Jump to ratings and reviews
Rate this book

დაშლა

Rate this book
ზურას და თინას ოჯახური ცხოვრება უღრუბლო ინერციით მიედინება; ისეთია, როგორიც უნდა იყოს - ჰყავთ შვილები, აქვთ სახლი, ზრუნავენ ერთმანეთზე... მაგრამ 2012 წლის ცხელ ზაფხულს ყველაფერი თავდაყირა დგება. მათ ყოველდღიურობაში სხვები იჭრებიან, უცხო და აქამდე გამოუცდელი ვნებები კი დამანგრეველი ძალის აღმოჩნდება.
დავით გაბუნიას სადებიუტო რომანში სამყაროს მხოლოდ პერსონაჟების თვალით ვხედავთ, დეტალებად დაშლილ რეალობაში ყველას საკუთარი, ერთმანეთთან შეუთავსებელი სიმართლე აქვს.

132 pages, Paperback

First published May 25, 2017

12 people are currently reading
586 people want to read

About the author

Davit Gabunia

15 books74 followers
დავით გაბუნია დაიბადა 1982 წლის 12 აპრილს ფოთში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 2003 წლიდან მისი რეცენზიები და თარგმანები ინგლისური და შვედური ენებიდან იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში. ნათარგმნი აქვს სტრინდბერგის, იბსენის, შექსპირის, ასევე თანამედროვე დრამატურგების ნაწარმოებები. 2008 წელს მოიპოვა ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალის ”არდიფესტი” პრიზი საუკეთესო პიესისათვის. პიესების პირველი კრებული დაიბეჭდა 2010 წელს. 2013 წელს გახდა დამოუკიდებელი თეატრალური პრემია ”დურუჯის” ლაურეატი. მისი პიესები დადგმულია სამეფო უბნის, რუსთაველის, ფოთისა და ბათუმის თეატრებში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
265 (32%)
4 stars
283 (34%)
3 stars
192 (23%)
2 stars
64 (7%)
1 star
15 (1%)
Displaying 1 - 30 of 132 reviews
Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews63 followers
June 4, 2017
ასეთ დაძაბულ, დამაინტრიგებელ, ენობრივად გამართულ და ამავდროულად, ემოციურ რომანს ქართულ ლიტერატურაში იშვიათად თუ წაიკითხავ. კითხვის დაწყებიდან სულ რაღაცის მოლოდინი გაქვს, ნელ-ნელა ეს მოლოდინებიც გიმართლდება, მაგრამ ბანალურობის შეგრძნებას კი არ გიტოვებს, ძალიან გამძიმებს, ნაწილ-ნაწილ გშლის, რადგან ვეღარ გაგიგია, რომელ პერსონაჟს უფრო თანაუგრძნობ, რომლის შეცდომებზე უფრო გეშლება ნერვები და ვისი ბედი უფრო განაღვლებს.
სიუჟეტი სტრუქტურულად ისეა აგებული, რომ კითხვის დასრულებისას, მიძღვნიდან დაწყებული ბოლო თავით დამთავრებული ყველაფერი ფაზლივით ერგება ერთმანეთს და რაღაც მომენტში ის მამაძაღლი ფიქრი გაგირბენს გონებაში, რომ შეიძლება შენც ისეთივე დაუცველი ხარ, როგორც ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი.
ცალკე ამბავია ავტორის ენა, რომელიც არცერთ აბზაცსა თუ წინადადებაში არ არის ზედმეტად გადამტკბარ-გადამლაშებული, ამიტომაც ნებისმიერი მკითხველი გაღიზიანებისა და დაღლის გარეშე ერთი ამოსუნთქვით შეძლებს რომანის წაკითხვას.
მოკლედ, ძალიან სასიამოვნოა სიუჟეტურადაც და იდეურადაც ერთმანეთში ასე იდეალურად შერწყმული წიგნის კითხვა, რომელიც კიდევ დიდხანსაც დაგიტოვებს საფიქრალს, ალბათ.
Profile Image for Zura.
Author 3 books125 followers
May 30, 2017
რომანში შექმნილია ძალიან კარგი და მძიმე ატმოსფერო, რაც ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა, კარგად შეუძლია პერსონაჟების და ამბების სიმძიმე ისე შემოგადოს მხრებზე რომ მოკვდე იმის თრევით.
"დაშლის" შემთხვევაშიც ზუსტად ეგრე მოხდა, რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ის განწყობა მაინც გამომყვა, პერსონაჟები რომანში ძალიან ზუსტია, ავტორი კარგად იცნობს, ბევრი აქვს ნაფიქრი და რომანს იქეთაც მშვენივრად ხვდება, რას იზამდა ამა თუ იმ შემთხვევაში პერსონაჟი, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ იქამდე, რომ ამდენი ნარატივი სულაც არ გვეჩვენება ზედმეტი, პირიქით. მე პირადად, მიუხედავად იმისა რომ ავტორს ძალიან კარგად ვიცნობ, ბევრიც მიფიქრია მის შემოქმედებაზე, პიროვნებაზე, კითხვის დროს მაინც გვერდით მიიწია ავტორი და დარჩა პერსონაჟები, ავტორის ხმა აღარ მესმოდა, ისმოდა მარტო სასომიხდილი კაცების და ქალების ხმა.
ასეც რომ არა, დასაფასებელია ყველა ის მცდელობა ქართულ ლიტერატურაში, როცა კაცი აღარაა პლეხანოველი, არ წერს თავის მაჩანჩალა ცხოვრებაზე და არ არის ცოტათი მაჩო, გაბუნიას წიგნი ზუსტად ამის საპირსპირო შემთხვევაა,წიგნში კაცები ემი ვაინჰაუსის პუტანკურ სიმღერებზე ტირიან და ქალები ღალატობენ ქმრებს, ღალატობენ შვილებს.
Profile Image for Sofi Mdivnishvili.
28 reviews17 followers
June 13, 2017
ამ წიგნს, თბილისის სუნი აქვს. განსხვავება მხოლოდ ის არის რომ, თბილისი უფრო ცხოვრობს ამ წიგნის პერსონაჟებში, ვიდრე ისინი იქ. ძალიან ბევრი შეფასება ვნახე, რომ წიგნში ქალაქის დაშლა სრულიად არ ჩანს და იმდენად მშრალადაა აღწერილი ყველაფერი რომ არაა ხელშესახები, თბილისური ადგილები. ჩემი აზრით, პერსონაჟები იმდენად არიან ქართული პრობლემებით გაჟღენთილნი, საერთოდ რომ არ ყოფილიყო ლოკაცია ნახსენები, ალბათ მაინც მივხვდებოდით მოქმედების ადგილს.
ნაწარმოების დასაწყისს ისეთივე როლი ენიჭება, როგორც დასასრულს, მაგრამ ამ წიგნის დასაწყისი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია ამ წიგნში. ისე საინტერესოდ და უცნაურადაა აღწერილი ყველაფერი, რომ ხვდები რაღაც კარგი გელის წინ, იმდენად ლამაზად ეწერა ყველაფერი, რამდენჯერმე გადავიკითხე კიდეც.
არ ვიცი თქვენ დამსხდარხართ თუ არა ღამე, ათეულობით სახლს მიღმა დაგინახავთ ფანჯარაში ანთებული სინათლე და გიფიქრიათ, რა ხდება მის მიღმა, ისევე როგორც მე და ზურას. ზურა - ამ ნაწარმოების აშკარა მთავარი გმირია და მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი. თან ,,ქართველი მუჟიკია“, ჰომობოფი, ცოტათი ჰიპსტერიც, კარგი მამიკოს როლს რომ თამაშობს, ემი უაინჰაუზის სიმღერებს უსმენს და ტირის. რაღაცით ჩვენნაირი ტიპიცაა, ყველაფერი რომ აინტერესებს და უნებურად ერევა სხვის საქმეში, თავისი პრობლემები კი, გვერდზე რჩება, რის გამოც, ვერ ასწრებს საკუთარ თავზე ფიქრს და ყველაფერი თავზე ექცევა.
თინა ტიპური ქართველი ქალია, მთელი დღე რომ წელებზე ფეხს იდგამს და უმუშევარ ქმარს-შვილს არჩენს. ვფიქრობ, თინაში ბევრი ქართველი ქალი ცხოვრობს, რუტინით გადაღლილები რომ არიან და ცხოვრებაში რაღაც წამიერი გამონათება თითქოს თავიდან აყენებს მათ ფეხზე და გონებას ურევს. ეპიზოდი, სადაც მისი და ნურის ურთიერთობაა აღწერილი, უცბად ვითარდება, არ გვხვდება წერტილები, მძიმეები, ვგრძნობთ, რომ ყველაფერი ისევე მალე უნდა დამთვარდეს, როგორც დაიწყო.
მაგრამ მერაბის სახე ყველაზე სიანტერესოა ამ ნაწარმოებში, რადგან ჩვენს გარშემო ბევრი ასეთი მერაბი ცხოვრობს. საკუთარ ავტორიტეტს ამოფარებულნი, ზუსტად იმას რომ აკეთებენ ფარულად, რასაც ფეხით თელავენ. რელაურად კი, საზოგადოების მონები არიან.
მთავარი პრობლემა მაინც ადამიანებს შორის გაუცოხებაა, წლები რომ ცხოვრობენ ერთად, მაგრამ უჭირთ ხმის ამოიღება იმაზე, რაც არ მოსწონთ და ვერ ბედავენ დარდი გაუზიარონ ერთმანეთს. რადგან იციან რომ ერთმანეთს ვერ გაუგებენ. ადამიენებზე, რომლებსაც საზოგადოების მიერ დაწესებული დოგმებით ცხოვრება უწევთ და ამის გამო უარს ამბობენ ყველაფერზე, რაც სურთ და უყვართ.
თბილისი დღესაც ასეთი ადამიანებითაა სავსე, ადამიანებით, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ დაიშალონ.
Profile Image for Mikheil.
Author 11 books117 followers
June 12, 2017
სანამ რომანის კითხვას დავიწყებდი ოთხი მეგობრის აზრი მქონდა უკვე მოსმენილი, 3-ის დადებითი, 1-საც უარყოფითი. წინასწარი განწყობა ძალიან კარგი მქონდა, ბევრი მიზეზის გამო; ველოდი, რომ ძალიან მომეწონებოდა! ფაქტია, ფესტივალზე ნაყიდი წიგნებიდან, პირველივეს ამას ვეცი და ღამის ძილიც შევწირე.

ამ პატარა რევიუში მომიწევს დაგასპოილეროთ, ასე რომ თუ არ გინდათ დასასრული იცოდეთ, კითხვა შეწყვიტეთ :)

წიგნს აქვს თავისი ღირსებებიც და ნაკლებიც:

მთავარი ღირსება ის იდეაა, რის გარშემოც ავტორი სიუჟეტს აწყობს: ყველანი ფანჯრიდან, ცხვირწინ, განათებულ სივრცეში ვუყურებთ ჩვენს გარშემო არსებულ დანაშაულს და მერე ჩვენივე უსუსურობით, სოციალური თუ ეკონომიკური კომფორტის გამო, ტრაგედიას არა თუ ვებრძვით, არამედ მის კვალსაც ვაქრობთ ხოლმე. ასე იქცევა წიგნის მთავარი პერსონაჟი, რომლის მონათხრობსაც ამ რომანის ნახევარი უკავია.
ზურას პერსონაჟი ერთადერთი დასრულებული სახეა მთელ წიგნში. ხასიათი დაჭერილია, ტიპაჟიც კარგადაა შექმნილი, თუმცა მომეჩვენა, რომ მისი მეტყველე��აა ცოტა დაუბალანსებელი. ზოგჯერ მზრუველი წაჰიფსტერო მამიკო იჩითება, ზოგჯერაც რიგითი ცხოვრებაზე გულაცრუებული ბაბულიკა. თუმცა, ესაა მისი გაორებული თუ სიცრუით გაჯერებული ბუნება; სტანდარტული ჰომოფობი, შაბლონური, მასისგან ათვისებული დამოკიდებულება და ა.შ. ჰოდა, სწორედ იმის გამო, რომ ზურას პორტრეტი კარგადაა შექმნილი, წიგნის პირველი ნახევარი გაცილებით კარგია, ვიდრე მეორე.

სხვა სიტუაციაა მერაბის პერსონაჟთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო; ძალიან განუვითრებელი გმირია. მიუხედავად მისი სულ რაღაც 10-15 გვერდიანი მონოლოგისა, მაინც იყო ეს სივრცე საკმარისი იმისთვის, რომ ყველაზე სახასიათო სახე შექმნილიყო, მაგრამ ვერ შეიქმნა. შესანიშნავი იყო მისი უკუთვლა და წინასწარი შემზადება დასასრულისთვის, მაგრამ ეს იყო და მორჩა. რაც ყველაზე დაუმუშვებელი მეჩვენა იყო მისი ასაკი; 62 წლისაა და თხრობისას მეგონა 30 წლის იყო. მერაბის თავი რომ დასრულდა, ხელახლა გადავამოწმე მისი წლოვანება, ვიფიქრე არასწორად ხომ არ მახსოვს ასაკი-მეთქი.

დაუმუშვებელია თინას პერსონაჟიც, რომლისადმი არანაირი ემპათია არ ჩნდება (და ეს ალბათ ამ წიგნის ყველაზე დიდი მინუსია), მაშინაც კი, როცა ლილისთან მიდის და უსიტყვოდ ეხუტება. აშკარაა, რომ არ არის ჩაფიქრებული უარყოფით გმირად, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ კარგი იყოს - ბავშვებთან ერთად ნამცხვარს აცხობს, მუშაობს და ოჯახში “შემომტანია” და ა.შ. მოკლედ, როგორც იტყვიან, წელებზე ფეხს იდგამსო, მაგრამ ამ გოგოს საერთოდ ვერ ვიყვარებთ. როგორც თინა ირევა მას შემდეგ, რაც ერთ ცდუნებას ვერ უძლებს, ისევე ირევა მისი პორტრეტიც წიგნში.

არ მომწონა ისიც, რომ წიგნში არ არსებობს ქალაქი; მიუხედავად იმისა, რომ ერთ ეპიზოდში თინა ცენტრალური თბილისის დიდ ნაწილს გადასერავს, მაინც არ იქმნება ეს ურბანული (ზოგადად გეოგრაფიული) ატმოსფერო, რაც მომკალით და კარგი (განსაკუთრებით არაჟანრული) რომანისთვის საბაზისოდ აუცილებელი დეტალი მგონია. ის ადგილები, რომელსაც კვირაში ერთხელ თუ შვიდჯერ ჩავუვლი გვერდს, საერთოდ არანაირ განწყობას არ ქმნიან, ისე, ტყუილუბრალოდ არიან ნახსენები.

საბოლოო ჯამში, ტექსტს შევაფასებდი შემდეგნაირად, რომ არის კარგად ნაფიქრი (ამიტომაცაა, იდეურად გამართული), მაგრამ ნაჩქარევად დაწერილი.
თუმცა ეს ნაჩქარევობა არ გულისხმობს იმას, რომ რთულად წასაკითხი ნაწერია, პირიქით, ძალიან სხარტად იკითხება, ერთ გადაშლაზე. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ველოდი ამ წიგნისგან. ტექსტის წერა რომ იცის გაბუნიამ, არაა ახალი ამბავი, ისედაც ვიცოდი.

რა თქმა უნდა, გაცილებით მეტს ველოდი, ავტორისგან, რომელსაც უკვე “საბა” აქვს აღებული, რომელსაც კარგი ლიტერატორის რეპუტაცია აქვს და რომელიც კარგ პიესებს წერს. ამასთანავე კარგი მთარგმნელიც არის.

მოკლედ, ასეთი ამბავია. თუმცა წაკითხვად ნამდვილად ღირდა.
Profile Image for Guga Maliadze .
189 reviews
January 11, 2020
მაშინ, როდესაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ყველა იმედია გადავიწურე გამოჩნდა დავით გაბუნიას ძალიან მაგარი წიგნი „დაშლა“.
ისეთი წიგნია რა, მცირე ზომის მიუხედავათ ყველაფერი რომაა შიგნით. სულისშემხუთვი და ჩამთრევი სიუჟეტი, რაც მთავარია მრავალფეროვანი პერსონაჟები ნამდვილად არ მოგცემენ გაჩერების საშუალებას.
ბრავო, ბრავო და ბრავო.
დებიუტისთვის ნამდვილად სრული ფურორია ეს წიგნი. <3
P.S. როგორც ჩანს ჩემს კატასაც მოეწონა „დაშლა“, ამის ნიშნათ ყდაზე თავისი ორი კბილიც დაამჩნია. :დ
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews37 followers
January 21, 2018
პოსტი შეიცავს „სპოილერებს“!

საბოლოო ჯამში ძალიან მომეწონა. ისეთი წიგნია, ერთი ამოსუნთქვით რომ უნდა ჩაიკითხო. მსუბუქად იკითხება და ძალიან გაინტრიგებს.

ყველაზე მაგარი მაინც დასაწყისი აქვს. შესავალი ნაწილი არის ფანტასტიური. ძალიან განსხვავებული და ხატოვანია. იმდენად დეტალურადაა აღწერილი სიტუაცია, რომ სუნსაც კი იგრძნობ, თმები ყალყზე დაგიდგება და შეიძლება მსუბუქი გულისრევის შეგრძნებაც კი დაგეუფლოთ.

წიგნი მოგვითხრობს ერთი თბილისური ოჯახის ამბავს. ალბათ, უფრო სწორი იქნება, თქვათ, რომ ცოლისა და ქმრის ამბავს მოგვითხრობსთქო, რადგან ოჯახად ამ ორი ადამიანის აღქმა ძნელია. წიგნში არ არის მათი ოჯახური ტკბილი თანაცხოვრების მომენტები მოყვანილი. ცალ-ცალკე და უკვე გაუცხოებაშეპარულებს გვაცნობს ავტორი ზურასა და თინას. მათი დაშლა უკვე დაწყებულია წიგნის დასაწყისშივე. იშლება არა მარტო მათი ოჯახი. ისინი პიროვნულადაც იშლებიან და ეს დაშლის პროცესი გარშემო ბევრ რამეს მოიყოლებს ქვეშ. თითქოს ეს წყვილი გარე სამყაროს საყრდენია და ამ საყრდენის დაშლის შედეგად ყველაფერი, რაც მათზე ეყრდნობოდა, იწყებს ჩამოშლას.

ზურა (წიგნის მთავარი პერსონაჟი, თინას ქმარი) წინა კორპუსში ერთ-ერთი მეზობლის ბინაში ქირით შესახლებული ადამიანის თვალთვალს იწყებს და ნელ-ნელა ინტრიგდება დანახულით. ზურას ინტერესის ზრდის პარალელურად იზრდება ჩვენი ინტერესიც. გულში ზურას შეიძლება გაუწყრეთ, უსაყვედუროთ ასეთი საქციელი, მაგრამ თქვენც არანაკლებ გაინტერესებთ, რა მოხდება და თვალს ხუჭავთ მის სულელურ საქციელზე. ავტორმა ზურას სახით ძალიან მაგარი პერსონაჟი შექმნა, ტიპიური ქართველი, დაოჯახებული, უმუშევარი კაცი. ტიპიური მენტალიტეტითა და ფიქრებით. თან, თითქოს, მაინც განსხვავდება რიგითი ქართველი „მუჟიკისგან“ – ცდილობს, ბავშვებს კარგი მამობა გაუწიოს, ხანდახან სახლსაც დაალაგებს, რომ ცოლი გაახაროს, მაგრამ თან პარალელურად ცოტა ჰომოფიბიცაა და ცოტა „გრუზინიც“.

თინას მონაკვეთი განსაკუთრებით საინტერესო იყო. თინაც ჩვეულებრივი ქართველი ქალია. მთელი დღე მუშაობს, უმუშევარ ქმარსა და შვილებს არჩენს, ცხოვრებისეულ რუტინაშია ჩაბმული და უცებ თავგზა ებნევა. წამიერად გაიელვებს მის ცხოვრებაში ახალი ადამიანი, ახალი მძაფრი გრძნობებით და თინას პერსონაჟიც ტყდება, იმსხვრევა და იშლება ჩვენს თვალწინ. წიგნის იმ მონაკვეთში, რომელით თინას წამიერ სიგიჟეს აღწერს, ვერ ნახავთ ვერც მძიმეს, ვერც წერტილს, ვერც სხვა რაიმე სასვენ ნიშანს. დაიწყებთ და ყოველგვარი პაუზის გარეშე ჩაამთავრებთ, თითქოს ავტორი წერის სტილითაც მიგანიშნებთ, რომ ამ წამიერ გაელვებაში მძიმეებითა და წერტილებით შესაჩერებლად არავის სცალია; რომ ამ ამბავმა მალე უნდა ჩაიაროს.

ეს წიგნი ზედმიწევნით ქართულ ამბავზე გვიყვება. ქართული საზოგადოების წევრების სახეებს გვიშიშვლებს. პერსონაჟები იმდენად ჩვეულებრივი რიგით ქართველები არიან, რომ რაღაც მომენტში შეიძლება უცებ იფიქრო, ამ წიგნის სიუჟეტი სადღაც აქვე შენს უბანში, შენსავე კორპუსში ხდება. ვინ არ გავსულვართ საღამოს აივანზე და ვის არ გაგვიხედავს მოპირდაპირე კორპუსში ალაგ-ალაგ განათებული ოთახებისაკენ. ამიტ���მაა, რომ ზურას პერსონაჟი ასეთი ბუნებრივი გვეჩვენება.

ამ ქართულ რეალობას ზუსტად ეხამება მერაბის პერსონაჟი. თანამდებობრივი ავტორიტეტის უხეშ ნიღაბს ამოფარებული ჩვეულებრივი მშიშარა ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ნიღბით ცხოვრობს. ცხოვრობს ტყუილსა და შიშში, რომ საზოგადოება გარიყავს, თავის რეალურ სახეს თუ გამოაჩენს. საზოგადოებრივი აზრის ჩვეულებრივი მონაა.

და მაინც, უმთავრესად ეს წიგნი ჩვეულებრივი ადამიანების წლობით ნაშენები ურთიერთობების დაშლაზე მოგვითხრობს. ცოლი და ქმარი, რომელიც წლებია ერთად არიან და მაინც ვ��რ ელაპარაკებიან ერთმანეთს პრობლემებზე. ვერ უმხელენ ერთმანეთს სატკივარს, ეშინიათ რა, რომ ერთი მეორეს ვერ გაუგებს. ოჯახი, რომელსაც არაფერი აკავშირებს.

მე თუ მკითხავთ ეს წიგნი ზაფხულის ბესტსელერობას იმსახურებს.

გვეწვიეთ ბლოგზე: https://minilibraryblog.wordpress.com/
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books423 followers
July 8, 2017
ისეთი დროა უკვე, რომ აზრის ჩამოყალიბება მიჭირს, მაგრამ წიგნის კითხვას რომ დაიწყებ და აღარ დახურავ გათენებამდე ანუ "ისეთ დრომდე, როცა აზრის ჩამოყალიბება გიჭირს" უკვე, ფაქტობრივად ეგეც აზრია. თანაც, მეტად დადებითი აზრი.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლივით წიგნია. ანტრაქტის გარეშე. ერთი დაჯდომით სანახავი. ფარდა რომ იხსნება დასაწყისში და საერთოდ აღარ ეშვება მერე იქამდე, სანამ მთელ ტრაგედიას არ უყურებ. მართალია, ალაგ-ალაგ იყო მონაკვეთები, რაც ოდნავ არაბუნებრივად მომეჩვენა, მაგრამ ეგეც ბუნებრივია, იმიტომ, რომ "არაფერია ქვეყნად სრულყოფილი".

მათ შორის, ცხადია, არც ეს რევიუ.

[ფარდა]
Profile Image for mery.
85 reviews1 follower
July 19, 2018
დაშლამ დამშალა.ისე როგორც თინას და ზურას სიყვარული დაშალა ნურიმ,ისე როგორც შოთიკომ დაშალა მერაბის გრძნობები.
ასე სწრაფად ძალიან ცოტა წიგნი ჩამიკითხავს,რაც ნიშნავს იმას რომ რომანი კარგადაა სტრუქტურულად აგებული,სიუჟეტი საინტერესო და დამაინტრიგებელია,პერსონაჟები კი იდუმალნი.მკითხველს აძლევენ საშუალებას ეძებონ მათში ის ,რასაც თვითონაც ვერ ხვდბიან რომ მათშია.ამის მიუხედავად, ძალიან მეპატარავა რომანი,მაგრამ მაინც მგონია რომ ეს ლაკონიურობა უფრო უხდება ასეთ წიგნებს,უბრალოდ მე ვარ ასეთი "საწყაული აღუვსებელი".
ზურა საკმაოდ საინტერესო პერსონაჟი იყო,რადგან ზუსტად ასახავდა თანამედროვე მერყევი მენტალიტეტის მქონე ადამიანის ბუნებას.იგი ერთდროულად ცდილობს სამაგალითო მამის როლის შესრულებას და "კაი ბიჭური" ჩვევების შენარჩუნებას, ჩაუმწვარ სიგარეტს აივნიდან ისვრის,გინებით "მოგიტ*ანთ კულტურა" .ამავდროულად,თვალს ადევნებს მეზობლის ცხოვრებას,უღებს ფოტოებს და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს,მაშინ როცა საკუთარი თავზე ენგრევა.და კიდევ ერთი რამ,რაც მის მერყევ მდგომარეობას უსვამს ხაზს ,არის მისი დამოკიდებულბა გეი წყვილის მიმართ,იგი ამ ყველაფერში სილამაზესაც ხედავდა და ზიზღსაც განიცდიდა.თუმცა,ჩემთვის ზურა ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია,რადგან მასში დავინახე იმ ადამიანის სახე,რომელიც აზროვნებს,ფიქრობს,ვითარდება და ზრუნავს.ქართული რეალობიან გამომდინარე,ეს ძალიან კარგია და იმედს მიჩენს რომ მისნაირი მამები საღად მოაზროვნე შვილებს გაზრდიან.აქვე,ზურას პერსონაჟიდან და ქმედებებიდან გამომდინარე კითხვის დროს გამახსენდა კორტასარის მოთხრობა "The Devil's Drool" და ამავ მოთხრობაზე გადაღეული მიქელანჯელო ანტონიონის ფილმი "blow-up",ვერ ვიტყვი რომ გამიხარდა,ცოტა ისეთი გრძნობა იყო,მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს,არც არაფერს აკნინებს ,რა თქმა უნდა.და ამ გახსენებაზე ისიც ვიფიქრე რომ არაჩვეულებრივი ფილმის გადაღება შეიძლება,ულამაზესი კადრებით.ჯერ მარტო შოთიკოს მკვდარი სხეულის გადაღება რად ღირს,მისი წითური თმის.მართალია ფილმიდან ძნელად შესაცნობი იქნება ამ ეპიზოდის მთავარი ნაწილი ,სიცოცხლის თითებიდან გაპარვა,მარა მაინც.
რაც შეეხება თინას,თინა ჩემში გაღიზიანებას იწვევდა,თანაგრძნობის და უძლურების განცდასაც მიჩენდა და თან ძალიან ახლოს მოდიოდა.ძალიან მომეწონა მისი მონოლოგი,უსასვენნიშნო.კითხვისას ვფიქრობდი რომ სიტყვებმა ხელ-ფეხიდან ბორკილები მოიხსნეს და თავისუფლად დაიწყეს ხეტიალი,ეს უწერტილმძიმობა ჩემი კითხვის ტემპს ასწრაფებდა და თავაწყვეტილი მიმაქროლებდა აბზაციდან-აბზაცისკენ.ეს კი არსებული სიუჟეტიდან მომდინარე დაძაბულ ემოციურ ფონს უფრო ექსპრესიულს ხდიდა და რაღაცნაირი დრაივიც მოჰქონდა.დაძაბულობის განცდასთან ერთად ძარღვებში სისხლის დინებასაც ვგრძნობდი,არ ვაზვიადებ,ასე იყო.არ ვიცი რატომ,ან მართლა ასეთი ოსტატობით არის დაწერილი,ან ჩემი პირადი ფაქტორებითაა განპირობებული.
მერაბი და შოთიკო სევდას მგვრიან,არ მინდა მათზე წერა. ეს ორი პერსონაჟიც დღევანდელი საქართველოს გამოძახილია.ისე,ზურას მსგავსად მეც ვიცი ერთი მერაბის შესახებ.ფაქტები არ მაქვს,თორე მაგალითს ავიღებდი და სადმე კარგ თანამდებობას დავიკავებდი.ეროვნულებიც აქეთ შემეხვეწებოდა ჩაბარებას.
და ბოლოს,ძალიან მიხაია რომ ჩემი ცხოვრების ამ კონკრეტულ ეტაპზე წავიკითხე და არა უფრო ადრე ან გვიან.ძალიან სწორი დრო იყო.ისე,მთლად ასეთი გენიოსობაც არ არის 5 ვარსკვლავი რომ დავუწერო,მაგრამ რა აზრი აქვს ამ ვარსკვლავებს?ჩემთვის,ამ კონკრეტულ მომენტში ეს წიგნი ხუთ, თუნდაც ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავზე მეტია.

პ.ს ამ წიგნზე ბევრის დაწერა შეიძლება,მის თითოეულ პერსონაჟზე.ლილიზე,მერაბზე,შოთიკოზე,გიოზე და ა.შ.თვითონ რომანშიც შეიძლებოდა გავრცობა,მაგრამ რაც არის ეს არის .(ისევ დაუკმაყოფლობის განცდა)

პ.ს.ს მოკითხვა ბლანშს,რომელიც ავტორს უყურებს.
Profile Image for Nio Bolkvadze.
6 reviews2 followers
August 31, 2017
დიდი ხანი ვუტრიალე, გუშინ საღამოს გავედი და ვიყიდე..
დილით კითხვა დავიწყე და მალევე დავამთავრე.
ყველაფერი ძალიან კარგია, სიუჟეტი, თხრობის მანერა.
ყველა გმირი მეცოდებოდა და ვეღარ გავარჩიე ვინ იყო დამნაშავე და ვინ მსხვერპლი.
საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველა ადამიანი თავისებურად მსხვერპლია იმ რეალობის, რომელშიც ცხოვრობს.
ზურაც, რომელიც უსაქმურობით და მუდმივად სახლში ყოფნით დაიღალა, თინა,რომელსაც უფრო ამაღელვებელი გრძნობები სჭირდებოდა.
ნური, რომელსაც თინასავუთ უცებ დაატყდა თავს აკრძალული გრძნობა და მერაბის და შოთიკოს ისტორია, რომელთა სიყვარულიც არასოდეს დამთავრდებოდა კარგად.
კითხვის განმავლობაში მეც ვიშლებოდი და თინას მომენტებზე ტირილიც კი ვეღარ შევიკავე, ყველაფერი გამახსენდა, როგორ დავდიოდი ქუჩაში, როდესაც მიყვარდა, როგორ გრძელდებოდა ხალხის ცხოვრება ისე, რომ ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, უცნობი ადამიანების თვალწინ ტირილი, სულ ყველაფერი გამახსენა ერთბაშად და მივხვდი, აშკარად იმოქმედა..
ბევრჯერ მიფიქრია და კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რომ სიყვარული ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს, მაშინაც კი, როდესაც მზრუნველი ქმარი და კარგი ოჯახი გყავს.
ჩვენი გრძნობები კი ყოველთვის მოულოდნელად გვანგრევენ, გვშლიან და მსხვერპლად გვიწირავენ.
Profile Image for Nona.
150 reviews77 followers
August 11, 2017
საწოლზე წამო��წექი და კითხვა დავიწყე
მალე ჩავიკითხე პირველი 50 გვერდი და ტემპიც არ დავაგდე
თინას მონოლოგის შემდეგ კი უბრალოდ ვეღარ გავაგრძელე კითხვა წიგნი გვერდზე გადავდე და ჭერს ავხედე გაოგნებული ვიყავი
ესე ვიწექი დაახლოებით 15 წუთი და შემდეგ კვლავ წიგნს მივუბრუნდი
ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მანადგურებდა
თინას უცნაური საქციელის მიზეზს მალევე მივხვდი
თითქოს წიგნი მალევე ავითვისე წინასწარ განვსაზღვრე რა მოხდებოდა.ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა და მაინც საშინლად გამანადგურა დამშალა
სიუჟეტზე კი ეტყობა,ვისი დაწერილიცაა ძალიან მივამსგავსე ხელოვნურ სუნთქვას
ყველაზე მეტად კი ბოლო თავი მომეწონა ბოლო წინადადება ზუსტად ასახავს დღევანდელ რეალობას.
მეტი არ ვიცი რა ვთქვა
რაღა უნდა ვთქვა
Profile Image for Goga Saparashvili.
24 reviews10 followers
May 30, 2017
დიდი ხანია ასეთი ემოციით არაფერი წამიკითხავს. თავიდან ნერვები მომეშალა ასეთი პატარა რომ იყო წიგნი, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ასე ჯობდა. თხრობის სტილის ასეთი ზუსტი ცვლილება პერსონაჟებთან ერთად ძალიან კარგი და შთამბეჭდავია.
Profile Image for Nanuka Shakinovi.
47 reviews
March 31, 2020
კანფეტური წიგნია, ისეთი, აი, სხვადასხვანაირი.
ხოდა, ბარემ, ქ-ნ ლილის ეცოდინება, ვინ თქვა ყვავილებს მე თვითონ ვიყიდიო?
Profile Image for ანა.
124 reviews7 followers
January 20, 2023
გულისამრევად გულწრფელი რაღაც იყო ეს. კარგი ტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში სკეპტიკურსდ ვუყურებდი, მეთქი ესეც მორიგი სისულელე უნდა იყოს თქო. ქართულმა (თანამედროვე) ლიტერატურამ იმედები დიდიხნის უკან გადამიწურა, მაგრამ დავით გაბუნიამ შეძლო შეუძლებელი :დ მომეწონა, მართლა მოულოდნელობით აღსავსე და საინტერესო იყო.
Profile Image for Misoust.
96 reviews
December 9, 2024
ცოტა ხნის წინ დავასრულე კითხვა, სხვა საქმითაც ვცადე თავის შექცევა, თუმცა ის სიმძიმე რომელსაც კითხვის დროს განვიცდიდი თან გამყვა. თითქოს ჰო ჩვეულებრივადაა მოთხრობილი ამბავი, ხან ზურა საუბრობს, ხან თინა, ხან კიდევ მოხუცებული ლილი, მაგრამ ისე გამძიმებს ეს ყველაფერი, თითქოს შენ იყო ზურა, რომელსაც უღალატეს, და რომელიც ვერაფერს ხვდება, ან თინა, რომელიც 9 წლიან ურთიერთობას, ერთი სიტყვით, “მივდივარ”-თით ამთავრებს. ისე გითრევს წიგნი რომ რეალობას წყდები, არცერთი წუთით არ გეფანტება ყურადღება, მთელი გულით კითხულობ, შემდეგ ბოლო გვერდსაც და თავს ისე გრძნობ თითქოს წინ კიდევ ბევრი გვერდი გელოდოს, ამოწმებ გვერდების რაოდენობას, იქნებ ელ.ვერსიამ აურია რამე, თუმცა მერე ხვდები რომ ეს წიგნი სხვაგვარად ვერც დამთავრდებოდა, ამთავრებ კითხვას და თავს დაშლილად გრძნობ. თითქოს, ერთი ნაწილი ზურასთანაა, მეორე კი თინასთან, ვერ გადაგიწყვეტია რომელი უფრო შეგეცოდოს, რომელი უფრო იმსახურებს თანაგრძნობას, რადგან ხვდები რომ ორივე მართალია. ❤️
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book73 followers
June 28, 2017
ყველაზე მეტად მერაბი შემეცოდა თავისი ფარული ცხოვრებით. ალბათ როგორი ძნელია მთელი ცხოვრება ტყუილში, მალვაში და თვალთმაქცობაში ცხოვრება.
ზურა რაღაცნაირია. თან მომეწონა, თან თითქოს შოთიკო დააღალატა და გამოძიებას არ დაეხმარა.
შოთიკოს ფინალური თავი იყო ძალიან მაგარი და ირონიული.
თინა არ მომეწონა. ძალიან ზედაპირული პერსონაჟია. :/ ვფიქრობ უბრალოდ სიახლე სჭირდებოდა და ამას სიყვარული დაარქვა, იმ ბიჭის ადგილას ნებისმიერთან იგივეს იზამდა. ყველაზე ცუდი და ამაზრზენი ნურის პერსონაჟია, ტიპიური მექალთანე, ცოლი რომ სახლში უზის და თვითონ ყველას ეფლირტავება. მოკლედ - ცანცარა.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Loreley.
429 reviews98 followers
June 18, 2021
პოტენციალი უკეთესი ჰქონდა ვიდრე განხორციელება. შუისკენ ცოტა გეექცა წიგნი :დ
ამის გარდა პიესები ჰქონია მარტო დაწერილი, რომლის კითხვასაც ვერ ვიტან -.- თუ კიდევ დაწერს სხვა რამეს სიამოვნებით წავიკითხავ
Profile Image for Anuki Abuselidze.
8 reviews7 followers
July 20, 2017
როგორც თოკრი იტყოდა 'რაც მალე წაიკითხავთ, მით უკეთესი'
Speechless.
Profile Image for George Melikishvili.
22 reviews2 followers
August 28, 2022
ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ მეზარება. რა კარგი პოტენციალი ჰქონდა თითოეულ პერსონაჟს რომ საკაიფოდ წაეყვანა ავტორს მათი ამბავი, მაგრამ ალბათ მასაც დაეზარა დაწერა.
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews48 followers
January 17, 2018
მთლიანობაში საინტერესო წიგნია, ეტყობა რო დებიუტია და ხარისხისა და სტილის სტაბილურობა აკლია. ზოგად ძალიან მაგარია, თან განსხვავებულად მაგარი, ზოგან ეტყობა რო არც ისე ახლოა მწერალთან ის, რაზეც წერს. პერსონაჟები ცოტა არ იყოს ზედაპირულია (ზურას გარდა, რომელიც ალბათ 80%-ს იკავებს).

სიმართლე რომ ვთქვა 3-იანს უფრო დავუწერდი, მაგრამ დებიუტის ამბავში და ქართულ ლიტერატურაში სიახლისთვის, ავანსად +1 :)
Profile Image for Salomé Chincharauli.
20 reviews16 followers
June 9, 2017
წიგნია თუ ცხოვრება ვერ გავიგე!
Profile Image for Seturidze Ani.
34 reviews4 followers
July 26, 2017
"ფიზმატები კარგი ბავშვები არიან"
Profile Image for Irakli Jashi.
60 reviews
January 25, 2023
ბოლო გვერდმა შოკში დამტოვა
Profile Image for Tami Murvanidze.
55 reviews6 followers
August 9, 2017
პერსონაჟები მართლა მარტივ მამრავლებადაა დაშლილი. ამბავი ძაან საინტერესოდაა გადმოცემული , ზოგადად მიყვარს ,როცა პერსონაჟები გვიყვებიან თავიანთ ისტორიებს.
ჩემთვის კითხვის დროს ყველა პერსონაჟი "გაშიშვლდა" ,რეალობა ძაან მარტივად აღსაქმელი გახდა. ძაან გამიჭირდა ზურას ნაწილის წაკითხვა , განსაკუთრებით პირველის. რაც შეეხება ფინალს, არ ვიცი რას ველოდი , მაგრამ ამას არა.
ჩემმა მეგობარმა თქვა , წიგნი რაღაცნაირი გემოს ტოვებსო და მართალია.
Profile Image for Ketevan Kanchashvili.
221 reviews26 followers
August 2, 2021
პირველ ნახევარს 5 ვარსკვლავი, მეორეს - 3. ჯამში კარგად იკითხება. ყოჩაღ, დათო.
Profile Image for Promethea.
327 reviews10 followers
March 10, 2023
ძალიან თანამედროვე ქართული წიგნია, ასე მეგონა ოცდამეერთე საუკუნის ქართველი კაცის გონებიდან ვუყურებდი სამყაროს. როგორი კლდიაშვილისეული დრამაა. მიტინგის თემებიც ძალიან დაემთხვა 2023 წლის მარტს.
Profile Image for Ani Kavlashvili.
5 reviews
September 17, 2021
ეს წიგნი ზღვა ემოციებით დაგტვირთავთ და დასასრულითაც აღტაცებული დარჩებით.საკმაოდ პატარა წიგნია, მაგრამ არ ინანებთ ძალიან ბევრ, დიდი მოცულობის წიგნსაც ჯობია😉❤️❤️❤️
Profile Image for Michael Bohli.
1,107 reviews53 followers
October 28, 2018
Geschichten, in denen Menschen aus ihren gewohnten Strukturen und Handlungsebenen ausbrechen, die spielen gerne vor einem hitzigen Hintergrund. Auch "Farben der Nacht" macht sich diese Kulisse zu eigen und lässt die Charaktere in einem besonders heissen Sommer in Tiflis in einen immer unwirklicheren Strudel aus Misstritte und Brutalität sinken. Dabei will uns der georgische Autor Davit Gabunia mit seinem ersten Roman aber nicht plakativ die negativen Seiten der menschlichen Psyche vor Augen halten, sondern formt politische Wirrungen und Ausschreitungen auf einzelne Personen um.

"Farben der Nacht" ist eine Erzählung, die in einer kleinen Gruppe von Menschen spielt, immer wieder mit dem Perspektivenwechsel mehr Einzelheiten offenbart und aufzeigt, wie schnell sich eine Person durch Unsicherheiten und ungewohnte Fügungen verloren gehen kann. Soziale Unmöglichkeiten im Staat werden zu persönlicher Ohnmacht, resolutes Aufbegehren von Regierungsverantwortlichen zu grausigen Taten im Affekt. Eine fesselnde Erzählung voller Abgründe.
Profile Image for Keso Tchurgulia.
4 reviews
July 3, 2021
არ ვიცი, ამ წიგნის ამ დრომდე წაუკითხავობა როგორ მოვახერხე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სამყაროს გამოგზავნილ მინიშნებებზე ხუმრობა მიყვარს, ძალიან სწორ დროს ჩამივარდა ხელში :)))
უამრავი რევიუა და არც ვეცდები რაიმე განსხვავებული დავწერო. ეს პერსონაჟები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და ძალიან კარგად არის აღწერილი პატარ-პატარა ტრაგედიები როგორ ადგენენ უფრო დიდ ტრაგედიას და, მსგავს შემთხვევაში, კონკრეტული დამნაშავის ძიება უფრო მეტად ამორალურია, ვიდრე ის, რისი ჩადენაც პერსონაჟებს "უწევთ".
არ მიყვარს, როდესაც გამოვიცნობ ხოლმე, როგორ შეიძლება განვითარდეს სიუჟეტი, მაგრამ, ისევ და ისევ, იმიტომ, რომ ეს პერსონაჟები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და მათ ვიცნობთ, იწვევს იმდენად მშობლიურობის განცდას, რომ ეგ გამოცნობაც მშობლიურობისავე შედეგია ალბათ.
მიძღვნაც გადასარევია, ესეც უნდა აღინიშნოს.
Profile Image for Sandro Mikeladze.
84 reviews3 followers
August 22, 2022
ამას ნამდვილად არ ველოდი!

ძალიან სასიამოვნოდ (მარტივად) წასაკითხი წიგნი, რომელიც ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესოა უახლესი ქართული თანამედროვე ლიტერატურიდან.

ძალიან საინტერესო თემებს ეხება რომანი და ორჯერ უფრო მეტ მნიშვნელოვან რამეზე აფიქრებს მკითხველს. ნამდვილად არის გარკვეული ტიპის ქართული ოჯახის უზუსტესი აღწერა. უდრამატულესი და ჩამთრევი სიუჟეტი. პირადად მე ვერანაირად ვერ მოვწყდი კითხვას.

აშკარად თვალშისაქცევი და ადვილად მისახვედრია, რომ გაბუნიამ თითოეული პერსონაჟი კარგად შეისწავლა და დაამუშავა. კარგად იცოდა რომელს რისი შესაძლებლობა ჰქონდა და შეძლო, რომ ამის წარმოდგენა მკითხველსაც გაუმარტივა.

Displaying 1 - 30 of 132 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.