რამ გადამაწყვეტინა ამ წიგნის დაწერა? თბილისის ისტორიაზე წიგნების კითხვისას უმთავრესად თვალში გვხვდება ქალაქის პოლიტიკური თავგადასავალი. თანაც იმის გამო, რომ ამ წიგნების უმეტესობა რუსეთის იმპერიულ ან საბჭოთა პერიოდშია გამოცემული, ეს ისტორიაც პოლიტიკური და იდეოლოგიური კონიუნქტურის გათვალისწინებითაა დაწერილი. ამ წიგნებში, გულწრფელობის გარდა, ყოველთვის მაკლდა ამბები ქალაქის ინფრასტრუქტურის, ხიდების, ტრანსპორტის, უბნებისა და მისი გამწვანების შესახებ. დამეთანხმებით, ასეთი საკითხავის შექმნა გაცილებით მარტივი უნდა ყოფილიყო ახლა, იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფალ ეპოქაში. ასეთ წიგნს დიდხანს ველოდი. საბოლოოდ კი გადავწყვიტე, მე თვითონ დამეწერა, მოკლედ, ყველასთვის გასაგებ ენაზე მომეთხრო თბილისის თავგადასავალი...
მიუხედავად ზომისა და ფოტოების რაოდენობისა, ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო წიგნია. რა თქმა უნდა, შიძლებოდა მეტი დაწერილიყო, მაგრამ ამ მოცუულობის ტექსტისთვის, ძალიან კარგია. რაც განსაკუთრებულად მომეწონა, ესაა ლაკონურობა. ყველაზე მეტად გაწელილი ტექსტები მაღიზიანებს, რაც 99% შემთხვევაში დამახასიათებელია არამხატვრული წიგნებისთვის.
წიგნში მოცემული ისტორიული ფაქტები და სახელწოდებების ეტიმოლოგია საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ძალიან მშრალადაა დაწერილი, ისტორიებს აკლია განვრცობა. ჩვენს მდიდარ არქივებში შესაბამისი მოკვლევის ჩატარების შემთხვევაში ასეთი წიგნის მოცულობა თავისუფლად ავიდოდა 200-250 გვერდამდე და არამარტო ფოტოების, არამედ სქემების და რუკების თანდართვაც არ აწყენდა.
მოკლედ და საინტერესოდ არის მოყოლილი თბილისის ისტორიები. ზოგი ისეთიც, რომელთა შესახებ ბევრმა თბილისელმაც არ იცის კარგად. იმედია მეორე ნაწილიც დაიწერება და გამოიცემა უფრო მეტი ისტორიებით.
პატარა წიგნია ზოგადი ინფორმაციით და ფოტომასალით; ალბათ უფრო ინტერესის გასაღვივებლად, რომ მოგინდეს და უფრო მეტი შენ თვითონ მოიძიო და ამ ძიებაში ბევრი საინტერესო ამბავი აღმოაჩინო.