Jump to ratings and reviews
Rate this book

სასაუზმე ,,ბუდაპეშტი"

Rate this book
სასაუზმე „ბუდაპეშტში“ სცენა უკვე მზადაა, დეკორაციები გამართულია, მსახიობები კულისებში გარინდულან და რეჟისორის ნიშანს ელოდებიან, რათა საკუთარი როლების შესრულება დაიწყონ. ნიშანი გაისმის და სცენა პერსონაჟებით ივსება.

ყველა აქ არის: მარი, გიო, მძინარე ბაჩო, ბუდა როსტომი (იგივე რიტა), ბიჭი ნელი და ქმრის მიერ ცხვარივით დაკლული ნელიც; აქ არიან ტელევიზორის გამომგონებელი ძველი ხეთები, სიკვდილის წინ მუზეუმში გამოფენილი სნეულები, წინაპართაგან ნაანდერძევი ბირჟის გამამაგრებელი ჯეელები და სქელ კვამლში გახვეული რუსთავის გეტო.

ამ მოთხრობებში სინამდვილე, გამონაგონი, 90-იანი წლებისა თუ პოსტაპოკალიფსური საქართველო – ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული, ავტორი კი მათ შორის დასაშვებ ყველანაირ ზღვარს შლის, წარმოსახვით პორტალებს შორის გადაადგილდება და მკითხველს იმაზე დიდი კითხვის ნიშნის წინაშე აყენებს, ვიდრე ის ტალღაა, ყველასა და ყველაფრის წამებში გადარეცხვა რომ შეუძლია.

254 pages, Paperback

Published November 5, 2017

30 people want to read

About the author

Misha Bakhsoliani

8 books6 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
12 (32%)
4 stars
18 (48%)
3 stars
5 (13%)
2 stars
1 (2%)
1 star
1 (2%)
Displaying 1 - 12 of 12 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books423 followers
November 21, 2017
მოთხრობების უმეტესობა ძალიან კარგია. იმ დანარჩენ სამიოდ მოთხრობაზეც დავწერდი რამეს, მაგრამ ვფრთხილობ მაინც - მერე შეიძლება რეზიკო მოვიდეს და ტრაკიდან ხერხემალი გამომაცალოს.
Profile Image for Davit.
39 reviews22 followers
November 18, 2017
მევასება მე ამ კაცის აღვირახსნილი იუმორი და რა ვქნა :)
Profile Image for Guga Nemstsveridze.
4 reviews
July 30, 2019
ბოლო მოთხრობაში პოლოს თავგადასავალი ყველაზე კარგი რამეა
Profile Image for Geørge.
96 reviews
March 21, 2020
თავიდან გადაღეჭილი 90-იანების, ადრეული 00-იანების ამბებს ველოდებოდი და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. მარტივად, სატირულ-მისტიკურ-აბსურდულ სიუჟეტში გადმოსცე ის ჯოჯოხეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უდიდესმა ნაწილმა გამოიარა.

რამდენიმე მოთხრობა განსაკუთრებით კარგია - "სიკვდილის მუზეუმი", გადასაღებად გამზადებული ამბავია. საინტერესო სიუჟეტით, კარგი გმირებით და გარემოთი, რომელიც თან ასე შორს, მაგრამ ამავდროულად ძალიან შინაურულია. "საფლავში საკითხავი" - სიმწრის ტირილამდე სასაცილო და აბსურდული ამბავია, რომელიც ისეა მოყოლილი, თითქოს ერთ საღამოს ნასვამზე მეგობარი იხსენებდეს. ამით კარგად არის ნაჩვენები, როგორც ამბის, ასევე თხრობის ავთენტურობა.

საბოლოო ჯამში კი ეს კრებული მშვენიერი ნამუშევარია, Good Job!

Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
March 18, 2020
4 მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა მოთხრობა ერთნაირად მაგარი ვერაა, თორემ ზოგი ისეთია 5-ს კი არა 55-ს იმსახურებს! სიკვდილის მუზეუმი სა წყალქვეშა საქართველო გამისწორდა მაგრად <3
Profile Image for Nina  Jintcharadze.
4 reviews1 follower
March 8, 2019
კრებული ბევრი კარგი და რამდენიმე ცუდი მოთხრობისგან შედგება. 90-იანები და ქართული ყოფა არა გადღეჭილი ამბებით, არამედ სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებებით, საინტერესო პერსონაჟებით და ირონიამდე მისული აბსურდულობით არის დახატული.
Profile Image for Komble III.
229 reviews12 followers
November 15, 2017
100/100

სასწაულად მაგარია

გავკარი ჰარლან უილსონს ისეთი მაგარია

Profile Image for Ana Maisuradze.
Author 1 book74 followers
December 15, 2017
საკმაოდ დამთრგუნველი მოთხრობებია 90-იან წლებზე და არამარტო. განსაკუთრებით მძიმე იყო მოთხრობა ფემიციდზე. :(
Profile Image for BeZka Acid.
4 reviews5 followers
February 4, 2018
boy got some Georgian ghetto balls !
მუხიანი ფეხზეა
Profile Image for comet girl.
7 reviews
April 14, 2024
ეს ის წიგნია ქავერის გამო რომ ვიყიდე. არც აღწერა წამიკითხავს და წინათგრძნობას მივენდე. აი ისეთია მეტროში რომ უნდა წაიკითხო. არ ვიცი რომელი სიტყვებით უნდა შევაფასო ეს წიგნი, არაფერში არ ჯდება, იყო რამოდენიმე მოთხრობა, რომელიც არ მომეწონა (ან ვერ გავიგე როგორც საჭირო იყო), რომელსაც ამოვიღებდი წიგნიდან, მაგრამ მთლიანობაში მაინც ძალიან მომეწონა უცნაური იუმორის და სატირული თხრობის გამო!
Profile Image for Ani Zurashvili.
21 reviews1 follower
December 13, 2024
აზრი ვერ გამოვიტანე ზოგი მოთხრობიდან. ძაან უცნაური იყო.
Displaying 1 - 12 of 12 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.