან ლამაზები ხართ, ვართ*. ზოგადად ეს სილამაზის სტანდარტები მაგარი უაზრო რამეა, აფსურდი და აფსურდზე ნუ ააგებთ თვითშეფასებას.
ეს პაწაწუნა მოთხრობა დღეს დიდის ამბით გამომატანა ჩემმა მეგობარმა. ძალიან მიყვარს და იქნებ შენც წაგეკითხაო. ხოდა მეც წავიკითხე. ვერ ვიტყვი დიდად აღმაფრთოვანა მეთქი, თუმცა კარგი მოთხრობა ნამდვილად ეთქმის,თუნდაც იმიტომ,რომ კიდევ ერთხელ დაგანახებს რამხელა ძალა შეიძლება სიტყვას ჰქონდეს და კიდევ იმასაც გაგახსენებს,რომ ყველა დასასრული მართლა რაიმე ახლის დასაწყისია. სალომეს მადლობა "გამოჯანმრთელებას" კიდევ დაუნანებელი სამი ვარსკვლავი.
არაფავორიტი ციტატა : 📄 „ქალი-ოცნება ის კი არ არის, ქალს რომ სურს გახდეს, არამედ ის, რომელსაც მამაკაცი ხედავს“. 👎🏻
📄 „-მამაკაცის სილამაზე სრულიად ფუჭი რამაა. მამაკაცს მოსახიბლად სილამაზე არაფერში არგია. მთავარია, ქალი დაარწმუნოს, რომ მის გვერდით არის ლამაზთა შორის ულამაზესი. -ეს მხოლოდ სიტყვების რახარუხია, სინამდვილეში ხომ განსხვავებულად ფიქრობთ? -ფუჭია, ფუჭი, მერწმუნეთ. ფიზიკური სრულყოფილება მამაკაცისთვის ტვირთია. ხელს უშლის, ლამის ხეიბარი გახადოს“. 👎🏻
This entire review has been hidden because of spoilers.