Jump to ratings and reviews
Rate this book

გლდანი [შეუძლებელი რომანი]:

Rate this book
გლდანი-დროში გაყინული საბჭოთა ურბანული ექსპერიმენტი-ამ წიგნში უჩვეულო ადგილად იქცევა, სადაც ლანა, მარტოხელა დედა, ერთადერთ შვილს აჩენს და ყველასგან განცალკევებით ზრდის. მასზე არავინ არაფერი იცის დანამდვილებით, თუმცა, არაერთ დაუჯერებელ ამბავს მიაწერენ. ვინ არის ლანა? რატომ ცხოვრობს გლდანში? იმალება თუ არა ამ უბნის გეტოსებურ ყოველდღიურობაში რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია? გურამ მაცხონაშვილის სადებიუტო რომანში ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის პირობითია, სად მთავრდება პერსონაჟების მდიდარი ფანტაზიით ნაკვები გამონაგონი და სად იწყება სიმართლე, რთული სათქმელია. სტილისტური თამაშებით, შავი იუმორითა და მრავალფეროვნებით დატვირთული რომანი მკითხველს ბევრ სიურპირიზს უმზადებს.

232 pages, Paperback

Published January 1, 2017

6 people are currently reading
143 people want to read

About the author

გურამს დამთავრებული აქვს ფილმისა და თეატრის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი. მისი მოკლე დოკუმენტური ფილმი ტრანსგენდერი ქალის შესახებ, გაეროს განვითარების პროგრამისა და ღია საზოგადოება საქართველოს ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებული გახდა (2013-14 წლები). ის არის ავტორი და რეჟისორი დადგმებისა ადამიანის უფლებებისა და ურბანიზაციის საკითხებზე. თანამშრომლობდა თონიჯებისადა დრამის თეატრებთან. 2019 წელს მიწვეულია გერმანულ თეატრში, როგორც რეჟისორი. მისი სადებიუტო რომანი „გლდანი [შეუძლებელი რომანი]“ 2017 წელს დაიბეჭდა.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
29 (28%)
4 stars
30 (29%)
3 stars
29 (28%)
2 stars
13 (12%)
1 star
2 (1%)
Displaying 1 - 17 of 17 reviews
Profile Image for Mikheil.
Author 11 books117 followers
January 19, 2018
გურამ მაცხონაშვილმა კარგად იცის, რაზეც წერს და რასაც წერს; და რასაც წერს, იგრძნობა, რომ მისი გამოცდილების ნაყოფია.

თანამედროვე ხელოვნებას შეიძლება უამრავი რამ მოშორდეს, მაგრამ ჯერაც შეუძლებელია იარსებოს პირადი ბიოგრაფიისა და გეოგრაფიის გარეშე. გლდანი კი მისთვის ორივეა.

რომანი დინამიკურად იწყება: სამშობიაროს რიგში პურებივით ჩამწკრივებულან ქალები, რომელთაგანაც თითოეულმა სამშობლოს პურივით აუცილებელი „ვაჟი მისი არსობისა“ უნდა აჩუქოს; მშობიარობს საქართველო, თბილისი, გლდანი. იჩეკებიან სისტემის ჯარისკაცები და ფაფუკ ყიფლიბანდებზე მაშინვე მუზარადები ეხურებათ. მაგრამ, როგორც ყველა სისტემას, „გლდანსაც“ ეპარება ხარვეზი სახელად „ამიკო“, რომელსაც მერე მივუბრუნდები.

მაცხონაშვილი თხრობის რამდენიმე ტექნიკას გვთავაზობს, ძირითადად კი მაინც თამთა მელაშვილის სამწერლო ენის გავლენას განიცდის. თუმცა ავტორი ქმნის არა იმ ენის ასლს, არამედ მისგან ოდნავ დაშორებულ მოდელს, რითაც 200-ზე მეტგვერდიან წიგნს, ავად თუ კარგად, მალე გვაკითხებს. თხრობა საგრძნობლად უკეთესია რომანის პირველ ნახევარში, რომელშიც კარგად მუშავდება ტექსტის ურბანული ხაზი: გლდანი აქ არა მხოლოდ მიკროებად დაყოფილი უბანი ან ხიზანიშვილის თუ ქერჩის ქუჩებია თავიანთი განტოტებებით, არამედ ერთგვარი მითიური ლაბირინთი, ხელოვნური, ავტორის მიერ წარმოებული ფოლკლორით.

უფრო ვრცლად "ინდიგოში", ამ ლინკზე: http://indigo.com.ge/articles/literat...
Profile Image for Toothpaste.
12 reviews
December 24, 2017
ვახ. მოლოდინი მქონდა, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სადებიუტო რომანია, მართლა არ ველოდი ასეთი კარგი რამე თუ დამხვდებოდა.
კითხვა რომ დავიწყე, რამდენიმესაათიან წყვეტას თუ არ ჩავთვლით (ძილის გამო) ერთი ამოსუნთქვით დავამთავრე.
ჩემი აზრით, აუცილებლად წასაკითხი ქართული წიგნია თავისი რეფერენსებით მითოლოგიაზე, შესანიშნავი შავი იუმორით, სუპერ ენით და თემატიკით (და ძალიან ეფექტური opening line - ით). + შიგადაშიგ ისეთი პასაჟებია, იფ!
მოკლედ, მე ძალიან ვისიამოვნე და კიდევ რამე რომ ქონდეს ავტორს დაწერილი, მაგასაც დიდი ინტერესით მივაყოლებდი.
Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book73 followers
December 18, 2017
ძლივს ვიღაცამ დაწერა წიგნი გლდანზე და არა ვერა-ვაკეზე ^_^
პ.ს.: ფინალი ცოტა "ჟუტკი" იყო :)
Profile Image for Tiko Kopaliani.
29 reviews5 followers
March 9, 2018
სერიალ westworld-ის East ვერსია, ანუ გლდანის საოცარი ისტორია. წიგნი, რომელმაც თანამედროვე ქართული ლიტერატურის სიყვარული საბოლოოდ ჩამინერგა.
ეს უნდა წაიკითხოთ!!!
Profile Image for Keso Gagoshidze.
222 reviews23 followers
February 15, 2024
მეგობარმა მკითხა ერთი ციტატა მომიყვანე ამ წიგნიდანო და მე ვუთხარი, რომ მთლიანი წიგნი იყო ციტატა.

ფილმიც მინდა!
Profile Image for Kristina.
270 reviews9 followers
November 19, 2017
გლდანი სევდის დისციპლინაა.
Profile Image for Komble III.
228 reviews12 followers
November 17, 2017
ძალიან კარგი წიგნია. დებიუტისთვის მითუმეტეს.
Profile Image for Nata shavelashvili.
1 review
November 23, 2017
იმდენად შეუძლებელია, რომ შესაძლებლობის იდეას აჩენს ! საკმაოდ კარგია )) წარმატებები !!!
Profile Image for Agatha.
40 reviews10 followers
July 26, 2018
ეს წიგნი არის Cool. საინტერესო, ორიგინალური, "თბილისი იყო ურთიერთობა" პათეტიკისგან დაცლილი.
Profile Image for Giorgi Merkvilishvili.
12 reviews4 followers
April 7, 2020
საკმაოდ დამაჯერებელი იყო ლანა. უბინძურესი რეალობა და უსევდიანესი წიგნი.
Profile Image for Marita Mazanishvili.
65 reviews12 followers
March 31, 2018
ამ ფოტოს რომ ვიღებდი, გარშემო ვიღაცეებს ეცინებოდათ, გლდანზე თურმე წიგნიც ყოფილაო :D კი, ნამდვილად, თან როგორი <3 მთელი ამბავი საინტერესოა პირველი გვერდებიდან მოყოლებული, სადაც თითქოს ჩვენგან არაფრით განსხვავებული პერსონაჟი 90-იანების სამშობიაროში იბადება - ბოლომდე, სადაც აღმოვაჩენთ რომ მთელი ეს ისტორია, უცნაურ დედა-შვილზე "სინამდვილეში" პროგრამა ყოფილა, რომელსაც გეი პერსონაჟი "გამოეპარა" :D

კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ერთდროულად ბევრ რამეზეა ეს რომანი. აი, მარკეტში რომ შედიხარ და ყველაფერს კალათში ყრი, რაც ხელში მოგხვდება :D ეს ამბებიც თითქოს გლდანის უსახური ინფრასტრუქტურის მიღმა მომხდარი ყოველდღიური მისტიკური და ჩახლართული ამბებიაო, თან იდეაში, არც რამე განსაკუთრებულზეა, რაც არ ვიცით ან არ გაგვიგია ან თავს არ გადაგვხდენია, ამიტომ სხვა ქართული რომანებისგან განსხვავებით, რომლებიც რეალობიდან სადღაც შორს "გიტაცებენ", გლდანმა პირიქით, ბოლომდე გამათავისებინა გეოგრაფიული არეალი, გლდანის შაურმაც და ახმეტელის მეტროს აურაც :D

ხოდა, მეტი რა უნდა მოვითხოვოთ ერთი, სადებიუტო წიგნიდან? კარგი იყო და როგორ შეუძლებლადაც არ უნდა ჟღერდეს მისი სათაური, შესაძლოდ კარგად წასაკითხი გამოვიდა
November 14, 2023
აგერ, გადაწყვეტიდან ხუთი წლის თავზე ძლივს მოვაღწიე ამ წიგნამდე და ნეტავ აქამდე სად ვიყავი.

ძალიან, ძალიან კარგი რომანია. ცოტ-ცოტა ყველაფერს ეხება ავტორი, თან ისეთ ამბებს, ჩვენს ამბებს, ირგვლივ რომ ხდება და შეიძლება ვერც ვამჩნევთ, რომ მოსაყოლია. განსაკუთრებით კი - გლდანის და ყველა სხვა გლდანის საკითხებს. მ��, რომელსაც მთელი ცხოვრება გარეუბნებში მაქვს გატარებული, ძალიან მშობლიურად მეჩვენა ატმოსფერო. იმაზე არაფერს ვიტყვი, კიდევ რა იყო ახლობელი, როგორც ამ ქვეყნის შვილისათვის.

წერის სტილიც ძალიან კარგია, მძიმე ამბავი მსუბუქად იკითხება, მაგრამ მაინც გაგრძნობინებს მტვრის გემოს ენაზე და ცოტა ფილტვებშიც. მერე კიდევ - კვანძის გახსნა, plot twist, რომელიც არც ისე plot twist-ია, ჩემზე უფრო დაკვირვებული თუა ადამიანი.

ერთი ის არის, რომ რაღაცები ზედმეტი მეჩვენა, არ მიყვარს გინდა სიუჟეტში, გინდა თხრობის მანერაში ისეთი რამეები, რაც არაფერს იძლევა. და იყო აქა-იქ პასაჟები, რომელთა ამოკლებითაც წიგნს არაფერი დააკლდებოდა. სხვა მხრივ, ძალიან კარგი რომანია და დიდებული დებიუტი.
Profile Image for Nina Lobjanidze.
64 reviews2 followers
September 13, 2019
რომანის სათაური სრულებით ამართლებს მის შინაარსს. ავტორმა კარგად იცის, რომ შეუძლებელი რომანია.
რაც შეეხება წერის სტილს, საკმაოდ კარგადაა შერეული სხვადასხვა სტილი ერთმანეთთან, თუმცა, ეს გარკვეულ დაბნეულობასაც ბადებს, ფურცლიდან ფურცელზე რა დაგხვდება არ იცი. არც ის იცი, ვინ იქნება მთავარი გმირი.
როგორც ყველას, ალბათ, მეც დამაკლდა ამიკოს ისტორიის განვითარება, თუმცა, როგორც თავიდანვე გვეუბნება ავტორი, ესეც გაურკვეველი ამბავია, ისევე როგორც თავად გლდანი.
Profile Image for მაიკო დოხნაძე.
56 reviews3 followers
November 23, 2018
სრული სიგიჟე, კარგი გაგებით. დასასრული ცოტა ამაზრზენი იყო ჩემთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, კარგი წიგნი იყო. ველოდები ავტორის შემდეგ წიგნს.
Profile Image for Mariam Dekanosidze.
39 reviews1 follower
April 2, 2020
მთელს წიგნში იგრძნობოდა გლდანისთვის დამახასიათებელი სევდა და ძალიანაც მომწონდა, თუმცა დასასრული მაინც ძალიან უცნაური და მოულოდნელი (თუმცა არც ისე კარგის მხრივ) იყო :/
Displaying 1 - 17 of 17 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.