ყველას ვურჩევ ამ წიგნის წაკითხვას. თავმოყრილია ამბები და მოგონებები ძალიან მაგარ გოგოებზე, რომლებიც ფიზიკურად გაანადგურეს, მაგრამ ვერ წაართვეს ადამიანობა. ამ წიგნში ჩემი მოსახელე და მოგვარეც იყო, ძალიან მამაცი და პრინციპული პიროვნება. ჩვენს უკან ეს გოგოები დგანან. წარსულში კიდევ ბევრი დაკარგული ისტორიაა, ხოლო რაც ხელმისაწვდომია ჩვენ უნდა წავიკითხოთ და ვიცოდეთ აუცილებლად, რომ მათთვის, ჩვენთვის, სადღაც სივრცეში, გაჟღერდეს დავიწყებული ამბები და ამ გაჟღერებით, გაზიარებით, გააზრებით, აღდგეს სამართალი, ცოტათი მაინც.
ეს წიგნი და ეს ისტორიები არამხოლოდ ყველამ უნდა წაიკითხოს, არამედ სკოლებში, სასწავლი პროგრამაში უნდა შევიდეს. ცრემლის და ბრაზის გარეშე ვერ წაიკითხავ ამ წიგნს და კიდევ უფრო მტკივნეულია, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ არ გვაქვს ისტორია გადააზრებული, ისევ გრძელდება რეპრესიები და იშლება ამ ადამიანების სახელები და ისტორიები ისტორიიდან.
ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ნაწყვეტებს სასკოლო მასალაში შეიტანენ. ძალიან რთული იყო ემოციურად ამ ყველაფრის წაკითხვა. როგორ გაანადგურეს ეს ქალები ფიზიკურად თუ სულიერად. მართლა საოცარი ნაკრებია, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.