შერლოკ ჰოლმსი – ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი – დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მოყვარულ ნებისმიერი ასაკის მკითხველებში. შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი დეტექტიური ჟანრის კლასიკად ითვლება. განსაკუთრებით ჩახლართული დანაშაულის გამოძიების დეტალებს ჰოლმსის მუდმივი თანამგზავრი, ექიმი უოტსონი გვიამბობს. თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმის, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე ჩახლართულ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად ჰოლმსი არ „განგვიმარტავს“ თავისი „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს.
Sir Arthur Ignatius Conan Doyle was a Scottish writer and physician. He created the character Sherlock Holmes in 1887 for A Study in Scarlet, the first of four novels and fifty-six short stories about Holmes and Dr. Watson. The Sherlock Holmes stories are milestones in the field of crime fiction.
Doyle was a prolific writer. In addition to the Holmes stories, his works include fantasy and science fiction stories about Professor Challenger, and humorous stories about the Napoleonic soldier Brigadier Gerard, as well as plays, romances, poetry, non-fiction, and historical novels. One of Doyle's early short stories, "J. Habakuk Jephson's Statement" (1884), helped to popularise the mystery of the brigantine Mary Celeste, found drifting at sea with no crew member aboard.
წიგნი "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი" მომეწონა უზომოდ რადგან ჰოლმსის უნარები და ნიჭი იყო საინტერესო. ყოველი მოთხრობა იყო იდუმალებით სავსე რასაც შერლოკ ჰოლმსი კარგად ართმევდა თავს. მინდა გამოვარჩიო ამ წიგნის ჩემი ფავორიტი მოთხობა. ეს არის "ალისფერი კვალი"
მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი,რომელსაც აბსოლუტურად ყველა გამომძიებელი ადიდებს და ერთხელ მაინც უთქვამს: " ნეტაც შერლოკი მყავდესო". თუმცა, კარგი გამომძიებლები შერლოკს კი არ ნატრობენ, არამედ ბაძავენ. ყველაზე რთული საქმეები სწორედ მისტერ ჰოლმსთან მიდის, რადგნა მას სიგარეტის ნამწვავითაც კი შეუძლია გაიგოს, რომ 20-ოდე ნაბიჯის შემდეგ პატარა ქოხში მისტერ უოტსონი იმალება. მხოლოდ მას შეუძლია გაშიფროს უცნობი წერილები, მოცეკვავე კაცუნებისაგან რომ არის შექმნილი...