What do you think?

ვერელი თორაძეები
წიგნი "ვერელი თორაძეები" - ეს არ გახლავთ მხოლოდ ავტობიოგრაფიული წიგნი, ან მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. წიგნში აღწერილია 90-წლების განუკითხაობა, რომელიც არა ერთი ოჯახის დაღუპვის მიზეზი გახდა! თუმცა, წიგნშ აღწერილი ტრაგედია გულგრილს ვერავის დატოვებს. ამ ნაწარმოებში ნათლად არის გადმოცემული, იმ წყობის და უსამართლო რეჟიმის ბრძოლა, ერთი რიგითი ოჯახის წინააღმდეგ, რომლებიც უპირისპირდებიან რეჟიმის იმ მანკიერ მხარეს,რომელიც ტრაგედიის მიზეზი გახდა. წიგნს თანდართული აქვს საბუთები და დოკუმენტები.
570 pages, Hardcover
Published January 1, 2016
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 9 of 9 reviews
Read
September 24, 2024თორაძეების ისტორია საინტერესოა საქართველოს პოსტ-საბჭოური განვითარების კონტექსტუალიზებისთვის. ქუჩის ავტორიტეტის ცნებამ (ქურდობა, ძველი ბიჭობა, ა.შ.), ველური კაპიტალიზმის შემოსვლის დროს, შესაბამისი ევოლუცია განიცადა. უკვე სახელმწიფოსთან შეზრდილმა "ბოროტებმა", მოიცილეს მათი ქუჩის კონკურენცია თორაძეების სახით. როგორც აღწერენ, მათი ოჯახის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა მხედრიონი (იგივე "ბოროტები"), გვარდია და სპეცრაზმი. როგორც ჩანს, თორაძეები წარმოადგენდნენ უფრო არქაულ პროტოტიპებს, - უარს ამბობდნენ ნარკოტიკზე, იცავდნენ ქუჩურ დოგმებს და ასე შემდეგ. მათი იდეოლოგია და პრინციპები უკვე პოსტსაბჭოურ ველურ კაპიტალიზმთან სრულიად შეუსაბამო გახდა. გამსახურდიას მიმართ პუტჩის შემდგომ, როცა ცენტრალიზებული სახელმწიფო სრულიად ჩამოიშალა, ძალაუფლების ვაკუუმია და კრიმინალური პროცესებით მიმდინარეობს ქვეყნის რესურსების გადანაწილება, - შეუძლებელია შენარჩუნებულიყო "სპრავედლივი" წესები ქუჩაში. თვითონ ამ ისტორიაშიც იკვეთება, რომ კანონიერი ქურდები ჩვეულებრივად იწყებენ კაპიტალისტურ გადანაწილებაში მონაწილეობის მიღებას.
წიგნისა თუ მემუარის დანარჩენ ნაწილს რაც შეეხება (დანარჩენ დაახლ. 300 გვერდს), უფრო უინტერესოა და ავტორის ნარცისობასა და ეგოცენტრულობას ცხადყოფს, რაც ალბათ იმ დიდი ტრამვებიდან გამომდინარეცაა, რაც მას გადახდა... თუმცა, ფასდაუდებელი საქმეა, რომ საკუთარი ოჯახის ისტორია თვითონვე დაწერა და შემოინახა, თავისივე დოკუმენტაციით. ამისათვის ყოჩაღ მას! :)

August 28, 2020
დავბრუნდი 90იანებში და იმ საშინელებაში რაც მზარავდა. ამ ყველაფრის მოსმენა ადამიანისგან რომელმაც მთელი ოჯახი დაკარგა კიდევ უფრო რთულია...რატომ მოვიშალე ნერვები!
September 10, 2026
ეს არის წიგნი 90-იანი წლების იმ საქართველოსა და რეჟიმზე, რომელმაც არაერთი ოჯახი იმსხვერპლა, მათ შორის ამ წიგნის მთავარი გმირები, თორაძეების ოჯახი, რომლებიც ცდილობდნენ შესწინააღმდეგებოდნენ მხედრიონსა და იმ განუკითხაობას, რომელიც მაგ დროს სუფევდა მთელ ქვეყანაში.. ზაური და იზოლდა თორაძეებს 10 შვილი ჰყავდათ, 6 ბიჭი და 4 გოგო, დედ-მამა და ბიჭები დაცხრილეს და გააქრეს ისე როგორც არაფერი, დარჩა 13 წლის, დებს შორის ყველაზე უფროსი თამარი მარტოდმარტო, მხოლოდ მცირეწლოვან დებთან ერთად , რომელსაც დააწვა ამხელა ტვირთის და დების მეურვეობა … თამარმა ღირსეულად ზიდა ეს ტვირთი, ქონებაც თანაბრად გაუყო დებს, მაგრამ მაინც ყველას მხრიდან მხოლოდ “ზურგში ხანჯლის ცემა” მიიღო… დებმაც კი უღალატეს, ერთ-ერთმა დამ ნინომ კი ქმარიც კი წაართვა… თამარი წავიდა ამერიკაში, სადაც თავიდან დაიწყო ცხოვრება, 7 წლის მერე შვილებიც წაიყვანა, მარიშკა და ქეთა, რომლებიც ცოტა წამოიზარდნენ და მერე მათაც ზურგი აქციეს დედას.
This entire review has been hidden because of spoilers.
Read
February 22, 2020i read it
Want to Read
April 5, 2022ვინმე ხომ არ ყიდით ამ წიგნს?
Read
July 4, 2022ვ
This entire review has been hidden because of spoilers.
July 8, 2025
აკა მორჩილაძის წიგნების 90-იანები დამიბრუნეთ!
March 5, 2026
“ვერელი თორაძეები” ეს არის წიგნი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრება. შეუძლებელია ამ წიგნმა შენში დიდი ემოციები არ გამოიწვიოს. საკმაოდ დიდი ხნის წინ წავიკითხე, დღემდე მათზე ვფიქრობ.
April 22, 2023
სკოლის შემდეგ ეს პირველი წიგნია რომელიც ბოლომდე წავიკითხე. ზოგადად აუდიოწიგნებს ვუსმენ, თვალები მალე მეღლება, მაგრამ ამ წიგნის პირველივე წინადადებიდან ვიგრძენი გულწრფელობა და სწორედ ამან მიმაჯაჭვა.
26 წლის ვარ და თორაძეებზე შორიდან მქონდა გაგებული ამბები, მაგრამ რა მოხდა არ ვიცოდი. თამუნას მოთხრობილიც კი ემოციურად საკმაოდ ქრონოლოგიურია. თავის ცხოვრებაში გვიღებს სტუმრად და უფლებას გვაძლევა ჩვენთვითონ განვსაჯოთ მოვლენები.
წარმოიდგინეთ წიგნი რომლის ავტორის სიმართლე და გულისტკივილი მისი ფურცლებიდან გადმოჩქეფს, თითოეული აბზაცი ემოციურია და შეუძლებელია კითხვისას მოიწყინო, მხოლოდ თუ დაიღლები, და 10 წუთის შემდეგ ისევ უკან დაუბრუნდები.
მოთხრობილი ამბები სულაც არაა ობიექტური. ის თამუნას თვალით დანახული რეალობაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კითვისას უფრო და უფრო რწმუნდები თამუნას მორალურ სისწორეში. ის შეიძლება არ არის კონვენციალურად იდეალური დედა, მეუღლე, შვილი ან მეგობარი, შეიძლება სიამაყეც უშლის ხელს ურთიერთობებში, მაგრამ ცხადია, რომ მისი პრინციპული მორალი და შეუდრეკელი თავმოყვარეობა (კარგი გაგებით) მის ახლობლებშიც და მკითველშიც იწვევს მისდამი პატივისცემას.
P.S. თუ მომავალში ამ წიგნის რაიმე რევიზიული გამოცემა დაიბეჭდება, კარგი იქნებოდა მონათხრობი დაყოფილი ყოფილიყო თავებად, წლებად ან რაიმე სხვა კრიტერიუმის მიხედვით. და მეგობრული რჩევით, გარეკანის დიზაინსაც აუცილებლად შევცვლიდი. პირადად დავეხმარებოდი ამაში გამოცემას, რადგან დიზაინი პირველია, ინტერესს აღვივევს პოტენციურ მკითხველში. არ არის გადამწყვეტი, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული მკითველთა რაოდენობასთან.