სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი ეს რომანი ოთარ სადრაძის პირველი წიგნია. მას შემდეგ, რაც კოსმოსიდან დედამიწის ატმოსფეროში უცხო სხეული შემოიჭრება, პროფესორი ჯანდიერი მარსზე მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობის დამტკიცებას დაისახავს მიზნად. პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები ყველანაირ ხერხს მიმართავს, რომ მარსს იქამდე დაეპატრონოს, სანამ საბჭოთა კავშირის კოსმოსური ხომალდი წითელ პლანეტაზე დაშვებას შეძლებს.