კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: "რენდოლფ კარტერის ჩვენება", "აღუწერელი", "იდუმალი კადათის სიზმრისმიერ ძიებაში", "ვერცხლის გასაღები","ვერცხლის გასაღების კარიბჭის გავლით", "ჩარლზ დექსტერ უორდის უცნაური საქმე", "მარადიულობის მიღმა"
Howard Phillips Lovecraft, of Providence, Rhode Island, was an American author of horror, fantasy and science fiction.
Lovecraft's major inspiration and invention was cosmic horror: life is incomprehensible to human minds and the universe is fundamentally alien. Those who genuinely reason, like his protagonists, gamble with sanity. Lovecraft has developed a cult following for his Cthulhu Mythos, a series of loosely interconnected fictions featuring a pantheon of human-nullifying entities, as well as the Necronomicon, a fictional grimoire of magical rites and forbidden lore. His works were deeply pessimistic and cynical, challenging the values of the Enlightenment, Romanticism and Christianity. Lovecraft's protagonists usually achieve the mirror-opposite of traditional gnosis and mysticism by momentarily glimpsing the horror of ultimate reality.
Although Lovecraft's readership was limited during his life, his reputation has grown over the decades. He is now commonly regarded as one of the most influential horror writers of the 20th Century, exerting widespread and indirect influence, and frequently compared to Edgar Allan Poe. See also Howard Phillips Lovecraft.
ჯერ ერთი, ეს კრებული აერთიანებს თითქმის ერთ კაცს და ერთ თემას. მერე მეორე, შეიცავს ლავკრაფტის ჩემს საყვარელ ნოველას ჩარლზ დექსტერის შესახებ. მესამე, მეოთხე და ა.შ. კიდევ კრებული იდეალურადაა შედგენილი და ფორმატიც ასეთია, + ყოველ ჯერზე შეგიძლია დახურო, ყდას დახედო, ხელახლა დაიმუხტო და კითხვა გააგრძელო. მოკლედ, სხვებთან ბოდიში, მაგრამ გამომცემლობის საუკეთესო (ჯერჯერობით) ნამუშევრად ვთვლი მე ამ წიგნს.
საოცარი კრებულია. სასწაულად მაგარი მოთხრობებით. “ქთუჰლუს ძახილის” კრებულის მერე აღარ მეგონა თუ უკეთეს რაიმეს წავიკითხავდი ლავკრაფტის შემოქმედებიდან, მაგრამ “რენდოლფ კარტერმა” ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
“ჩარლზ დექსტერ უორდის უცნაური საქმე” ცალკე შედევრია. გენიალური მოთხრობაა. ❤️❤️❤️
ასე წიგნში დიდი ხანია არ მიმოგზაურია, სიზმრებიც კი მომატარა ლავკრაფტმა. ❤️
ეს წიგნი დაბადების დღეზე მაჩუქეს. თავიდან ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით ვუყურებდი. გადის დრო და ვხედავ, რომ ლავკრაფტს ბევრგან აქვს დატოვებული კვალი. "Call of Ctulhu"-ის თამაშის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მის სამყაროში ჩავძირულიყავი, რამაც გაამართლა. არ მეგონა თუ ასე ვრცელი სამყარო გადაიშლებოდა წინ. სიზმრები, ოკულტიზმი, ბნელი არსებები, უსასრულოდ ბევრი განზომილებები, რომლებიც ერთმანეთში ირევა და ამ ყველაფრის წარმოსახვითა და გააზრებით სასიამოვნოდ გაბრუებული რჩები.
მთლიანობაში კარტერის სიზმრები დიდიად არ მომეწონა (განსაკუთრებით ქთულჰუს მითოსის მერე), თუმცა ლავკრაფტისეული აურა და, განსაკუთრებით, ჩარლზ დექსტერ უორდის უცნაური საქმე 5 ვარსკვლავზე ნაკლებს არ იმსახურებს.