ჩეჩნები ტრაგიკული ბედის მქონე ხალხია. დედამი-წის ზურგზე ალბათ იშვიათად მოიძებნება ერი, რომელსაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში იმდენი მსხვერპლი გაეღოს, რამდენიც პატარა, თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენმა ერმა გაიღო.
ჩეჩნებმა მთელი თავისი უშრეტი ენერგია ,,ბოროტების იმპერიის” წინააღმდეგ ბრძოლას შეალიეს და ეს ბრძოლა დღესაც არ წყდება. რუსეთისათვის ჩეჩნეთი ყოველთვის იყო და კვლავ რჩება ,,აქილევსის ქუსლი” კავკასიაში.