What do you think?

არჩევანი
გოლი თარაყი (1939) - ცნობილი ირანელი მწერალი ქალი - მოთხრობების ხუთი კრებულის, ორი რომანის, ერთი პოემისა და ლიტერატურული ესეების ავტორია. ცხოვრობს პარიზსა და თეირანში. მისი პროზა მუდამ ორ სამყაროს შორის ტრიალებს: ერთი მხრივ, სამშობლოსთან დაკავშირებული მოგონებები და ნოსტალგია, მეორე მხრივ - ევროპული რეალობა. თარაყის ენა განსაკუთრებულია: პოეტური, რიტმული, ბავშვობის მოგონებებივით ფერადოვანი. მწერალი, მისივე პერსონაჟივით, „ფრაზებს იტკბობს, წერტილებს გემოს უსინჯავს, ისრუტავს... მერე კი თვალებს ხუჭავს და ელოდება, როდის დაილექება სულში ასოთა გემო“.
266 pages, Paperback
Published May 1, 2017
About the author
Goli Taraghi
12 books365 followersGoli Taraghi (also transliterated as Goli Taraqqi or Gulī Taraqqī) was born in Tehran in 1939. She has been honored as a Chevalier des Arts et des Lettres in France, and her work has been widely anthologized, including in Reza Aslan’s Tablet & Pen: Literary Landscapes from the Modern Middle East . She lives in Paris.
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 14 of 14 reviews
November 7, 2021
ძალიან კარგი მოთხრობებია.
განსაკუთრებით "შირაზის ყვავილები", "მამიდები" და "თავაზიანი ქურდი" მომეწონა.

July 9, 2023
Too much sadness
ძალიან ლამაზად წერს თარაყი. მაგრად ვისიამოვნე ამ მოთხრობების კითხვით.

April 21, 2020
აი, როგორი ჯადოსნური ყდაც აქვს, მართლა ეგეთი მოთხრობების კრებულია: ყოველი სიტყვა ტკბილ ჰალვასავით გადნება პირში.
ამ ავტორს საოცრად შეუძლია პირად დარდთან ერთად თავისი სამშობლოს ტკივილიც ზედმეტი ძალდატანების გარეშე გადმოგცეს. თანაც ისე, რომ ერთდროულად ხმამაღლა გაცინოს, მალევე კი მოთქმით გატიროს.

July 31, 2022
პირველად მომეწონა მოთხრობების კრებული ასე და პირველად იყო მოთხრობების კრებულში თითოეული - მოწოდების სიმაღლეზე.
ტკბილად მოყოლილ ამბებში ისე ოსტატურად იყო ჩაქსოვილი სიყვარული, სევდა, დარდი, იუმორი და ტკივილი, რომ ბოლო მოთხრობა ცრემლების გარეშე ვერ დავასრულე. სულ რომ არაფერი, მხოლოდ ბოლო მოთხრობად ღირს მთელი ეს კრებული.
სხვადასხვა ადამიანების ულამაზესად დაწერილ ისტორიებს რომ ვეცნობოდი, პარალელურად ჩემს ბავშვობაშიც ვიმოგზაურე, რადგან შეგრძნებებით ეს წიგნი ძალიან ახლოს იდგა ჩემთან.
ასევე, რაღაცები რომ ძალიან მიყვარდება და უდიდეს ტკივილს მიტოვებს, სურვილი მიჩნდება, რომ ბევრი რამე ვთქვა მათზე, მაგრამ არასდროს გამომდის, რადგან გრძნობების ნიაღვარი მაწვება და მთელი სათქმელი მიბუნდოვანდება. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ეს წიგნი გაცილებით მეტ პოპულარობას იმსახურებს.
პ.ს მადლობა ჩემს ძვირფას მეგობარს, მარიამ ათაბაგს, ჩემი ბიბლიოთეკიდან ამ წიგნის წაკითხვა რომ გადამაწყვეტინა.

April 12, 2023
"ბებიას ოთახში შევიდა და, დაკარგული ბავშვივით, საწოლის გადასაფარებელი შიშით გადასწია. არა, ზეწრის ქვეშ და თავის ჩვეულ ადგილას არ იყო. სახე მის ბალიშში ჩარგო. ბებიას თმის სურნელში შეზელილი ღრმა ძილი ჯადოსნურ ხალიჩასავით შეუსრიალდა სხეულქვეშ და ცის შორეთში გაფანტული გალაქტიკების სამზერად გაიტაცა."
ეს ციტატა გამორჩეული ირანელი მწერლის მოთხრობების კრებულიდან, უფრო ზუსტად - კრებულის ბოლო მოთხრობიდანაა აღებული.
მოთხრობას "არჩევანი" ჰქვია, იგივე სახელს ატარებს 2017 წელს გადმოქართულებული კრებულიც.
რა წამსაც წიგნი დავხურე, რომელმაც კითხვის პროცესში ყველანაირი ემოციისგან დამცალა, მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება, რომ ამდენ დარდს იტევდე და უდიდესი ოსტატობით შეგეძლოს მათი ფურცლებზე გადატანა.
ერთმანეთზე უკეთესი, ერთმანეთზე სევდიანი, ერთმანეთზე კარგად გადმოცემული ამბებია. ყველა მოთხრობას აღმოსავლური სურნელი, ჩვეულებრივი ადამიანების პრობლემები და ენითაღუწერელი სევდა გასდევს ფონად.და ეს სევდა ხშირად ისეთი ნაცნობია...
გოლი თარაყზე ამბობენ, მისი ნაწერები პოეტურიაო. ალბათ, ამის მიზეზი ისაა, რომ მწერალი ირანიდანაა. შესაძლოა, ეს ჩემი ვარაუდი ვიღაცებისთვის სულელურად ჟღერდეს. მაგრამ, რამდენადაც აქამდე დავკვირვებივარ, აღმოსავლელ მწერლებს თითქოს გენში აქვთ პოეზიისთვის დამახასიათებელი რიტმულობა.
როგორც ზემოთ ვთქვი, ყველა მოთხრობას აღმოსავლური სურნელი გასდევს ფონად. მათი ავტორი ის ადამიანია, რომელიც საკუთრივ შეესწრო ირანის ძნელბედობას და უცხოეთში ემიგრაციაც გამოცადა.
ემიგრაციის სირთულეებს იდეალურად ეხმიანება კრებულში შესული ერთი მოთხრობა, რომელსაც "ბატონი ალეფის უცნაური ჩვევები უცხოეთში" ჰქვია. ნახსენები მოთხრობა საფრანგეთში ემიგრირებული კაცის შესახებ გვიყვება, რომელიც ცდილობს, რომ იქაურ ყოველდღიურობას აუწყოს ფეხი, ამავდროულად, იგი მშობლიურ ფესვებს ვერ წყდება და ნოსტალგიისგან იტანჯება.
ჩემი აზრით, იმის დასტურად, რომ გოლი თარაყი დიდი მწერალი ქალია, ამ შესანიშნავი კრებულიდან ნებისმიერი ერთი მოთხრობაც საკმარისია.

November 24, 2017
გემრიელია <3
"პირველი დღე"- ბროწეულის გემო აქვს და ნაცრისფერია <3
"ბატონი ალეფის უცნაური ჩვევები უცხოეთში"- ფორთოხლის გემო აქვს და ღია იასამნისფერია. <3
"თავაზიანი ქურდი"- მუქი, შაქრიანი ჩაის გემო და ფერი აქვს <3
"ის მეორე"- შავი მოცხარის გემო აქვს და მუქი იასამნისფერია <3

July 6, 2017
პატარა მოთხრობებში არწერილი სევდიანი ამბები ირანის ცხოვრებაზე რევოლუციამდე, რევოლუციის დროს და რევოლუციის შემდეგ. ეს მოთხრობები გვაჩვენებს, რომ ირანი და ირანელები ბევრად არ განსხვავდებიან ჩვენგან.
April 22, 2020
პირველი აბზაციდანვე შემოდის შენში სითბო, უცნაური სითბო და შეგრძნება თითქოს ყველაფერი ძალიან ახლობელია.
ულამაზესი, ულამაზესი და ძალიან სევდიანი მოთხრობები.

December 12, 2023
ეს რა მაგარი რაღაც ყოფილა.
March 13, 2020
შესანიშნავი მწერლის ლამაზი და სევდიანი მოთხრობები.
June 18, 2017
პირველი დღე, უკანასკნელი დღე, ბატონი ალეფის უცნაური ჩვევები უცხოეთში და თავაზიანი ქურდი მომეწონა ყველაზე მეტად. დანარჩენებიც კი კარგია მაგრამ მგონია რომ ქალებს უფრო მოეწონებათ.
September 24, 2019
ირანის ამბებს ვკითხულობდი თუ ჩვენსას ცოტა ვეღარ გავიგე ისეთი მსგავსებაა. მომეწონა. ზოგიერთი მოთხრობა უფრო მეტად ვიდრე დანარჩენი. ყველაზე მეტად კი თავაზიანი ქურდი.
March 4, 2025
ერთდროულად უცხო და ნოსტალგიური, ნაცნობი და უცნობი.
გული გამითბო და გამიტეხა. ძალიან მომეწონა.
ბოლო ორი ყველაზე მძიმე იყო.
ამირჰოსეინ, მაინტერესებს სად ცხოვრობ, უბრალოდ საუბარი მინდა :)

Read
November 20, 2017წავიკითხე. სევდა დამიტოვა.
Displaying 1 - 14 of 14 reviews