ზაალ სამადაშვილის ახალ წიგნში თავმოყრილ ნოველებს და ჩანაწერებს ერთი რამ აერთიანებთ: დრო, ეს არაა წარსული, არამედ მწერლის თვალით დანახული და აღქმული დრო, თავისი პირუთვნელი სინამდვილით. ნამდვილია ამბები, პერსონაჟები, მთხრობელიც კი - არაფერს იგონებს, აკლებს ან ამატებს მოვლენებს, არამედ მოგვითხრობს მათ ისე, როგორც ოდესღაც დაინახა და იგრძნო. სინამდვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი წიგნს სიწრფელეს და სიფაქიზეს სძენს. ადვილად პოულობს თანაგანმცდელს მკითხველის სახით.
საბოლოო ჯამში, რამდენიმე ჩანაწერი მომეწონა 😊 ყველაზე მეტად გულთან ახლოს პირველი მოთხრობა, "იუნკერ ერისთავის ბუცები", მივიტანე, ასევე, კარგი იყო "ტელევიზორის შესაკეთებლად მოსვლა" და "კლარა ექიმი". დანარჩენი ნოველებით, სამწუხაროდ, ვერ აღვფრთოვანდი... შესაბამისად, ვაფასებ 3 ქულით.