თურმე მტკვარში რომ ჩაყვინთავ, შეიძლება წყალმა პატარა ქუჩებით ისეთ სახლებში შეგიტყუოს, უკან ვეღარც გამოაღწიოთ. ჩაძირული ქალაქის ერთიმეორეს მიწყობილ სახლებში ოთახებიც კი ისევე არის დარჩენილი, როგორც შორეულ XIX საუკუნეში, როცა იქ ხალხი ცხოვრობდა.
საუკუნეთა და დიდ ეპოქათა გასაყარზე მაგიური მფრინავი ხალიჩის კვალმა ჩამოიყვანა თბილისში ირლანდიელი პოეტი პატრიკ ო'ლირი და ქალაქის განუმეორებელი ხიბლით მოჯადოებულმა აქ აღმოაჩინა მეორე სამშობლო, ერთგული მეგობარი, დაუვიწყარი სიყვარული...თითოეულ მათგანს სახიფათო დროება ტრაგიკულ დასასრულს უქადდა. ისევე როგორც "ტიტანიკს", რომელზეც პატრიკ ო'ლირი საბოლოოდ აიყვანა ბედმა.
დათო ტურაშვილის "ჩაძირული ქალაქი" დიდი ხნის გამქრალ, მტკვრის სიღრმეებში გაუჩინარებულ თბილისზეა, რომელიც ახალ ეპოქას და გარდატეხებს შეეწირა. მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი განახლებული სახით იბეჭდება.
David Turashvili [Georgian: დავით (დათო) ტურაშვილი] is a Georgian fiction writer. In 1989, he was one of the leaders of the student protest action taking place at the Davidgareja monasteries in eastern Georgia, whose territory was exploited by the Soviet Union military as a training ground. His first novels, published in 1988, are based on the turmoil of those events. The premier of his play Jeans Generation was held in May 2001. Turashvili's other publications include the travelogues Katmandu (1998) and Known and Unknown America (1993), and two collections of short fiction and movie scripts; his first collection of short fiction is Merani (1991). Besides scripts, he writes novels, short stories and plays. Dato Turashvili has published about 16 books in Georgia. His works are translated into seven languages and published in different periodical editions of various countries. His novel Jeans Generation has already been published in five European countries. He is the author of Georgian best-sellers and has participated in Alpinists’ expedition in the mountains of the Caucasus, Andes and Himalayas. Furthermore, he is the author of scientific-research letters in literary criticism and historiography. He has translated both prosaic and poetic texts from Russian , Spanish, Turkish and English languages.
როგორც ყველა წიგნს სამყაროში, ამ წიგნსაც აქვს თავისი კარგი და ნაკლებად კარგი მხარეები. კარგია, მაგალითად, ის, რომ ძველი თბილისის ბევრ ამბავს, მითსა თუ მართალს, ერთიანად ვეცნობით, ნაკლებად კარგია ის, რომ პატარა სივრცეში ძალიან ბევრი "სახელოვანი წინაპარია" თავმოყრილი და რაღაცით ბიტლზის აიმ ალბომის ყდას ჰგავს, ვინც კი გაახსენდათ, ყველას ერთად თავმოყრა რომ განიზრახეს (თუმცა, ალბომის ყდას უხდება). კარგია ის, რომ თხრობა მრავალფეროვანია, ნაკლებად კარგია ის განცდა, რომ გამრავალფეროვნებისთვის განკუთვნილი ეს მონაკვეთები - ამონარიდები თუ პიესა - ცალკე დაწერილს, ცალკე ამოწერილს ჰგავს და უბრალოდ რომანზე ბარემ-ბარემაა მიწებებული. კარგია ის, რომ თხრობა ძველს ტფილისურ ყაიდაზე სწარმოებს, ნაკლებად კარგია ის, რომ ამას აკა მორჩილაძე ბევრად ბუნებრივად აკეთებს და თან აქ დროდადრო თვალს ან თუ ხმამაღლა კითხულობ, ყურს გჭირს (განსაკუთრებით მაშინ, შუა მეოცე საუკუნის დასაწყისში უცებ ოცდამეერთე საუკუნის ადამიანები რომ შემოხტებიან საკუთარი ციტატებით, რომელიც მთხრობელს ახსენდება და თუ ახსენდება, ბარემ წერს კიდეც). კარგია ის, რომ ნაკლებად კარგი რაღაცეები ასე უცებ აღარ მახსენდება, ნაკლებად კარგია ის, რომ არც კარგი გამახსენდა ასე უცებ სხვა.
ეჭვის თვალით ვუყურებდი კაი ხანი ამ წიგნს , ავტორის მხოლოდ ჯინსების თაობა მქონდა წაკითხული და გადაცემები ნანახი. (სხვათაშორის გადაცემები სულ მომწონდა ). წინა წიგნი რომ დავასრულე და თაროსთან მივედი ახლის ასარჩევად, უამრავ წასაკითხ საინტერესო წიგნებს შორის ყველაზე მეტად ამან მომჭრა თვალი.ხოდა დავავლე ხელი.. დავიწყე კითხვა..ვახ, რაღაც არასტანდარტული სიუჟეტი და წერის სტილი შემრჩა ხელთ. ბრიტანეთის მუზეუმში დაცული წერილების მეშვეობით დაწერა ავტორმა ეს წიგნი და შექმნა საოცარი ისტორია. ამბავი ტრიალებს ირლანდიელი პოეტის - პატრიკ ო' ლირის ირგვლივ,რომელიც თავს ინგლისელ მოგზაურად "გაასაღებს " და ისე ჩამოვა საქართველოში. ჩამოსვლის მიზეზი მფრინავი ხალიჩაა , რომელზეც ბაბუა უყვებოდა და ლეგენდები დადიოდა. დაუმეგობრდება ერთ ქართველ პოეტს ქეშიშ დარდიმანს - კაი მოგრიალე კაცს და დადიან ყველგან ერთად; დროს ძალიან საინტერესოდ ატარებენ. პატრიკმა ქართული ენა შესაშურაᲓ კარგად შეისწავლა და ყველას ანცვიფრებდა ამით . ამ ხალიჩის ამბის გარკვევაში კი ჩვენს ირლანდიელ პოეტს ნამდვილი სიყვარული ეწვევა სოფო მეტრეველის სახით.. ეს უკანასკნელი კი , ისევე როგორც იმდროის გიმნაზიელი გოგოების უმეტესობა შეყვარებულია ოპერის მომღერალ ვანო სარაჯიშვილზე. ნუ სიყვარულის ხაზი როგორ განვითარდება ამას აქ არ დავწერ. გარდა მხატვრული სიუჟეტისა, წიგნი არის შემეცნებითი სახის, დატვირთულია ათასი ინფორმაციით.ვგებულობთ მე-18 , მე -19 საუკუნეების თბილისის და თბილისელების შესახებ ბევრ უცნობ და გამაოგნებელ ამბავს. იმდენად ხშირად აქვს ავტორს კომენტარები გაკეთებული სიუჟეტის მიმდინარეობისას, რომ ცალკე წიგნად შეიძლება შევკრათ.ეს კომენტარები არის ძალიან ინფორმაციული, საინტერესო და იუმორნარევიც. წიგნში შევხვდებით ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, ორბელიანებს, ნიკალას და მრავალ სხვას... აი, ბოლოს კი გავიგებთ რა კავშირი აქვს ამ ამბავს და კერძოდ, პატრიკ ო'ლირს ყველასთვის ცნობილ ტიტანიკის ტრაგედიასთან. რეკომედაციას ვუწევ ამ წიგნს- იკითხება სასიამოვნოდ , არის განსხვავებული სიუჟეტი და შეიტყობთ მრავალ განსაცვიფრებელ ამბავს ერთი საუკუნით წინა თბილისზე. პ.ს ძალიან მინდოდა ცალკე მომეძიებინა ინფორმაცია პატრიკ ო ლირზე მაგრამ არაფერია ინტერნეტში.. მოგვიწევს ავტორის მიერ შეგროვებულ მასალებს დავჯერდეთ
ტურაშვილში ის მიყვარს რო თითქმის ყველა წიგნი სხვადასხვა სტილის ენით აქვს დაწერილი. აი მაგალითად, ოსტინის რომელიმე ორი წიგნი რომ აიღო და რომ არ იცოდე რო ოსტინისას კითხულობ, თუ კი ერთი წიგნი მაინც გაქვს მისი წაკითხული მაშინვე ხვდები რომ ეს ოსტინის წიგნია :დ მგონი მთლად კარგად ვერ ვთქვი რაც მინდოდა