ამბობენ, რომ კოლინზის საუკეთესო და ყველაზე ცნობილი რომანია „მთვარის სპეკალი“, რომელიც 1868 წელს დაიბეჭდა. მას ასევე ხშირად მიიჩნევენ ინგლისურ ენაზე დაწერილ პირველ დეტექტიურ რომანად. რომანს გამოარჩევს ფსიქოლოგიური სიზუსტე, ლოგიკური, ტიპური „დეტექტიური“ აზროვნება, რომანტიკული მოტივებით. ტომას ელიოტის განსაზღვრებით, ეს არის ყველაზე პირველი, ყველაზე ვრცელი და ყველაზე კარგი დეტექტიური რომანი ინგლისურ ლიტერატურაში. სწორედ კოლინზის შთამომავლებად მიიჩნევდნენ თავს აგათა კრისტი და სხვა ცნობილი დეტექტივისტები. რომანი პირველად კოლინზის დიდმა მეგობარმა ჩარლზ დიკენსმა დაბეჭდა თავის ჟურნალში. რომანი იმ კანონების დაცვით არის აგებული, რომლებიც სულ მალე დეტექტიური ჟანრის კლასიკური ნაწარმოებებისთვის სავალდებულო გახდა. გარდა ამისა, კოლინზმა რეალისტურად აღწერა ვიქტორიანული საზოგადოება და მისი ტიპური წარმომადგენლების ფსიქოლოგიურად ზუსტი პორტრეტები დახატა. რომანის შინაარსი მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს - ბიძა თავის ძმიშვილ რეიჩელს დაბადების დღეზე უძვირფასეს საჩუქარს უძღვნის - ლეგენდარულ „მთვარის სპეკალს“, რომელიც ჯერ კიდევ 50 წლის წინ ერთ-ერთ ინდურ ტაძარს ამკობდა. დილით ბრილიანტი ქრება. რეიჩელი მასზე შეყვარებულ ბიძაშვილ ბლეიკს სდებს ბრალს, თუმცა ეს უკანასკნელი ყველანაირად ცდილობს, თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს და ნამდვილი ქურდი იპოვოს....
Wilkie Collins was an English novelist and playwright, best known for The Woman in White (1860), an early sensation novel, and The Moonstone (1868), a pioneering work of detective fiction. Born to landscape painter William Collins and Harriet Geddes, he spent part of his childhood in Italy and France, learning both languages. Initially working as a tea merchant, he later studied law, though he never practiced. His literary career began with Antonina (1850), and a meeting with Charles Dickens in 1851 proved pivotal. The two became close friends and collaborators, with Collins contributing to Dickens' journals and co-writing dramatic works. Collins' success peaked in the 1860s with novels that combined suspense with social critique, including No Name (1862), Armadale (1864), and The Moonstone, which established key elements of the modern detective story. His personal life was unconventional—he openly opposed marriage and lived with Caroline Graves and her daughter for much of his life, while also maintaining a separate relationship with Martha Rudd, with whom he had three children. Plagued by gout, Collins became addicted to laudanum, which affected both his health and later works. Despite declining quality in his writing, he remained a respected figure, mentoring younger authors and advocating for writers' rights. He died in 1889 and was buried in Kensal Green Cemetery. His legacy endures through his influential novels, which laid the groundwork for both sensation fiction and detective literature.
ეს მოზვინული და მოდღლეზილი კაცი, ეს სექსისტი კაცი ეს(პირველი მთხრობელი ბეტერეჯი):
,,ვიფიქრე, ვიფიქრე, -ვუთხარი ქალბატონს, -და მგონია, უფრო იაფი დამიჯდება ცოლად შევირთო სელინა გობი, ვიდრე მოსამსახურედ ვიყოლიო''. ,,ჩემმა ქალიშვილმა პენელოპამ, ეს რომ თქვა, გაიკვირვა, ამ საშინელი სიტყვების გაგონებისას გული როგორ არ ამომივარდა საგულედანო. მე ცოდვილმა გავიფიქრე, კორსეტი არ გაუშვებდა-მეთქი. ხმამაღლა კი ესღა ვთქვი: - ოჰ, სულ დამბურძგლა! Nota bene: ქალებს უყვართ პირფერობა.''
,,-დაბრუნდი, და ისადილე, გეთაყვა, მე არ გამოვყავარ მოთმინებიდან, ჰოდა, მე მოვიყვან.
ნანსი კმაყოფილი დარჩა (მას მშვენიერი მადა აქვს). როდესაც კმაყოფილია, მიმზიდველი ჩანს. მაშინ ნიკაპზე მოვუთათუნებ ხოლმე ხელს. ეს უზნეობა კი არ არის, ისე, ჩვეულებაა.'' 🤢😣
,,-თქვენს გოგონას ეტყობოდა, რომ კარგი ქალიშვილი დადგებოდა, ბეტერეჯ, და იმედიც გაგვიმართლა. პენელოპას ციცქნა ყურები და ფეხები აქვს. ნუთუ განსვენებულ მისის ბეტერეჯს ჰქონდა ასეთი დაუფასებელი ღირსებები? -განსვენებულ მისის ბეტერეჯს უამრავი ნაკლი ჰქონდა... თუ ნებას მომცემთ, გეტყვით, ერთ-ერთი მათგანი ის გახლავთ, რომ არასოდეს არაფერს არ აკეთებდა სერიოზულად. უფრო ბუზსა ჰგავდა, ვიდრე ქალს. გულს ვერაფერს დაუდებდა.'' 🤢😣
,,...ამას რომ ამბობდა[პენელოპა], უღვთოდ გაწითლდა. ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და...თუმცა ეს რა სალაპარაკოა, სულ პატარაობიდან ვიცნობ-მეთქი... ჩემი ქალიშვილის ქცევა არცთუ ისე მომეწონა, - იმიტომ კი არა, რომ მისტერ ფრანკლინს კოცნის ნება დართო, მისტერ ფრენკლინს ამის უფლება ჰქონდა, - იმიტომ, რომ მაიძულა გამემეორებინა ეს სულელური ამბავი.'' 🤢😣
,,...ჩემი ქალიშვილი შემომხვდა. განსვენებული დედამისივით კიბეზე შემომეფეთა, მაშინვე მომვარდა და გამოკითხვა დამიწყო... ერთიღა დამრჩენოდა - პენელოპას ცნობისმოყვარეობა მაშინვე აღმეკვეთა. ვუთხარი, ჩვენ უცხოეთის პოლიტიკაზე ვკამათობდით და იმდენი ვიქაქანეთ, რომ ორივეს მზეზე ჩაგვეძინა-მეთქი. სცადეთ და ასე უპასუხეთ თქვენს ცოლს ან შვილს, როდესაც ისინი უადგილო კითხვებით გაგაბეზრებენ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბუნებრივი ქალური მორჩილებით გადაგკოცნიან და პირველი ხელსაყრელი შემთხვევისთანავე კვლავ დაგიწყებენ გამოკითხვას.''
,,თქვენ, ალბათ გაგიგიათ მშვენიერი ქალიშვილების ამბავი, რომელთაც ერთი ნახვით შეუყვარდებათ ხოლმე და სრულიად ბუნებრივად მიგაჩნიათ ეს. მაგრამ გსმენიათ, რომ გამასწორებელი სახლიდან გამოსულ შეუხედავ და მახინჯ, მხარჩამოვარდნილ მოახლეს ერთი ნახვით შეყვარებოდა მის ქალბატონთან სტუმრად ჩამოსული ჯენტლმენი? თუ შეგიძლიათ, მომინახეთ რაიმე, ამ უაზრობის მსგავსი, რომელ რომანშიც გნებავთ. იმდენი ვიცინე, ცრემლი წამომცვივდა.''
,,სიგამხდრე... ეს უკანასკნელი, ჩემი აზრით, [ქალისთვის] საშინელი ნაკლია.''
,,როდესაც ქალი ცდილობს მოთმინებიდან გამოგიყვანოთ, თქვენც ადექით და შეეცადეთ, თვითონ ის გამოიყვანოთ მოთმინებიდან... ერთადერთი სიტყვითაც შეიძლება მიზანს მიაღწიოთ და არანაკლები წარმატებით, ვიდრე მრავალსიტყვაობით...'' ...
🤢კიდევ ერთი ადგილია, სადაც სიამაყით გვასწავლის ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგ მოქმედებას: ქალები რაღაცაზე რომ მოგმართავენ, უნდა დაუსვა კითხვა ,,რატომ?'', რათა გონება დაძაბონ, მართლა რა უნდათ შენგან(იქნებ და ტყუილად გაწუხებენ) და არგუმენტები მოგიყვანონ, ეს მათ ტვინის განძრევას აიძულებთ და რაც უფრო ხშირად ძაბავენ გონებას, მით უფრო დამყოლები ხდებიან ცხოვრებაშიო. თავის შვილს ყოველ გავლა-გამოვლაზე რომ დასცინის და ,,საზიზღარ დედამისს'' ამსგავსებს, რომელიც გარდაცვლილია, და თან იგივე თავის შვილს ,,მომაბეზრებელი ქალების'' ერთ-ერთ ჩვეულებრივ მაგალითად თვლის, ამაზე არაფერს აღარ ვამბობ.🤢
ეს წიგნი რომ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე პირველ დეტექტივად ითვლება, ახლა გავიგე და უფრო დადებითისკენ შემიცვალა განწყობა, რომ ვაღიარო. გარდა ამისა, გაბრიელ ბეტერეჯის ნაწილს რომ გავცდი(ვინც არ იცით, ეს წიგნი მთლიანად სხვადასხვა პერსონაჟის მიერ პირველ პირშია მოყოლილი, ზოგი წერილით, ზოგი ,,გამოძიებისთვის'' შემატებული დღიურის ჩანაწერებით), უფრო ადვილად გასაძლები და საინტერესო გახდა ყველაფერი. ინტერნეტში რაღაც მოვიძიე დამატებით და იქ ეწერა, რომ სინამდვილეში ძალიან კი არა, ,,ცოტათი'' რასისტული, ცოტათი სექსისტური და ანტიიმპერიალისტურია, იმიტომ რომ... სატირაა... და თან ქალებს მიყავთ მთავარი სიუჟეტიო და ესე იგი, სექსისტური არ არისო. ჰოდა, ასე მარკ ტვენის ,,ჰეკლბერი ფინზეც'', ზოგ სხვა წიგნზეც და ძალიან ბევრ ფილმზე იგივე ითქვა, სადაც რაიმე ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს/ქალებს სტერეოტიპების საფუძველზე აშაყირებენ, ერთი რომ იტყვიან, სატირაა, კაცო, რა მოხდაო, გეგონება, ხმა უნდა ჩაიკმინდო. სატირა იქნებოდა, მართლა წესიერად რომ იყოს რასიზმი და იმპერიალიზმი called out. ინდოელები ისე არიან გამოყვანილნი, რომ მხოლოდ ქურდები იყვნენ მკითხველისთვის და მეტი არაფერი და აუცილებლად ნერვები უნდა მოგიშალონ, არანაირი როლი არა აქვთ აქეთ-იქით ქვემძრომობის გარდა.
ჩემი ცხოვრების ძალიან ცუდი წიგნების გარდა, საშუალოებიდან ასეთი წიგნი მე ჯერ არ შემხვედრია, რომ არცერთ პერსონაჟს მხარს არ ვუჭერდე, აი არავინ არ მიყვარს აქ, ყველა ნერვისამშლელია. თუმცა ნათელი წერტილი აქაც არის: ეზრა ჯენინგზი, რომელიც 13 წლისასაც იგივენაირად მომეწონა. რომელიც როცა რასიზმის მსხვერპლი ხდება მიშტერებით თუ მის დანახვაზე შეკივლებით, იმის გამო რომ ,,ბოშასავით მუქი კანი'' აქვს, თვითონ იხდის ბოდიშს... აი, ეს პერსონაჟია ყველანაირად სიმპათიური და მიმზიდველი.
მაგრამ ყველაზე მაგარი და მართლა სატირული იყო მის კლაკის ნაწილი, ფანატიკოსი მორწმუნის, რომელსაც spoiler alert- რაღაც განსაკუთრებული ბიბლიოთეკა დააქვს ჩანთით, მაგ.: ,,ეშმაკი თმის ჯაგრისში'', ,ეშმაკი სარკის უკან'', ,,ეშმაკი მოკლე კაბაში'', ,,ეშმა ტკბილეულში'' (არა, ეს ბოლო ორიარ ყოფილა, მაგრამ არც ტანსაცმლის გამო ქალების შერცხვენა აკლია).