თამარ თანდაშვილის რომანი, ჟანრით, "ეთნოგრაფიულ მოწმეობას" განეკუთვნება. მონსატერში განმარტოებული ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრება სოციალური კავშირებით არ ანებივრებს, მეგობრის სიყვარული გამორჩეულად ინტიმური გრძნობაა. რა არჩევანს აკეთებს დედა ბარბარე, როცა მისი "სულის ნაწილს" უმოწყალოდ კლავენ? იურიდიული ფაკულტეტის მესამეკურსელი მედეა სამართლის ფენომენს მეტაფიზიკური კრიმინოლოოგიის კუთხით განჭვრეტს და თეორიულ აღმოჩენას აკეთებს, რისი გადამოწმება ორი ათწლეულის შემდეგ, ხანდაზმულ კრიმინალურ საქმეზე მუშაობისას უწევს. ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული ორი ადამიანის, საერო პირისა და მონასტერში მოღვაწის ცხოვრება ტრაგიკულად და მოულოდნელად გადაეჯაჭვება ერთმანეთს, მათი ურთიერთდაპირისპირების ფსიქოლოგიური დრამა კი, ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების გამო, ყველასთვის წარმოუდგენლად და არცთუ უსისხლოდ სრულდება.
ძალიან ძალიან კარგი ამბავია. ფინალი აქვს შთამბეჭდავი!
მაგრამ ავტორს სამწერლო ხელობა აკლია, თანაც ძალიან. ბომბი წიგნის დასაწერად მარტო თემის კარგად ცოდნა არაა საკმარისი, გადმოცემის ფორმა ზოგჯერ იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად სიუჟეტი. თამარ თანდაშვილს კი აქვს ძალიან საინტერესო, ჩახლართული, სიუჟეტი და ძალიან გაუმართავი თხრობა. მარტო სინტაქსი არაფერ შუაშია; რომანში ეპიზოდები არ ებმის რიგიანად, პაზლივით ტექსტია, სადაც პატარა ნაკუწები თითქოს შეცდომით სხვა ადგილასაა ხოლმე ჩასმული რამდენიმეგან.
თუმცა ისევ დადებითზე გადავიდეთ - ტექსტი კი არა, რაღაცნაირად ამბოხი უფრო არის, რის გამოც მკითხველი ავტორთან იმდენად ახლოს დგახარ, რომ აქა-იქ წარმოჩენილი კლიშეებიც კი არ გიშლის ნერვებს, მითუმეტეს, რომ იუმორითაა ეს კლიშეები შეფუთული.
ჰომ... გამომცემლის კრიტიკა ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, მაგრამ მიუხედავად იმ მინუსებისა, რაც ამ ტექსტს აქვს, მკითხველისთვის ასეთი შეუმჩნეველი არ უნდა იყოს! წიგნის ფესტივალზე ერთი პრეზენტაცია არ კმარა მკითხველამდე მისასვლელად.
სასტიკი და აუცილებლად წასაკითხი წიგნია. თავბრუდამხვევი სიუჟეტით, სადაც პერსონაჟების ბედი ერთმანეთში ისე საინტერესოდ და მოულოდნელად იხლართება, რომ გაოცებულს დაგტოვებს.
პ.ს. ფინალი აქვს სრულიად შესანიშნავი.
პ.პ.ს. ნახევარ ვარსკვლავს დავაკლებდი რედაქტირების გამო, მაგრამ ეგ ავტორის ბრალი არ არის, გამომცემლობის ბრალია, ამიტომ არაფერსაც არ დავაკლებ. მოკლედ, წაიკითხეთ აუცილებლად.
აუდიო წიგნად დავიწყე სეირნობის დროს რომ მომესმინა და ვაუ :დ ბრავო, არ ველოდი ასე ძალიან ძალიან კარგად შეკრულ ამბებს. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან დიდი დისკომფორტი არ გამჩენია რაღაც-რაღაც ხარვეზების გამო, მეორედ წაკითხვის დროს დავიწყე შემჩნევა. გადასარევი პლოტია, გადასარევი ქვიარ პერსონაჟებით, მნიშვნელოვანი საკითხებით და ფაზლის satisfying შეერთებით. მოკლედ, უყოყმანო ხუთი ვარსკვლავი ჩემგან <3