დავით კასრაძის რომანი "როსკიპი" პირველად 1911 წელს დაიბეჭდა. ამ ნაწარმოებში მწერალი ილაშქრებდა ცარიზმის წინააღმდეგ. "როსკიპი" ცენზურამ აკრძალა.
მას შემდეგ დიდი ცვლილებები მოხდა ჩვენი ხალხის ცხოვრებაში, ლიტერატურაში. მწერალმა "როსკიპი" საფუძვლიანად გადაამუშავა, შეამცირა, შეუცვალა სახელიც და რომანს "გურანდა" უწოდა.
გურანდა დეისაძე ცხოვრების უკუღმართობამ, სიდუხჭირემ, ამორალური, სულიერად დამახინჯებულ მოხელეთა არაადამიანურმა დამოკიდებულებამ საროსკიპოში მიიყვანა. მწერალი მკაცრად ილაშქრებს მეფის რეჟიმისა და ეკლესიის მსახურთა გახრწნილი მოქმედების წინააღმდეგ.