What do you think?

მარინეს ანგელოზები
"მარინეს ანგელოზები" თამთა მელაშვილის მოთხრობების პირველი კრებულია, რომელიც 2006-2017 წლებში დაწერილ ტექსტებს აერთიანებს.
კრებულის გმირები სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის მქონე ქალები არიან, თუმცა ძირითადად მარგინალური ჯგუფებიდან, რომელთა ხმა საჯარო სივრცეში არ ისმის. კრებული ამ ხმების "შეგროვების" და მათი მკითხველამდე მიტანის მცდელობაა - მხატვრული ფორმის საშუალებით უსამართლობის, უთანასწორობისა და ჩაგვრის გასააზრებლად.
მოთხრობები "ერთი და ორი" (2006) და "მამაჩემი მტრედია" (2016) ლიტერატურული კონკურსის "წეროს" კრებულში გამოქვეყნდა.
"სხვა ფერი" (2010), "რაც ბაბუა წავიდა" (2012), "ის დღე" და "სასუფეველი გოგონებისთვის" (2013) სხვადასხვა დროს "15 საუკეთესო მოთხრობის" ანთოლოგიაში შევიდა.
"წერილი ლიას" და "მარინეს ანგელოზები" ავტორის უახლესი, 2017 წელს დაწერილი ტექსტებია.

72 pages, Paperback
First published January 1, 2017
About the author
Tamta Melashvili
18 books110 followersTamta Melashvili was born in Ambrolauri (in the northern part of central Georgia) in 1979. After completing her secondary education she moved to the capital, Tbilisi, where she started a course in international relations. However, she broke off her studies and spent a year living in Germany, where she started to write. In 2008 she completed a degree in gender studies at the Central European University in Budapest. She now lives in Georgia, where she works on gender issues. She has written about female migration, for example in Georgian Women in Germany - Empowerment through Migration? Empowering Aspects of Female Migration (Saarbrucken 2009). She published her first stories online; some have subsequently appeared in anthologies. Her debut work „Gatvla” (Counting out) was acclaimed by Georgian critics as the work of „a new, highly distinctive voice”. The novel was awarded the Saba Prize for the best literary debut in 2011. The German translation (Unionsverlag, Zurich 2012) was chosen for the „Hotlist” of the best ten books published by independent publishers in 2012 and in 2013 awarded with the prestigious „Deutscher Jugendliteraturpreis”.
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 23 of 23 reviews
May 29, 2017
ვერ ვქენი, რევიუს გარეშე რომ დამეტოვებინა ეს წიგნი. ძალიან კარგი კრებულია, პატარა და ემოციური მოთხრობები, სულ მიკვირდა, როგორ ახერხებს ავტორი ასეთ პატარა ტექსტებში ჩაატიოს ამხელა ემოცია, ამხელა ისტორიები(გათვლაც ძალიან პატარაა) მაგრამ ფაქტია რომ გამოსდის.
ყველაზე მეტად მე რაც მომეწონა ისევ და ისევ მწერლის ენაა, ვერ ვხვდები, ვინ შეიძლება ვერ აალაპარაკოს ავტორმა, თან ისეთი ცოცხალი სამეტყველო ენაა, ზუსტად იქ ხარ, იმ ადამიანების ხმა გესმის, გეგონება, მოსმენილს იწერს თამთაო, თან ეს პერსონაჟებიც, ჩვენგან მივიწყებულები, სადღაც შორს მყოფები ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტექსტებში რომ არსებობენ, ილუზია მექმნება რომ არ დაიკარგებიან, ვიღაც მაინც გაიგებს მათ გასაჭირს.
ზოგი ტექსტი სრული სიგიჟეა("ერთი და ორი", "მარინეს ანგელოზები") ავტორი არამარტო ენით და ემოციებით თამაშობს, სტრუქტურულადაც ძალიან მრავალფეროვანია, არ არსებობს თამთასთან თხრობის ერთი მანერა, სულ სხვადასხვა ხერხებს მიმართავს, გადააწყობს, გადმოაწყობს, ამბის ბოლოს თავში აიტანს და მოკლედ, სულ სახეს იცვლის და არასოდესაა მოსაწყენი.
მინდა რომ ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს ეს პატარა კრებული.

November 13, 2017
"მარინეს ანგელოზები" უპაწაწინესი მოთხრობების კრებულია და ამ უპაწაწინეს მოთხრობებში მწარე რეალობა, დარდი, ტკივილი , "სიხარული", წარსული , უიმედო მომავალი , და უბედური აწმყო ერთადა თავმოყრილი. თვითონ თამთა თანამედროვე ქართულ ლიტერატურში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხმაა, სწორი და ზუსტი გზავნილებით. ცოტათი სასწაულია, ერთ გვერდში მთელ ცხოვრებას ატევენ მწერლები.
ps თუ გინდ ორი წინადადება ძლივს გადაება, მაინც მეყვარებოდა ეს გოგო, ფემინისტია და ზედმეტად სუბიექტური ვარ.
pps ათასჯერ მითქვამს, თამთას" გათვლა" სკოლის პროგრამაში შესატანი მოთხრობაა, შეიტანენ კიდეც.
ps თუ გინდ ორი წინადადება ძლივს გადაება, მაინც მეყვარებოდა ეს გოგო, ფემინისტია და ზედმეტად სუბიექტური ვარ.
pps ათასჯერ მითქვამს, თამთას" გათვლა" სკოლის პროგრამაში შესატანი მოთხრობაა, შეიტანენ კიდეც.
June 29, 2017
ხომ სულ პატარა კრებულია სულ პატარა ფორმატით, შინგითაც ხომ კიდევ უფრო პატარა მოთხრობებია, მაგრამ მთელი წიგნი და მასში მოთხრობილი ამბებიც ისეთი ცოცხალია, რომ სათითაოდ გრძნობ ყოველ სიტყვას, წინადადებას, აბზაცსა და მოთხრობას.
თამთა მელაშვილი ისე კარგად ახერხებს ნებისმიერი გრძნობის, ფიქრის, პრობლემისა და გასაჭირის მკითხველამდე ყალბი პათოსის გარეშე მოტანას თავისი არაჩვეულებრივი ენით, რომ ეს მცირე ამბები ოდესმე მეხსიერებაში კი არ გაგიფერმკრთალდება ან ერთმანეთში აგერევა, პირიქით - სამუდამოდ შენთან დარჩება თავისი განუსაზღვრელი სიმძიმით.

June 1, 2017
თამთა მელაშვილი არის უნიკალური ხმა ქართულ ლიტერატურაში. ვინც ამას ვერ ხვდება, უბრალოდ შორსაა ლიტერატურისგან. ეს კრებული პატარა სასწაულია, სხვადასხვა წლებში დაწერილ პატარა მოთხრობებს მოუყარა თავი.
June 1, 2017
საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ამ ცქნაფა წიგნში და კიდევ უფრო ცქნაფა მოთხრობებში ამდენი რამე ჩაატიო. მოყვე თითქოსდა უბრალოდ, მაგრამ თითოეულმა სიტყვამ ამხელა ემოცია მოიტანოს, გაიროს კაპილარებში, არტერიებში, სისხლძარღვებში და ბოლოს პირადპირ გულს დაარტყას... თითქოს, როგორი ნაცნობი ისტორიებია, ნაცნობი პერსონაჟებით და პრობლემებით, მაგრამ ამავდროულად უცნობი ემოციებითა და გრძნობებით... ვფიქრობ, თამთა არის თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. დამსახურებული 5 ვარსკვლავი ჩემგან.
December 20, 2017
მინიმალისტური წერის სტილით მოთხრობილი სენსიტიური ამბები ადამიანებზე, რომლებიც არ არსებობენ, უფრო სწორად არსებობენ, მაგრამ მათი არსებობა არალეგიტიმურია.
მოთხრობა მუშა მამაზე ზედმეტად ამაღელვებელია, ზოგადად მსგავს თემაზე ძალიან რთულია წერო, ძნელია არ აცდე ტრივიალურობას, თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, სრულიად გასაოცარი ენაა მოძებნილი;
მაგარი წიგნია!

კითხულობ და გრძნობ, რომ ნელ-ნელა ავტორი შენი მეგობარი ხდება, დასასრულს უკვე გგონია, რომ ძალიან დიდი ხანია იცნობ. პერსონაჟების სამეტყველო ენა ძალიან უბრალო, მაგრამ ავთენტური და შეუფასებელია. თამთა თითოეული მათგანის ტყავში გაძვრენს. შენ ხდები მარინე; პატარა ბავშვი, ვისი მამაც მტრედია; ქალი, ვინც შვილს რეზერვში უშვებს... ეს წიგნი ნამდვილი საგანძურია.
June 17, 2017
2012 წლის მერე დაწერილი მოთხრობები განსაკუთრებიტ მომეწონა <3
December 22, 2017
ავტობუსში ვკითხულობდი თორემ ამატირებდა
June 12, 2017
ამ წიგნის კითხვისას მხოლოდ იმიტომ არ ავტირდი, რომ საჯარო სივრცეში ვიყავი. ეს არის ისეთი ნამდვილი, ისეთი ყოველდღიური ცხოვრება რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაგახსენდებათ, თითქოს მათზე იყოს დაწერილი.
May 29, 2017
სხვისი დაწერილი რომ ყოფილიყო ეს წიგნი, ქალებზე რომ არ ყოფილიყო და ქართველი რომ არ ყოფილიყო ავტორი, ალბათ 3-ს დავუწერდი, მაგრამ რა ვქნა, თამთა მელაშვილიც მიყვარს, ფემინისტიც ვარ და ეს მოთხრობები კიდევ ძალიან საჭირო მოთხრობები მგონია.
გავსკდი ტირილით. ცოტნე ცხვედიანის მერე მგონი არაფერს დაუმძიმებია ჩემთვის გული ამდენად.
და ჰო, ვგიჟდები ამ გოგოს წერის სტილზე - ერთ წინადადებაში, ან სულაც ერთ სიტყვაში რომ ატევს მთელ ტრაგედიას. ძალიან მაგარია.

March 14, 2021
"მამაჩემი მტრედია" კრებულის საუკეთესო მოთხრობაა.
March 10, 2022
Still, ავტორთან ბმა ცალკე დამრჩა: “ერთი და ორი” საბოლოოდ რამდენჯერ მოვისმინე (თამთას წაკითხული აუდიო არსებობს 🥳) არ ვიცი, კონკრეტულად რამ მიმიზიდა, არც ეგ ვიცი: ვარაუდით - ენამ. ყველა სხვა მოთხრობის უკარგესობის მიუხედავად, “წერილი ლიას” ყველაზე გამორჩეულია ჩემთვის. სხვა უფრო დიდი ტკივილებიც იარსებებს, შეიძლება უკეთესად გადმოცემულიც, მაგრამ ლიას სევდა (და ადრესანტის სევდაც), ასე მგონია, ბოლომდე ვიგრძენი. დანარჩენ მოთხრობებს რაც შეეხება, რაც ბაბუა წავიდა” გამახსენდა პირველი, ალბათ, ისევ ემოციური კავშირის გამო. მმმმ, ყველაზე ნაკლებად “სხვა ფერი” მომეწონა :დ ძალიან forced და არარეალისტური მომეჩვენა. სხვა ყველაფერი შეუდარებელია, კრებული - უზომოდ recommended <3
June 9, 2017
Review არ არის საჭირო, უბრალოდ must read -ია. ისევე, როგორც ამ ავტორის ორივე რომანი!
July 26, 2017
40 წუთში (მეტი არ დაგჭირდებათ) ამაზე სასარგებლო რა უნდა გააკეთოთ მე არ ვიცი
November 2, 2017
რა ვქნა დე, მიყვარს მე ის ბიჭიო... ჩემი შვილი ხარ–მეთქი, დე, როგორიც არ უნდა იყო, ჩემი ხარ მეთქი...
January 16, 2018
კარგი კრებულია. თამთა მელაშვილის ნაწერებში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მისი პერსონაჟები რეალურები არიან, ხელშესახები, ჩვენ გვერდით მცხოვრები ქალები, რომლებზეც, როგორც წესი, არ წერენ.
May 3, 2018
Highly recommended
December 19, 2018
გადასარევი, შეგრძნებებით აღმვსები მოკლე ისტორიებია <3
December 9, 2019
ნაჰ, ბანალური ტექსტები. ორი მოთხრობის გამო ვუწერ ამ ორ ვარსკვლავს.
April 6, 2020
როგორც ყოველთვის, თამთა შეუდარებელია... ისტორიებში გადმოცემული აქტუალური საკითხები, რომლებიც მუდამ განუხილველი რჩება საზოგადოებაში.
January 26, 2023
უკარგესი მოთხრობებია, ასეთი ცოცხალი, თანამედროვე და ხელშესახები თავისი ენით, ფორმით, გრძნობა-ემოციით, სათქმელით, იშვიათია ქართულ ლიტერატურაში. <3
March 28, 2023
ძალიან კარგად ახერხებს თამთა უზომოდ ემოციური ამბების პათეტიკის გარეშე, უპატარავესი მოთხრობების საშუალებით, გადმოცემას.
Displaying 1 - 23 of 23 reviews