Jump to ratings and reviews
Rate this book

ქანაანის შვილები

Rate this book
"თუ ამ წიგნის მომავალ მკითხველს დასაწყისიდანვე მოეჩვენება, რომ აშკარად უჩვეულო, უცნაური და განსხვავებული წიგნი აღმოაჩინა, სიამოვნებით დავეთანხმები და იმასაც სიამოვნებით გავიხსენებ, თუ როგორ გამახარა რამდენიმე წლის წინ თავად ამ წიგნის ავტორის აღმოჩენამ.

პირველად ადრე, ახალგაზრდობაში შევხვდით, როცა საქართველოში ჩვენსავით არეული დრო იყო. მაშინ მას სოსო გაჩავა ერქვა და ჯერ არავინ იცოდა, თუ როდის და როგორ დავლაგდებოდით და ისე დავწყნარდებოდით, რომ ნებისმიერ ჩვენგანს თვითონ გაეკეთებინა არჩევანი.
მან თვითონ გააკეთა არჩევანი და სასულიერო პირი გახდა. წლების შემდეგ უკვე ფშავში ვნახე, ჩარგალში მოღვაწეობდა.

ხევსურეთში იმ ზაფხულს ისეთი სიტყვები მოვისმინე ხევსურებისგან (მისი სიყვარულის შესახებ), სულაც არ მიკვირს ამ წიგნის ყდაზე მისი ხევსურული ფსევდონიმი.
ტანიე პატარა ტბის სახელია პირიქითა ხევსურეთში, რომელსაც გულის ფორმა აქვს. მამა იოსებს გულით უნდოდა, რომ არხოტამდე სამანქანე გზა გაეყვანათ (ბოლოს და ბოლოს) და XXI საუკუნეში მაინც არ დაგვეკარგა არხოტი და არხოტიონი – სწორედ ის თემი, ვინც საქართველოს ამდენი საუკუნის განმავლობაში, ასეთი სიყვარულით იცავდა.

მამა იოსების ეს წიგნიც, სინამდვილეში, სიყვარულის გამო, სიყვარულისთვის დაწერილი რომანია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის არა მარტო მწერალი, მხატვარიც არის და მგონი, ჩვენი ბებიებიც მართლებიც იყვნენ, როცა ამბობდნენ, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია და ამ წიგნის მკითხველებსაც, გაკვირვებასთან ერთად, დიდი სიამოვნებაც ელით".

448 pages, Paperback

Published January 1, 2017

5 people are currently reading
92 people want to read

About the author

Gabriel Tanie

2 books11 followers
გაბრიელ ტანიე სოსო გაჩავას ლიტერატურული ფსევდონიმია.



დაიბადა 1971 წელს. პროფესიით კინორეჟისორია. წლების განმავლობაში ეწეოდა როგორც სასულიერო მოღვაწეობას, ისე პედაგოგიურ საქმიანობას (ასწავლიდა ხატვას და თექაზე მუშაობას) საქართველოსთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან, საზღვრისპირა რეგიონებში – სამცხე-ჯავახეთსა და ფშავ-ხევსურეთში.



საკუთარ მოსწავლეებთან ერთად მოწყობილი აქვს ოთხი გამოფენა აღმოსავლეთ საქართველოს ჩეჩენ-ინგუშეთის საზღვრისპირა რეგიონში. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით სხვადასხვა დროს აღადგინეს 3 უძველესი, ისტორიული მნიშვნელობის ეკლესია. ასევე დაიწყო საუკუნის პროექტად წოდებული როშკა-არხოტის გზა. როგორც კინოდოკუმენტალისტი, მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში.



მამა იოსებ გაჩავა ბოლო ორი წელია ცხოვრობს პრაღაში და მსახურობს ჩეხეთის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში.



მისი სადებიუტო რომანი „ქანაანის შვილები“ გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
45 (58%)
4 stars
23 (29%)
3 stars
9 (11%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 7 of 7 reviews
Profile Image for Oto Bakradze.
661 reviews42 followers
March 30, 2023
მიუხედავად იმისა, საერთოდ გაინტერესებს თუ არა მიანმარიდან დევნილი როჰინგების ისტორია ე.წ. აღთქმულ ქანაანის მიწისკენ, ავტორი ახერხებს დაგიჭიროს და ბოლომდე ჩაგაკითხოს უნივერსალური სიყვარულის ისტორიები, რომელშიც ქრისტიანებიც მონაწილეობენ, მუსლიმებიც, წარმართებიცა და ბევრი სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც.

მისი მეორე წიგნისგან განსხვავებით აშკარად ეტყობა, რომ ამ წიგნს უფრო დიდი დრო და შრომა დაუთმო. წერის სტილიც ბევრად კარგი და საინტერესო.

Profile Image for Natia Morbedadze.
831 reviews83 followers
July 24, 2022
ეს წიგნი არც ფრანგულია (როგორც ავტორის ფსევდონიმმა შეიძლება გვაფიქრებინოს) და არც ქართული (როგორც ავტორის რეალური წარმოშობა). ის როჰინგებზეა - ადამიანებზე, რომლებიც მიანმარიდან არნახულ დევნას გაექცნენ ბანგლადეშში, იქ კი ისევ რელიგიური შუღლისა და ძალადობის წინაშე აღმოჩდნენ. უფრო სწორად კი ეს არის წიგნი ყველაზე - სხვადასხვა რელიგიის, ეროვნების, რასის ადამიანებზე. ქანაანის შვილებზე, რომლებიც მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთი გემით მიემგზავრებიან აღთქმული მიწისკენ. აქ ადგილი ყველასთვისაა - ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისთვის, ბუდისტებისთვის, ინდუისტებისა თუ ათეისტებისთვის, აზიელების, ევროპელების თუ აფრიკელებისთვის, ქალებისა თუ კაცებისთვის... ისევე, როგორც ღმერთი გამოუძებნის ადგილს ყველას, ვინც მის გზას დაადგება და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა სახელით მიმართავს ის მას. საბოლოოდ აბრაამი, სიმონ ბოლივარი, ექიმი ჟივაგო, პუშკინი, დანტესი, აფრიკელი გოგონა, იტალიელი კინოს "მომტანი" აპარატითურთ, ანგელოზი ტონინო და სხვები ერთად მიაკაკუნებენ სამოთხის კარზე...
Profile Image for Torsten.
277 reviews12 followers
February 24, 2018
1) მას შემდეგ, რაც დავადგინე რომ გაბრიელ ტანიე არ ყოფილა ფრანგი მწერალი, არამედ ქართველი, თან ყოფილი სასულიერი პირი, გადავწყვიტე წიგნი წამეკითხა ( ტანიე ტბა ყოფილა ხევსურეთში. ავტორი იქ მოღვაწეობდა).
2) წიგნი იწყება ავტორის დღიურის ჩანაწერებით და ჩემდეგ გადაიზრდება რომანში, რომელიც არსობრივად უნივერსალურ სიყვარულზეა, მიუხედავად რელიგიებისა , რასებისა და ა.შ. ანუ იდეა, თავისთავად კარგია.
3) ამ იდეის ხორცშესხმა სუსტადა განხორციელებული. თუმცა სადებიუტო რომანია და ნამდვილად ეტყობა, რომ დიდი სიყვარულითაა დაწერილი. ასე რომ , ორის ნაცვლად ვუბოძე 3 ვარსკვლავი :)
Profile Image for Salomé Chincharauli.
20 reviews16 followers
September 21, 2018
საოცარი წიგნია!!! 5 ვარსკვლავი მეცოტავება. ისეთ ”სამყაროებში” ვიმოგზაურე, ისეთი სიღრმით და სიყვარულით გავეცანი სხვადასხვა რელიგიებს, მომინდა სათითაოდ კიდევ უფრო ჩაუღრმავდე. როგორც ყდაზე ტურაშვილი წერს, გასაკვირი წიგნია, მაგრამ თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, დიდი სიამოვნება წინაა.

P.S ბევრი გაბრიელ ტანიესნაირი ავტორი, ბევრი მამა იოსებისნაირი მოძღვარი და ბევრი სოსოსნაირი მოქალაქე საქართველოს!!!! <3
Profile Image for Ana Badagadze.
88 reviews14 followers
August 30, 2022
ამ ნაწარმოების შეფასებისას არც ზედმეტ პრეტენზიულობას გამოვიჩენ და არც დიდ ღრმა წიაღებში დავუწყებ გარჩევას. გადასარევი თემაა, უამრავი საინტერესო პერსონაჟი, შიგადაშიგ ლამაზი, ღრმა და ლიტერატურულად მაღალი ღირებულების პროზა, ხან კი ლიოსას დეიდა ხულიას რომ მოგაგონებს ეგეთი სხაპასხუპით ჩამორაკრაკებული სიუჟეტი.

სულმოუთქმელად წავიკითხე, ვისიამოვნე ნაწარმოებით, ბევრი ახალი გავიგე და კიდევ უფრო მეტს გაიგებს ის მკითხველი ჩემზე კიდევ ნაკლები რომ იცის როჰინგებსა თუ ბანგლადეშზე.

მოკლედ მიხარია რომ ასეთი საინტერესო წიგნები იწერება საქართველოში და მე პირადად ავტორის მეორე ნაწარმოებსაც აუცილებლად წავიკითხავ.
Profile Image for ლიკა ლაზიშვილი.
8 reviews1 follower
June 26, 2018
კომფორტულად მოვკალათდი პირველივე გვერდიდან. დასრულებისას უკვე ვიცოდი რომ გაბიელ ტანიემ (სოსო გაჩავა, მამა იოსები) შეძლო პირველსავე ნაჯაფ/ნაშრონში ჩაებერა სული.
გუდ რიდზის მოკრძალებული ხუთი ვარსკვლავი ჩემგან ქანანის შვილებს და 450 გვერდში დატეულ სიყვარულს, რელიგიებს, ეროვნებებს თუ კულტურებს.
Profile Image for Tamar Guchua.
14 reviews
August 3, 2018
არ მეგონა, ასეთი ლამაზი ხევსურული ფსევდონიმის მქონე ავტორის ტექსტში როჰინგების ისტორია და ამდენი აღმოსავლეთი თუ დამხვდებოდა. მეთქი, რა მეტიჩრობაა, მაგრამ მერე ფურცელ-ფურცელ ისე გეჩვევა ფატიმას, ჰაჯარის, სალეჰისა და ნურიას, ნოესა და ატიუს, ჯუმასა და ჰანას ამბები, რომ ძალიან ქართული და შინაური გეჩვენება. მე მომეწონა!
Displaying 1 - 7 of 7 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.