ნაგერალა – მეორე სეზონი. როგორც თანამედროვე ამერიკულ სერიალებშია: წინა სეზონის სიუჟეტი, ამბები და თემები ბუნებრივად იგულისხმება, მაგრამ დროდადრო უფრო მძაფრდება, ახალ ნაკადებს, დრამას და ხასიათებს დაიმატებს ხოლმე.
ნაგერალა 2 კონტრასტების წიგნია, ისევე როგორც ამ წიგნის ავტორის ცხოვრება – გვიანი სტალინური პერიოდიდან თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიამდე. პროფესიულ გამოცდილებაზე წერს თუ ჰობიზე, წარსულის მემკვიდრეობაზე თუ უახლეს ტენდენციებზე, გელა ჩარკვიანის ჩანაწერებს ყოველთვის თან ახლავს გულწრფელობა, სანდოობა, თემის სიღრმისეული ცოდნა და თვითირონია/იუმორი.
წიგნში ნოველასავით საკითხავი ბევრი ამბავიც შეგხვდებათ, რომელიც მოწყენისა და შესვენებისთვის სულ უფრო ნაკლებ დროს დაგიტოვებთ. კითხვა კი, სადაც გადაშლით, ნებისმიერი გვერდიდან შეგიძლიათ დაიწყოთ – თუნდაც ახლავე.
4 ვარსკვლავის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც წიგნის მეორე ნაწილზე გადავედი, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ ნაგერალას პირველი ნაწილი ბევრად მომეწონა.
რაც შეეხება მეორე ნაწილს.. ალბათ მართლა იყო გელასა და ნანას სასიყვარულო ისტორიაში რაღაც განსაკუთრებული.. ხინკლის ისტორია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული საქციელია, რომელიც კი ოდესმე მსმენია ან წამიკითხავს.
ასევე შეუძლებელია იმის არ აღნიშვნა, რომ ბატონ გელას აქვს ეს არაჩვეულებრივი ინტელექტუალური იუმორის გრძნობა, რომელიც დღეს ესეოდენ იშვიათია. ალბათ ამიტომაც იკითხება მისი ნაწერები ასე მსუბუქად.
“დღეს ყველაზე მაღალი ხალხი მსოფლიოში ჰოლანდიელებია. ცნობილია აგრეთვე, რომ ისინი ყველაზე მეტ ყველს ჭამენ.”
“როცა ჩვენს ვაიპატრიოტებს ვუსმენ, ისე გამოდის, თითქოს რაც უფრო ნაკლები იცი გარე სამყაროს შესახებ, რაც უფრო გაუნათლებელი ხარ, მით უფრო ქართველი ხარ”.
“ტყუნა- კაცთაგან ქალის დამდაბლება”
“.. რომ ისინი მართლაც გონებასუსტი პოლიტიკოსები იყვნენ, ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა - როგორ უნდა შეფასდეს სისტემა, რომელიც აძლევს გონებასუსტ ადამიანებს ძალაუფლების მწვერვალზე ასვლის საშუალებას”.
“დიდი არჩევნისა და თავისუფლების პირობებში ცხოვრება ადვილი არ არის. ის მოითხოვს ფიქრს, ტვინის დაძაბვას, ინივიატივას. ამიტომაა, რომ დღეს ჩვენში ბევრია ისეთი, ვინც ნატვრიყ იხსენებს იმ დროს, როვა არჩევანი პრაქტიკულად არ იყო და მის მაგივრად სხვები ფიქრობდნენ”.
“თუ გინდა რომ საუკუნემ შეინარჩუნოს ცოტაოდენი რესპექტაბელურობა მაინც, მასში არ უნდა იცხოვრო. როგორ გაბანძდა ოცდამეერთე. არადა შორიდან როგორი უკარება და ლამაზმანივით იდუმალი ჩანდა.”
პირველი ნაწილი ბევრად უკეთესი იყო. აქაც არის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოდ საკითხავი ამბები და კარგი დაკვირვებები, მაგრამ ეს უფრო "ნაგერალას" ნაგერალაა - თითქოს იქიდან შემორჩენილი და თავის დროზე პირველი წიგნისათვის დაწუნებული ტექსტები.